განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310016001441979 (3/ბ-347-17 წელი)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) – ნ----- მ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მესამე პირი – მ---- ბ---–----ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2016 წლის 21 ივლისს ნ----- მ-----ის წარმომადგენელმა ვ-–- ხ--------–---–მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესამე პირის მ---- ბ---–----ის მიმართ და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის N0-------- ბრძნებისა და 2012 წლის 2------------ის საკუთრების უფლების N0--------- მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ, _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 2-------ის N0-------- ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ნ----- მ-----ე და მისი აწ.გარდაცვლილი მეუღლე ა------ ჯ--------ე მუშაობდნენ ხ--–----ის ჩ------------აში. გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა ჩ------------ის მუშა-მოსამსახურეებისათვის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მათ ოჯახს გადაეცა ერთოთახიანი ბინა (მისამართი: ქობულეთი, სოფელი ხ--–-----ი, ქუჩა N1 სახლი N--, ბინა №9) მოგვიანებით მათვე გადაეცა ოროთახიანი ბინა - №49.
1999-2000 წლებში ნ----- მ-----ემ №9 ბინაში მდგმურად შეუშვა მ---- ბ---–----ე ყოველგვარი ქირის გარეშე, რადგანაც ის იყო ოჯახის წევრებისაგან მიტოვებული მარტოხელა და სოციალურად დაუცველი იყო. შეთანხმების პირობა იყო შემდეგი: როდესაც ნ----- მ-----ის ერთ-ერთი შვილი დაქორწინდებოდა, მ---- ბ---–----ეს ბინა უნდა გამოეთავისუფლებინა.
2012 წლის 27------------ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ----- მ-----ეს საკუთრებაში გადაეცა №0-------- საკუთრების მოწმობა, ქუჩა №1, სახლი №10-ში მდებარე №9 ბინაზე, ხოლო 2013 წლის 2------------ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის №0-------- ბრძანებით ნ----- მ-----ეს საკუთრებაში გადაეცა №49 ბინაც.
2014 წელს მ---- ბ---–----ეს მოუნდომებია №9 ბინის დასაკუთრება რა მიზნითაც მიუმართავს სარეგისტრაციო სამსახურისთვის, საიდანაც ეცნობა, რომ ბინა იყო ნ----- მ-----ის საკუთრება, რის გამოც ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის ბრძანების ბათილად ცნობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წლის 0-----------ს 0-------- ბრძანებით თვითონვე გამოაცხადა ძალადაკარგულად 2012 წლის 2------------ის №0-------- ბრძანება და 2012 წლის 2------------ის საკუთრების უფლების №0-------- მოწმობა, რაც მოსარჩელე ნ----- მ-----ის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ----- მ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 4---------ის N0-------- ბრძანება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის N0-------- ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული 2012 წლის 2------------ის N0--------- საკუთრების უფლების მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2016 წლის 2-------ს გამოიცა N0-------- ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის ბრძანება N0-------- და მის საფუძველზე 2012 წლის 2-------------ს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N0--------. მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და მესამე პირის მ---- ბ---–----ის წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ნ----- მ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის №0-------- ბრძანებით, ნ----- მ-----ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქობულეთში, სოფელ ხ--–-----ში, ქუჩა №1, ყოფილი ჩ------------ის საცხოვრებელ №10 სახლში მდებარე, 34,1 კვ.მ. ბინა №9. შესაბამისად, 2012 წლის 2-------------ს ნ----- მ-----ეზე გაიცა №0-------- საკუთრების უფლების მოწმობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 2-----------ის №0-------- ბრძანებით, ნ----- მ-----ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა იმავე სახლში 55,2 კვ.მ. ფართის ბინა №49, რაზეც 2014 წლის 6 იანვარს ასევე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა (№01-06/302).
ხ--–----ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2012 წლის 5------------ს გაცემული N3-- ცნობით ირკვევა, რომ მოქალაქე მ---- ბ---–----ე დაბადებული 1--------- წ. პ/ნ 6----------, ცხოვრობს სოფელ ხ--–-----ში, ყოფილი ჩ------------ის ბინაში, ქუჩა 1, სახლი N-- ბინა N9.
2014 წლის 24 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართა მ---- ბ---–----ის წარმომადგენელმა გ-----------------ემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–-----ში, ჩ------------ის ქუჩა №1, სახლი №10, ბინა №9-ზე ნ----- მესხის საკუთრების უფლების გაუქმება მოითხოვა, იმ მოტივით, რომ 1987 წლიდან აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მ---- ბ---–----ე და ნ----- მ-----ეს ეს ბინა უკანონოდ ჰქონდა რეგისტრირებული, თავის სახელზე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 0-------------ის №0-------- ბრძანებით დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება, ნ----- მ-----ეზე 2012 წლის 2-------------ს გაცემული №0-------- საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების შემოწმების მიზნით. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 4---------ის №0-------- ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის №0-------- ბრძანება და მის საფუძველზე 2012 წლის 2-------------ს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №0--------, ნ----- მ-----ეზე ხ--–----ის ჩ------------ის საცხოვრებელი სახლის ბინა №9-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე N3-520/14), ნ----- მ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის ბრძანება №0-------- და მის საფუძველზე გაცემული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის საკუთრების უფლების მოწმობა №0-------- ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 04---------ის №0-------- ბრძანება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ----- მ-----ეზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–-----ში, ჩ------------ის ქუჩა №1, სახლი №10, ბინა №9-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, გამგეობის 2012 წლის 2------------ის №01-31-711 ბრძანებისა და №0-------- საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით. ამავე გადაწყვეტილებით, ნ----- მ-----ის სარჩელი, ნ----- მ-----ეზე 2012 წლის 2-------------ს გაცემული №0-------- საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების შემოწმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 0-------------ის №0-------- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების (საქმე N3-520/14) აღსრულების მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, 2016 წლის 2------ს და 2016 წლის 0-------ს ჩატარდა ზეპირი მოსმენის სხდომა, 2016 წლის 2-------ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული იქნა N0-------- ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის ბრძანება N0-------- და მის საფუძველზე გაცემული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის საკუთრების უფლების მოწმობა N0---------.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე გადასინჯოს მის მიერ გამოცემული კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის კანონიერება, განეკუთვნება მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, მმართველობის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის პრიორიტეტულობისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე. აღნიშნული კომპეტენცია ადმინისტრაციულ-სამარეთლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას წარსულში გამოცემული აქტების გადასინჯვის მეშვეობით, მათი უკანონობის დადგენის შემთხვევაში სახელმწიფოში აღადგინოს სამართლიანი და კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტი, რომელიც ამ აქტის ძალაში ყოფნით, მისი შედეგების შესაძლო აღსრულებით იგნორირებული, უგულვებელყოფილი ან დარღვეულ იქნა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ნ----- მ-----ისათვის საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის დროისათვის მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ თანახმად, ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. დებულების შესაბამისად ხორციელდება ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის ,,ე’’ პუნქტით განსაზღვრულია კანონიერი მოსარგებლის ცნება, როგორც ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე; მე-4 მუხლით განისაზღვრება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის წესი, ასევე, ამისათვის წარსადგენი დოკუმენტებიც: არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.
განცხადება უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა დაერთოს, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას საცხოვრებელი ფართების უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებასთან ერთად, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების სახით ნ----- მ-----ემ წარუდგინა ქობულეთის რაიონული არქივის 2012 წლის 7 სექტემბრის №A------------03 საარქივო ცნობა, კომლის შემადგენლობის შესახებ, ხოლო მეორე შემთხვევაში, ქობულეთის რაიონული არქივის 2013 წლის 25 სექტემბრის №A------------04 ცნობა, ნ----- მ-----ის სამუშაო სტაჟის შესახებ, რომ ის 1980 წლის 2-------ის №-- ბრძანებით, 2-------იდან ხ--–----ის ჩ------------აში მიღებული იქნა ოპერატორად.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩნია, რომ საარქივო ცნობები არ შეიცავდა რაიმე სახის მონაცემებს ან ინფორმაციას, ნ----- მ-----ის მიერ სოფელ ხ--–-----ში, ჩ------------ის №10 საცხოვრებელ სახლში მდებარე, ბინა №9-ის, ან ბინა №49- ის კანონიერი სარგებლობის შესახებ. ხ--–----ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2012 წლის 05------------ს და 2012 წლის 1-------------ს გაცემული ცნობები ადასტურებს ნ----- მ-----ის საცხოვრებელ ბინებში ცხოვრების ფაქტს, თუმცა აღნიშნული სადავო N9 ბინის სარგებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან ხ--–----ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2012 წლის 5------------ს მ---- ბ---–----ის სახელზე გაცემულია ანალოგიური შინაარსის ცნობა N3--, რომლითაც დგინდება მ---- ბ---–----ის სადავო N9 საცხოვრებელ ბინაში ცხოვრების ფაქტი. აღნიშნული ასევე დასტურდება სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რწმუნებულის მ------------–-–---–ის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ მსგავსი შინაარსის ცნობებს გასცემდნენ მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე და მათი აღრიცხვა არ ხორციელდებოდა. ამასთან, საგულისხმოა და მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნ----- მ-----ეს ბინა N49 საკუთრებაში გადაეცა შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, რადგან იგი მუშაობდა ხ--–----ის ჩ------------აში. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით, ასევე სხვა საცხოვრებელი ბინის გადაცემა დაუშვებელია, რადგან სამსახურეობრივი დანიშნულებით დასაშვებია მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სადგომის გადაცემა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 2-------ის N0-------- ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის N0-------- ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის საკუთრების უფლების მოწმობა N0--------.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ----- მ-----ის სარჩელი იყო უსაფუძვლოა, აქტის გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ნ----- მ-----ის სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ----- მ-----ის წარმომადგენელმა ვ-–- ხ--------–---–მა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აქცენტი გააკეთა ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3-520/14), რომლითაც ნ----- მ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის №0-------- ბრძანებისა და 2012 წლის 2------------ის №0-------- საკუთრების მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 04---------ის №0-------- ბრძანება, ამასთან მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რადგან ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით გადასიჯნოს ადრე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი და მისი უკანონობის დადგენის შემთხვევაში სახელმწიფოში აღადგინოს სამართლიანი და კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტი, რომელიც ამ აქტის ძალაში ყოფნით, მისი შედეგების შესაძლო აღსრულებით იგნორირებული, უგულებელყოფილი ან დარღვეული იქნა.
უტყუარად დადგენილია, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა უწყებრივ ბინას. უტყუარად დადგენილი ფაქტია ასევე, რომ ნ----- მ-----ე მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში, აღნიშნული ბინა მას მიღებული ჰქონდა ჩ------------აში მუშაობის პერიოდში (ფ------აში მუშაობდა როგორც თვითონ ისე მისი გარდაცვლილი მეუღლე). უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ მ---- ბ---–----ეს (რომლის განცხადების საფუძველზე გაუქმებული იქნა ნ----- მ-----ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება) არავითარი სამსახურეობრივი კავშირი არ ჰქონია ხ--–----ის ჩ------------ასთან და იგი სამსახურეობრივ ბინას ვერ მიიღებდა.
აპელანტის განმარტებით, როცა სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ბრძანებულებაზე, მასვე უნდა მიეთითებინა საქართველოს საბინაო კოდექსზე, რომლითაც რეგულირდებოდა სამსახურეობრივი ბინების გადაცემა. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ----- მ-----ემ სადავო ბინა მიიღო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო მ---- ბ---–----ე კი ქირავნობის ხელშეკრულებით მან შეუშვა ბინაში. ნ----- მ-----ე ჩაწერილია სადავო ბინაში შვილებთან ერთად. იგი ამ ბინაში რეგისტრირებულია და მის მიმართ არავის გააჩნია რაიმე პრეტენზია, მას პრობლემა შეუქმნა მ---- ბ---–----ემ, რომელიც მისივე თანხმობით შევიდა სადავო ბინაში, რომელსაც ახლა აღარ ათავისუფლებს, მაშინ, როცა მ---- ბ---–----ეს ამ ბინის კანონიერი ფლობის არავითარი საფუძველი არ გააჩნია. იგი რეგისტრირებული და ჩაწერილი არ ყოფილა ამ ბინაში, სადავო ბინაში არასდროს არ უცხოვრია - გარდა ქირავნობით გადაცემის პერიოდისა, მას არასდროს ხ--–----ის ჩ------------აში არ უმუშავია და საერთოდ მას ხ--–----ის სასოფლო საბჭოში შემავალ არც ერთი სოფლის ტერიტორიაზე არ უცხოვრია. ასეთ შემთხვევაში გაუგებარია როგორ აღმოჩნდა იგი სადავო ბინის კანონიერი მოსარგებლე.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ----- მ-----ეს სადავო ბინა საკუთრებაში გადაეცა უკანონოდ, მაგრამ არ მიუთითა თუ რაში გამოიხატება იგი. თუ რატომ თვლის სასამართლო რომ ნ----- მ-----ემ სადავო ბინა უკანონოდ მიიღო. უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ნ----- მ-----ე მუშაობდა მეუღლესთან ერთად ხ--–----ის ჩ------------აში. სადავო ბინა კი უწყებრივ ბინას წარმოადგენდა და ის მიიღეს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. ამდენად, სოფელ ხ--–-----ში, ქუჩა №1, სახლი №10-ში მოსარჩელეს კანონიერად მიეცა ბინა №9, ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა, რაც სადავო არასდროს გამხდარა და დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში გვერდი აუარა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლითაც უტყუარად არის დადგენილი, რომ მ---- ბ---–----ეს სადავო ბინაში არასდროს უცხოვრია, გვერდი აუარა ასევე იმ გარემოებას, რომ ნ----- მ-----ე ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე იძულებული იყო გადასულიყო ამავე სახლში №49-ში ბინაში, სადაც დღემდე ცხოვრობს. აპელანტი მხარე თვლის, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა რამდენად კანონიერად ჰქონდა მიღებული მას მეორე ბინა, ხოლო ის ფაქტი, რომ სადავო ბინა N9 ნ----- მ-----ეს კანონის დაცვით აქვს მიღებული, - უტყუარად დადგენილია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის №0-------- ბრძანებით, ნ----- მ-----ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქობულეთში, სოფელ ხ--–-----ში, ქუჩა №1, ყოფილი ჩ------------ის საცხოვრებელ №10-ში მდებარე, 34,1 კვ.მ. ბინა №9. შესაბამისად, 2012 წლის 2-------------ს ნ----- მ-----ეზე გაცემული იქნა №0-------- საკუთრების უფლების მოწმობა.
№0-------- ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბინაო ფინდის მირება-ჩაბარების, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის კანონიერი მოსარგებლეებისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის’’ კომისიის 2012 წლის 2------------ის N-- საოქმო გადაწყვეტილება, რომლის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ქობულეთის არქივის 2012 წლის 0------------ის №A------------03 ცნობა და ასევე ხუცუნბის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 2-----------ის №0-------- ბრძანებით, ნ----- მ-----ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა, ქობულეთი, სოფელ ხ--–-----ში, ქუჩა №1, სახლი №10-ში, ბინა №49. ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა ქობულეთის არქივის 201 წლის 25 სექტემბრის №A------------04 ცნობა და ასევე ხუცუნბის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა.
ხ--–----ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2012 წლის 5------------ს გაცემული №3-- ცნობით დგინდება, რომ მოქალაქე მ---- ბ---–----ე დაბადებული 1--------- წ. პ/ნ 6----------, ცხოვრობს სოფელ ხ--–-----ში, ყოფილი ჩ------------ის ბინაში, ქუჩა №1 სახლი - №10, ბინა №9.
2014 წლის 24 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართა მ---- ბ---–----ის წარმომადგენელმა, გ-----------------ემ და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–-----ში, ქუჩა №1, სახლი №10, ბინა №9-ზე ნ----- მესხის საკუთრების უფლების გაუქმება, იმ მოტივით, რომ 1987 წლიდან აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მ---- ბ---–----ე და ნ----- მ-----ეს ეს ბინა უკანონოდ ჰქონდა რეგისტრირებული, თავის სახელზე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 0-------------ის №0-------- ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ნ----- მ-----ის სახელზე გაცემული 2012 წლის 2------------ის №0-------- საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების შემოწმების მიზნით.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 04---------ის №0-------- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის №0-------- ბრძანება და მის საფუძველზე 2012 წლის 2-------------ს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №0--------, ნ----- მ-----ეზე ხ--–----ის ჩ------------ის საცხოვრებელი სახლის ბინა №9-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე N3-520/14), ნ----- მ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის ბრძანება №0-------- და მის საფუძველზე გაცემული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის საკუთრების უფლების მოწმობა №0-------- ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 04---------ის №0-------- ბრძანება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ----- მ-----ეზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–-----ში, ჩ------------ის ქუჩა №1, სახლი №10, ბინა №9-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, გამგეობის 2012 წლის 2------------ის №01-31-711 ბრძანებისა და №0-------- საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით. ამავე გადაწყვეტილებით, ნ----- მ-----ის სარჩელი, ნ----- მ-----ეზე 2012 წლის 2-------------ს გაცემული №0-------- საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების შემოწმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 0-------------ის №0-------- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----.2016 წლის N0-------- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის ბრძანება N0-------- და მის საფუძველზე გაცემული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 2------------ის საკუთრების უფლების N0-------- მოწმობა.
ზემოაღნიშნული ბრძანებით ირკვევა, რომ ნ----- მ-----ეს ხ--–----ის ჩ------------ის საცხოვრებელ სახლში ბინა №9 და ბინა №49 გადაეცა ერთი და იგივე შინაარსის მქონე დოკუმენტის საფუძველზე, კერძოდ, საარქივო დოკუმენტებით, რომლითაც მისი შრომითი ურთიერთობა დასტურდებოდა ხ--–----ის ყოფილ ჩ------------ასთან. გამგეობამ ასევე აღნიშნა, რომ ხ--–----ის ჩ------------ის საცხოვრებელ სახლში ფართების განაწილების შესახებ ინფორმაცია არქივში დაცული არ იყო. შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმის დადგენა თუ კონკრეტულად რომელი ნომერი ბინა გამოეყო ნ----- მ-----ეს.
გამგეობის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ სამსახური დაეყრდნო მხოლოდ სახეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებას და ნ----- მ-----ეს საკუთრებაში დაუტოვა ის ბინა, რომელიც მის ოჯახს დაკავებული ჰქონდა ათეული წლების მანძილზე (№49) და აქვს ამჟამადაც და, რომლის ფართობიც გაცილებით მეტი იყო №9 ბინასთან შედარებით.
მხარეთა განმარტებით დგინდება, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ნ----- მ-----ე აღარ ცხოვრობდა №10 სახლის №9 ერთოთახიან ბინაში. ის ოჯახის სხვა წევრებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა იმავე №10 სახლის ოროთახიან ბინაში №49, სადაც დღემდე ცხოვრობს (ს.ფ. 13-16).
სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, განმარტავს, რომ მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო 156-ე მუხლით მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.
ის ფაქტი, რომ ნ----- მ-----ემ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ბინა მ---- ბ---–----ეს, - რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ნ----- მ-----ისათვის საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის დროისათვის მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ თანახმად, ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. დებულების შესაბამისად ხორციელდება ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. წესის მე-2 მუხლის ,,ე’’ პუნქტით განსაზღვრულია კანონიერი მოსარგებლის ცნება, როგორც ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე; მე-4 მუხლით განისაზღვრება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის წესი, ასევე, ამისათვის წარსადგენი დოკუმენტებიც: არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონიერი მოსარგებლის სტატუსის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასაცემ ფართობზე დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) სარგებლობის უფლების მართლზომიერების საკითხი. რაც შეეხება ფაქტობრივ სარგებლობას, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება). აღნიშნული საკითხების გამოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მთავრობის ზემოთ მოხსენიებული დადგენილების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციაა, რაც მან უნდა განახორციელოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ”წესისა” და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით.
განცხადება უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა დაერთოს, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას საცხოვრებელი ფართების უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებასთან ერთად, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების სახით ნ----- მ-----ემ წარადგინა ქობულეთის რაიონული არქივის 2012 წლის 0------------ის №A------------03 საარქივო ცნობა, კომლის შემადგენლობის შესახებ, ხოლო მეორე შემთხვევაში, ქობულეთის რაიონული არქივის 2013 წლის 25 სექტემბრის №A------------04 ცნობა, ნ----- მ-----ის სამუშაო სტაჟის შესახებ, რომ ის 1980 წლის 2-------ის №-- ბრძანებით, 2-------იდან ხ--–----ის ჩ------------აში მიღებული იქნა ოპერატორად.
სააპელაციო პალატა იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ საარქივო ცნობები არ შეიცავს რაიმე სახის მონაცემებს ან ინფორმაციას, ნ----- მ-----ის მიერ სოფელ ხ--–-----ში, ჩ------------ის №10 საცხოვრებელ სახლში მდებარე ბინა №9-ის ან ბინა №49-ის კანონიერი სარგებლობის შესახებ. ხ--–----ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2012 წლის 05------------ს და 2012 წლის 1-------------ს გაცემული ცნობები ადასტურებს ნ----- მ-----ის საცხოვრებელ ბინებში ცხოვრების ფაქტს, თუმცა აღნიშნული სადავო N9 ბინის სარგებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან ხ--–----ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2012 წლის 5------------ს მ---- ბ---–----ის სახელზე გაცემულია ანალოგიური შინაარსის ცნობა N3--, რომლითაც დგინდება მ---- ბ---–----ის სადავო N9 საცხოვრებელ ბინაში ცხოვრების ფაქტი. აღნიშნული ასევე დასტურდება საქალაქო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რწმუნებულის მ------------–-–---–ის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ მსგავსი შინაარსის ცნობებს გასცემდნენ მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე და მათი აღრიცხვა არ ხორციელდებოდა. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნ----- მ-----ე დღემდე ცხოვრობს N49 ოროთახიან ბინაში, რომელიც მას შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე გადაეცა, როგორც ხ--–----ის ჩ------------ის თანამშრომელს. სხვა მტკიცებულება, რომ მას ასევე მფლობელობაში ჰქონდა N9 ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა, - ვერც მხარეებმა წარმოადგინეს და ვერც სასამართლოს მიერ იქნა მოპოვებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----.2016წ. N0-------- ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებირივი საფუძველი არ არსებობს, რაც სრულიად მართებულად შეაფასა ბათუმის საქალაქო სასამართლომ.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტ ნ----- მ-----ეს, მის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი არ დაუბრუნდება, სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ----- მ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე