გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.01.2020
საქმის ნომერი
330310019003192749
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№3/7192-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი - ლალი მიქელაძე

 

მოსარჩელე-------------------

წარმომადგენელი- გ---------------

მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო

წარმომადგენელი - მ---------------

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2---–-–-----------------------–------- გადაწყვეტილება(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 1-10).

 

მოსარჩელის განმარტებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭომ 2019წლის 01აგვისტოს განიხილა საბჭოში შესული შუამდგომლობა, შესაბამისი მასალები მსჯავრდებულ გ----------------- პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე და N------–------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან, რის გამოც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსისა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით განსაზღვრული წესების დაცვით. საბჭოს გადაწყვეტილება არის დასაბუთებული, მისი მომზადება-გამოცემისას არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016წლის 22 აპრილის განაჩენით(საქმე N1/4072-15) გ--------------ვა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2---–-–-----------------------------------------------, ძველი თბილისის რაიონული პროკურორის ზ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გ--------------ვა უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გ----------------- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143- მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე. გ--------------ვა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გ----------------- პატიმრობაში ყოფნის პერიოდში(2015 წლის 26 ივლისიდან 2016 წლის 22 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2---–-–--------–-------------------------------- ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-------------–---–---------–----------------–--–---------------------–--------------------–-----------------------------------------------------------------–---–----------------------–------–-–---–-------------------–------------------–---–---------------------–---–------------------------------- საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016წლის 6 დეკემბრის განაჩენში. გ--------------ვა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. გ-----------------ათვის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე. გ--------------ვა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. გ----------------- სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო- 2015წლის 26ივლისიდან 2016წლის 22 აპრილის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2---–-–------------–-----------------------------(იხ. გ----------------- პირადი საქმე)

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2---–-–----------------------------------------------იხ. გ----------------- პირადი საქმე)

 

-საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-----------------------------------------(იხ. გ----------------- პირადი საქმე)

 

3.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2---–-–---------------–-------- ბრძანებით, მსჯავრდებული გ--------------ვა განთავსებული იქნა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2---–-–---------------–-------- ბრძანება(იხ. გ----------------- პირადი საქმე)

 

3.1.3. მსჯავრდებული გ--------------ვა სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, ხოლო წახალისებულია ხუთჯერ, კერძოდ:

- 20---–-–-------------------- ბრძანებით მსჯავრდებულ გ------------------------------ წახალისების ფორმის სახით მიეცა ,,დამატებითი1(ერთი) სატელეფონო საუბრის უფლება“;

- 2----–-–------------–-------- ბრძანებით მსჯავრდებულ გ------------------------------ წახალისების ფორმის სახით მიეცა ,,დამატებითი1(ერთი) სატელეფონო საუბრის უფლება“;

- 2----–-–------------------ ბრძანებით მსჯავრდებულ გ------------------------------ წახალისების ფორმის სახით მიეცა ,,დამატებითი1(ერთი) სატელეფონო საუბრის უფლება“;

- 2----–-–------------------- ბრძანებით მსჯავრდებულ გ------------------------------ წახალისების ფორმის სახით მიეცა ,,დამატებითი1(ერთი) სატელეფონო საუბრის უფლება“;

- 2----–-–---------–---------- ბრძანებით მსჯავრდებულ გ------------------------------ წახალისების ფორმის სახით მიეცა ,,დამატებითი1(ერთი) სატელეფონო საუბრის უფლება“;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2---–-–-------------------- ბრძანება ,,N8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ(იხ.გ----------------- პირადი საქმე)

- 2---–-–------------–-------- ბრძანება ,,N8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ(იხ.გ----------------- პირადი საქმე)

- 2---–-–---------------------------- ,,N8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ(იხ. გ----------------- პირადი საქმე)

- 2----–-–------------------- ბრძანება ,,N8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ(იხ.გ----------------- პირადი საქმე)

- 2---–-–---------–---------- ბრძანება ,,N8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ(იხ. გ----------------- პირადი საქმე)

 

3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ 2---–-–-----------------------–------- გადაწყვეტილებით განიხილა შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები გიორგი გიორგის ძე ხორავას სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე

 

გადაწყვეტილების მიღებისას ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მსჯავრდებული N9 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანილია 2016წლის 28მაისიდან.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019წლის 13თებერვლის N---- ბრძანებით გ--------------ვა განთავსებული იქნა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და განთავსებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

2019 წლის 06 თებერვალს შესახლებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

სასჯელის დასაწყისი-2019წლის 06 თებერვალი; სასჯელის დასარული-2020 წლის 08მაისი;

 

დანაშაულის ხასიათი, სიმძიმე, რა გარემოებებში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული: 2015წლის 24 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თბილისი, რ---------–-----------------–- მდებარე ტერიტორიაზე გ--------------ვამ, ს-------------------------------------–---–-- გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, იარაღების გამოყენებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ნ-----–-------------–--ლს, რომელსაც ადგილზე გასტაცეს კუთვნილი ,,ეკოლ მაჟორის‘’ ფირმის პისტოლეტი ღირებული 200(ორასი) ლარად, აღნიშნულის შემდეგ იგი ჩასვეს ოთარ მამადაშვილის კუთვნილი ,,-----------------------------–--------–-–----------------------------–----------------–--–---–--------------------------------------------------------------------------–-- სადაც გასტაცეს 25(ოცდახუთი) ლარი.

 

ოჯახური მდგომარეობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან: მსჯავრდებული სწავლობდა უკრაინაში, ტ-–--------- სახელობის უმაღლეს სასწავლებელში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, იყო მესამე კურსის სტუდენტი. ჰყავს მშბლები და ბებია. ახლო ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან აქვს კარგი დამოკიდებულება. მის ოჯახს მატერიალურად აქვს კარგი მდგომარეობა.

 

პირადი საქმის მიხედვით, გ----------------- ჯარიმა არ დაკისრებია, მისივე განცხადებით, ასევე არ დაკისრებია ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

დაზარალებულის პოზიცია(თანხმობა) მსჯავრდებულის მიმართ: მსჯავრდებული აცხადებს, რომ დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

 

მსჯავრდებულის მოტივაცია ცვლილებისკენ, ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მზაობას ავლენს ის თვითგანვითარებისა და შეცვლისაკენ(სურვილი, სამომავლო გეგმები, უნარები): მსჯავრდებული დაკავებამდე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით, განთავისუფლების შემდეგ აპირებს საქმიანობის გაგრძელებას და ბიზნესის განვითარებას.

 

სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალური აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია: მსჯავრდებულ გ--------------ვს პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებულ სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

დამცავი ფაქტორები: მსჯავრდებული ემოციურად გაწონასწოებულია, კონტაქტური, მეგობრული, მომავლის მიმართ განწყობილია პოზიტიურად, ურთიერთობაში ვლინდება სილაღე და გულწრფელობა, ქცევას მკვეთრად ჩამოყალიბებულ მორალურ ღირებულებათა სისტემა არეგულირებს, გამოხატულია გამოკვეთილი კონფრონტაციისაგან თავის არიდების ტენდენცია. სირთულეების გაცნობიერების უნარი, აუცილებელი ცვლილებებისადმი მზაობა. მკვეთრად გამოხატული მორალური ღირებულებები, საკუთარი ქცევის ობიექტურად შეფასების უნარი თვითკრიტიკულობას უდებს საფუძვლად. აქვს დაკორექტიებული ის ტენდენციები, რაც შემდგომში ხელს შეუშლის პიროვნებას საზოგადებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვაში, გამომუშავებული აქვს სტრესთან გამკლავების მექანიზმების, უპირატესობას ანიჭებს პრობლემების გადაჭრის რაციონალურ, ინტელექტუალურ გზებს. მისი აქტივობები პოზიციურ გავლენას ახდენ სხვა მსჯავრდებულების ცხოვრებაზე, ბენეფიციარის განცხადებით, თავისუფლების აღკვეთამდე ჩართული იყო კერძო ბიზნესში, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას.

 

დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან: მსჯავრდებულს დანაშაულთნ მიმართებაში აქვს უსამართლობის განცდა, ინტერვიურებისას ვლინდება რომ სიტუაციიდან გამომდინარე გახდა გარემოებათა მსხვერპლი, მომხდარი კვლავაც ემოციურად მტკივნეულია მისთვის.

 

საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და საკითხის განხილვისას გამოიკვლია მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია. თუმცა, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ კი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშულის ხასიათმა, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.

 

საბჭომ იხელმძღვანელა შესაბამისი კანონმდებლობით და მიღებული ინფორმაციის საერთო ანალიზის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოში შესულ შუამდგომლობას გ------------------------------ მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მოცემულ ეტაპზე უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-----------------------–------- გადაწყვეტილება(ს.ფ 61-67)

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის ნ-----–-------------–--ლის ხელწერილი, სადაც იგი აცხადებს, რომ გ----------------- და ს----------------- მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არც მომავალში არ ექნება მის მიმართ არანაირი პრეტენზია. ასევე აცხადებს, რომ წინააღმდეგი არ არის გ-----------------ა და ს----------------- მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნ-----–-------------–--ლის ხელწერილი(ს.ფ. 93-94)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ----------------- სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

პატიმრობის კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს 2019წლის 01 აგვისტოს N01/19/პ/შ-0108 გადაწყვეტილება გიორგი გიორგის ხორავას მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსის“ და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

 

პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა)ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის– თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ)მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ)განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო(შემდგომში – საბჭო).

 

პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი, საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

6.3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018წლის 07აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის’’ მე-6 მუხლით განსაზღვრულია საბჭოს უფლებამოსილებანი. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს: ა)მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა; ბ) მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ელექტრონულად, აგრეთვე გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალები და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018წლის 07აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის’’ მე-4 მუხლით განსაზღვრულია საბჭოს შემადგენლობა და დაკომპლექტების წესი. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭო შედგება 5 წევრისაგან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე; ბ)სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს(შემდგომში – სააგენტო) 1 თანამშრომელი; გ)საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი; დ)არასამთავრობო ორგანიზაციების 1წარმომადგენელი; ე)ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1 წარმომადგენელი. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც გააჩნია სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება, ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018წლის 07აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის’’ მე-7 მუხლით განსაზღვრულია საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭოს სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშე არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით– საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო ხელმძღვანელობს შეფასების კრიტერიუმებით, რაც მოცემულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018წლის 07აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის’’ მე-13 მუხლში. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია:

ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში;

ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას;

გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული;

დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან,ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.;

ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

დასახელებულ სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საბჭომ იმსჯელა მსჯავრდებულ-გ----------------- მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ის გარემოება რომ ნასამართლობის არმქონეა, წარმოადგინა დაზარალებულის თანხმობა პრეტენზიის არქონის თაობაზე, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ვინაიდან, დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი,- საბჭომ აღნიშნულ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება. კერძოდ,- ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ისეთ გარემოებაზე მითითებით, რომელიც ახსნის, თუ რატომ უშლის ხელს სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის დადებითად გადაწყვეტას ჩადენილი დანაშაულის ხასიათი კონკრეტული პირის მიმართ, ამ პირის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. ამგვარი დასაბუთების გარეშე კი შეუძლებელია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერება და შეფასდეს მისი კანონშესაბამისობა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ განსახილველ შემთხვევაში განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა, რა გარემოებებში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, რის გამოც საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გაბათილდა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსის კრიტერიუმებმა,- თუმცა მარტოოდენ აღნიშნულის მითითება სასამართლოს მოსაზრებით არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი სრულყოფილად იქნა გამოკვლეული, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია დაზარალებულის განცხადება იმის თაობაზე, რომ მას მოსარჩელის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და რომ თანახმა არის მის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით განსაზღვრული შეღავათები.

 

სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესსზე, რომელსაც ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. კერძოდ,- მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

მითითებულ ნორმათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე დროს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. შესაბამისად, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან გამოიყენა ერთ-ერთი, მაშინ იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური საქმის გარემოებების არსებობის შემთხვევაში მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონი ერთნაირად გამოიყენოს ყველას მიმართ. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას.

 

უპირველეს ყოვლისა სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დაფუძნება მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითებაზე საკმარისი არ არის, საჭიროა საქმის გარემოებების შესაბამისი გამოკვლევა და შესწავლა. ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, საკითხის ობიექტურად გადასაწყვეტისათვის საქმის გარემოებები არ გამოუკვლევია სრულყოფილად, აქედან გამომდინარე სასამართლოს მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას(საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი). რამეთუ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფის შესაძლებლობას. სასამართლოს მოსაზრებით დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს პირის კანონიერი უფლებების დარღვევა. გარდა ამისა, დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება კი წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და შესაბამისად აქტის გაუქმების საფუძველს.

 

დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, შესაბამისად მან ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად.

 

6.5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2---–-–-----------------------–------- გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივ საბჭოს დაევალოს საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ----------------- მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, გ--------------ვის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს, მოსარჩელე-------------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 271-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ----------------- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2---–-–------------------------–------- გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივ საბჭოს დაევალოს საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ----------------- მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

3. მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს, მოსარჩელე-------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი