1. პენიტენციური კოდექსის 91-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 92-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) ძალაში დატოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს (შემდგომ − ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა;
გ) ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებული შეაფასოს პენიტენციური კოდექსის 91-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, ხოლო იმავე კოდექსის 92-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შემთხვევაში.
3. პენიტენციური კოდექსის 91-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 92-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო ადგილობრივი საბჭოს ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო იმავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-80 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს − პირველი ინსტანციის სასამართლო პენიტენციური დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინოს სასამართლო განხილვაში ამავე მხარის დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაწილეობა.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის შესაბამისად.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6392 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 1
ივნისის კანონი
№950
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5407 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3995 - ვებგვერდი, 26.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3995
- 29.11.2019 კანონი №5407
- 01.06.2017 კანონი №950
- 05.06.2012 კანონი №6392
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(48)
- საქმე №ბს-285(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
…მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით. კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე, საქართველოს პენიტენციური კოდექსის 92-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2,…
- საქმე №ბს-67-67(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2018
…და გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს. კასატორი - ვ. კ-ე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და სადავო საკითხის სრულად გადაწყვეტას მოითხოვს. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და გამოიყენა ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან,…
- საქმე №ბს-909-871(უს-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2009
…შესაბამისად მას უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 192-ე, 1971-ე, 271-ე, 420-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ა. და მ. ტ-ძეების საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 09 აპრილის განჩინებაზე…
- საქმე №ბს-1132-915-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.11.2004
…განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში, ასევე დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და სარჩელში მითითებულ ქონებას დაედო ყადაღა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხეთა წარმომადგენელმა ა. კ.-მ, რომელმაც აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ითხოვს მონაცემების არსებობას ქონების გასხვისების თაობაზე და არა პროკურორის მოსაზრების არსებობას. ლ. კ.-ის დაკავებიდან,…
- საქმე №330310019003150819 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.02.2020
…მიზნით იგი არ არის შეზღუდული ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი, დაუსვას შეკითხვები მსჯავრდებულს და გადაწყვეტილება მიიღოს მისი რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ბალანსის გათვალისწინებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7…
- საქმე №330310018002482895 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.07.2019
- საქმე №330310018002387583 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.06.2019
- საქმე №330310018002653901 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.06.2019
- საქმე №330310018002399812 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.05.2019
- საქმე №330310018002346460 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.05.2019
- საქმე №330310018002415818 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №330310017002076351 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.03.2018
- საქმე №330310019003259403 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №330310019003192749 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.01.2020
- საქმე №330310019003200806 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.12.2019
- საქმე №330310019003168494 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.11.2019
- საქმე №330310019003078282 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.09.2019
- საქმე №330310019002965428 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.07.2019
- საქმე №330310019003006953 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.07.2019
- საქმე №330310018002750197 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330310019002803511 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.04.2019
- საქმე №330310019002867954 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.03.2019
- საქმე №330310019002860175 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.03.2019
- საქმე №330310018002733363 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.03.2019
- საქმე №330310018002777627 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.03.2019
- საქმე №330310018002775939 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2019
- საქმე №330310018002764771 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.02.2019
- საქმე №330310018002399812 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.12.2018
- საქმე №330310018002751262 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.12.2018
- საქმე №330310018002590239 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №330310018002600152 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №330310018002567735 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.12.2018
- საქმე №330310018002541964 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310018002567186 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
- საქმე №330310018002602861 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.11.2018
- საქმე №330310018002676605 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.11.2018
- საქმე №330310018002579017 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №330310018002590896 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.11.2018
- საქმე №330310018002653901 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №330310018002471676 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.10.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 48-დან.