1. სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას. მხარეთა გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საკითხის განხილვას.
2. სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კერძო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და სარჩელის დაუშვებლად ცნობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებები.
4. სააპელაციო სასამართლო კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განჩინების გაუქმების შემთხვევაში საქმეს განსახილველად უბრუნებს განსჯად სასამართლოს.
5. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით.
6. საქმის საკასაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, რომელიც არ საჩივრდება.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (23.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(186)
- საქმე №ბს-111(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2025
…კონკრეტული გამოვლინებაა. მათ შეუძლიათ თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა სასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი. საკასაციო პალატა მოსარჩელის მხრიდან იურიდიული ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილი…
- საქმე №ბს-1069(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
…აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არის იდენტური. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 და 22-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების…
- საქმე №ბს-648(7კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2025
…გამომდინარე, დარღვეულია,,საჯარო რეესტრის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული ნორმები, ასევე, სარჩელი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე - 25-ე მუხლებით დადგენილ პირობებს, რაც, ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის უპირობო საფუძვლებს. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბათილად…
- საქმე №ბს-754(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
…საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-6 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს…
- საქმე №ბს-825(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
…ნაწილში, მოსარჩელეს ვერ ექნება იურიდიული ინტერესი აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიმართ. ინტერესის არარსებობა კი, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას ხდის დაუშვებელს, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლი მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია. 4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა…
- საქმე №ბს-544(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2024
- საქმე №ბს-421(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ბს-662(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ბს-521(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
- საქმე №ბს-792(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2023
- საქმე №ბს-792(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2023
- საქმე №ბს-1216(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2022
- საქმე №ბს-513(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2022
- საქმე №ბს-707(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2022
- საქმე №ბს-949(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.05.2022
- საქმე №ბს-805(3კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2022
- საქმე №ბს-1169(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2021
- საქმე №ბს-503(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2021
- საქმე №ბს-992(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2021
- საქმე №ბს-1301(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
- საქმე №ბს-631(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
- საქმე №ბს-666(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2020
- საქმე №ბს-929(2კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2020
- საქმე №ბს-635(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2020
- საქმე №ბს-764-764(2კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2019
- საქმე №ბს-926(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2019
- საქმე №ბს-69(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2019
- საქმე №ბს-1306(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2019
- საქმე №ბს-1226(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №ბს-1547(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2018
- საქმე №ბს-981(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
- საქმე №ბს-857(კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2018
- საქმე №ბს-574-574(კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2018
- საქმე №ბს-993-989(კ-უს-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2017
- საქმე №ბს-307-305(კს-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2017
- საქმე №ბს-650-643(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.09.2016
- საქმე №ბს-19-18(კს-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2016
- საქმე №ბს-623-610(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2016
- საქმე №ბს-339-335(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.12.2014
- საქმე №ბს-52-51(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2014
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 186-დან.