განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2018
საქმის ნომერი
330100117002019144
ინსტანცია
თარიღი
20.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117002019144

საქმე №1ბ/340-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ეკა კოკილაშვილის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნ-----------ს

ადვოკატის: ნ----------–---–-ს

მსჯავრდებულის: თ-----------------ს

 

მონაწილეობით,ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ც-------–---–---ის, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, თ----- ო-----ს ასული ჯ--------ას მიმართ, დაბადებული: 1----–-–----------------ს (პ/№6----------), საშუალო განათლებით, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით, თ-----------------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე.

თ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 14 000(თოთხმეტი ათასი)ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა - 2017 წლის 26 მაისიდან 2018 წლის 2 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, თ-----------------ს გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა 2000(ორი ათასი)ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თ-----------------ს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, კერძოდ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 24 მაისს, დაახლოებით 09:00 საათიდან - 10:30 საათამდე, ქ------–--–-----–--------------------------–----------------------------ში თ-----------------მ მეგობრის შვილს – 4 წლის ლ------------–-–---–ს, რომელიც იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში, ცემით მოტეხა მარცხენა ხელი და ფეხი, ხოლო სახის არეში მიაყენა სხვადასხვა სახის დაზიანებები. თ-----------------ს ქმედებით ლ------------–-–---–ს მიადგა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

თ------------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად, თ-----------------ს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, რომ გულყრის პროცესში მყოფი ბავშვის მიმართ უნდა გამოეჩინა განსაკუთრებული სიფრთხილე. ის არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომ მისი ქმედებების შედეგად ბავშვს შესაძლოა მისდგომოდა გარკვეული ზიანი, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც, რამდენადაც ბავშვი დატოვებული იყო მისი მეთვალყურეობის ქვეშ და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე საკმარისად ინფორმირებული იყო მსგავსი დაავადების მქონე ბავშვების მოვლის პროცესში როგორ უნდა მოქცეულიყო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ც-------–---–---ემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და თ-----------------ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის

მე-3 ნაწილზე გადაკვალიფიცირება და ამ კვალიფიკაციით მის დამნაშავედ ცნობა.

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ თ-----------------ს მიერ დაზარალებულ ლ------------–-–---–ისათვის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, ვინაიდან აღნიშნული არც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვისას არ დადასტურდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ლ---–---–-----–---–მა განმარტა, რომ მისი შვილი, 4 წლის ლ------------–-–---–ი დაავადებულია ჰიდროცეფალიით, ცერებრალური დამბლით, ეპილეფსიური სინდრომით, აქვს ტვინის ატროფია და ხშირად ემართება გულყრები. ბავშვი ვერ მოძრაობს, ვერ ხოხავს, ვერ მეტყველებს, და ვერ ხედავს. მან თ----------------- გაიცნო რამდენიმე წლის წინ ი-–---–-----–-----ში, სადაც თ-----------------ს მოთავსებული ჰყავდა თავისი შვილიშვილი, რის შემდეგაც მათ ჩამოუყალიბდათ ახლო მეგობრული ურთიერთობა და მისი მეუღლე გახდა თ-----------------ს შვილიშვილის ნათლია. 2017 წლის 17 მაისს, მან ლ------------–-–---–ი ჩამოიყვანა თბილისში, ი-–---–-----–-----ში მოსათავსებლად. 2017 წლის 18 მაისს, მან თ-----------------ს საცხოვრებელი ბინიდან გადაიყვანა ბავშვი კლინიკაში, სადაც დაჰყვეს 22 მაისამდე. ვინაიდან ლ------------–-–---–ს ესაჭიროებოდა რეაბილიტაციის კურსი, გადაწყვიტა, შესაბამისი დოკუმენტაციის მოსაგროვებლად რამდენიმე დღით თ-----------------სთან დარჩენა. 2017 წლის 24 მაისს, დილით დაახლოებით 09:00 საათზე ბავშვი თ-----------------ს დაუტოვა, თვითონ კი სახლიდან გავიდა. დაახლოებით 1 საათში, მას დაუკავშირდა თ----------------- და აცნობა, რომ ბავშვს გულყრა ჰქონდა, რაზეც მან მიუთითა არსებულ წამალზე და უთხრა, რომ დაელევინებინა იგი და თვითონაც მალე დაბრუნდებოდა. როდესაც იგი სახლში დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ ბავშვი ძალიან ტიროდა, მას სახეზე და ყურზე აღენიშნებოდა დაზიანებები, ხოლო ზედა კიდურზე შეხების დროს ტირილს უმატებდა. ამის გამო, მან გადაწყვიტა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება, რაზეც თ-----------------მ ურჩია, რომ ბავშვს წამალი უკვე მიღებული ჰქონდა და სასწრაფოს გამოძახება საჭირო აღარ იყო, მაგრამ იმის გამო, რომ ბავშვი მაინც არ მშვიდდებოდა, დაურეკა თავის ძმას, ჯ---------–-----–-ილს და მისი ავტომანქანით ბავშვი კლინიკაში გადაიყვანა, სადაც გამოკვლევით დადგინდა, რომ ბავშვს მოტეხილი ჰქონდა მარცხენა ხელი. ექიმებმა ჩაუტარეს საჭირო პროცედურები და გამოწერეს. გამოწერის შემდეგ, ისინი სოფელში დაბრუნდნენ. შემდეგ შენიშნა, რომ ბავშვს ფეხზე შეხებისასაც მტკივნეული რეაქცია ჰქონდა, რის გამოც ბავშვი მეორე დღეს კვლავ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ასევე დადგინდა მარცხენა ფეხის მოტეხილობა. მან კიდევ ერთხელ დაურეკა თ-----------------ს და ჰკითხა ბავშვის ამგვარი მდგომარეობის მიზეზების შესახებ და ვინაიდან თ----------------- კატეგორიულად უარყოფდა ბავშვის დავარდნის ფაქტს, საკითხის გასარკვევად მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.

2017 წლის 28 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დგინდება, რომ შ.პ.ს. „მ---–---–--------–----------–------–--------–------------------------“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №9----ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №2---- ცნობის(დათარიღებული 24.05.17 წ.-ით) ასლების მონაცემების თანახმად: მოქალაქე ლ------------–-–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსებულ იქნა 24.05.17წ.-ს 14:14 სთ-ზე, სადაც გადიოდა სტაციონარული მკურნალობის კურსს და გაეწერა კლინიკიდან 24.05.17წ-ს 17:00 სთ-ზე. მას დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა მხრის ძვლის ზედაბოლოს მოტეხილობა; ამავე დოკუმენტების ჩანაწერების თანახმად, ლ------------–-–---–ს სხეულზე ასევე აღენიშნებოდა დაზიანება მარცხნივ, ყურის ნიჟარის არეში არსებული სისხლნაჟღენთის სახით. შ.პ.ს. „მ---–---–--------–---------–-----–--------–---------------------“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №9----ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №2---- ცნობის (დათარიღებული 25.05.17 წ-ით) ასლების მონაცემების თანახმად: მოქალაქე ლ------------–-–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსებულ იქნა 25.05.17წ.-ს 21:32 სთ-ზე, სადაც გადიოდა სტაციონარული მკურნალობის კურსს და გაეწერა კლინიკიდან 25.05.17წ-ს 23:55 სთ-ზე. მას დაუდგინდა დიაგნოზი: ბარძაყის ქვედა ბოლოს მოტეხილობა; ამავე დოკუმენტების ჩანაწერების თანახმად, ლ-------------–-–---–ს სხეულზე ასევე აღენიშნებოდა დაზიანება მარცხნივ, ყურის ნიჟარის არეში არსებული სისხლნაჟღენთის სახით.

2017 წლის 27 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დგინდება, რომ 30.05.2017 წ-ს 11:00 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებით, მოქალაქე ლ------------–-–---–ს მარცხენა ლოყის და მარცხენა ყურის ნიჟარის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებანი სისხლნაჟღენთების სახით. რენტგენოლოგიური გამოკვლევის ამსახველი მონაცემები შეისწავლა თ------------------–------------------------------–--------–-----------------მა ი-----–--------–---–მა და დაადგინა, რომ წარმოდგენილ რენტგენოგრამაზე აღინიშნება მოტეხილობა მარცხენა მხრის ძვლის პროქსიმალური მეტადიაფიზის მიდამოში და მარცხენა ბარძაყის ძვლის დისტალური მეტადიაფიზის მიდამოში. რენტგენოგრამებზე ასახული ცვლილება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მომართვაში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს - 24.05.17.წ-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქე ლ------------–-–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები (მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა პროქსიმალური მეტადიაფიზის მიდამოში და მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა დისტალური მეტადიაფიზის მიდამოში, სისხლნაჟღენთები მარცხენა ლოყის და მარცხენა ყურის ნიჟარის მიდამოში), ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 24.05.2017წელს და განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ან მკვრივ-ბლაგვ საგანზე (საგნებზე) ზემოქმედებით. თუ რა ვითარებაში მიიღო მოქალაქე ლ------------–-–---–მა დაზიანებები - აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს მოქალაქე ლ------------–-–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების (მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა პროქსიმალური მეტადიაფიზის მიდამოში და მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა დისტალური მეტადიაფიზის მიდამოში, სისხლნაჟღენთები მარცხენა ლოყის და მარცხენა ყურის ნიჟარის მიდამოში) განვითარების შესაძლებლობას ერთჯერადად - დაცემის ან დავარდნის შედეგად.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპეტიზების დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა – ზ---------------–-–---–მა, ქ---------------–---–მა, გ--------–--–--ემ, ი-----–--------–---–მა, ნ-----–----------–---–მა.

პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება განზრახი დანაშაულია და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მჯავრდებულს რა განზრახვა ამოძრავებდა 4 წლის ბავშვის მიმართ, რომ ასეთი ქმედება. განეხორციელებინა.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ განზრახვის დადგენისათვის ყურადღება უნდა გამახვილდეს არამარტო რეალურად არსებულ დაზიანებებზე, არამედ უნდა შეფასდეს მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება მომხდარ ფაქტამდე.

მსჯავრდებულ თ-----------------სა და ლ---–---–-----–---–ის ჩვენებების ანალიზით დგინდება, რომ მათ ჰქონდათ ახლო მეგობრული ურთიერთობა. უფრო მეტიც, ლ---–---–-----–---–ის ჩვენების მიხედვით, მსჯავრდებულთან ჰქონდა არამარტო პიროვნული ახლო მეგობრული ურთიერთობა, არამედ მისი მეუღლე იყო მსჯავრდებულის შვილიშვილის ნათლია. აღნიშნულ პირებს შორის, მოცემულ შემთხვევამდე კარგ ურთიერთობაზე მიუთითებს თავად ის ფაქტიც, რომ ლ---–---–-----–---–ი რამდენიმე დღით გაჩერდა თ-----------------ს სახლში იქამდე, სანამ ლ------------–-–---–ი გაივლიდა რეაბილიტაციისათვის საჭირო კურსს. გარდა ამისა, ნათელია ის გარემოებაც, რომ მოცემული შემთხვევამდე ლ---–---–-----–---–ი ენდობოდა მსჯავრდებულს, რადგან ამ უკანასკნელს ანდო მისი არასრულწლოვანი, უმწეო მდგომარეობაში მყოფი შვილი.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ბრალდების მხარემ მსჯავრდებულის მხრიდან დაზიანებების მიყენების მოტივი ახსნა იმით,რომ თ-----------------მ ლ---–---–-----–---–ის მიმართ არსებული აგრესია გადაიტანა ბავშვზე და სწორედ ამიტომ მიაყენა მას დაზიანებები, რაც არადამაჯერებელია, წარმოადგენს მხარის ვარაუდს, ცალმხრივ შეფასებას და პალატა ვერ გაიზიარებს.

ამასთან, საქმეში არ არსებობს პირდაპირი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულზე დაზიანებების განზრახ მიყენების ფაქტს, ხოლო მსჯავდრებულის მიერ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემული განმარტებებით გამოირიცხება განზრახვა დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს, ისინი კატეგორიული ფორმით ადგენენ მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის სხეულის სხვადასხვა ადგილებზე კონკრეტული ხარისხის დაზიანებების არსებობის ფაქტს (მათ ლოკაციას, დაზიანებთა სიმძიმეს და ა.შ), თუმცა დაზიანების მიმყენებელი პირის სუბიექტური მხარის დადგენისათვის ვერ გამოდგება. ექსპერტიზის დასკვნებში, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მიერ ასახული ინფორმაციით დგინდება, რომ დაზარალებულს, ექსპერტიზის დასკვნებში არსებული დაზიანებები შეეძლო მიეღო, როგორც პირის განზრახი ქმედების შედეგად, ასევე გაუფრთილებლობის ფორმით, რაც ბუნებრივია გამორიცხავს ბრალდების მხარის მტკიცებას იმის შესახებ, რომ დაზარალებულის სხაეულზე არსებული დაზიანებები შესაძლოა მას მიეღო მხოლოდ განზრახი მოქმედების შედეგად.

ამდენად, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაასაბუთოს მსჯავრდებულის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ-----------------ს ქმედებას, რადგან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ-----------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. თ-----------------ს ქმედება საქართველოს 118-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე;

თ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 26 მაისიდან 2018 წლის 2 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ, თ-----------------ს განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულს თ-----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა გაუქმებულია;

5. მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

- ლ------------–-–---–ის ჯანმრთელობის ამსახველი რენტგენოფირები ჩაწერილი 4 ცალ კომპიუტერულ დისკზე. ასევე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 1(ერთი) ცალი დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;

6.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის gamocხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი