გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.02.2019
საქმის ნომერი
330310018002764771
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7796-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ მეშველიანი

სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე

 

მოსარჩელე - რა--------------ი

წარმომადგენელი - გ--–--------–--–---–-

 

მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რა--------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება მომზადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. თ--–---- რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, რა--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სსამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სსამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განაჩენით უცვლელად დარჩა თ--–---- რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი რა--------------ის საკასაციო საჩივარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

- თ--–---- რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი (პირადი საქმის ს.ფ. 34-52).

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განაჩენი (პირადი საქმის ს.ფ. 57-79).

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის განჩინება (პირადი საქმის ს.ფ. 82).

 

3.2. დადგენილია, რომ რა--------------ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 02 თებერვლიდან, სასჯელის მოხდა დასრულდება 2021 წლის 02 თებერვალს. სასჯელის ფაქტობრივად მოხდის საშეღავათო ვადა - 2/3 შესრულდა 2018 წლის 02 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

– სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-16);

- რა--------------ის პირადი საქმე.

 

3.3. რა--------------ი 2015 წლის 18 აპრილს №- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვნილ იქნა №-- პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 19 თებერვლის №---- ბრძანების საფუძველზე, სასჯელის მოხდა განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

– სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-16);

- რა--------------ის პირადი საქმე.

 

3.3. დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭომ 2018 წლის 07 ნოემბერს, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შუამდგომლობა რა--------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ის გარემოება, რომ ნასამართლობის არმქონეა, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში, წარმოადგინა ერთ-ერთი დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა პრეტენზიის არქონის თაობაზე, წახალისებულია არაერთხელ, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა, ჯანმრთელბის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ კი - ჯანმრთელბის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ასევე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კერძოდ - დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ორი ან მეტი პირის მიმართ; დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნებისა, რამაც მათი ძლიერი ფიზიკური ტკივილიგამოიწვია. ყოველივე ზემოაღნიშნული ქმედებები არასრულწლოვანთა მიმართ იყო პატივისა და ღირსების შემლახველი. ვინაიდან, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ის გარემოება, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა რა--------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

– სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-16);

- რა--------------ის პირადი საქმე.

 

3.4. დადგენილია, რომ რა--------------ი წარსულში ნასამართლობის არმქონეა. ამჟამად ნანობს ჩადენილ დანაშაულს, გაცნობიერებული აქვს და კანონის წინაშე თავს თვლის დამნაშავედ, განიცდის საპატიმროში გატარებულ პერიოდს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

– სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-16);

- რა--------------ის პირადი საქმე.

 

3.5. რა--------------ი სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია ერთხელ: ხმაურობდა საკანში, რის გამოც 2015 წლის 20 მარტის №------ განკარგულებით, შეეზღუდა სატელეფონო საუბარი 1 თვის ვადით. რა--------------ი სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია ექვსჯერ: 2015 წლის 21 მაისის №-----რძანებით ვადამდე მოეხსნა 2015 წლის 20 მარტის №------ განკარგულებით დაკისრებული დისციპლინური სახდელი; 2015 წლის 25 აგვისტოს №---- ბრძანებით მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; 2016 წლის 22 აპრილის №--- ბრძანებით მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; 2016 წლის 23 ივნისის №--- ბრძანებით მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; 2017 წლის 20 აპრილის №--- ბრძანებით მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; 2017 წლის 11 აგვისტოს №--- ბრძანებით მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს მონაწილეობა აქვს მიღებული დაწესებულებაში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ასევ, გაიარა ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები.

 

დახასიათებაში მსჯავრდებულთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებსა (მიდრეკილება ემოციური აგრესიისკნ, ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა და ა.შ) და დამცავ ფაქტორებთან (მაგ: ქცევის შეცვლის მოტივაცია სოციალური მხარდაჭერა და ა.შ) დაკავშირებით მითითებულია, რომ განსაკუთრებული სახის რისკ-ფაქტორები არ გამოვლენილა, რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს, მსჯავრდებული მსჯავრდებული დიალოგში ერთვება თავისუფლეად, ზრდილობიანი და თავაზიანია, გარეგნულად მოწესრიგებული, აქვს საშუალო განათლება, აქვს სოციალური მხარდაჭერა, მისი გადმოცემით არის ინდ-მეწარმე. გათავისუფლების შემდგომ გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას, ორიენტირებულია თვითგანვითარებაზე და თვითრეალიზაციაზე. გამოხატულია ემოციური დამოკიდებულება ოჯახის მიმართ, დღის განმავლობაში კითხოლობს, ლოცულობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

- დახასიათება (58-62);

- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-16);

- რა--------------ის პირადი საქმე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რა--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში სპეცილური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივმა საბჭომ პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმსჯელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, ის გარემოება, რომ ნასამართლობის არმქონეა, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში, წარმოადგინა ერთ-ერთი დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა პრეტენზიის არქონის თაობაზე, წახალისებულია არაერთხელ, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა, ჯანმრთელბის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ კი - ჯანმრთელბის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ასევე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კერძოდ - დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ორი ან მეტი პირის მიმართ; დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნებისა, რამაც მათი ძლიერი ფიზიკური ტკივილიგამოიწვია. ყოველივე ზემოაღნიშნული ქმედებები არასრულწლოვანთა მიმართ იყო პატივისა და ღირსების შემლახველი. ვინაიდან, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ის გარემოება, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა რა--------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271 მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; გ) ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებული შეაფასოს პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები უფრო დეტალურად რეგლამენტირებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესით“. აღნიშნული წესის მე-13 მუხლი განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომელთა შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა. კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

სასამართლო იზიარებს საბჭოს პოზიციას მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათთან მიმართებაში, თუმცა მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს. სასამართლო განმარტავს, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებასა და მათი პრიორიტეტების დადგენას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანსა და პრინციპებს. სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაზე, რომელიც ადგენს, თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ სსპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

 

პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია კავშირშია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასამართლოს მოსაზრებით, თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას, პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს, სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ანუ მიღწეულ იქნა თუ არა სასჯელის მიზანი მისი რესოციალიზაციის კუთხით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებული წახალისებულია ექვსერ, კერძოდ, 2015 წლის 21 მაისის №-----რძანებით ვადამდე მოეხსნა 2015 წლის 20 მარტის №------ განკარგულებით დაკისრებული დისციპლინური სახდელი; 2015 წლის 25 აგვისტოს №---- ბრძანებით მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; 2016 წლის 22 აპრილის №--- ბრძანებით მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; 2016 წლის 23 ივნისის №--- ბრძანებით მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; 2017 წლის 20 აპრილის №--- ბრძანებით მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; 2017 წლის 11 აგვისტოს №--- ბრძანებით მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. საგულისხმოა წახალისების ღონისძიებების გამოყენების საფუძველი - მსჯავრდებული ორიენტირებულია თვითგანვითარებისკენ, რისთვისაც ცდილობს არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას, აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებზე რეაგირებს დადებითად; აღსანიშნავია მისი თავაზიანი დამოკიდებულება ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ, მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევას. ამასთან, საგულისხმოა ის გარემობაც, რომ მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელი ვადამდე მოეხსნა სწორედ სარეჟიმო პირებების დაცვისა და როგროც ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, ასევე, მსჯავრდებულებთან თავაზიანი დამოკიდებულების გამო.

 

დადგენილია, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს მონაწილეობა აქვს მიღებული დაწესებულებაში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე, გაიარა ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დახასიათებასა და გადაწყვეტილებაში აღნიშნულ მსჯავრდებულთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებსა (მიდრეკილება ემოციური აგრესიისკნ, ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა და ა.შ) და დამცავ ფაქტორებს (მაგ: ქცევის შეცვლის მოტივაცია სოციალური მხარდაჭერა და ა.შ), რომლის თანახმად, განსაკუთრებული სახის რისკ-ფაქტორები არ გამოვლენილა. რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს, მსჯავრდებული მსჯავრდებული დიალოგში ერთვება თავისუფლეად, ზრდილობიანი და თავაზიანია, გარეგნულად მოწესრიგებული, აქვს საშუალო განათლება, აქვს სოციალური მხარდაჭერა, მისი გადმოცემით არის ინდ-მეწარმე. გათავისუფლების შემდგომ გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას, ორიენტირებულია თვითგანვითარებაზე და თვითრეალიზაციაზე. გამოხატულია ემოციური დამოკიდებულება ოჯახის მიმართ, დღის განმავლობაში კითხოლობს, ლოცულობს.

 

ყურადსაღებია რა--------------ის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, იგი ნანობს ჩადენილ დანაშაულს, გაცნობიერებული აქვს და კანონის წინაშე თავს თვლის დამნაშავედ, განიცდის საპატიმროში გატარებულ პერიოდს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული, სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულს გათავისუფლების შემდეგ სურს საზოგადოებასთან რეინტეგრაცია, მის მიმართ მიღწეულია სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ქმნის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველს.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რა--------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს უნდა დაეკისროს ალექსანდრე ჩეკუნოვის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი, მე-2, მე-12, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რა--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება;

 

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, რა--------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

 

4. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თამარ მეშველიანი