გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6812-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - ზ---------------–---
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო
წარმომადგენელი - თ--------–-------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს №0--------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ---------------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე (დაზუსტებული მოთხოვნა, 26.11.2019 წლის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსისა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - "სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით განსაზღვრული წესების დაცვით. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3.სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განაჩენით, ზ---------------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 08 წლის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2011 წლის 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 05 წლით და 03 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 06 წლის გამოსაცდელი ვადით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 13.11.2013 წლის განაჩენით, ზ---------------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და განესაზღვრა 03 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 04 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 05 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 წლის ვადით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 24.03.2014 წლის განაჩენით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.07.2014 წლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 60-65);
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს ოქმი (ზეპირი მოსმენის გარეშე) (ს.ფ. 54-59);
-N-- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ 2019 წლის 17 ივნისს დამტკიცებული ზ---------------–--ის დახასიათება (ს.ფ. 66-72);
-ზ---------------–--ის პირადი საქმე;
3.2. მსჯავრდებული ზ---------------–--- N-- დაწესებულებაში შესახლებულია 01.02.2014 წელს, N2 დაწესებულებიდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.02.2013 წლის N1--- ბრძანების საფუძველზე.
14.01.2014 წელს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის N3-- ბრძანების საფუძველზე, სასჯელის მოხდა განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
30.03.2017 წელს, მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის მიერ საშიშროების რისკი განესაზღვრა - საშუალო.
03.04.2017 წელს, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის N4--- ბრძანებით, სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 60-65);
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს ოქმი (ზეპირი მოსმენის გარეშე) (ს.ფ. 54-59);
-N-- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ 2019 წლის 17 ივნისს დამტკიცებული ზ---------------–--ის დახასიათება (ს.ფ. 66-72);
-ზ---------------–--ის პირადი საქმე;
3.3. ზ---------------–--- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მისი განცხადებით, იგი არის დასაოჯახებელი. ჰყავს მშობლები და და. აქვს ხშირი სატელეფონო კონტაქტი ოჯახის წევრებთან, პაემანზე მოდის დისშვილი (მისი გადმოცემით, დედა, და, სიძე და დისშვილები იმყოფებიან იტალიაში). ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არის საშუალო.
მსჯავრდებულის გადმოცემით, მას აქვს უმაღლესი განათლება. დაამთავრა სოხუმის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.
დაწესებულებაში ყოფნის დროს მსჯავრდებული ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო, კულტურულ და სარეაბილიტაციო პროგრამებში. წარმატებით გაიარა N-- დაწესებულებაში განხორციელებული ფსიქო-სოციალური პროგრამა ,,კოგნიტური და სოციალური უნარებით აღჭურვა“, ესწრებოდა დაწესებულებაში გამართულ ყველა ფილმის ჩვენებას, შეხვედრას მ--------------სთან და კ-------------–---–თან, საზოგადოებასთან ურთიერთობის მხარდამჭერ პროგრამას: ,,შეხვედრა პ---------------–----თან და ფონდ ,------------ წარმომადგენლებთან“, სასულიერო სემინარიის ლექტორ გ--------------–--ს ლექციას, ანსამბლ ,,რ---------“ კონცერტს, ლექცია-სემინარებს რელიგიურ და თეოლოგიურ თემებთან დაკავშირებით და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან - ქალბატონ მ-----–-------–---–თან შეხვედრას. მონაწილეობდა ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?“. წარმატებით გაიარა კომპიუტერის, ქართული ენის, ინგლისური ენის (2 დონე), გერმანული ენის, სასტუმროს საქმისმწარმოებლის, გიდი-ტურიზმის, საქმიან ურთიერთობათა კულტურის, მცირე ბიზნესის მწარმოებლის, კომპიუტერული გრაფიკისა და კომუნიკაციის შემსწავლელი კურსები. მსჯავრდებული ხშირ ვიზიტებს ახორციელებს დაწესებულების ბიბლიოთეკაში, უყვარს კითხვა, კითხულობს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას, დადის N-- დაწესებულებაში ეკლესიაში.
ზ---------------–---სთან ინტერვიუირების შედეგად, განსაკუთრებული რისკ-ფაქტორი არ გამოვლენილა. აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს, მსჯავრდებული გარეგნულად მოწესრიგებულია, კონტაქტურია. აქვს ლოგიკური აზროვნება. არ ვლინდება გარემოსთან ადაპტაციის სირთულეები. არ მიიჩნევს კონფლიქტების მოგვარების გზად აგრესიას. დაწესებულებაში მეგობრულია. შეუძლია საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება. აქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები. აქვს სოციალური მხარდაჭერა, სამომავლო გეგმები, აპირებს დედასთან წასვლას საზღვარგარეთ და ცხოვრების იქ გაგრძელებას.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 60-65);
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს ოქმი (ზეპირი მოსმენის გარეშე) (ს.ფ. 54-59);
-N-- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ 2019 წლის 17 ივნისს დამტკიცებული ზ---------------–--ის დახასიათება (ს.ფ. 66-72);
-ზ---------------–--ის პირადი საქმე;
3.4. მსჯავრდებული ზ---------------–--- იცავს დაწესებულების დებულებას, დაწესებულების დღის განრიგსა და სამართლებრივ რეჟიმს, ასრულებს ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. დაწესებულების ადმინისტრაციისა და სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებაში არის თავაზიანი, არ არის კონფლიქტური და აგრესიული.
ზ---------------–--- სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია ერთხელ, კერძოდ: 01.07.2016წ. N-- დაწესებულების დირექტორის N5----- განკარგულებით, გამოეცხადა ,,საყვედური“. წახალისებულია სამჯერ, კერძოდ: 12.09.2018წ. N-- დაწესებულების დირექტორის N9- ბრძანებით, გამოეცხადა ,,მადლობა“, 06.12.2018წ. N-- დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, სანიმუშო ყოფაქცევისთვის გამოეცხადა ,,მადლობა“, 21.05.2019 წლის N-- დაწესებულების დირექტორის N1-- ბრძანებით, მიეცა ,,დამატებითი ხანმოკლე პაემნით“ სარგებლობის უფლება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 60-65);
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს ოქმი (ზეპირი მოსმენის გარეშე) (ს.ფ. 54-59);
-N-- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ 2019 წლის 17 ივნისს დამტკიცებული ზ---------------–--ის დახასიათება (ს.ფ. 66-72);
-ზ---------------–--ის პირადი საქმე;
3.5. ზ---------------–--ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირები: დ---------–--- და ი-----–---------- სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით აცხადებენ თანხმობას, რომ ზ---------------–--ის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები, ასევე შეწყალებული იქნეს პრეზიდენტის მიერ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-დავით სალაძის და ირაკლი სუქნიძის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი (ს.ფ. 73-74);
3.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ 2019 წლის 02 აგვისტოს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ---------------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. საკითხის განხილვისას საბჭომ გამოიკვლია მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან, კერძოდ, ის, რომ მსჯავრდებული დაწესებულების ადმინისტრაციისა და სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებაში არის თავაზიანი, არ არის კონფლიქტური და აგრესიული, ასევე, დადებითად შეაფასა წახალისების ფაქტი და გაეცნო წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს დაზარალებული პირის პოზიციის შესახებ, თუმცა მეორე მხრივ, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე, სახეზეა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ კი - ხულიგნობა. საბჭომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქმედება ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში. ამავდროულად, მსჯავრდებულის ქცევამ დაიმსახურა დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა და იმან, თუ რა გარემოებებში იქნა ეს დანაშაული ჩადენილი. ამასთანავე, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტმა. შესაბამისად, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ზ---------------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 60-65).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს №0--------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე; ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე. მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო).
პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები; მე-4 ნაწილის თანახმად, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე, ხოლო მე-7 ნაწილის შესაბამისად, თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შესაძლებელია მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა 6 თვეში ერთხელ. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს.
მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით; მე-3 პუნქტის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშე არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიერ 2019 წლის 02 აგვისტოს მიღებული იქნა №0--------- გადაწყვეტილება, რომლითაც ზ---------------–--ის შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, საბჭომ მოცემულ ეტაპზე არ დააკმაყოფილა.
ასევე, დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლში მოცემულია საბჭოს მიერ საკითხის განხილვისას მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისათვის საჭირო კრიტერიუმების ჩამონათვალი. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია:
ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში.
განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ჩადენილია საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - ხულიგნობა. კერძოდ, 2012 წლის 12 მაისს, ქ. ზესტაფონში, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,ბ------“ ტერიტორიაზე, სუფრასთან იმყოფებოდნენ დ. ს--–---, ი. ს-------, გ. მ----–--- და მ. ს--–-------. დაახლოებით 18:00 საათზე მათ შეუერთდა ზ---------------–---, რომელსაც სუფრასთან მსხდომმა პირებმა მოუწოდეს უცენზურო სიტყვების გამოთქმისაგან თავის შეკავებაზე, რის გამოც ზ---------------–---მ დატოვა სუფრა და დაახლოებით 20 წუთში უკანვე დაბრუნდა, რა დროსაც მან ძალადობის მუქარით სუფრასთან მსხდომის პირების მიმართ გამოხატა აგრესია და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამასთანავე, მოახდინა ,,სასტარტო-სასიგნალო“ პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლა. აღნიშნული ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში და იგი აღკვეთილი იქნა სუფრასთან მსხდომი პირების მიერ.
ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას.
მოცემულ შემთხვევაში, ზ---------------–--- სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია ერთხელ, კერძოდ: 01.07.2016წ. N-- დაწესებულების დირექტორის N5----- განკარგულებით, გამოეცხადა ,,საყვედური“. წახალისებულია სამჯერ, კერძოდ: 12.09.2018წ. N-- დაწესებულების დირექტორის N9- ბრძანებით, გამოეცხადა ,,მადლობა“, 06.12.2018წ. N-- დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, სანიმუშო ყოფაქცევისთვის გამოეცხადა ,,მადლობა“, 21.05.2019 წლის N-- დაწესებულების დირექტორის N1-- ბრძანებით, მიეცა ,,დამატებითი ხანმოკლე პაემნით“ სარგებლობის უფლება.
ასევე, მსჯავრდებული ზ---------------–--- იცავს დაწესებულების დებულებას, დაწესებულების დღის განრიგსა და სამართლებრივ რეჟიმს, ასრულებს ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. დაწესებულების ადმინისტრაციისა და სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებაში არის თავაზიანი, არ არის კონფლიქტური და აგრესიული.
გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული.
მსჯავრდებული ზ---------------–--- ნასამართლევია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განაჩენით, იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 08 წლის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2011 წლის 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 05 წლით და 03 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 06 წლის გამოსაცდელი ვადით.
დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებული ზ---------------–--- არის დასაოჯახებელი. ჰყავს მშობლები და და. აქვს ხშირი სატელეფონო კონტაქტი ოჯახის წევრებთან, პაემანზე მოდის დისშვილი (მისი გადმოცემით, დედა, და, სიძე და დისშვილები იმყოფებიან იტალიაში). ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არის საშუალო.
ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
მოცემულ შემთხვევაში, დაწესებულებაში ყოფნის დროს მსჯავრდებული ზ---------------–--- ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო, კულტურულ და სარეაბილიტაციო პროგრამებში. წარმატებით გაიარა N-- დაწესებულებაში განხორციელებული ფსიქო-სოციალური პროგრამა ,,კოგნიტური და სოციალური უნარებით აღჭურვა“, ესწრებოდა დაწესებულებაში გამართულ ყველა ფილმის ჩვენებას, შეხვედრას მ--------------სთან და კ-------------–---–თან, საზოგადოებასთან ურთიერთობის მხარდამჭერ პროგრამას: ,,შეხვედრა პ---------------–----თან და ფონდ ,------------ წარმომადგენლებთან“, სასულიერო სემინარიის ლექტორ გ--------------–--ს ლექციას, ანსამბლ ,,რ---------“ კონცერტს, ლექცია-სემინარებს რელიგიურ და თეოლოგიურ თემებთან დაკავშირებით და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან - ქალბატონ მ-----–-------–---–თან შეხვედრას. მონაწილეობდა ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?“. წარმატებით გაიარა კომპიუტერის, ქართული ენის, ინგლისური ენის (2 დონე), გერმანული ენის, სასტუმროს საქმისმწარმოებლის, გიდი-ტურიზმის, საქმიან ურთიერთობათა კულტურის, მცირე ბიზნესის მწარმოებლის, კომპიუტერული გრაფიკისა და კომუნიკაციის შემსწავლელი კურსები. მსჯავრდებული ხშირ ვიზიტებს ახორციელებს დაწესებულების ბიბლიოთეკაში, უყვარს კითხვა, კითხულობს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას, დადის N-- დაწესებულებაში ეკლესიაში.
ამასთან, ზ---------------–--- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მასთან ინტერვიუირების შედეგად, არ ვლინდება გარემოსთან ადაპტაციის სირთულეები. არ მიიჩნევს კონფლიქტების მოგვარების გზად აგრესიას. დაწესებულებაში მეგობრულია. შეუძლია საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება. აქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები. აქვს სოციალური მხარდაჭერა, სამომავლო გეგმები, აპირებს დედასთან წასვლას საზღვარგარეთ და ცხოვრების იქ გაგრძელებას.
ასევე, მსჯავრდებულ ზ---------------–--ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირები: დ---------–--- და ი-----–---------- სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით აცხადებენ თანხმობას, რომ ზ---------------–--ის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები, ასევე შეწყალებული იქნეს პრეზიდენტის მიერ.
დადგენილია, რომ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის საკითხის განხილვისას საბჭომ გამოიკვლია მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან, კერძოდ, ის, რომ მსჯავრდებული დაწესებულების ადმინისტრაციისა და სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებაში არის თავაზიანი, არ არის კონფლიქტური და აგრესიული, ასევე, დადებითად შეაფასა წახალისების ფაქტი და გაეცნო წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს დაზარალებული პირის პოზიციის შესახებ, თუმცა მეორე მხრივ, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე, სახეზეა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ კი - ხულიგნობა. საბჭომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქმედება ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში. ამავდროულად, მსჯავრდებულის ქცევამ დაიმსახურა დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა და იმან, თუ რა გარემოებებში იქნა ეს დანაშაული ჩადენილი. ამასთანავე, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტმა. შესაბამისად, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ზ---------------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული. სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.
სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა გამოიწვიოს. სადავო გადაწყვეტილებით, ზ---------------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება, სათანადო დასაბუთების გარეშე, იწვევს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესის დაუსაბუთებელ შეზღუდვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს №0--------- გადაწყვეტილებით მხოლოდ ხსენებულ ფაქტორზე მითითება, სათანადო დასაბუთების გარეშე, იწვევს საკითხის ფორმალურ გადაწყვეტას დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დაუსაბუთებლობის გამო.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი გულისხმობს კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასებას: აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ., რაც უნდა აისახოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. ამავე პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხის შეფასება ძირითადად ამ ორი კრიტერიუმის ურთიერთშეპირისპირების შედეგად უნდა განხორციელდეს. კერძოდ, მსჯავრდების მიზანი, პირის რესოციალიზაცია კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულებების ცვლილებაში უნდა აისახოს. მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები გამოკვლეულ უნდა იქნეს დინამიკაში, რისთვისაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პირის ქცევა პენიტენციურ დაწესებულებაში, დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, სამომავლო ხედვა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.
განსახილველ შემთხვევაში, საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს იმ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევასა და სათანადოდ შეფასებას, რომელიც მნიშვნელოვანია პირის რესოციალიზაციის საკითხის გადასაწყვეტად. ამასთან, როგორც საბჭოსადმი წარდგენილი შუამდგომლობით, ისე პენიტენციური დაწესებულების მიერ მომზადებული დახასიათებით დგინდება, რომ ზ---------------–--ის ქცევა პენიტენციურ დაწესებულებაში უარყოფითად შეფასებული არ არის, სასჯელის მოხდის პერიოდში იგი მხოლოდ ერთხელ იყო დასჯილი 2016 წელს, რის შემდგომაც წახალისებულია სამჯერ, 2018-2019 წლებში. ამასთან, ზ---------------–--- იცავს დაწესებულების დებულებას, დაწესებულების დღის განრიგსა და სამართლებრივ რეჟიმს, ასრულებს ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. დაწესებულების ადმინისტრაციისა და სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებაში არის თავაზიანი, არ არის კონფლიქტური და აგრესიული. მას მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის მიერ განსაზღვრული აქვს საშიშროების საშუალო რისკი. ასევე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ზ---------------–--ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირები: დ---------–--- და ი-----–---------- სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით აცხადებენ თანხმობას, რომ ზ---------------–--ის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები, ასევე შეწყალებული იქნეს პრეზიდენტის მიერ. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ერთმნიშვნელოვნად, მხოლოდ უარყოფით გარემოებებზე ყურადღების გამახვილებით საკითხის გადაწყვეტა, მისი დადებითად მიჩნეულ კრიტერიუმებთან შეპირისპირების გარეშე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერებასა და კანონშესაბამისობას ეჭვქვეშ აყენებს. ამგვარი გარემოების თავიდან აცილების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი და უშუალოდ საბჭოს წევრთა მიერ მსჯავრდებულის პიროვნული შეფასების გათვალისწინებით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ მიუთითოს ფაქტორებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს დაუპირისპირა, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახოს სწორედ მსჯელობა, რომელიც ახსნის ამგვარი გადაწყვეტილების კანონზომიერებას.
6.6. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.
დანაშაულის ხასიათთან მიმართებაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის” პირველი მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც ადგენს, რომ საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული არის თუ არა მიღწეული სასჯელის მიზანი, ამ უკანასკნელის განმარტებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლი. კერძოდ, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო მიიჩნევს, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასჯელის მიზნის მიღწევასთან მიმართებაში სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ ზ---------------–--- პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფნის პერიოდში ხასიათდება დადებითად. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი დასჯილია მხოლოდ ერთხელ, რის შემდგომაც წახალისებული იქნა სამჯერ. ასევე, მოსარჩელეს არაერთ სოციალურ აქტივობაში აქვს მონაწილეობა მიღებული. კერძოდ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სარეაბილიტაციო პროგრამებში. მსჯავრდებული ხშირ ვიზიტებს ახორციელებს დაწესებულების ბიბლიოთეკაში, უყვარს კითხვა, კითხულობს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას, დადის N-- დაწესებულებაში ეკლესიაში. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ თავად მიუთითა, რომ ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულ ზ---------------–--ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირები: დ---------–--- და ი-----–---------- სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით აცხადებენ თანხმობას, რომ ზ---------------–--ის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები, ასევე შეწყალებული იქნეს პრეზიდენტის მიერ. ამასთან, ზ---------------–--- მოტივაცია არის ოჯახი, გათავისუფლების შემდგომ აპირებს დედასთან საზღვარგარეთ წასვლას და იქ ცხოვრების გაგრძელებას. შესაბამისად, ზ---------------–--- ოპტიმისტურად არის განწყობილი რესოციალიზაციის მიმართ.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს №0--------- გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებული. კერძოდ, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით შეფასებული არ არის ზ---------------–---სთან მიმართებაში მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არსებითად ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასებას. ამდენად, ჰუმანიზმისა და დემოკრატიულობის პრინციპებზე დაყრდნობით, მოპასუხე ვალდებულია ხელახლა იმსჯელოს სადავო საკითხზე და გადაწყვეტილება მიიღოს მოსარჩელის რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ბალანსის გათვალისწინებით.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ამავე კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; გ) ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს №0--------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს ზემოხსენებული ყველა გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ---------------–--ის მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ამდენად, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 23-ე, 271-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს №0--------- გადაწყვეტილება და დაევალოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ---------------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.
3. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება ზ---------------–--ის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. ა----–-----–-- ხეივანი №64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: მერი გულუაშვილი