განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
120100117002141606
ინსტანცია
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100117002141606

საქმე №1/ბ-480-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 ივნისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მეია მელქაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: კა--------–---–---–ის,მსჯავრდებულ: ამ---------------ს,ადვოკატ: ზა------------ს,მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის, მსჯავრდებულ ამ---------------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზა------------ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ამ---------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------------------–-- საქართველოს მოქალაქის, პ-------------- მცხოვრების: დ-------------------------–-------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ამ--------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ამ--------------- თანაცხოვრების ბოლო ერთი წლის განმავლობაში გენდერული ნიშნით სისტემატიურ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს თე------------ს, კერძოდ იგნორირებას უკეთებდა აზრის გამოხატვის თავისუფლებაში, უკრძალავდა მეზობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობას, რაც იწვევდა მის ტანჯვას. 2017 წლის 20 სექტემბერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ამ--------------მა ად----------------------------------–------------–---------ში მის საცხოვრებელ ბინაში მეუღლეს თე------------ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით ტანის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით ამ--------------- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ამ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.

 

ამ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 სექტემბრიდან.

 

ამ--------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 20 სექტემბერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ამ--------------მა ად----------------------------------–------------–---------ში მის საცხოვრებელ ბინაში, მეუღლეს თე------------ს ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით ტანის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა, მსჯავრდებულმა ამ--------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------------ემ.

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენის გაუქმება, ამ---------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადნაში და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ვერ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სასჯელის მიზნებს. სასამართლოს წინაშე წარდგენილი იყო და სასამართლო გამოძიებითაც დადგინდა ამ---------------ს მიერ მეუღლის მიმართ სისტემატური ძალადობის ჩადენის ფაქტები, რის გასამყარებლადაც საკმარისია თუნდაც უდაო მტკიცებულებად მიჩნეული მოწმეების - ნ-----–----------------------------------------ს ჩვენებები, რომლებიც განმარტავენ, რომ პირადად არასოდეს არ შესწრებიან ამ---------------სა და თე------------ს შორის დაპირისპირებას, თუმცა სმენიათ, რომ ამ--------------- იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და ხშირად ქონდა კონფლიქტი მეუღლესთან - თე------------სთან. მოწმე ნ-----–-------------ის მიერ მოწოდებული ინფორმაციი თანახმად, მეზობლად მცხოვრები ამ---------------ს სახლიდან ხშირად გაუგია მისი ჩხუბისა და გინების ხმა, რაც ბუნებრივია მიჩნეულ უნდა იქნეს ფსიქოლოგიურ ძალადობად დაზარალებულის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე. სასამართლოს განაჩენის დადგენისას უნდა გაეზიარებინა მოწმის სახით გამოკითხული პოლიციელების -თა--------------–---–-- და სო-------–-------–---–-ს ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც აღნიშნული პირები ერთმნიშვნელოვნად განმარტავენ, თუ როგორ შეესწრენ ოჯახში ამ---------------ს ძალადობრივ ქმედებებს მისი არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც იყვნენ აღელვებულები.

 

მსჯავრდებულმა ამ--------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------------ემ მოითხოვეს, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლო დაეყრდნო მოწმეების - თა--------------–---–--ა და სო-------–-------–---–-ს ჩვენებებს, რომლებიც შემთხვევის დროს საერთოდ არ ყოფილან ამ---------------სა და თე------------ს საცხოვრებელ სახლში, რასაც ადასტურებენ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები - ს----------------ი და ჯ-------------ე, ასევე მსჯავრდებული ამ---------------. ასევე დაუდგენელია თუ საიდან და რა გარემოებებში მიიღო თე------------მ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები. ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი კომპეტენტური პირის კვლევის შედეგი (დასკვნა), რომლითაც დადგინდებოდა ამ---------------ს ქმედებით თე------------ განიცდიდა თუ არა ტანჯვას. საქმის განხილვის შედეგად ასევე არ დასტურდება ამ---------------ს მიერ ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად და კანონის შესაბამისად დაადგენდა ამ---------------ს ძალადობის ფაქტს თე------------ზე, რასაც მოჰყვა ფიზიკური ტკივილი. ასევე არ დადგენილა თე------------ს სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ამ---------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანაშაულის ჩადენას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ამ---------------ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მოწმეების ნ-----–-------------ის, თ----------------ის, თა--------------–---–-- და ს--------------ის ჩვენებებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თა--------------–---–-ა განმარტა, რომ არის შსს ადიგენის რაიონული სამმართველოს აბასთუმნის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 20 სექტემბერს იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. მოძრაობდა ა----------–-------------–-- ქუჩაზე სამსახურებრივი ავტომანქანით. როდესაც მიუახლოვდა რ---------–---------ის მიმდებარე ტერიტორიას, გზასთან ახლოს დაახლოებით 5 მეტრში მდებარე ამ---------------ს საცხოვრებელი სახლიდან შემოესმა ყვირილის და ჩხუბის ხმა, ვინაიდან ავტომობილის ფანჯრები ჩაწეული ჰქონდა. იქვე გზაზე გააჩერა მანქანა და გადმოსვლის შემდეგ დარწმუნდა, რომ ნამდვილად ამ---------------ს სახლიდან ისმოდა ყვირილის ხმა. დაურეკა თავის თანამშრომელ ს---------–-------–---–ს და აცნობა არსებული სიტუაციის შესახებ, თავად კი ამ---------------ს სახლისაკენ გაემართა. აღნიშნული საცხოვრებელი არის ორ სართულიანი, ხოლო ამ---------------ს სახლი არის პირველ სართულზე. კარი იყო ღია, როდესაც შევიდა, დაინახა, როგორ აგინებდა ამ--------------- მეუღლეს თე------------ს, ასევე სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი. დაზარალებულს ტუჩთან აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქა. მათი არასრულწლოვანი შვილებიც იქვე იყვნენ და უყურებდნენ ამ ყველაფერს.

ანალოგიური ჩვენება აქვს მიცემული ს---------–-------–---–საც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას.

 

დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის შო---------–---–ის განმარტებით, ბრალდებულის დაკავებისას მის სახლში არ ყოფილა სახლში. თავისი საქმიანობის ფარგლებში იცის, რომ ამ--------------სა და მის მეუღლეს ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. საგამოძიებო მოქმედებებში სო-------–-------–---–-ს და თა---------------–---–-ს გარდა სხვა გამომძიებლებს მონაწილება არ მიუღიათ. მისივე ჩვენებით დაზარალებულმა თე------------მ კატეგორიული უარი განუცხადა არასრულწლოვანი შვილების გი-----------------–------------ს გამოკითხვაზე, რადგან არიან ემოციური ბავშვები და პოლიციაში წარდგენა და გამოკითხვა მათზე მოახდენდა უარყოფით ზეგავლენას. არასრულწლოვანი ბავშვების გამოკითხვის მიზანშეუწონლობაზე მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგმა ი-----–----ემ და დედის განმარტებაზე დაყრდნობით გამორიცხა მათთან რაიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 სექტემბერის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N8--------- დასკვნის თანახმად, თე------------ს სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები, კერძოდ: ედ-------–---მ განმარტა, რომ ამ--------------- არის მისი მეუღლის დის - თე------------ს ქმარი. თე------------სა და ამ--------------ს შორის არსებულ კონფლიქტზე არაფერი სმენია. თე------------ს ბავშვები მის ოჯახში ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ სკოლაში, ხოლო თე------------ შაბათ-კვირას მოდიოდა დედამისისგან სოფელ პატარა ფოთიდან მათ სანახავად. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ--------------- ორჯერ იყო სენაკში ჩასული ცოლ-შვილის სანახავად. თე------------ ამ ხნის განმავლობაში აბასთუმანში ჩასული იყო თუ არა ამის შესახებ უცნობია, ხოლო როდესაც დედამისი გამოჯანმრთელდა ბავშვები წაიყვანა დ------------–ი ამ--------------თან და ბავშვებმა აბასთუმნის სკოლაში გააგრძელეს სწავლა. ამის შემდეგ არაფერი სმენია, რომ თე------------ს და ამ--------------ს ჰქონოდეთ ოჯახური კონფლიქტი.

 

დაცვის მხარის მოწმის ჟ-------------ის ჩვენებით, ცხოვრობს ამ---------------ს მეზობლად და მის ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა აკავშირებს. მათ ოჯახში არსებულ კონფლიქტზე არასდროს არაფერი სმენია. მართალია მეგობრული ურთიერთობა აქვს თე------------სთან, მაგრამ ქმართან არსებულ კონფლიქტის დეტალები შესაძლოა მას არ გაემხილა. 2017 წლის 20 სექტემბერს, სო-----------------ნ ერთად ეზოში იჯდა სკამზე და საუბრობდნენ, ამ დროს ამ---------------ს სახლიდან ხმამაღალი საუბრის ხმა გამოდიოდა. სიტყვები ვერ გაარჩია, თუმცა დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ გინებას ან შეურაცხმყოფელ ტერმინებს ადგილი არ ჰქონია. მათი ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, ამ დროს მოვიდნენ პოლიციელები ერთ-ერთი იყო სახელად შოთიკო, ხოლო მეორე გე-–---------ე, რომელსაც კარგად იცნობს. ისინი შევიდნენ ჩი---------ს სახლში. გე-–---------ემ გამოიყვანა ა------- გარეთ და წავიდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა თე------------სთან სახლში, სადაც დახვდა პოლიციელი შო---------–---–ი, რომელიც ელოდებოდა თე------------ს, რათა მას ჩაეცვა და პოლიციის განყოფილებაში გაჰყოლოდა. მან თე------------საგან გაიგო, რომ მათი ხმამაღალი საუბრის გამო მოვიდა პოლიცია და ა------- წაიყვანეს განყოფილებაში. თე------------ს არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. ამის შემდეგ ჟ-------------ე და ამ---------------ს მამიდა მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაიგეს, რომ ა------- დააკავეს. ა-------ს დაკავების შემდეგ თე------------ს იგი ცუდად არასდროს მოუხსენიებია.

 

დაცვის მხარის მოწმე ს----------------ის ჩვენებით, ცხოვრობს ამ---------------ს მეზობლად და მათთან აკავშირებს ნათესავური კავშირი. მათ ოჯახში არსებულ კონფლიქტს არასდროს შესწრებია და არც რაიმე გაუგია. გასულ წელს თე------------ დედის ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა მასთან ფოთის რაიონში. მას წაყვანილი ჰყავდა უფროსი შვილი, ხოლო უმცროსი არის მისი შვილის თანაკლასელი და დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ ამ ხნის განმავლობაში სწავლობდა დ------------–ი. 2017 წლის 20 სექტემბერს ჟ-------------ესთან ერთად ჩ-------ის ბინის გვერდით იჯდა სკამზე. დაახლოებით ოთხი საათი იქნებოდა, ამ---------------ს სახლიდან თე------------სა და ამ---------------ს ხმამაღალი საუბრის ხმა გამოდიოდა. სიტყვები ვერ გაარჩია, თუმცა დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ გინებას ან შეურაცხმყოფელ ტერმინებს ადგილი არ ჰქონია. მათი ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. ამ დროს პოლიციელები გე-–---------ე და მისთვის უცნობი პირი შევიდნენ ჩი---------ს სახლში. გე-–---------ემ გამოიყვანა ა------- გარეთ და წავიდნენ, მოწმემ განმარტა, რომ ბინაში შესული სხვა არავინ უნახავს, მათ შორის არც ჟ-------------ე. მხოლოდ მოგვიანებით ამ---------------ს სახლში შესული დაინახა მისივე მამიდა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ამ---------------ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდებოდა ამ---------------ს მიერ თე------------სთვის სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ფაქტი. კერძოდ: განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულმა თე------------მ - რეალური ინფორმაციის მქონე პირმა, რომლის ჩვენებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი კატეგორიის საქმეებში, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რადგან მისი ჩვენება დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მისივე მეუღლეს - ამ--------------ს. ასევე გადამწყვეტია უშუალოდ დაზარალებულის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედების ფსიქოლოგიური და ემოციური აღქმა, ბრალდების მხარეს კი არ წარმოუდგენია კომპეტენტური პირის კვლევის შედეგი (დასკვნა), რითაც დადგინდებოდა ამ---------------ს ქმედებით (სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება) თე------------ განიცდიდა თუ არა ტანჯვას.

 

საქმეში ასევე არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ამ---------------ს მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ქმედების ჩადენის თაობაზე. მოწმეები თა--------------–---–-- და სო-------–-------–---–-, რომელთა ჩვენებებზეც აპელირებს ბრალდების მხარე, სხვა უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას ამ---------------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის.თა--------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ ამ---------------ს საცხოვრებელ სახლში შესვლისას დაინახა როგორ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას ამ--------------- მეუღლეს თე------------ს. ამ დროს ოთახში იმყოფებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები და მისთვის უცნობია უშუალოდ კონფლიქტი მოხდა თუ არა არასრულწლოვნების თანდასწრებით. ხოლო მოწმე სო-------–-------–---–-, არ წარმოადგენს ფაქტის თვითმხილველს პირს და მისთვის არა რის ცნობილი კონფლიქტი მოხდა თუ არა არასრულწლოვნების თანდასწრებით. გარდა ამისა, საქმეზე არ ჩატარებულა რაიმე საგამოძიებო მოქმედება (გამოკითხვა, ამოცნობა და სხვ.), რითაც დადასტურდებოდა ამ---------------ს მიერ ქმედების ჩადენა არასრულწლოვნების თანდასწრებით.

 

ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Barberà, Messegué and Jabardo,)N10590/83, 06/12/1988, §77) არ შეიძლება მსჯავრდება ისეთი სახის მტკიცებულებებს დაეფუძნოს, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არსებობს. ამასთანავე, მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც გულისხმობს მტკიცებულებათა საკმარისად ცხად, ძლიერ და ურთიერთშეთავსებად ხასიათს ან ერთმანეთის მსგავს გაუქარწყლებელ ფაქტთა თანაარსებობას. (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Jalloh v. Germany,N54810/00, 11/07/2006, §67). სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპის - in dubio pro reo შესაბამისად, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი, ამ---------------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ეჭვი მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ამ---------------ს გამართლების თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინაა ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც მსჯავრდებული არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მისი ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, დაუსაბუთებელი ზეპირსიტყვიერი ვარაუდები ვერ გახდება მსჯავრდებულის გამართლების საფუძველი მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ამ---------------ს მიმართ შერაცხულ ბრალდებას.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა ამ--------------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მეუღლესთან 11 წელზე მეტია ცხოვრობს და კარგი ურთიერთობა აქვს მასთან. გარკვეული პერიოდი მისი მეუღლე თავის მშობლებთან ცხოვრობდა, რადგან მისი დედა იყო ავად და ეხმარებოდა, ბავშვებიც იქ სწავლობდნენ. 2017 წლის 20 სექტემბერს სამსახურიდან ისვენებდა რადგან მისი დაბადების დღე იყო, დანარჩენ დღეებში დილიდან ღამის 10 საათამდე მუშაობდა. იმ დღეს მეგობრებთან ერთად დალია 4 ბოთლი ლუდი და დაახლოებით შვიდ საათზე წავიდა სახლში. ბრალდებულს მეუღლესთან ხმამაღალი საუბარი ჰქონდა თან ერთად ყავას მიირთმევდნენ ერთ-ერთ ოთახში რომელიც სახლის შესავლელიდან არის მესამე ოთახი. ამ დროს სახლში დაუკითხავად შეაღეს კარი გამომძიებელმა შო---------–---–მა და გე-–---------ემ. მათ განუმარტეს, რომ შევიდა შეტყობინება და უნდა წაჰყოლოდა პოლიციაში, იგი ნებაყოფლობით წაჰყვა მათ. ამ---------------ს განმარტებით შო---------–---–ის და გე-–---------ის გარდა მასთან სახლში არავინ არ მისულა, რაც შეეხებათ მის არასრულწლოვან შვილებს ამ ფაქტის დროს ისინი პოლიციასთან მდებარე სტადიონზე თამაშობდნენ. მისი მეუღლის სხეულზე არსებული დაზიანებების ირგვლივ ინფორმაცია არ აქვს და არ იცის რატომ აღენიშნება დაზარალებულს სისხლნაჟღენთები.

 

პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ჩვენება ემსახურება მისთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, ვინაიდან არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ გარემოებებს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ამ---------------ს დამნაშავედ ცნობისათვის.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ საფუძვლიანად არ გაიზიარა ისინი, ვინაიდან არადამაჯერებელია და არ შეიცავს უტყუარ მონაცემებს კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით. მოწმეები ადასტურებენ 2017 წლის 20 სექტემბერს ამ--------------სა და თე------------ს შორის მომხდარ კონფლიქტს, განმარტავენ რომ ხმამაღალი საუბარი ესმოდათ, სიტყვებს ვერ არჩევდნენ, მაგრამ დაზუსტებით მიუთითებენ, რომ გინებას და შეურაცხმყოფელ ტერმინებს ადგილი არ ჰქონია. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები ასევე შეუსაბამოა მსჯავრდებულ ამ---------------ს ჩვენებაში მითითებულ იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის დღეს სახლში მივიდა დაახლოებით შვიდ საათზე, მოწმეები კი მიუთითებენ დაახლოებით ოთხ საათს, ხოლო დაკავების ოქმში ამ---------------ს ფაქტობრივი დაკავების დროს მითითებულია 17:53 საათი.

 

დაცვის მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ დაუდგენელია თუ საიდან და რა გარემოებებში მიიღო თე------------მ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები და მიაყენა, თუ არა ისინი ამ--------------მა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის თე------------ს სხეულზე სისხლნაჟღენთების არსებობა (დაზიანებათა მსუბუქი ხარისხი, ჯანმრთელობის მოუშლელად), რაც დასტურდება საქმეზე არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით უნდა დადგინდეს, თუ რამდენად არის დაზიანებები მიყენებული სწორედ ამ---------------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, რაც საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით პალატას დადასტურებულად მიაჩნია.

 

ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, დანაშაულის სიმძიმის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნების, ასაკის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევის გათვალისწინებით, ამ--------------ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობაც. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება შესაბამისი. ამ---------------სთვის მინიმალური სასჯელის დანიშვნით სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. როგორც მსჯავრდებული, ასევე სხვა პირი განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებებს, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.

 

ამასთან, ბრალდების მხარეს სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის, მსჯავრდებულ ამ---------------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზა------------ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ამ--------------- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ამ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.

 

ამ---------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ამ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 სექტემბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი