განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.03.2018
საქმის ნომერი
010310017001867646
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310017001867646 (3/ბ-524-17 წელი)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შ----------------–--ე

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და შ----------------–--ის სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 31 მარტს შ----------------–--ის და ხ------- ს--------ის წარმომადგენელმა გ--- ს--------ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა კომისიის 2017 წლის 4----------–ის №-- საოქმო გადაწყვეტილების (შ----------------–--ის ნაწილში) და 2017 წლის 2-----------–ის №-- განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხის მიერ ახალი აქტის გამოცემა, მიწის ნაკვეთზე შ----------------–--ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ შ----------------–--ემ საჯარო რეესტრის მეშვეობით ქალაქ ბათუმის მუნიცილაპიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიაში წარადგინა დოკუმენტები, 112,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. დოკუმენტები წარდგენილ იქნა არასრულყოფილი სახით, რადგანაც საჯარო რეესტრს ან კომისიას სხვა კონკრეტული საბუთები არ მოუთხოვია მისთვის, რამაც გამოიწვია ზოგიერთი გაურკვევლობა. კერძოდ, უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ე.წ. „დანამატის“ სახით წარმოადგენს დედა-შვილის, ხ------- ს--------ისა და შ----------------–--ის საკუთრებაში არსებული 32,42 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილის და წარმოადგენს მათ საკუთრებაში არსებული, მთლიანი მიწის ფართის (242 კვ.მ.) მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთს, რომელიც ოჯახის სარგებლობაშია 1982 წლიდან. უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ოჯახის მიერ გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები (კაკალი, მსხალი, ციტრუსები და ა.შ), რომელთა ასაკი 20-25 წელს შეადგენს. სარჩელზე თანდართული სათანადო დოკუმენტები და მოწმის ჩვენებები ნათლად ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი, „ანამატის“ სახით, სრულ თანხვედრასა და შესაბამისობაშია დღეს მოქმედ კანონთან და ექვემდებარება საკუთრების აღიარებას. ხ------- ს--------ეს (შ----------------–--ის დედა), 1982 წლის 1-------ს, №- ტალონის საფუძველზე გადაეცა ა----ის სამხედრო დასახლებაში 32,42 კვ.მ ფართის საცხოვრებელი და 903 კვ.მ. საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთიდან, 242 კვ.მ. მიწის ფართობი. საცხოვრებელი ფართის პრივცატიზაცია ხ------- ს--------ემ 1995 წელს მოახდინა, რასაც ოჯახი დღემდე ფლობს და სარგებლობს.

 

შ----------------–--ე დაიბადა 1984 წლის 2-------ს და ცხოვრობდა დედასთან ერთად ან-------------–ება №106-ში მდებარე საცხოვრებელ ფართში. საერთო ფართობიდან ოჯახის ინდივიდუალური საცხოვრებელი ფართის ცალკე გამოყოფის შემდეგ მას მიეკუთვნა მისამართი, ა---–--- ქუჩა №128. 1983 წლის 1-------იდან მიწის ნაკვეთის მოსარგებლეებს შორის ჯერ 1995 წელს პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და შემდგომში გაყოფის ხელშეკრულებებების (21/10/2010წ. და 02/06/2016წ.) საფუძველზე მოხდა საერთო მიწის ნაკვეთის დაყოფა და შემდგომ ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა. შ----------------–--ე დედასთან, ხ------- ს--------ესთან ერთად, 1985 წლიდან ამუშავებს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. ხ------- ს--------ემ 2011 წლის 7 სექტემბერს თავის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, 32.42 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა და 242 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი აჩუქა შვილს, შ----------------–--ეს, რომელიც დაბადებიდან დღემდე დედასთან ერთად ცხოვრობს.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 2------------–ს მიღებული იქნა უკანონო განკარგულება, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. კომისიამ გააკეთა არასწორი დასკვნა, რომ შ----------------–--ე მხოლოდ 2011 წლიდან შეიძლებოდა ჩათვლილიყო მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად, რაც კომისიის მტკიცებით, არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ასეთი შეფასება არასწორია. შ----------------–--ე 2007 წლამდე ფლობდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთს და დღემდე განაგრძობს მის სარგებლობას, რაც მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს წარმოადგენს.

 

მოპასუხე კომისიის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით შ----------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4----------–ის №-- საოქმო გადაწყვეტილება (შ----------------–--ის ნაწილში) და 2017 წლის 2-----------–ის №-- განკარგულება - „მოქალაქე შ----------------–--ეზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“. ამავე გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა, შ----------------–--ის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ან-------------–ება №16-ში მდებარე 122,0 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

 

მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 2--------–ის №--- ბრძანებით, მოსარჩელე შ----------------–--ის დედას, ხ------- ს--------ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მის კანონიერ სარგებლობაში არსებული, 32.42 კვ.მ. ფართი (23,66 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 8,76 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი) ან-------------–ებაში 658 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე, №106 საცხოვრებელ სახლში. 2008 წლის 2--------–ს ხ------- ს--------ეზე გაცემული იქნა №3-- საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზე, საჯარო რეესტრში მოხდა ხ------- ს--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე.

 

2011 წლის 07 სექტემბერს ხ------- ს--------ემ თავის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, ან-------------–ებაში მდებარე სახლი №106-ის 32.42 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ფართი აჩუქა თავის შვილს, შ----------------–--ეს, რომლის საკუთრების უფლება აღრიცხული იქნა საჯარო რეესტრში, საკადასტრო კოდი: 2------------------.

 

2016 წლის 02 ივნისს შ----------------–--ეს, ი-----–-------------ესა და მ--–--------------ეს შორის შესდგა წერილობითი შეთნხმება 658 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეალური გაყოფის შესახებ, რომლის თანახმად შ----------------–--ეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გამოეყო 242,25 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის 2016 წლის 24 ივნისის ამონაწერის თანახმად, შ----------------–--ის საკუთრების უფლება აღრიცხულია ქალაქ ბათუმში, ა---–--- ქუჩა №128-ში მდებარე, 242,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 32,42 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე, საკადასტრო კოდი: 0--------------.

 

2016 წლის 1---------ერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ №3----- წერილობითი შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტაცია გადაეგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიცილაპიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას, ან-------------–ება №16-ში მდებარე 112,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შ----------------–--ის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 0-----------–ის №-- საოქმო გადაწყვეტილებითა და 2-----------–ის №-- განკარგულებით შ----------------–--ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №376 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხ------- ს--------ე დავაში სათანადო მოსარჩელეს არ წარმოადგენდა, რამდენადაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მის მიმართ არ არის გამოცემული და აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო აქტის შედეგად პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი მიდგომოდა ხ------- ს--------ის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ შეიზღუდა მისი უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ხ------- ს--------ის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოქმედი რედაქციით განსაზღვრული რეგულაციის შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად მართლზომიერად ფლობდა, ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი. კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი: ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; გ) თვითნებურად დაკავებული.

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული მიწა, როგორც – ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი, რომ შ----------------–--ემ 2016 წლის დეკემბერში განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის აჭარის რეგიონულ ოფისს, მის სარგებლობაში არსებული, ქ. ბათუმში, ან-------------–ება №16-ში მდებარე 112,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, თვითნებური დაკავების საფუძვლით.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია. 9.2 მუხლით, კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებამდე მოუსმინოს შუამდგომლობის ავტორს. კანონის აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შ----------------–--ის განცხადება და თანდართული საბუთების კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაუგზავნა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

აღნიშნული კომისიის 2017 წლის 4----------–ის №-- საოქმო გადაწყვეტილებითა და 2-----------–ის №-- განკარგულებით შ----------------–--ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №376 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ საკუთრების აღიარების კომისიას ზუსტად უნდა განესაზღვრა და გაეანალიზებინა კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა, რაც დაკავშირებული იყო შ----------------–--ის საკუთრების უფლების აღიარების სასარგებლო ან საწინააღმდეგო კონკრეტულ ფაქტორებთან. კერძოდ, გადაწყვეტილების მისაღებად, რაც სადავო აქტშია გადმოცემული, კომისიას სრულად უნდა შეესწავლა და გამოეკვლია მიწის ნაკვეთზე შ----------------–--ის საკუთრების აღიარების უფლების გამომრიცხავი ის გარემოება, როგორიცაა აღიარების კანონისმიერი შეუსაბამობა, კონკრეტული საფუძვლის გამო. როგორც სადავო აქტშია გადმოცემული და სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმაც განმარტა, შ----------------–--ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს მის საკუთრებაში რიცხული 242 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 0-----------) მომიჯნავედ, წარდგენილი საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ შ----------------–--ის საკუთრების უფლება, ამ მიწის ნაკვეთზე წარმოიშვა 2011 წლიდან, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე და აღნიშნულიდან გამომდინარე არ დასტურდება, რომ შ----------------–--ე არის უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი, ვინაიდან ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულად ითვლება მიწა, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არის ფიზიკური პირის მიერ დაკავებული.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, ეს ფაქტობრივი გარემოება, რომ შ----------------–--ის საკუთრების უფლება მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე წარმოიშვა 2011 წლიდან, ვერ გამოდგება მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ არგუმენტად და დასასაბუთებლად.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული მიწა, როგორც – ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული და გამოყენებული, კანონის ამ ნორმით განსაზღვრული რეგულაცია. კერძოდ, ნორმის დანაწესი საკუთრების უფლების აღიარებისათვის აკეთებს სავალდებულო დათქმას, რომ დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი უჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა მითითებული კანონის ამოქმედებამდე, ამასთან, მოთხოვნა კანონით განსაზღვრულ სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. კანონის ნორმის ამ დათქმით მთავარი აქცენტი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისკენ არის მიმართული, რომ დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთი ფაქტიურად დაკავებული უნდა იყოს, სარგებლობის რომელიმე ფორმით და სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე ჩნდება უფლება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა.

 

უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთის მიმართ დაინერესებულ პირს კანონის ამოქმედებამდე გააჩნია თუ არა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლება, კანონის მითითებული ნორმა ამ ნიშნით არ განსაზღვრავს დაინტერესებული პირის მიმართ თვითნებური დამკავებლის სტატუსს, აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მთავარია, საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის (დაკავების) საკითხი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე პერიოდთან მიმართებით.

 

კანონის დასახელებული რეგულაციის შესაბამისად, გადამწყვეტი ვერ იქნება ის გარემოება, დაინტერესებული პირი, შ----------------–--ე მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე როდის გახდა, არამედ მთავარია, საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების დრო, როდიდან იწყება იგი და გრძელდება თუ არა, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნამდე, ამასთან, სავალდებულო პირობას წარმოადგენს, საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის დაინტერესებული პირი იყოს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი, ან მისი მესაკუთრე.

 

შ----------------–--ის მიერ საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილი იყო თავის საკუთრებაში რიცხული 242 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთის თვითნებური ფლობის (დაკავების) საფუძვლით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად კი, თვითნებურად დაკავებულად ჩაითვლება ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს დაკავებული და ამასთან, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც 10 ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოსარჩელე შ----------------–--ე ფაქტობრივად ფლობს საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ 112,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ შ----------------–--ე დაბადებიდანვე ცხოვრობდა თავის დედასთან, ხ------- ს--------ესთან ერთად, დედა და შვილი ერთობლივად ფლობდნენ საცხოვრებელ ფართსა და იმ 242 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელზეც მართლზომიერი ფლობის საფუძვლით დაირეგისტრირა საკუთრების უფლება მოსარჩელემ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტია ის გარემოება, რომ შ----------------–--ე აღიარების მოთხოვნის დროისათვის აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრულ ამ ერთ პირობას, რომ ის იყო მესაკუთრე იმ მიწის ნაკვეთისა, რომელზეც საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ხოლო ამ ნორმით საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელი სხვა დანარჩენი პირობები, უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების ფაქტი კანონის ამოქმედებამდე, ამ ნაკვეთის მომიჯნავეობა საკუთრებაში არსებულ ნაკვეთთან, ან მასზე შენობის არსებობა, კომისიის მხრიდან გამოკვლევას საჭიროებდა, რაც სადავო ადმინისტრაციული აქტით განხილვისა და შეფასების გარეშე დარჩა. ამდენად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, კომისიის 2017 წლის 4----------–ის №-- საოქმო გადაწყვეტილებისა და 2-----------–ის №-- განკარგულებაში მითითებული მხოლოდ ის ერთადერთი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ საკუთრების უფლება ქ. ბათუმში, ან-------------–ება №16-ში მდებარე 242,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოიპოვა 2011 წლის 7 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული გარემოების საფუძველზე გააკეთა არასწორი დასკვნა, რომ შ----------------–--ე მხოლოდ 2011 წლიდან ითვლება განცხადებაში მითითებული ნაკვეთების თვითნებურად დამკავებლად, რამდენადაც ასეთი შეფასება კანონისმიერ რეგულაციას არ შეესაბამება.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიის 2017 წლის 2-----------–ის №-- განკარგულება ამ მხრივ მოკლებულია დასაბუთებას, რამდენადაც ის ემყარება ისეთ გარემოებას და არგუმენტს, რომელიც არ ყოფილა სამართლებრივად შეფასებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქალაქო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ კომისიას დასახელებული გარემოების კონკრეტული ფაქტობრივი და სწორი სამართლებრივი ანალიზი უნდა მოეხდინა და ისე უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მოპასუხემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონშესაბამისად არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და რაც მთავარია, სწორედ ეს გარემოება გახდა აღიარებაზე უარის საფუძველი.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია გადაამოწმოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დარწმუნდეს მის უტყუარობაში და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე, კომისია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს უფლებასაღიარებელი უძრავი ქონების დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, გამოიყენოს სპეციალისტის დასკვნები.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნა სამართლებრივად დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩნია კომისიამ, რომ შ----------------–--ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და რაც მას ევალებოდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2017 წლის 4----------–ის №-- საოქმო გადაწყვეტილება და 2017 წლის 2-----------–ის №-- განკარგულება მირებულ იყო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

საქალაქო სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა ეცნო თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4----------–ის №-- საოქმო გადაწყვეტილება და 2017 წლის 2-----------–ის №-- განკარგულება და მოპასუხე მხარეს, საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას დაავალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შ----------------–--ის მოთხოვნაზე, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და შ------- გ-------–--ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, კომისია გაეცნო შ----------------–--ის განცხადებას, მასზე დართულ დოკუმენტაციას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონით“ და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის N376 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება განმცხადებელს საკუთრებაში გააჩნია 242 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2011 წლიდან, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2008 წლის 2--------–ს გაცემული N--- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძვლველზე მ--–---- ზ--------ისათვის საკუთრებაში გადაცემული 658 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი. აქდან გამომდინარე დასტურდება, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დაკავება (თუკი დადასტურებულად ჩავთვლით დაკავების ფაქტს) მოხდა 2007 წლის შემდეგ, ვინაიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების წარმოშობის ფაქტი დაფიქსირებულია 2008 წლის 2--------–ს. "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად კი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულად ცნობისათვის დაინტერესებული პირის მიერ მიწა უნდა უნდა იყოს დაკავებული ამ კანონის ამოქმედებამდე ანუ 2007 წლის 15 სექტემბრამდე.

 

აპელანტი მხარე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიაჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისია მოქმედებდა კანონის შესაბამისად, მან გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და კანონმდებლობის დაცვით გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო მხარეთა პოზიციების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:

 

ქ.ბათუმში, ან-------------–ება N106-ში მდებარე 112 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შ----------------–--ის საკუთრების უფლების აღიარების პროცესში, მოპასუხე კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რითაც დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 96-98-ე მუხლების მოთხოვნები.

 

შ----------------–--ის სარჩელით სადავო 2017 წლის 0-----------–ის №-- საოქმო გადაწყვეტილება და 2017 წლის 2-----------–ის №-- განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაცულია აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მოთხოვნები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის (03/06/2016წ ცვლილებები მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის ”გ” ქვეპუნქტით, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

კანონის 4.1 მუხლით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

 

კანონის 51.1 მუხლის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. 51.2 მუხლით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. 51.3 მუხლით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. 51.5 მუხლით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი გადაიხდის საკუთრების უფლების აღიარების საფასურის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ოდენობას, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრებისუფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი 51.7 მუხლით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 2--------–ის №--- ბრძანებით, მოსარჩელე შ----------------–--ის დედას, ხ------- ს--------ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მის კანონიერ სარგებლობაში არსებული, 32.42 კვ.მ. ფართი, (23,66 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 8,76 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი) ან-------------–ებაში 658 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე, №106 საცხოვრებელ სახლში.

 

2008 წლის 2--------–ს ხ------- ს--------ეზე გაიცა №3-- საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზე, საჯარო რეესტრში მოხდა ხ------- ს--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე.

 

2011 წლის 07 სექტემბერს ხ------- ს--------ემ თავის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, ან-------------–ებაში მდებარე სახლი №106-ის 32.42 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ფართი აჩუქა თავის შვილს, შ----------------–--ეს, რომლის საკუთრების უფლება აღრიცხული იქნა საჯარო რეესტრში, საკადასტრო კოდი: 2------------------.

 

2016 წლის 02 ივნისს შ----------------–--ეს, ი-----–-------------ესა და მ--–--------------ეს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება 658 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეალური გაყოფის შესახებ, რომლის თანახმად შ----------------–--ეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გამოეყო 242,25 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის 2016 წლის 24 ივნისის ამონაწერის თანახმად, შ----------------–--ის საკუთრების უფლება აღრიცხულია ქალაქ ბათუმში, ა---–--- ქუჩა №128-ში მდებარე, 242,0 კბვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 32,42 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე, საკადასტრო კოდი: 0--------------.

 

2016 წლის 1---------ერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ №3----- წერილობითი შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტაცია გადაეგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიცილაპიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას, ან-------------–ება №106-ში მდებარე 112,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შ----------------–--ის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 0-----------–ის №-- საოქმო გადაწყვეტილებითა და 2-----------–ის №-- განკარგულებით შ----------------–--ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №376 დადგენილების პირობებს. კერძოდ, კომისიამ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც შ----------------–--ე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას, მდებარეობდა მისი კუთვნილი 242,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 0-----------.) მომიჯნავედ, დგინდებოდა, რომ შ----------------–--ემ საკუთრების უფლება ამ მიწის ნაკვეთზე მოიპოვა 2011 წლიდან, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე, მიწის ნაკვეთი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 2--------–ის N--- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მ--–---- ზ-------------ის საკუთრებაში გადაცემული 658 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილი. კომისიის განმარტებით, მიწა უნდა ყოფილიყო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქარველოს კანონის ამოქმედებამდე, ე.ი. 2007 წლის 15 სექტემბრამდე თვითნებურად დკავებული, რათა მომხდარიყო მისი განმცხადებლისათვის გადაცემა. აღნიშნული საფუძვლით, კომისიის 2017 წლის 0-----------–ის №-- საოქმო გადაწყვეტილებით, შ----------------–--ეს უარი ეთქვა, ბათუმში, ან-------------–ებაში მდებარე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებლად აღიარებაზე.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული მიწა, როგორც – ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით აპელანტი (მოპასუხე) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული და გამოყენებული, კანონის ამ ნორმით განსაზღვრული რეგულაცია. კერძოდ ნორმის დანაწესი საკუთრების უფლების აღიარებისათვის აკეთებს სავალდებულო დათქმას, რომ დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი უჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა მითითებული კანონის ამოქმედებამდე, ამასთან, მოთხოვნა კანონით განსაზღვრულ სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. კანონის ნორმის ამ დათქმით მთავარი აქცენტი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისკენ არის მიმართული, რომ დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთი ფაქტიურად დაკავებული უნდა იყოს, სარგებლობის რომელიმე ფორმით და სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე ჩნდება უფლება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა. უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთის მიმართ დაინტერესებულ პირს კანონის ამოქმედებამდე გააჩნია თუ არა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლება, კანონის მითითებული ნორმა ამ ნიშნით არ განსაზღვრავს დაინტერესებული პირის მიმართ თვითნებური დამკავებლის სტატუსს, აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მთავარია, უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის (დაკავების) საკითხი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე პერიოდთან მიმართებით.

 

კანონის დასახელებული რეგულაციის შესაბამისად, გადამწყვეტი ვერ იქნება ის გარემოება, დაინტერესებული პირი, შ----------------–--ე მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე როდის გახდა, არამედ მთავარია, საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების დრო, როდიდან იწყება იგი და გრძელდება თუ არა, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნამდე, ამასთან, სავალდებულო პირობას წარმოადგენს, საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის დაინტერესებული პირი იყოს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი, ან მისი მესაკუთრე.

 

შ----------------–--ის მიერ საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილი იყო თავის საკუთრებაში რიცხული 242 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთის თვითნებური ფლობის (დაკავების) საფუძვლით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად.

 

აპელანტი მხარე (მოპასუხე) სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე შ----------------–--ე ფაქტობრივად ფლობს საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ 112,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ შ----------------–--ე დაბადებიდანვე ცხოვრობდა თავის დედასთან, ხ------- ს--------ესთან ერთად, დედა და შვილი ერთობლივად ფლობდნენ საცხოვრებელ ფართსა და იმ 242 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელზეც მართლზომიერი ფლობის საფუძვლით დაირეგისტრირა საკუთრების უფლება მოსარჩელემ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტია ის გარემოება, რომ შ----------------–--ე აღიარების მოთხოვნის დროისათვის აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრულ ამ ერთ პირობას, რომ ის იყო მესაკუთრე იმ მიწის ნაკვეთისა, რომელზეც საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ხოლო ამ ნორმით საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელი სხვა დანარჩენი პირობები, უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების ფაქტი კანონის ამოქმედებამდე, ამ ნაკვეთის მომიჯნავეობა საკუთრებაში არსებულ ნაკვეთთან, ან მასზე შენობის არსებობა, კომისიის მხრიდან გამოკვლევას საჭიროებდა, რაც სადავო ადმინისტრაციული აქტით განხილვისა და შეფასების გარეშე დარჩა.

 

ამდენად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, კომისიის 2017 წლის 4----------–ის №-- საოქმო გადაწყვეტილებისა და 2-----------–ის №-- განკარგულებაში მითითებული მხოლოდ ის ერთადერთი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ საკუთრების უფლება ქ. ბათუმში, ან-------------–ება №16-ში მდებარე 242,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოიპოვა 2011 წლის 07 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული გარემოების საფუძველზე გააკეთა არასწორი დასკვნა, რომ შ----------------–--ე მხოლოდ 2011 წლიდან ითვლება განცხადებაში მითითებული ნაკვეთის თვითნებურად დამკავებლად, რამდენადაც ასეთი შეფასება კანონისმიერ რეგულაციას არ შეესაბამება.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებას, რომ შ----------------–--ის განცხადება კომისიას არ განუხილავს კანონით დადგენილი წესით - არ გამოუკვლევია ყველა ის გარემოება, რაც საქმისათვის მნიშვნელოვანი იყო. წარმოდგენილი მასალები ადასტურებს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფორმალურ ხასიათს, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია, ხოლო იმის გამო, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა კომისიის უფლებამოსილებას განეკუთვნება და მას სზაკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეუძლია ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ, ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც, მიზანშეწონილობა კი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება - პალატას მართებულად მიაჩნია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე მითითებით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

გოჩა აბუსერიძე

მურთაზ მეშველიანი