განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002364009 - 1ბ/666-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
25 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირა--შვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ს-------- მ--------–---–ი (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ი--------------------ში;
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გა--ჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს-------- მ--------–---–მა და მისმა ადვოკატმა ა-–---- გ-------მ და ითხოვეს გასაჩივრებული გა--ჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი გა--ჩენის დადგენა.
სასამართლომ დაადგინა:
2015 წელს სამების საკათედრო ტაძარში ს-------- მ--------–---–მა გაიცნო ა---------ე და მასთან დაახლოების მიზნით გადაწყვიტა პირადად და სხვადასხვა საშუალებებით კომუნიკაციის დამყარება კერძოდ: 2015 წლის იანვრის ჩათვლით ს-------- მ--------–---–ი ცდილობდატელეფონით და სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის’’ საშუალებით ა---------ესთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას. 2017 წლის 05 სექტემბერს, ქ. თბილისში სამების საკათედრო ტაძარში ს-------- მ--------–---–ი შეეცადა არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას მის ნაცნობ ა----------ესთან. ცდილობდა მასთან საუბარს, ფიზიკური კონტაქტს, თუმცა ა---------ისაგან ღებულობდა უარს. 2017 წლის 14 სექტემბერს ს-------- მ--------–---–ი ა---------ის ნახვის მიზნით ჩავიდა ამ უკა--სკნელის სამუშაო ადგილას ქ.მცხეთაში, სოფელ ნ----------ში მდებარე სასტუმრო ,,-----–------–--’ და მისი ნახვის შემდგომ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აედევნა, ცდილობდა მის შეჩერებას და დაემუქრა რომ ყველგან ნახავდა, სადაც არ უნდა წასულიყო. გარდა ამისა, ს-------- მ--------–---–ი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქისა’’ და მობილური ტელეფონის საშუალებით სხვადასხვა ნომრიდან ცდილობდა ა---------ესთან დაკავშირებას, მის გაკონტროლებას და მისი ცხოვრების წესის შეცვლას. ს-------- მ--------–---–ის ქმედებებით ა----------ემ გა--ცადა მორალური ზია--.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ადევნება, ე.ი უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად, ტელეფონით და ელექტრონული საშუალების გამოყენებით, რომელიც სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
ს-------- მ--------–---–ის მხრიდან ზემოთ აღნიშნული და--შაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თა--ხმად მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა პრეიუდიციად და რომელთა მიხედვითაც უტყუარად დადგენილია შემდეგი გარემოებები:
მოწმე ა---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გაცნობიდან რამდენიმე დღეში მიწერა ს-------- ტ----ემ მას რომ უყვარდა. მან უთხრა რომ თავი დაენებებინა, თუმცა ს-------- წერდა და უმეორებდა რომ თავს არ დაანებებდა. მიუხედავად იმისა, რომ მან დაბლოკა როგორც სოციალურ ქსელში ისე მის ტელეფონში, ს-------- მ--------–---–ი მაინც ახერხებდა სხვადასხვა ნომრებიდან მიწერას. სამების საკათედრო ტაძარში ყოფნისას ს-------- მ--------–---–ი მიეპარა ზურგიდან, მოკიდა კისერში ხელი, ძალის გამოყენებით მიაბრუნა სახით მისკენ და უთხრა, ვინმესთან პირად ცხოვრებაზე თუ ილაპარაკებდა ა--ნებდა. ს-------- მ--------–---–ი აგრძელებდა მესიჯების გაგზავნას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც გამოიხატებოდა გინებაში და უცენზურო სიტყვების გამოთქმაში. 2017 წლის 14 სექტემბერს მიაკითხა სამსახურში, მოთხოვა ეჩვენებინა ხელი იმ მიზნით, რომ ხომ არ ეკეთა ბეჭედი, ხომ არ იყო დაქორწინებული, ს-------- მიუახლოვდა მას და ძალის გამოყენებით სცადა თავისი ეჭვების გადამოწმება, რაც ვერ მოახერხა რადგან იგი გაიქცა, ს-------- დაედევნა ცდილობდა მის შეჩერებას ძალის გამოყენებით, თუმცა მან მოუხმო დაცვის თა---შრომლებს რომლებმაც დაატოვებინეს ს-------- მ--------–---–ს ტერიტორია. მისივე განმარტებით ს-------- მ--------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო ეშინია თავისუფლად გადაადგილების.
თ---–- ხ-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 05 სექტემბერს ა---------ესთან ერთად იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძარში, ს-------- მ--------–---–ი
ზურგის მხრიდან მიეპარა ა---------ეს, ხელი მოკიდა კისერში, შეაჯანჯღარა და ხმამაღლა უთხრა, რომ მათ ურთიერთობაზე სხვასთან ნუ საუბრობდა. შეშინებულმა ა--- უპასუხა, რომ სასაუბრო არაფერი იყო. ა---------ეს მარტო გადაადგილების ეშინოდა, ჰქონდა შიში იმისა, რომ ს-------- სადმე არ ადევნებოდა, იყო დეპრესიაში და მუდმივ შიში.
თ----- დ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ს-------- მ--------–---–ი მან და ა---------ემ გაიცნეს 2015 წლის 30 აგვისტოს, ამ დროიდან მოყოლებული ს-------- მ--------–---–ი გამუდმებით წერდა ა---------ეს, როგორც სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე მობილურ ტელეფონზე, ს-------- მ--------–---–ი ეუბნებოდა ა--ს რომ უყვარდა და თხოვდა ცოლობას, თუმცა ა---------ე უარს ეუბნებოდა. მას შემდეგ ს-------- მ--------–---–ი თავს არ ანებებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ერეოდა მის პირად ცხოვრებაში, სურდა გაეკონტროლებინა ა----------ის ყველა ნაბიჯი. ს-------- მ--------–---–ი ა---------ეს ფიზიკურადაც შეხებია, მისი თანდასწრებით ხელის ძალით შეაჯანჯღარა და თავისკენ იძულებით მიაბრუნა. ა----------ე ტაძარში აღარ დადიოდა, ეშინოდა რომ ს-------- მ--------–---–ი რამეს დაუშავებდა, ა--ს სხვადასხვა ტელეფონის ნომრებიდან ურეკავდა, წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, ა---------ემ რაც ს-------- მ--------–---–ი გაიცნო გამუდმებით სტრესში იყო და ეშინოდა სადმე არ დახვედროდა, უთვალთვალებდა ა--ს და დაჰყვებოდა ყველგან.
ზ------ ლ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში იმყოფებოდა სამსახურში, ხმამაღალი საუბრით გამოვიდნენ ახალგაზრდა მამაკაცი და ა---------ე. ა-- მას ეუბნებოდა რომ თავი დაენებებინა და ნუ დაყვებოდა. ა---------ემ უთხრა მას რომ ს-------- მ--------–---–ი აკითხავდა სამსახურში და თავს არ ანებებდა.
მოწმე ს-------- მ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა---------ეს იცნობს რამდენიმე წელია.2017 წელს შემთხვევით შეხვდა ა---------ეს სამების საკათედრო ტაძარში, მივიდა მასთან მხარზე ხელი დაადო და უთხრა მათ ურთიერთობაზე სხვასთან ნუ ისაუბრებდა. იყო შემთხვევა როდესაც ა---------ემ საერთო ნაცნობების მეშვეობით შემოუთვალა, რომ მისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ იგი მაინც არ ანებებდა თავს. ა---------ეს ტელეფონში წერდა რომ ,,ცოცხალი თუ არ იქნებოდა მკვდარი მაინც მისი იქნებოდა.’’ ყოფილა შემთხვევა როდესაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეაგინა. სამების საკათედრო ტაძარში შეხვედრის შემდეგ ოთხჯერ მიაკითხა ა---------ეს სამსახურში. სამჯერ მისვლისას ა-- არ შეხვდა, მეოთხედ შეხვედრისას თხოვა ენახებინა ხელი, ხომ არ ეკეთა საქორწინო ბეჭედი, ძალით მოკიდა ხელი და ცდილობდა მისი ნების საწინააღმდეგოდ ხელის ჩვენებას ა---------ე ეუბნებოდა, რომ თავი დაენებებინა ვინაიდან იყო მისთვის არასასურველი პიროვნება.
2018 წლის 14 თებერვლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ს-------- მ-------–---–ი სისტემატიურად ცდილობდა ა---------ესთან დაკავშირებას სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, უგზავნიდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს, აყენებდა შეურაცხყოფას, ცდილობდა მასთან კონტაქტს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული გა--ჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგა--, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ა--ლიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გა--ჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გა--ჩენის გამოსატა--დ. მსჯავრდებულ ს-------- მ--------–---–ის და--შაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის და--შაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი გა--ჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებებით, რაც მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციათ იქნა მიჩნეული არ ადასტურებს ს-------- მ--------–---–ის მხრიდან ზემოთ აღნიშნული და--შაულის ჩადენას და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად და--შაულს წარმოადგენს პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების გა--დგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
პალატა აღნიშნავს, რომ ამ და--შაულისგან დაცვის ობიექტია ადამია--ს ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება. ამ და--შაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს გ) პირის ფსიქიკური ტანჯვას ან/და დ) პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების გა--დგურების საფუძვლიან შიშს და ე)აიძულებს დაზარალებულს მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას. ამ და--შაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.
ამ და--შაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამია--ს ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტურ მხრივ ეს და--შაული გამოიხატება მოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგია--) და--შაული.
- მოწმეების ა---------ის, თ---–- ხ-----–--ის, ზ------ ლ----–---–ის, თ----- დ----ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით (14.02.2018), დათვალიერების ოქმებით (14.02.2018), აგრეთვე ბრალდებულის აღიარებით, დადასტურებულია რომ ს-------- მ--------–---–ი სისტემატიურად ცდილობდა ა---------ესთან დაკავშირებას, უთვალთვალებდა, ცდილობდა მასთან კონტაქტს, უგზავნიდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს, აყენებდა შეურაცხყოფას, ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას პირადად, ტელეფონით და ელექტრონული საშუალების გამოყენებით, რომელიც სისტემატიურად ხორციელდებოდა და იწვევდა ა---------ის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც გამოიხატებოდა დაზარალებულის მხრიდან თავისუფლად გადაადგილების შიშში ეს გარემოება კი მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროებას უქმნიდა. ამდენად პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ სახეზეა ს-------- მ--------–---–ის ქმედებაში ადევნების შემადგენლობის ყველა ნიშა--.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ს-------- მ--------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტა--სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს-------- მ--------–---–მა ჩაიდინა ადევნება ესე იგი უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად, ტელეფონის და ელექტრონული საშუალების გამოყენებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. და--შაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით;
პასუხისმგებლობისშემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს-------- მ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინა--ებს ჩადენილ და--შაულს, ხოლო ს-------- მ--------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დადგენილა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლია-- სასჯელის და--შვნა, რაც გულისხმობს სასჯელის და--შვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი და--შნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის და--შვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები კერძოდ, მსჯავრდებული აღიარებს, ინა--ებს ჩადენილ და--შაულს, ხოლო რაიმე დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა. გათვალისწინებული იქნა და--შაულის მოტივი და მიზა--, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის და--შვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ს-------- მ--------–---–ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან. ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ს-------- მ--------–---–ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და--შნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი და--შაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გა--ჩენი, ს-------- მ--------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო და--შნული სასჯელი არის სამართლია--. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გა--ჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს-------- მ--------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-–---- გ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გა--ჩენი დარჩეს უცვლელი.
3. ს-------- მ--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ს-------- მ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 თებერვლიდან;
5. გა--ჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტა--სთა--ვე.
6. გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტა--დან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირა--შვილი