განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.07.2019
საქმის ნომერი
330310018002482895
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/3403-18

საქმე № 330310018002482895

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

4 ივლისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - თამარ ონიანი

მოსამართლეები - გიორგი ტყავაძე

მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო

წარმომადგენელი - მანანა ჩუბინიძე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ეთ----------ე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1.1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ეთ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 1 მაისის №------–---- გადაწყვეტილება და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ეთ----------ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტს განაჩენით ეთ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლა–---------ას ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ვარ-–-------–---ას ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნათ----------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ილ-----------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მაი---------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ივ---------–--ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გი-----------–--–--ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მუ---------------–-ძის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლი--------------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ტატ------------–---------–-–--ას ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დი-----–-------ას ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლი------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ რუ----------------ას ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ პოლ----------------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ირა--–---–--–------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თე-------------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დავ------------–--–-ძის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გი--------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ხათ------------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მან-----------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ და-–---------ას ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გი----------–----ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გიო-----–--–---–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ აკ---------ას ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ--–---------ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ რ--------------------–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ--------------–-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ--–-------–------ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ--–-------–------ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ------–---------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ----------–--–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ----------–--ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ----------–------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ----------–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ--------–--------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ-----------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ----–-------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაზარალებულ ლ--–--------–--ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ--------–----ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე-----------------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ-----------–--ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 6 თვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეთ----------ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განაჩენით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------------–--ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის განაჩენში ეთ----------ის მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ, ეთ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლა–---------ას ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ვარ-–-------–---ას ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნათ----------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ილ-----------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მაი---------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ივ---------–--ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გი-----------–--–--ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მუ---------------–-ძის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლი--------------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ტატ------------–---------–-–--ას ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დი-----–-------ას ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლი------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ რუ----------------ას ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ პოლ----------------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ირაკლი კალანდაძის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თე-------------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დავ------------–--–-ძის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გი--------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ხათ------------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მან-----------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ და-–---------ას ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გი----------–----ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გიო-----–--–---–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ აკ---------ას ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ--–---------ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ რ---------------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ--------------–-ს ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაზარალებულ მ--–-------–------ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაზარალებულ ლ---–-------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ------–---------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ----------–--–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ----------–--ის ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ----------–------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ----------–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ--------–--------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით(დაზარალებულ ნ-----------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ----–-------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ--–--------–--ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ--------–----ის ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე-----------------ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ-----------–--ის ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 ექვსი თვის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 7 თვის და 15 დღის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ----–-------ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 7 წლის ვადით სრულად შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თერთმეტი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოცდაცხრა ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ეთ----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

 

2.2.2. 2018 წლის 2 აპრილის მდგომარეობით მოსარჩელეს მოხდილი ჰქონდა სასჯელის ერთი მეორედი.

 

2.2.3. ეთ----------ე სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებული არ ყოფილა.

 

2.2.4. დადგენილია, რომ ეთ----------ე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა.

 

2.2.5. 2018 წლის 27 მარტს ეთ----------ემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს, მის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე.

 

2.2.6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ 2018 წლის 1 მაისს, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ეთ----------ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 1 მაისის №------–---- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ ეთერ პავლეს ძე დევიძის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.3.1. სასამართლომ მიუთითა პატიმრობის კოდექსის პირველ, 41-ე, 43-ე მუხლებზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის წესი და პირობები უფრო დეტალურად რეგლამენტირებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულებით (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით). აღნიშნული დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო წარმოადგენდა მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავდა საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენდა მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. შეფასების კრიტერიუმებს კი განსაზღვრავდა ზემომითითებული დებულების მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; დ) ოჯახური პირობები; ე) მსჯავრდებულის პიროვნება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას - კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.

 

2.3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ ადგილობრივმა საბჭომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს მსჯელობას მხოლოდ ჩადენილი ქმედებისადმი კანონით დადგენილი ზოგადი მახასიათებლების შესახებ, რაც ეთ----------ის მიერ ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებული დამატებითი გარემოებების მითითების გარეშე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საბჭოს ტიპური დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით საკითხის შეფასებად. ის გარემოება, რომ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, არის მხოლოდ კრიტერიუმი იმისა, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთის სასარგებლო შრომით შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობა წარდგენილ იქნეს კომისიაში. სადავო გადაწყვეტილება არ შეიცავს ისეთ გარემოებებზე მითითებას, რაც დანაშაულის სიმძიმის ზოგადი მახასიათებლის გარდა გამოკვეთს კონკრეტული ქმედების მახასიათებელ გარემოებებს.

 

სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ადგენდს, რომ საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საბჭოს მიერ სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთის სასარგებლო შრომით შეცვლის შუამდგომლობის განხილვისას ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული არის თუ არა მიღწეული სასჯელის მიზანი, ამ უკანასკნელის განმარტებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლი, კერძოდ, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლომ მიიჩნია, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ეთ----------ე პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ხასიათდება დადებითად, ჩადენილი დანაშაულის მიმართ აქვს სინანულისა და დანაშაულის განცდა. მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ გამოთქვამს სურვილს, დასაქმდეს. სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა. ამასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აქტიურად და ინტერესით არის ჩართული სხვადასხვა სასწავლო-სარეაბილიტაციო ღონისძიებაში. მსჯავრდებული დაწესებულების ადმინისტრაციისა და დაწესებულების მსჯავრდებულების მიმართ თავაზიანია.

 

2.3.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-7 მუხლებზე, 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე და აღნიშნა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება სავალდებულოა, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება. აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლომ მიიჩნია, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.

 

სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულების (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით) მე-20 მუხლზე, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქალი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებს, მათ შორის, ქალის როგორც დედის როლს ოჯახში. ამდენად, ჰუმანიზმისა და დემოკრატიულობის პრინციპებზე დაყრდნობით მოპასუხე ვალდებულია, ხელახლა იმსჯელოს სადავო საკითხზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების მიზნით იგი არ არის შეზღუდული ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი, დაუსვას შეკითხვები მსჯავრდებულს და გადაწყვეტილება მიიღოს მისი რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ბალანსის გათვალისწინებით.

 

2.3.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 1 მაისის №------–---- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეთ----------ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი განმარტავს, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლა მის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რომლის დროსაც საბჭო გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: 1. დანაშაულის ხასიათი; 2. მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; 3. მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; 4. ოჯახური პირობები; 5. მსჯავრდებულის პიროვნება. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იქნა გამოცემული.

 

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ საბჭომ არ შეაფასა სადავო საკითხი, რადგან შესწავლილი და შეფასებულია ყველა კრიტერიუმი, მათ შორის, მსჯავრდებულის პიროვნება, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევა, თუმცა სააპელაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე, სახეზეა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ამასთან, არაერთი ეპიზოდი.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.2.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

5.2.2. პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. იმავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. მითითებული მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საბჭო მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენით. ამ გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის მონაცემები და საქმის ძირითადი გარემოებები.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების“ (ძალადაკარგულია იუსტიციის მინისტრის 08/07/2018წ. N320 ბრძანებით) თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.

 

საბჭო საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს შეფასების კრიტერიუმებით, რაც მოცემულია ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-13 მუხლში. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

5.2.3. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტი კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით, რამეთუ დისკრეციული უფლებამოსილება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებულ სრულ თავისუფლებას, რომლის დროსაც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამოტანა იქნებოდა შესაძლებელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. მითითებული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ. დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე. ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია, გადაწყვეტილება ემყარებოდეს კანონით წინასწარგანსაზღვრულ, ობიექტურ და გადამოწმებად კრიტერიუმებს. ასეთ პირობებშია შესაძლებელი გადაწყვეტილების მიმღები პირების თვითნებობის, მიკერძოებულობისა და დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიფერენცირების საფრთხეების მაქსიმალურად გამორიცხვა.

 

ნიშანდობლივია, რომ ადმინისტრაციულ დისკრეციას, პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, თან ახლავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებული რისკი და აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის. ამასთან, განჭვრეტადს გახდის დისკრეციის განხორციელების საფუძველს და წინაპირობებს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დაქვემდებარებული პირისათვის.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებსა და კანონმდებლის მიზანს, ნაკარნახევი იყოს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირებით მიღებული საუკეთესო შედეგით.

 

5.2.4. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტი არ არის გამოცემული ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების სრულად შესწავლის შედეგად. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, ის გარემოება, რომ ეთ----------ის მიერ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, დიდი ოდენობით თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სახეზეა არაერთი ეპიზოდი, არის მხოლოდ კრიტერიუმი იმისა, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთის სასარგებლო შრომით შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობა წარდგენილ იქნეს კომისიაში. სადავო გადაწყვეტილება არ შეიცავს ისეთ გარემოებებზე მითითებას, რაც დანაშაულის სიმძიმის ზოგადი მახასიათებლის გარდა, გამოკვეთს კონკრეტული პირის ქმედების მახასიათებელ გარემოებებს.

 

პალატა დამატებით მიუთითებს საბჭოს შექმნის ისეთ მიზანზე, როგორიცაა რესოციალიზაცია. ამასთანავე, გათვალისწინებულ უნდა იქნას, მიღწეული არის თუ არა სასჯელის მიზანი. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც.

 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეთ----------ე პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ხასიათდება დადებითად, ჩადენილი ქმედების მიმართ აქვს სინანულისა და დანაშაულის განცდა. მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ გამოთქვამს სურვილს დასაქმდეს. სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა. ამასთან, მსჯავრდებული ეთ----------ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აქტიურად და ინტერესით არის ჩართული სხვადასხვა სასწავლო-სარეაბილიტაციო ღონისძიებაში. მსჯავრდებული დაწესებულების ადმინისტრაციისა და დაწესებულების მსჯავრდებულების მიმართ თავაზიანია.

 

ამასთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულების (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქალი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებს, მათ შორის, ქალის როგორც დედის როლს ოჯახში. ამდენად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას ყურადღება უნდა გამახვილდეს აღნიშნულ გარემოებაზეც.

 

5.2.5 წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესამოწმებლად სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. იმავე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს ასევე იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის. ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო აქტი არის დაუსაბუთებული, რამეთუ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასებას.

 

5.2.6. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. იმავე კოდექსის 271 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მითითებული ნორმით განსაზღვრული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციასა და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. სწორედ ამიტომ, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის ობიექტურად გადაწყვეტის პრინციპები, საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე თამარ ონიანი

 

მოსამართლეები გიორგი ტყავაძე

 

მანანა ჩოხელი