გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----------------
საქმე №3/7988-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
7 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი გიორგი ჩიქოვანი, ანა მგელაძე
მოსარჩელე - გ--------------ი
წარმომადგენლები - ბ---------–--ა, ა-------–---–ი, გ-------------ა, ე-–-----–--------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო
წარმომადგენელი - თ--------–------ა, ლ------------–---–ი, მ--------------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის №0-----–------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--------------ის მიმართ მოუხდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:
გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ------–-------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2-------- წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3--------–-–----------–----------- ვადით და 1----------–-–---------------- თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ---------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2-------- წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“. საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთ მეოთხედით; და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3--------–-–----------–----------- ვადით და 1----------–-–---------------- თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ------–-------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1--------- წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2-------- წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9--–----------- ვადით და 1----------–-–---------------- თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართალის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ---------------ის ეპიზოდი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1--------- წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2-------- წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასსჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9--–----------- ვადით და 1----------–-–---------------- თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ------–-------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2-------- წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2-------- წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1----------–-–---------------- თვის ვადით და 1----------–-–---------------- თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართალის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ---------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2-------- წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, 2-------- წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1----------–-–---------------- თვის ვადით და 1----------–-–---------------- თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ------–-------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6-------- წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 3------- წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4--------- წლის და 6-------- თვის ვადით და 2-------- წლის და 3------- თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-147–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ---------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6-------- წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 3------- წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4--------- წლის და 6-------- თვის ვადით და 2-------- წლის და 3------- თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ---------------ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ--------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4--------- წლის და 6-------- თვის ვადით და 2-------- წლის და 3------- თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
მსჯავრდებულ გ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2017 წლის 7 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2014 წლის 23 თებერვლიდან - 2014 წლის 26 თებერვლის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის დრო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი (საქმე N----------- (ტ.2 ს.ფ. 132-151);
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ გ--------------ს შორის, რის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება და გ--------------ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 2-–-–--- თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე 02 წელი და 06 თვე ჩაეთვალა პირობით, 2-–-–--------------- გამოსაცდელი ვადით. მასვე, 2-–-–--------- თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2014 წლის 23 თებერვლიდან 2014 წლის 26 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
აღნიშნული საპროცესო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო დაზარალებულთან კონსულტაციის შესახებ 2018 წლის 5 აპრილს გაფორმებული ოქმი, სადაც დაზარალებული დ------–-------–---–ი დაეთანხმა გ--------------თან გასაფორმებელი საპროცესო შთანხმების პირობებს.
აღნიშნული საპროცესო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო დაზარალებულთა კონსულტაციის შესახებ 2018 წლის 10 აპრილს გაფორმებული ოქმი, სადაც დაზარალებული ლ---------------ე დაეთანხმა გ--------------თან გასაფორმებელი საპროცესო შთანხმების პირობებს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი (საქმე N----------- (ტ.2 ს.ფ. 132-151);
- საპროცესო შეთანხმების დადების ოქმი (ტ.2 ს.ფ. 115-121);
- დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმი (ტ. 2, ს.ფ. 205);
- დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმი (ტ. 2, ს.ფ. 206);
3.3. 2017 წლის 7 ნოემბერს მსჯავრდებული გ--------------ი განთავსდა N- პენიტენციურ დაწესებულებაში. 2017 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის N----- ბრძანებით გ--------------ს სასჯელის მოხდა განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის №0-----–------- გადაწყვეტილება (ტ.1 ს.ფ. 327-333);
3.4. 2018 წლის 9 ნოემბერს ადგილობრივ საბჭოს წარედგინა გ--------------ის შუამდგომლობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე. განცხადებას თან ერთვოდა დოკუმენტაცია, მათ შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 18 მაისის საიდუმლო სხდომის ოქმის ამონაწერი. აღნიშნული ოქმის თანახმად, 2018 წლის 18 მაისს, გ--------------ს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის მიერ განესაზღვრა მომეტებული საშიშროების რისკი, რის საფუძველზეც, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 22 მაისის N8--- ბრძანებით სასჯელის მოხდა განესაზღვრა N- დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული გ-----------------------------ი არ არის წარსულში დანაშაულის ფაქტის მქონე, მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, წახალისებულია; არ ყოფილა ჩართული დასაქმებისა და სასწავლო პროგრამებში; ჩართული იყო სოციალურ პროგრამაში; 2018 წლის იანვარსა და აპრილში მონაწილეობდა სოციალურ აქტივოობებში, კერძოდ ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“, არ წარმოადგენს კრიმინილოგიური იდეოლოგიის მიმდევარს. ამდენად, მსჯავრდებულ გ-----------------------------ის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაიოდენობა, პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის ან/და სამართალდარღვევის თავიდან აცილების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სხვა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით, ასევე თვით მსჯავრდებულ გ-----------------------------ისა და სხვა მსჯავრდებულთა უსაფრთხოებისათვის, არ არის მიზანშეწონილი გ--------ის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაიოდენობა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 18 მაისის საიდუმლო სხდომის ოქმის ამონაწერი (ტ.1 ს.ფ 92-93);
- 2018 წლის 22 მაისის N8--- ბრძანება (ტ.1 ს.ფ. 90);
3.5. საქმეში დაცულია დაზარალებულ - ლ---------------ის თანხმობა, გ--------------ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოიყენების, მათ შორის პირობით ვადამდე გათავისუფლების, სასჯელის შემცირების ან/და დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
N- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2019 წლის 2 თებერვლის წერილით დასტურდება, რომ 2018 წლის 22 ნოემბრიდან წერილის გაცემის თარიღამდე პერიოდში გ--------------მა მონაწილეობა მიიღო ინგლისური ენის საგანმანათლებლო პროგრამასა და ხელოვნების კონკურსში. აღნიშნულ პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ სამართალწარმოება არ დაწყებულა.
სარჩელს ერთვის დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მომსახურის/მულტიდისციპლინური გუნდის მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმა, სადაც ასახულია დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის პიროვნებასთან დაკავშირებით: მსჯავრდებული გ--------------ი ზოგადად მშვიდი პატიმარია, თუმცა ხანდახან არის არაპროგნოზირებადი და ფეთქებადი ხასიათის მქონე. აქვს ნორმალური დამოკიდებულა ადმინისტრაციასთან. იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს. 2017 წლის დეკემბრის თვეში მონაწილეობა მიიღო სოციალურ აქტივობაში „საშობაო გზავნილი“, 2018 წლის თებერვალში - ხელოვნების კონკურსში. 2018 წლის იანვარსა და აპრილში მონაწილეობდა ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 8 მაისის N8--- ცნობა-დახასიათებით დგინდება, რომ გ--------------ი 24.06.2013 წლიდან ირიცხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა ერთიან სიაში, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. საადვოკატო საქმიანობის პროცესში მასზე არ შესულა საჩივარი. გ--------------ი აქტიურად მონაწილეობდა განგრძობადი იურიდიული განათლების სავალდებულო პროგრამებში და პროფესიული განვითარების სხვა ღონისძიებებში. კოლეგების მხრიდან ხასიათდება დადებითად.
ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს 2018 წლის 12 დეკემბრის დასკვნის თანახმად, საექსპერტო კვლევის შედეგებით კოგნიტური უნარების, ინტერესთა წრის, ნებითი და მოტივაციური სფეროს შეფასებისას ვლინდება თვითგანვითარების, პოზიტიური ცვლილებების მიმართ მაღალი, მყარი მოტივაცია. არ ვლინდება ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, მიდრეკილება ემოციური აგრესიისკენ, ფიქსირდება უარყოფით შთაბეჭდილებებზე, მოწყვლადობა. შექმნილი გარემოების, ჩადენილი დანაშაულის მიმართ დამოკიდებულება ადეკვატურია. სოციალურ განწყობათა სტრუქტურაში ვლინდება მყარი ცენტრალური ღირებულებები, დაბალია ქცევის მოტივაციის შეცვლის ალბათობა. სოციალურ გარემოცვაში ვლინდება ნაყოფიერი თანამშრომლობის უნარი ლიდერის პოზიციაზე თვითგამოვლენის გარეშე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 06.11.2018 წ. თანხმობა (ტ. 2, ს.ფ. 26-28);
- N- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2019 წლის 2 თებერვლის წერილი (ტ. 2, ს.ფ. 42);
- სიგელი (ტ. 2, ს.ფ. 43);
- მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების ფორმა (ტ. 1, ს.ფ. 36-41);
- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 8 მაისის N8--- ცნობა-დახასიათება (ტ. 2, ს.ფ. 207);
- ექსპერტის დასკვნა (ტ.1 ს.ფ. 42-49);
3.6. ნ-------–---------------------------–--------------------- მიერ 2014 წლის 25 ნოემბრის ნეიროფსიქოლოგიური დასკვნის თანახმად, ნ---------------ის ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტირების მიხედვით, ვლინება ფსიქიკური განვითარების მსუბუქი ხარისხის შეფერხება. აღნიშნება შ----–----------–-------------–--------- დამახასიათებელი ნიშნები. სენსორული პროფილის კითხვარის შედეგებით დასტურდება ს----------–-----------–-ის დარღვევა. ვლინდება ქცევითი პრობლემები და ყურადღების კონცენტრაციის სირთულე, რაც სავარაუდოდ, ს----------–-----------–-ის პრობლემით არის განპირობებული. ქცევითი სირთულეების დაძლევა შეუძლებელი იქნება, თუ ოჯახში არ იარსებებს აღზრდის შეთანხმებული სტრატეგია და მკაცრად ჩამოყალიბებული ქცევის წესები.
სამედიცინო დოკუმენტაცის №I-------- ფორმის თანახმად, რომელიც გაცემულია ჯ------ს სახელობის სამედიცინო ცენტრის მიერ 2017 წლის 4 აგვისტოს, დგინდება, რომ ნ---------------ს სტაციონარში მოთავსებისას დაუდგინდა დიაგნოზი რითმის წამყვანი მიგრაცია I----------------- 149-9-
შპს ქ--------–-----------–---------–--- სკოლის მიერ გაცემული 2018 წლის 26 ივნისის დახასიათების თანახმად, კლასის დამრიგებლისა და სკოლის ფსიქოლოგის მიერ დადგინდა, რომ ნ---------------ს მ---ს დაკავების შემდეგ უჭირს კონცენტრაცია, რადგან ემოციური ფონი აქვს აწეული მსმის შორს ყოფნის გამო, როგორც ამას ნახატები და მისი ემოციური რეაქციები ავლენს ამ თემის განხილვისას.
სა---–-------------------------------ს მ–--------–-ს მიერ გაცემული დახასიათებით დგინდება, რომ ნ---------------ი კა-–-----------ს წრეზე დადის 2014 წლის სექტემბრიდან. ვარჯიშები ტარდება კვირაში სამჯერ 1-2 საათის განმავლობაში. იგი ყოველთვის დიდი მოტივაციით და სიხარულით დადიოდა ვარჯიშებზე. ამ პროცესში ჩართული იყო ბ--–-------ა - გ--------------ი. 2017 წლის შემდეგ, ბ--–-- საგრძნობლად შეიცვალა. აშკარად დაეტყო გაღიზიანება, შფოთვა, გახდა კონფლიქტური, ძალიან გულჩათხრობილი. უჭირს ვარჯიშზე თუ თამაშზე კონცენტრაცია, ყველაფერზე პროტესტის გრძნობა გაუჩნდა, გაურბის ბ--–---თან კომუნიკაციას და რაიმე შენიშვნაზე უცხემლიანდება თვალები. მ–--------–-ს მოსაზრებით, ბ--–-- შინაგანად განიცდის მ---ს არყოფნას, რაც მის მიღწევებზეც აისახება, ვარჯიშის დროს აღარ არის აქტიური, გახდა ძალიან გულჩათხრობილი. მ---ს არყოფნა საგრძნობლად დაეტყო მის მოტივაციასა და განწყობას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ნ-------–---------------------------–--------------------- მიერ 2014 წლის 25 ნოემბრის ნეიროფსიქოლოგიური დასკვნა (ტ. 2, ს.ფ. 219-222);
- სამედიცინო დოკუმენტაცის ფორმა №I-------- (ტ. 2, ს.ფ. 217);
- სა---–-------------------------------ს მ–--------–-ს მიერ გაცემული დახასიათება (ტ. 2, ს.ფ. 218);
- შპს ქ--------–-----------–---------–--- სკოლის მიერ გაცემული 2018 წლის 26 ივნისის დახასიათება (ტ. 2, ს.ფ. 199-201);
3.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის №0-----–------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ-----------------------------ისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის №0-----–------- გადაწყვეტილება (ტ.1 ს.ფ. 327-333);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო).
პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.
ამავე მუხლის მე-3-მე-4 ნაწილების თანახმად: 3. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. 4. შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად კი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული წესის მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ საქმეებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.
მითითებული წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შუამდგომლობით საბჭოს მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი. შუამდგომლობას შესაძლებელია ახლდეს დამატებითი დოკუმენტაცია.
დადგენილია, რომ 2018 წლის 9 ნოემბერს ადგილობრივ საბჭოს წარედგინა გ--------------ის შუამდგომლობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე. განცხადებას თან ერთვოდა დოკუმენტაცია, კერძოდ გ--------------ის განცხადება მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრბით შეცვლის თაობაზე, N- დაწესებულების მიერ გაცემული დახასიათება; საპროცესო შეთანხმების დადების ოქმი; შუამდგომლობა საქმის არსებითად განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ; 17.04.2018 წლის განაჩენი; საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში; შპს ქ--------–-----------–---------–--- სკოლის მიერ გაცემული 2018 წლის 26 ივნისის დახასიათება; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 18 მაისის საიდუმლო სხდომის ოქმის ამონაწერი; დაზარალებულებთან კონსულტაციის ოქმი; სსიპ საქართველოს ადვოკათა ასოციაციის ცნობა-დახასიათება; ჯანმრთელობის ცნობები, როგორც გ--------------ის, ისე შვილის - ნ---------------ის ჯანმრთელობის თაობაზე; ს----–----------ო გუნდის მ–--------–-ს დახასიათება; ნეიროფსიქოლოგის დასკვნა.
სასამართლოში დავის განხილვისას ასევე წარმოდგენილია შემდეგი დოკუმენტაცია: დაზარალებულ - ლ---------------ის თანხმობა; ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს დასკვნა გ--------------ისათვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 22 მაისის N8--- ბრძანება; N- დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა გ--------------ის საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვისა და სოციალურ აქტივობაში მონაწილეობის თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის №0-----–------- გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საბჭომ განიხილა შუამდგომლობით წარდგენილი დოკუმენტაცია, თუმცა საკითხის გადაწყვეტაზე განსაკუთრებული უარყოფითი გავლენა მოახდინა დანაშაულის ხასიათმა, მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული საშიშროების ფაქტორმა და მსჯავრდებულის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებულმა ვადამ.
სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა გამოიწვიოს. სადავო გადაწყვეტილებით გ--------------ისათვის მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ დანაშაულის ხასიათის, ასევე მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული საშიშროების ფაქტორისა და მსჯავრდებულის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული ვადის უარყოფით კოტექსტში გათვალისწინება, სათანადო დასაბუთებისა და სხვა გარემოებებთან შეპირისპირების გარეშე, იწვევს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესის დაუსაბუთებელ შეზღუდვას, ასევე საკითხის განხილვისათვის კანონით გათვალისწინებული ბარიერის განვრცობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის შესახებ კოდექსი ითვალისწინებს კანონისმიერ ზღვარს დანაშაულის კატეგორიის მიხედვით საკითხის განხილვის დასაშვებობისათვის. გარდა ამისა, პატიმრობის შესახებ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილი ასევე ზღუდავს საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულს მოითხოვოს მოუხდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. შესაბამისად, ხსენებული ფაქტორები კანონისმიერი ბოჭვით ზღუდავს მსჯავრდებულის უფლებას, მოითხოვოს მოუხდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. აღნიშნულის საწინაღმდეგოდ, შუამდგომლობის კანონისმიერი დასაშვებობის პირობებში საბჭო ვალდებულია საკითხის გადაწყვეტისას ერთმანეთს დაუპირისპიროს სხვადასხვა კრიტერიუმი და გადაწყვეტილება მიიღოს საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად. ამდენად, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ სტატიკური, მსჯავრდებულის წარსულის მახასიათებელი გარემოებებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული ვადის გათვალისწინებით, წინააღმდეგობაში მოდის განსახილველი საკითხის გადაწყვეტის ძირითად პრინციპთან, შეფასდეს მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, რაც ერთმნიშვნელოვნად დინამიკური პროცესია.
პატიმრობის შესახებ კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
სწორედ ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის მე-13 მუხლში მოცემულია საბჭოს მიერ საკითხის განხილვისას მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისათვის საჭირო კრიტერიუმების ჩამონათვალი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 18 მაისის საიდუმლო სხდომის ოქმით გ--------------ს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის მიერ განესაზღვრა მომეტებული საშიშროების რისკი, რის საფუძველზეც, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 22 მაისის N8--- ბრძანებით სასჯელის მოხდა განესაზღვრა N- დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამავე ოქმში ასახულია ის გარემოებები, რომლებმაც გამოიწვია მსჯავრდებულისათვის მომეტებული საშიშროების რისკის განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ოქმში აღწერილი გარემოებები, რომელთა შეფასებასაც დაეყრდნო მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდი, არ შეიცავს თავად მსჯავრდებულის მხრიდან მომდინარე რაიმე რისკ-ფაქტორზე მითითებას. პირიქით, აღნიშნულია, რომ თვით მსჯავრდებულ - გ-----------------------------ისა და სხვა მსჯავრდებულთა უსაფრთხოებისათვის, არ არის მიზანშეწონილი გ--------ის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის №0-----–------- გადაწყვეტილებით მხოლოდ ხსენებულ ფაქტორზე მითითება, სათანადო დასაბუთების გარეშე, თუ საკითხის გადაწყვეტაზე რატომ მოქმედებს უარყოფითად მსჯავრდებულისათვის მომეტებული საშიშროების რისკის განსაზღვრა, ასევე რა შესაძლო გავლენას ახდენდა მსჯავრდებულის მიერ საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებულ ვადა, იწვევს საკითხის ფორმალურ გადაწყვეტას დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დაუსაბუთებლობის გამო.
როგორც უკვე აღინიშნა, გარდა ხსენებული დოკუმენტებისა საბჭოსადმი წარდგენილ შუამდგომლობას ერთვოდა მსჯავრდებულის შვილის ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის მე-13 მუხლის მიხედვით, ისევე როგორც პატიმრობის შესახებ კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, საკითხის განხილვისას შესაფასებელი ერთ-ერთი კრიტერიუმია მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის №0-----–------- გადაწყვეტილებით ასევე არ შეფასდა ის გარემოება, თუ რა პრიორიტეტი ენიჭებოდა მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩენილი სასჯელის მოხდას ოჯახური მდგომარეობის, ა---------––-–-------–---–-ს ჯანმრთელობის ფაქტორის გაუთვალისწინებლად.
6.2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ''ა'' ქვეპუნქტი გულისხმობს კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასებას: აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ., რაც უნდა აისახოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. ამავე პუნქტის ''ე'' ქვეპუნქტის მიხედვით მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხის შეფასება ძირითადად ამ ორი კრიტერიუმის ურთიერთშეპირისპირების შედეგად უნდა განხორციელდეს. კერძოდ, მსჯავრდების მიზანი, პირის რესოციალიზაცია კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულებების ცვლილებაში უნდა აისახოს. მსჯავრებულის პიროვნული მახასიათებლები გამოკვლეულ უნდა იქნეს დინამიკაში, რისთვისაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პირის ქცევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, სამომავლო ხედვა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. განსახილველ შემთხვევაში, საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს იმ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევასა და სათანადოდ შეფასებას, რომელიც მნიშვნელოვანია პირის რესოციალიზაციის საკითხის გადასაწყვეტად. ამასთან, როგორც საბჭოსადმი წარდგენილი შუამდგომლობით, ისე სასამართლოში დავის განხილვისას წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, გ--------------ის ქცევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უარყოფითად შეფასებული არ არის, იგი ჩართულია დაწესებულებაში მიმდინარე სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობებში, დისციპლინური წესით დასჯილი არ ყოფილა, წახალისებულია ადმინისტრაციის მიერ. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ერთმნიშვნელოვნად, მხოლოდ უარყოფით გარემოებებზე ყურადღების გამახვილებით საკითხის გადაწყვეტა, მათი, დადებითად მიჩნეულ კრიტერიმებთან შეპირისპირების გარეშე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერებასა და კანონშესაბამისობას ეჭვქვეშ აყენებს. ამგვარი გარემოების თავიდან აცილების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი და უშუალოდ საბჭოს წევრთა მიერ მსჯავრდებულის პიროვნული შეფასების გათვალისწინებით დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ მიუთითოს ფაქტორებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს დაუპირისპირა, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახოს სწორედ მსჯელობა, რომელიც ახსნის ამგვარი გადაწყვეტილების კანონზომიერებას.
გარდა ამისა, სასამართლო დამატებით მიუთითებს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ დაზარალებულის თანხმობაზე, რომელიც გაცემულია ლ---------------ის მიერ 2018 წლის 6 ნოემბერს. აღსანიშნავია, რომ გ--------------ის მიერ ჩადენილი ქმედებით დაზარალებულად ცნობილია ასევე მეორე პირი, რომლის თანხმობა გ--------------ისათვის მოუხდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. საკითხის ხელახლა განხილვისას, გარდა მსჯავრდებულის ზეპირ სხდომაზე გასაუბრების შედეგად მისი პიროვნული მახასიათებლების შეფასებისა, ასევე საბჭოს ძირითადი მიზნის, - საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, შესაძლოა ყურადღება გამახვილდეს განსახილველი საკითხისადმი დაზარალებულთა პოზიციებზე. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ საკითხის გადაწყვეტისას საბჭომ სათანადო დასაბუთებით უნდა ახსნას, თუ რატომ აღემატება მსჯავრდებულის მიერ სასჯელის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდის მიზანი მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას, - ა---------––-–-------–---–-ს მშობელთან ურთიერთობის აუცილებლობას.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს მოცემული სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისას განმარტოს თუ რას გულისხმობს თავად დისკრეციული უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის ხელახლა განხილვისას სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება განაპირობოს, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების შეფასების კრიტერიუმები მოიცავენ მნიშვნელოვანი საკითხების შეფასებასა და გამოკვლევას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის №0-----–------- გადაწყვეტილება. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს სრულყოფილი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, ზეპირი მოსმენის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--------------ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხთან დაკავშირებით;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, 271-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის №0-----–------- გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, ზეპირი მოსმენის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--------------ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე;
3. მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის - გ--------------ის სასარგებლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე