განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001665028
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/4221-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი - 1. ნატო მახარაშვილი
2. გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი - ი-----–-–---–-
წარმომადგენელი - მ------ ბ-–----
მოწინააღმდეგე მხარე - გ------- რ------
არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენლები - მ------ ლ-------, ნ----- ბ------–---–-
დავის საგანი - არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ------- რ-----ის (პირადი N0----------) სარჩელი; გ------- რ------ს (პირადი N0----------) არასრულწლოვან შვილთან 2----–-–------------ს დაბადებული ს--- რ------სთან განესაზღვრა შემდეგი სახით:
თავდაპირველად მიჩვევის მიზნით (იგულისხმება ერთი თვე), გ------- რ------მ არასრულწლოვანი შვილი ს--- რ------ ინახულოს ყოველი კვირის ოთხშაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 19:00 საათამდე, შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 13:00 საათამდე დედის, ი-----–-–---–-ს ( პირადი N0----------) ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.
მამა-შვილის ურთიერთობა შედგეს არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე - სკვერში, პარკში, სტადიონზე, ეკლესიის ტერიტორიაზე, გასართობ ცენტრში ან სხვა ადგილას მხარეთა შეთანხმებით. ზემოაღნიშნული შეხვედრის ადგილს ირჩევს ი-----–-–---–-, რომელიც ტელეფონის „სმს“ შეტყობინების სახით აცნობებს გ------- რ------ს არანაკლებ შეხვედრამდე 10-12 საათით ადრე.
არასრულწლოვანი ბავშვის, ს--- რ-----ის მამასთან, გ------- რ------სთან მიჩვევის შემდგომ, მათი ურთიერთობა განისაზღვროს ყოველი კვირის ოთხშაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, ხოლო შაბათი დღის 12:00 საათიდან იმავე დღის 19:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედასთან (ი-----–-–---–თან) დაბრუნების ვალდებულებით.
ზემოაღნიშნული ურთიერთობის (იგულისხმება 1.2. პუნქტი) მამა-შვილის ურთიერთობა ექვსი თვის შემდგომ განისაზღვრა შემდეგი სახით: ყოველი კვირის ორშაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, ყოველი კვირის ოთხშაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, ხოლო ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 19:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის, ს--- რ-----ის წაყვანის და უკან დედასთან (ი-----–-–---–თან) დაბრუნების ვალდებულებით.
ს--- რ-----ის ოთხი წლის ასაკიდან მამამ, გ------- რ------მ გარდა ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესისა (იგულისხმება 1.3. პუნქტი) ს--- რ------სთან იქონიოს ურთიერთობა ზამთრის არდადეგებზე 08 იანვრის 12:00 საათიდან 10 იანვრის 14:00 საათამდე, ზაფხულის არდადეგებზე 20 ივლისიდან 26 ივლისამდე არასრულწლოვანი ბავშვის, ს--- რ-----ის წაყვანის და უკან დედასთან (ი-----–-–---–თან) დაბრუნების ვალდებულებით.
მამა-შვილის (ს--- რ-----ის და გ------- რ-----ის) ურთიერთობა მამის მხრიდან განისაზღვრა ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას.
მამა-შვილის (ს--- რ-----ის და გ------- რ-----ის) ურთიერთობისას გ------- რ------ს ჩართული ქონდეს საკომუნიკაციო საშუალება (ტელეფონი ან სხვა რამ მხარეთა შეთანხმებით) დედის, ი-----–-–---–-ს მხრიდან შვილზე ინფორმაციის მიღების მიზნით.
მამა-შვილის (ს--- რ-----ის და გ------- რ-----ის) ურთიერთობა განისაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვის სურვილის გათვალიწინებით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. გ------- რ------ს და ი-----–-–---–ს 2-----–-–-------------ს შეეძინათ შვილი ს--- რ------;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს--- რ-----ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 27).
2.2. ი-----–-–---–- არასრულწლოვან ს--- რ------სთან, დასთან ე---------- ხ--–-–---–თან, მშობლებთან ს-----–--- ხ--–-–---–თან და ი---- ხ--–-–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე თ---–-------–--–-----------–--------------–---–---–---------. საცხოვრებელი წარმოადგენს სამ ოთახიან კერძო ტიპის სახლს, რომელიც უზრუნველყოფილია კომუნალური პირობებით და ყველა საჭირო ავეჯით და ტექნიკით. საცხოვრებელში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია. არასრულწლოვანს აქვს საკუთარი ოთახი, კუთხე და ნივთები. არასრულწლოვან ს--- რ------ზე ძირითადად ზრუნავს დედა ი-----–-–---–-, ხოლო მისი მუშაობის პერიოდში, მზრუნველობას ახორციელებს ბებია - ს-----–--- ხ--–-–---–-;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2017 წლის 31 იანვრის დასკვნა №2--- (ს.ფ. 80);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
- მოწმეების ჯ---–----- ხ--–-–---–-ს და ე---------- ხ--–-–---–-ს ჩვენებები (სხდომის ოქმი);
2.3. არასრულწლოვანი ს--- რ-----ის ამჟამინდელი დღის რეჟიმია: იღვიძებს დილით 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, იღებს საკვებს, თამაშობს და შემდეგ 14:00 საათზე იძინებს არანაკლებ სამი საათისა. არასრულწლოვანი ღამით იძინებს 10:00 საათზე. ს--- რ------ს უჭირს დაძინება დედის ან ბებიის, ს-----–--- ხ--–-–---–-ს გარეშე. ასევე, მისი კვების რეჟიმის სრულად დაცვას უზრუნველყოს დედა და ბებია;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
- მოწმეების ჯ---–----- ხ--–-–---–-ს და ე---------- ხ--–-–---–-ს ჩვენებები (სხდომის ოქმი);
2.4. მოპასუხე ი-----–-–---–- დასაქმებულია შ-- ,,პ------–----------------ში“ რეგისტრატორ -ოპერატორად. იგი მუშაობს ყოველ მეოთხე დღეს დილის 10:00 საათიდან მეორე დღის 10:00 საათამდე და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს. მოპასუხეს ფინანსურ დახმარებას უწევს მამა და და. ე---------- ხ--–-–---–- (მოპასუხის და) დასაქმებულია შ-- ,,პ------–----------------ში“ უფროსი ექთნის და ანესთეზიოლოგის პოზიციაზე;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2017 წლის 31 იანვრის დასკვნა №2--- (ს.ფ. 80);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
- მოწმე ე---------- ხ--–-–---–-ს ჩვენება (სხდომის ოქმი);
2.5. მოსარჩელე გ------- რ------ დედასთან, ქ------- რ------სთან ერთად ცხოვრობს საკუთარ ორსართულიან სახლში, მდებარე მისამართზე თ---–----------------–---------------------------–-------------; სოციალური მუშაკის საცხოვრებელ სახლში ვიზიტისას მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. პირველ სართულზე მოწესრიგებულია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, მოწყობილია საჭირო საყოფაცხოვრებო ავეჯითა და ტექნიკით. საცხოვრებელ სახლში უსაფრთხო საყოფაცხოვრებო პირობებია;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2017 წლის 30 იანვრის დასკვნა №2--- (ს.ფ. 81);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები);
- ფოტოსურათები (ს.ფ. 16-20);
2.6. მოსარჩელე გ------- რ------ დასაქმებულია კომპანია ,,ვ-----ში“ ე.წ. ,,სუპერვაიზერის“ პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარია. მოსარჩელე მხარეს აქვს მუშაობის თავისუფალი რეჟიმი. გ------- რ------ ზედმიწევნით ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას. გამოირჩევა პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობით, პასუხისმგებლობითა და თანამშრომლებთან კოლეგიალურობით. არ ყოფილა შემჩნეული არც ალკოჰოლური და არც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2017 წლის 30 იანვრის დასკვნა №2--- (ს.ფ. 81);
- კომპანია ,,ვ-----ს“ მიერ 19.04.2017 წელს გაცემული დახასიათება (ს.ფ. 113);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
2.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნასამართლობის შესახებ ცნობის მიხედვით, მოსარჩელე გ------- რ------ არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 11.04.2017 წელს გაცემული N4---------------- ცნობა ნასამართლობის შესახებ (ს.ფ. 107);
2.8. მოსარჩელე გ------- რ------ს არასრულწლოვანი ს--- რ-----ის რჩენა - აღზრდის მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 160 (ას სამოცი) ლარის ოდენობით; მოსარჩელე დაკისრებულ ალიმენტს იხდის რეგულარულად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
2.9. გ------- რ------ს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი (ორი გოგონა რეგისტრირებული ქორწინებიდან), რომლებიც ამჟამად მამასთან არ ცხოვრობენ, თუმცა მოსარჩელეს მათთან აქვს რეგულარული ურთიერთობა;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2017 წლის 30 იანვრის დასკვნა №2--- (ს.ფ. 81);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები)
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.10. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე გ------- რ------ არის ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული პირი და ხშირად იმყოფება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც არასრულწლოვანი ს--- რ-----ის მამასთან ურთიერთობა ბავშვისთვის იქნება საზიანო და საფრთხის შემცველი. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
2.11. საქართველოს შსს საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემებით, გ------- რ-----ის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-2-0-ე მუხლით, 2016 წლის 15 ივნისს შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nა----------- (სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმ. სახდელი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის Nა----------- ოქმში დაფიქსირებულია ალკოტესტით შემოწმების შედეგი - ალკოჰოლური თრობის მაჩვენებელი: 0.319% პრომილე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დასაშვებია 0.300 % პრომილე. ხოლო გადაცდენა ფიქსირდება 0.019 % პრომილეს შემთხვევაში, რაც მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან მცირე მნიშვნელობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე;
საქართველოს შსს საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემებით, გ------- რ-----ის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი მუხლი არ ფიქსირდება. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ 01.05.2017 წელს გაცემულ ცნობაში დაფიქსირებულია, რომ შსს საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემებით გ------- რ-----ის მიმართ შედგენილია 12.03.2016 წ. საჯარიმო ოქმი N ა----------- ა.ს.კ. 116-1-0 მუხლით (სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში);
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების მიერ
04.05.2017 წელს გაცემული ცნობა N1------ და 03.05.2017 წელს გაცემული ცნობა N1------ (ს.ფ. 165-166);
- საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების მიერ
01.05.2017 წელს გაცემული ცნობა N1------, ფოტოსურათები (ს.ფ. 168-172);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
2.12. მხარეთა ახსნა -განმარტებით სასამართლომ დადგენილა მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ------- რ------ს 2016 წლის სექტემბრის თვემდე ჰქონდა მეტნაკლებად სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, ნახულობდა მას მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას და ასევე ასეირნებდა სახლთან ახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსარჩელე რამდენჯერმე მატერიალური კუთხითაც დაეხმარა ბავშვს: მოპასუხე ი-----–-–---–ს გადასცა თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ბავშვის მასაჟისათვის და ასევე, ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე შეუძინა ,,ბლენდერი“. მოსარჩელის მხრიდან არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ სტაბილურად ფინანსურ მხარდაჭერას ადგილი არ ჰქონია. გ------- რ------ს 2016 წლის სექტემბრის თვიდან არ უნახავს და ურთიერთობა არ ჰქონია არასრულწლოვან ს--- რ------სთან;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
- მოწმეების ჯ---–----- ხ--–-–---–-ს და ე---------- ხ--–-–---–-ს ჩვენებები (იხ. სხდომის ოქმი);
- ფოტოსურათები (ს.ფ. 21-26, 87-106);
2.13. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ი-----–-–---–-ს დედას, ს-----–--- ხ--–-–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ განიხილება საქმეზე წარმოდგენილი 11.05.2013 წელს, 09.01.2014 წელს და 13.11.2014 წელს გაცემული ცნობები ს-----–--- ხ--–-–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ცნობები ასახავს ცნობის გაცემის პერიოდისათვის პაციენტისათვის დადგენილ დიაგნოზს (შფოთვითი აშლილობა). საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დღეის მდგომარეობით, ს-----–--- ხ--–-–---–-ს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ იმგვარი პრობლემის არსებობას, რაც დამაბრკოლებელი იქნებოდა არასრულწლოვან ს--- რ-----ის აღზრდა - მოვლისათვის; ამასთან, მოწმეებმა ჯ---–----- ხ--–-–---–მა და ე---------- ხ--–-–---–მა (მოპასუხის დები) უარყოფენ ს-----–--- ხ--–-–---–-ს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რაიმე სერიოზული პრობლემის არსებობას;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ-- ,,ს------–-----–-------------------–---ის“ მიერ 13.11.2014 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 108);
- ,,კ-----–---ს“ მიერ 11.05.2013 წელს და 09.01.2014 წელს გაცემული კონსულტაციის ბარათები (ს.ფ. 109-110);
-,,კ-----–---ს“ კლინიკო-დიაგნოსტიკური სამსახურის მიერ 12.12.2013 წელს ჩატარებული ულტრასონოგრაფიის შედეგები (ს.ფ. 111);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
- მოწმეების ჯ---–----- ხ--–-–---–-ს და ე---------- ხ--–-–---–-ს ჩვენებები (იხ. სხდომის ოქმი);
2.14. არასრულწლოვან ს--- რ------ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, მისი დიაგნოზია ,,დისბაქტერიოზი“, ,,ენტეროკოლიტი“ და მას ესაჭიროება შესაბამისი მედიკამენტების მიღება და ექიმის მიერ დანიშნული აქვს დიეტა (განსაკუთრებული კვების რეჟიმის დაცვა), რაც რეკომენდირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს; სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანს მედიკამენტოზური მკურნალობა დანიშნული ჰქონდა მხოლოდ ერთი თვე და ამჟამად, არ საჭიროებს შესაბამისი მედიკამენტების მიღებასა და კვების რეჟიმის დაცვას. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დღეის მდგომარეობით არასრულწლოვანი ს--- რ-----ის სრულ გამოჯანმრთელების ფაქტს დაადასტურებდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- კლინიკა შ-- ,,თ-----ის“ მიერ 01.02.2017 წელს გაცემული ცნობა N0-- (ს.ფ. 51);
- შ-- ,,ლ--–-----------–-----–------ის“ მიერ 17.01.2017 წელს ჩატარებული მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევის შედეგები (ს.ფ. 52);
- ,,ბ--------------ის“ ანალიტიკურ სადიაგნოსტიკური ცენტრის მიერ რეკომენდირებული დიეტა, ბაქტეროლოგიური გამოკვლევის შედეგები (ს.ფ. 53-56);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
2.15. არასრულწლოვან ს--- რ------ს აქვს მიჯაჭვულობის გრძნობა დედასთან და ბებიასთან (დედის დედასთან) ს-----–--- ხ--–-–---–თან. ამასთან, მოსარჩელე გ------- რ-----ის ოჯახის შეფასებისას არ გამოიკვეთა რაიმე ხელისშემშლელი ან უარყოფითი ფაქტორი, რამაც შესაძლოა დააბრკოლოს მამის ბავშვთან ურთიერთობა ან რამე ზიანი მიაყენოს არასრუწლოვანი ს--- რ-----ის კანონიერ ინტერესებს;
2.16. სასამართლომ სრულად არ გაიზიარა მოსარჩელისა და მოპასუხის მოსაზრებას ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილში, ვინაიდან გაითვალისწინა არასრულწლოვანი ს--- რ-----ის ასაკობრივი მაჩვენებლები, ძილის და კვების რეჟიმი, ასევე გარემო-სოციალური პირობები, აგრეთვე მშობლების დატვირთულობა და შვილის მიმართ მზრუნველობა - დამოკიდებულება. სასამართლოს განმარტებით ვინაიდან ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულია მიჯაჭვულობა ბავშვის მხრიდან დედის მიმართ, ამასთან, მამის მხრიდან გააჩნია გაუცხოვება, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი მამა-შვილის ურთიერთობის მოწესრიგებისათვის, რაც არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარეობს.
სასამართლომ მიუთითა, რომ ორივე მშობელთან ურთიერთობა აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის სტრეს-ფაქტორის თავიდან აცილების მიზნით. ორივე მშობელი არასრულწლოვანი ბავშვისათვის ერთნაირად აუცილებელი და საჭიროა. სასამართლოს განმარტებით მოცემულ შემთხვევაში, მთავარ რისკ-ფაქტორს მიჯაჭვულობის დარღვევა წარმოადგენს, როდესაც ბავშვს იძულებით უხდება მიჯაჭვულობის ობიექტისაგან განშორება. მიჯაჭვულობა კი გარანტიაა ბავშვისათვის უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნებისა, რაც აუცილებელია ამ ასაკის არასრულწლოვანისათვის, რათა აღიზარდოს საზოგადოების ღირსეულ და სრულფასოვან წევრად. ამ ეტაპზე გ------- რ------სა და არასრულწლოვან ს--- რ------ს შორის არსებობს გაუცხოვება, არ არის მათ შორის ჩამოყალიბებული თბილი და მამა -შვილური ნორმალური ურთიერთობა, რის გამოც ეტაპობრივად უნდა შეეწყოს ხელი მამასა და შვილს შორის ურთიერთობის აღდგენას, თბილი, ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებას შემდგომში დროის მონაკვეთის გაზრდის წესით.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთაახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.17. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია, რომ ს--- რ------ არის გ------- რ-----ის და ი-----–-–---–-ს შვილი, რომელიც დაიბადა 2----–-–------------ს. მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ, არასრულწლოვანი ს--- რ------ ცხოვრობს დედასთან, ი-----–-–---–თან ერთად.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება- მოვალეობები.
მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ს--- რ-----ის ნორმალური განვითარებისათვის მიზანშეწონილია მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის შესაბამისად “ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.”
სასამართლოს განმარტებით, როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.
დადგენილია, რომ ი-----–-–---–- არასრულწლოვან ს--- რ------სთან, დასთან ე---------- ხ--–-–---–თან, მშობლებთან ს-----–--- ხ--–-–---–თან და ი---- ხ--–-–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე თ---–------–--–-----------–-------------–---–---–-----------. საცხოვრებელი წარმოადგენს სამ ოთახიან კერძო ტიპის სახლს, რომელიც უზრუნველყოფილია კომუნალური პირობებით და ყველა საჭირო ავეჯით და ტექნიკით. საცხოვრებელში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია. არასრულწლოვანს აქვს საკუთარი ოთახი, კუთხე და ნივთები. არასრულწლოვან ს--- რ------ზე ძირითადად ზრუნავს დედა ი-----–-–---–-, ხოლო მისი მუშაობის პერიოდში, მზრუნველობას ახორციელებს ბებია - ს-----–--- ხ--–-–---–-.
მოპასუხე ი------–-–---–ის მითითებით, არასრულწლოვანი ს--- რ-----ის ამჟამინდელი დღის რეჟიმია: იღვიძებს დილით 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, იღებს საკვებს, თამაშობს და შემდეგ 14:00 საათზე იძინებს არანაკლებ სამი საათისა. არასრულწლოვანი ღამით იძინებს 10:00 საათზე. ს--- რ------ს უჭირს დაძინება დედის ან ბებიის, ს-----–--- ხ--–-–---–-ს გარეშე. ასევე, მისი კვების რეჟიმის სრულად დაცვას უზრუნველყოს დედა და ბებია. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანს მედიკამენტოზური მკურნალობა დანიშნული ჰქონდა მხოლოდ ერთი თვე და ამჟამად, არ საჭიროებს შესაბამისი მედიკამენტების მიღებასა და კვების რეჟიმის დაცვას. არასრულწლოვან ს--- რ------ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, მისი დიაგნოზია ,,დისბაქტერიოზი“, ,,ენტეროკოლიტი“, რის გამოც მას ესაჭიროება შესაბამისი მედიკამენტების მიღება და ექიმის მიერ დანიშნული დიეტის (განსაკუთრებული კვების რეჟიმის) დაცვა, რაც რეკომენდირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დღეის მდგომარეობით არასრულწლოვანი ს--- რ-----ის სრულ გამოჯანმრთელების ფაქტს დაადასტურებდა.
თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2017 წლის 31 იანვრის დასკვნის მიხედვით, მოპასუხე ი-----–-–---–- დასაქმებულია შ-- ,,პ------–----------------ში“ რეგისტრატორ-ოპერატორად. იგი მუშაობს ყოველ მეოთხე დღეს დილის 10:00 საათიდან მეორე დღის 10:00 საათამდე და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს. მოპასუხეს ფინანსურ დახმარებას უწევს მამა და და. ე---------- ხ--–-–---–- (მოპასუხის და) დასაქმებულია შ-- ,,პ------–----------------ში“ უფროსი ექთნის და ანესთეზიოლოგის პოზიციაზე.
სასამართლომ შეისწავლა მოსარჩელე მხარის საცხოვრებელი პირობები და ასევე, დღის რეჟიმი. დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------- რ------ დედასთან, ქ------- რ------სთან ერთად ცხოვრობს საკუთარ ორსართულიან სახლში, მდებარე მისამართზე თ---–----------------–-------------------------–------------; სოციალური მუშაკის საცხოვრებელ სახლში ვიზიტისას მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. პირველ სართულზე მოწესრიგებულია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, მოწყობილია საჭირო საყოფაცხოვრებო ავეჯითა და ტექნიკით. საცხოვრებელ სახლში უსაფრთხო საყოფაცხოვრებო პირობებია. მოსარჩელე გ------- რ------ დასაქმებულია კომპანია ,,ვ-----ში“ ე.წ. ,,სუპერვაიზერის“ პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარია. მოსარჩელე მხარეს აქვს მუშაობის თავისუფალი რეჟიმი.
მოპასუხე მხარე წინააღმდეგია მამამ წაიყვანოს არასრულწლოვანი ს--- რ------ თავის საცხოვრებელ ადგილას და ძირითად მიზეზად ასახელებს გ------- რ-----ის ალოკოჰოლური სასმელის მიღებას და არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნას. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე გ------- რ------ არის ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული პირი და ხშირად იმყოფება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
სასამართლოს მითითებით საქართველოს შსს საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემებით, გ------- რ-----ის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, 2016 წლის 15 ივნისს შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nა----------- (სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული ადმ. სახდელი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის Nა----------- ოქმში დაფიქსირებულია ალკოტესტით შემოწმების შედეგი - ალკოჰოლური თრობის მაჩვენებლი: 0.319% პრომილე, რაც წარმოადგენს მცირე მნიშვნელობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამასთან, საქართველოს შსს საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემებით, გ------- რ-----ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი მუხლი არ ფიქსირდება. ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ნასამართლობის შესახებ ცნობის მიხედვით, მოსარჩელე გ------- რ------ არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება.
სასამართლოს განმარტებით მოსარჩელე გ------- რ-----ის ოჯახისა თუ სოციალური მდგომარეობის შეფასებისას არ გამოიკვეთა რაიმე ხელისშემშლელი ან უარყოფითი ფაქტორი, რამაც შესაძლოა დააბრკოლოს მამის ბავშვთან ურთიერთობა ან რამე ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანი ს--- რ-----ის კანონიერ ინტერესებს;
მხარეთა ახსნა-განმარტებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ------- რ------ს 2016 წლის სექტემბრის თვემდე ჰქონდა მეტნაკლებად სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, ნახულობდა მას მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას და ასევე ასეირნებდა სახლთან ახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსარჩელე გ------- რ------ს არასრულწლოვანი ს--- რ-----ის რჩენა-აღზრდის მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 160 (ას სამოცი) ლარის ოდენობით. მოსარჩელე დაკისრებულ ალიმენტს იხდის რეგულარულად. შესაბამისად, დადგინდა, რომ მოსარჩელე ფინანსური კუთხით იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებაში. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემეობას, რომ მოსარჩელეს რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც მართალია მასთან არ ცხოვრობენ, თუმცა მოსარჩელეს მათთან აქვს სტაბილური, ჯანსაღი და ნორმალური ურთიერთობა.
სასამართლომ გაიზიარა მცირეწლოვანი ს--- რ-----ის წარმომადგენლის (სოც. სააგენტოს წარმომადგენლის) პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლებს უნდა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილთან თანაბარი ურთიერთობა და ბავშვის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებისათვის და მისი ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია რეგულარული ურთიერთობა ორივე ბიოლოგიურ მშობელთან. კონკრეტულ შემთხვევაში მამას უნდა მიეცეს შვილთან ურთიერთობისათვის გარკვეული დღეები თავდაპირველი მიჩვევის მიზნით, ხოლო შემდგომში დროის გარკვეული მონაკვეთის პერიოდის გაზრდის წესით დედისგან დამოუკიდებლად ბავშვის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით. სასამართლომ გაითვალისწინა, როგორც ბავშვის ასაკი და თავისებურებანი, ასევე მისი დღის რეჟიმი, მამისა და შვილის ურთიერთდამოკიდებულება, მოსარჩელის და მოპასუხის ოჯახების გარემო-სოციალური პირობები, ამ უკანასკნელთა პიროვნული თვისებები. არასრულწლოვანი ს--- რ------ ამ ეტაპზე არ დადის საბავშვო ბაღში, თუმცა სამომავლოდ იგეგმება მის სკოლამდელ აღმზრდელობით დაწესებულებაში მიყვანა. როგორც საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკების დასკვნებიდან ვლინდება არასრულწლოვან ბავშვს ორივე მშობლის ოჯახში შექმნილი ექნება მეტ- ნაკლებად მსგავსი საცხოვრებელი პირობები და ორივე შემთხვევაში, შექმნილია არასრულწლოვანისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მამისათვის არასრულწლოვან ს--- რ------სთან ურთიერთობისათვის და გარკვეული პერიოდის შემდგომ, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლების მინიჭების საწინააღმდეგო ჩანაწერი არ არის მეურვეობისა და მზრუნველობის დასკვნაში და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით დასტურდება. ამასთან, კონფლიქტისა და დაძაბული ურთიერთობის გამო, მიზანშეწონილია, თავდაპირველად მოსარჩელემ არასრულწლოვანი შვილი ნახოს არა მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე მანამ, სანამ არასრულწლოვანი მიეჩვევა მამასთან ურთიერთობას და შესაძლებელი გახდება მათი ურთიერთობისათვის დადგენილი დროის გაზრდა.
სასამართლოს განმარტებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებიდან გამომდინარე, არ გამოიკვეთა მოსარჩელე გ------- რ-----ის არასრულწლოვან ს--- რ------სთან მიმართებით ურთიერთობისა და კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი იქნება ბავშვისათვის. სასამართლოს მითითებით მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს. მამა-შვილს შორის არსებული შესაძლო გაუცხოვების აღმოფხვრისა და მათი ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, სასამართლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და საათებს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია. ბავშვის დედა ვალდებულია, ხელი შეუწყოს მამა-შვილის ურთიერთობას, ხოლო თავის მხრივ მამა, ვალდებულია, ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფრთხილად და მზრუნველობით მოეკიდოს და გამოიყენოს თითოეული საათი, რათა ბუნებრივად მოხდეს მშობლისა და შვილის ურთიერთობის ჰარმონიული განვითარება.
სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვანი ს--- რ-----ის ასაკობრივი მაჩვენებელი, დადგენილი ძილის და კვების რეჟიმი, ასევე გარემო-სოციალურ პირობები, აგრეთვე მშობლების დატვირთულობა (სამუშაო რეჟიმი) და შვილის მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულება. სასამართლოს განმარტებით ვინაიდან ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულია მიჯაჭვულობა ბავშვის მხრიდან დედის მიმართ, ამასთან, მამის მხრიდან გააჩნია გაუცხოვება, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი მამა-შვილს ურთიერთობის მოწესრიგებისათვის, რაც არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარეობს. არასრულწლოვანი ს--- რ-----ის უფლებებიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს როგორც დედის, ასევე მამის ოჯახთან. ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას ბავშვს განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობა აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ, კოგნიტურ და ფიზიკურ განვითარებაზე, რაც იქნება ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინება და არის კანონის მოთხოვნაც. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბავშვის დედის ძირითად შფოთვის მიზეზს ბავშვის მამის უნდობლობა წარმოადგენს, თუმცა მამის, როგორც მშობლის უფლების განხორციელება ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან, არ უნდა იყოს დამოკიდებული ზემოაღნიშნულ გარემოებაზე.
მოსარჩელე გ------- რ------ს 2016 წლის სექტემბრის თვის შემდეგ არ აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან და არ უნახავს იგი. მშობლების შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო იცავს რა მშობლის უფლებას, ჰქონდეს რეგულარული პირადი ურთიერთობა შვილთან და მონაწილეობდეს მის აღზრდაში, პირველ რიგში ხელმძღვანელობს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, შვილსა და მამას შორის არსებული ურთიერთობისათვის, ბავშვის ასაკის და მისი ინტერესების, ბავშვის წარმომადგენლის რეკომენდაციის და იმის გათვალისწინებით, რომ გ------- რ-----ისათვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- რ-----ის მოთხოვნა შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, თავდაპირველი მიჩვევის მიზნით მამის მიერ ბავშვის ნახვისთვის უნდა განისაზღვროს გარკვეული საათები, ხოლო შემდგომში ეტაპობრივად გაიზარდოს ურთიერთობისათვის დადგენილი დროის მონაკვეთი და მიეცეს უფლება მამას თავის საცხოვრებელ ადგილას წაიყვანოს არასრულწლოვანი ს--- რ------. ამასთან, მამა-შვილის ურთიერთობა მამის მხრიდან უნდა განისაზღვროს ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას და უზრუნველყოფილი იყოს საკომუნიკაციო საშუალების გამართულობა დედის, ი-----–-–---–-ს მხრიდან შვილზე ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღების მიზნით. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები, შესაბამისად, მამასთან ურთიერთობის დროისათვის აუცილებლად უნდა მოხდეს არასრულწლოვანი ბავშვის სურვილის გათვალისწინება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ გ------- რ------ დედასთან ქ------- რ------სთან ერთად ცხოვრობს საკუთარ ორსართულიან სახლში. აპელანტის განმარტებით გ------- რ------ს საკუთრებაში არ გააჩნია არანაირი საცხოვრებელი ფართი, მან ჯერ კიდევ სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობის პერიოდში გაყიდა საკუთარი ფართი და ახლა ცხოვრობს დასთან დედასთან და დისშვილთან ერთად. სახლი დაუმთავრებელია და დატვირთულია იპოთეკით.
3.2. აპელანტის მითითებით არასწორია მსჯელობა მასზედ, რომ გ------- რ------ არ ყოფილა შემჩნეული ალკოჰოლური სასმელის მოხმარებაში. აღნიშნულთან მიმართებით აპელანტი ყურადღებას ამახვილებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ცნობებზე, საიდანაც ირკვევა, რომ გ------- რ------ ორჯერ არის დაჯარიმებული მთვრალ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო.
3.3. აპელანტის მითითებით გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, თითქოს გ------- რ------ს მეტ–ნეკლებად სტაბილური ურთიერთობა ჰქონდა ბავშვთან არასწორია. აპელანტის განმარტებით გ------- რ------ს საერთოდ არ აინტერესებდა ბავშვის ბედ–იღბალი, იგი არც მორალურ და არც მატერიალურ თანადგომას არ უცხადებდა ბავშვს.
3.4. აპელანტის განმარტებით არასრულწლოვან ს--- რ------ს აქვს ჯანმრთელობის პრობლება: "დისბაქტერიოზი ", ამიტომ მას ეძლევა ექიმის დანიშნულებით სამედიცინო მედიკამენტები და აქვს განსაზღვრული მკაცრი დიეტა. ამიტომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ურთიერთობა ბავშვს ამოაგდებს რეჟიმიდან.
3.5. აპელანტის მოსაზრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ბავშვთან ურთიერთობის წესი ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან იგი ჯერ ორი წლის არის, ამით მას ერღვევა კვებისა და ძილის რეჟიმი, გარდა ამისა იგი იმდენად მიჯაჭვულია აპელანტთან, რომ ერთი თვის შემდეგ ასეთი პატარა ბავშვის მოცილება ჩემი კალთიდან და ჩემს გარეშე მამის მიერ წაყვანა მთლიანად შეარყევს მის ფსიქიკას. ექვსი თვის შემდეგ კი მის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით შერჩეული რეჟიმი კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვმა მცირე ასაკში ფაქტიურად კვირაში სამი დღე სხვა გარემოში უნდა გაატაროს, მითუმეტეს, რომ იგი უკვე ბაღში უნდა მივიდეს და განსაზღვრული გრაფიკი კი ხელს შეუშლის მის ნორმალურ–აღზრდა განვითარებას, მის კვებისა და ძილის რეჟიმს. მე კარგად ვიქნობ მოწინააღმდეგე მხარეს, იგი ბავშვს ვერ მოუვლის ისე, როგორც საჭიროა და ამავე დროს არ არის გამორიცხული, რომ ბავშვის მასთან ყოფის პერიოდში მიიღოს მან ალკოჰოლური სასმელი და ბავშვი უყურადრებოდ დატოვოს. ზემოთ აღნიშნული კი იმაზედ მერყველებს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული მამის ბავშვთან ურთიერთობის წესები ეწინააღმდეგება მცირეწლოვანი ბავშვის ს--- რ-----ის ინტერესებს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. ი-----–-–---–ს და გ------- რ------ს 2-----–-–-------------ს შეეძინათ შვილი ს--- რ------. (ტ.1. ს.ფ. 27).
4.1.2. მცირეწლოვან ს--- რ------ს აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, მას დასმული აქვს დიაგნოზი ,,დისბაქტერიოზის’’ და ,,ენტეროკოლიტის’’ შესახებ. პაციენტს მიცემული აქვს რეკომენდაცია მედიკამენტოზური მკურნალობის და ექიმის მიერ დანიშნული დიეტის დაცვის შესახებ. 11.08.2017 წ. სამედიცინო ცნობის მიხედვით ს--- რ-----ის სავარაუდო დიაგნოზია ,,დაუზუსტებელი ეპილეფსია’’, დაავადების დადგენის მიზნით პაციენტს მიეცა რეკომენდაცია გამოკვლევების ჩატარების შესახებ. (ტ.1.ს.ფ. 51-56. ტ.2. )
4.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების დასკვნების საფუძველზე სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:
ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ი-----–-–---–- შვილთან - ს--- ხ--–-–---–თან, დასთან - ე---------- ხ--–-–---–თან და მშობლებთან: ს-----–--- ხ--–-–---–თან და ი---- ხ--–-–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე: თ---–-------–--–-----------–--------------–---–---–---------, საცხოვრებელი წარმოადგენს სამ ოთახიან კერძო ტიპის სახლს, რომელიც უზრუნველყოფილია კომუნალური პირობებით და ყველა საჭირო ავეჯით და ტექნიკით. საცხოვრებელში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია. არასრულწლოვანს აქვს საკუთარი ოთახი, კუთხე და ნივთები. საცხოვრებელ ადგილას კარგი საყოფაცხოვრებო პირობებია.
გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, გ------- რ------ დედასთან ქ------- რ------სთან ერთად ცხოვრობს საკუთარ ორსართულიან სახლში მისამართზე: თ---–----------------–--------------------------–------------, სადაც სოციალური მუშაკის ვიზიტისას მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, თუმცა თითქმის დასრულებული იყო პირველი სართულის რემონტი, დასკვნის მიხედვით საცხოვრებელის სახლის პირველ სართულზე მოწესრიგებულია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, მოწყობილია საჭირო საყოფაცხოვრებო ავეჯითა და ტექნიკით. საცხოვრებელ სახლში უსაფრთხო საყოფაცხოვრებო პირობებია.
4.1.4. გ------- რ------ დასაქმებულია კომპანია ,,ვ-----ში“ ე.წ. ,,სუპერვაიზერის“ პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარია. გ------- რ------ს მუშაობის მოქნილი გრაფიკი აქვს. (ტ.1.ს.ფ. 81-82; ს.ფ. 113)
4.1.5. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ გ------- რ------ შემჩნეულია ალკოჰოლის სისტემატურ მოხმარებაში.
აღნიშნულთან მიმართებით პალატა ყურადღებას ამახვილებს შ-- ,,ვ-----ს’’ დირექტორის მიერ 19.04.2017 წელს გაცემულ ცნობა-დახასიათებაზე, საიდან ირკვევა, რომ გ------- რ------ დასაქმებულია კომპანია ,,ვ-----ში“ ე.წ. ,,სუპერვაიზერის“ თანამდებობაზე, დახასიათების მიხედვით გ------- რ------ კარგი თანამშრომელია, იგი ზედმიწევნით ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. იგი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობით, პასუხსიმგებლობით და თანამშრომლებთან კოლეგიალურობით. გ------- რ------ არ ყოფილა შემჩნეული არც ალკოჰოლური და არც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. (ტ.1.ს.ფ. 113)
საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს 01.05.2017 წ. ცნობით ირკვევა, რომ შსს საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემებით მოქ. გ------- რ-----ის (24.07.1981წ. პ/ნ 0----------) მიმართ 2016 წელს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე შედგენილი იქნა ორი სამართალდარღვევის ოქმი: 1. 12.03.2016წ. Nა----------- ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-1-0-ე მუხლის და 2. 15.06.2016წ. N ა----------- ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-2-0-ე მუხლის საფუძველზე. ამავე დოკუმენტით დგინდება, რომ 15.06.2016 წ. Nა----------- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში ალკოჰოლური თრობის მაჩვენებლად დაფიქსირდა 0.319 % პრომილე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-10 პუნქტის მიხედვით ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა.
პალატა მიიჩნევს, რომ მართალია, ადმინისტრაციული წესით გ------- რ-----ის დაჯარიმების საფუძველს სისხლში კანონით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ეთანოლის აღმოჩენა წარმოადგენს, თუმცა გათვალისწინებით იმისა, რომ მითითებული საფუძვლით გ------- რ------ დაჯარიმებული იქნა ორჯერ, ამასთან, დგინდება, რომ გ------- რ-----ის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იქნა ამ უკანასკნელის სისხლში კანონით დასაშვებად გათვალისწინებულ ეთანოლზე (0,3 პრომილე) მხოლოდ 0,019 %-ით მეტი ეთანოლის აღმოჩენის საფუძვლით, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 12.03.2016 წელს და 15.06.2016 წელს გ------- რ-----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მცირე მნიშვნელობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენას, რაც არამცდაარამც არ ადასტურებს ამ უკანასკნელის ალკოჰოლზე დამოკიდებულების და მისი ხშირი მოხმარების ფაქტს.
4.1.6. გ------- რ------ს 2016 წლის სექტემბრამდე მეტ-ნაკლებად სტაბილური ურთიერთობა ჰქონდა არასრულწლოვან შვილთან.
აღნიშნული გარემოების დადასტურებულად მიჩნევის მიზნებისთვის სააპელაციო პალატა ეყრდნობა ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნას, საიდანაც თავად აპელანტის ახსნა-განმარტების საფუძველზე ირკვევა, რომ 2015 წლის დეკემბერში გ------- რ------მ გამოხატა ბავშვთან აქტიური ურთიერთობის და მისი ხშირი მონახულების სურვილი. ამავე დასკვნით ირკვევა, რომ 2016 წლის სექტემბრიდან გ------- რ------ს შვილი არ უნახავს და მის მოსაკითხად ბავშვის დედას 2017 წლის 02 იანვარს დაუკავშირდა.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ საპატრულო პოლიციის რეაგირების შესახებ 23.08.2017წ.; 02.09.2017წ.; 09.09.2017წ.; 20.09.2017წ. და 23.09.2017წ. ოქმებით ირკვევა, რომ მიუხედავად გ------- რ-----ის არაერთი მცდელობისა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.08.2017 წლის განჩინებით დამტკიცებული დროებითი განკარგულების საფუძველზე ურთიერთობა ჰქონოდა არასრულწლოვან ს--- რ------სთან სხვადასხვა საფუძვლით ვერ მოხერხდა. (ტ.2)
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ისეთი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, რათა მომხდარიყო მომჩივნის, კონკრეტულ შემთხვევაში - მამის უფლების უზრუნველყოფა, რომ ენახა საკუთარი ვაჟი, იძულებითი აღსრულების გზით, რადგან დედამ უარი განაცხადა მანამდე მშობლებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე (Zawadka v. Poland, No.48542/99, 23.06.05). ერთ-ერთ საქმეზე მე-8 მუხლის დარღვევა დადგინდა იმის გამო, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა ვერ შეძლეს მომჩივნის (მამის) უფლების აღსრულება (Eberhard v. Slovenia, No.8673/05 and 9733/05, 01.12.09.)
4.1.7. კლინიკა მ-----------ის მიერ 20.09.2017 წელს გაცემული დოკუმენტით, რომლითაც პასუხი გაეცა დამკვეთის კითხვებს ირკვევა შემდეგი:
- ს--- რ-----ის ფსიქო-ემოციური განვითარება სრულად შეესაბამება ასაკს.
- ს---ს ასაკის ბავშვები ძალიან მტკივნეულად განიცდიან საცხოვრებელი გარემოს შეცვლას. შესაბამისად, ახალ გარემოსა და ადამიანებთან ადაპტაცია უნდა ხდებოდეს თანდათანობით, გაწერილი გეგმით, 6 თვის განმავლობაში.
- იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი არის 2 წლის და 5 თვის მასზე ვერბალური ზემოქმედებით რაიმე ზეგავლენის მოხდენა ნაკლებად შესაძლებელია. ხოლო ამჟამად მუდმივი სტრესის არარსებობაზე მეტყველებს ბავშვის კარგი ასაკობრივი ადაპტაცია.
- აღნიშნულ ასაკში მიჯაჭვულობის ფაქტორები აქტიურ ზემოქმედებას ახდენენ ბავშვის ფსიქო - ემოციურ სფეროზე. ამიტომ, იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებთანაც არ აქვს მუდმივი კონტაქტი უნდა ხდებოდეს თანდათანობით.
- ობიექტური კვლევებით ს--- რ-----ის მამისადმი დამოკიდებულების გარკვევა ამ ასაკში შეუძლებელია.
- 5 წლის ასაკამდე ბავშვები მტკივნეულად განიცდიან საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მათთან არ არის ადამიანი, ვისთანაც მიჩვეულია ყოფნას.
- რაც შეეხება მამასთან კომუნიკაციის ინტენსივობას, სასურველი დაიწყოს დედის თანდასწრებით ერთ საათიანი ურთიერთობით მშვიდ გარემოში და მოხდეს დროის ზრდა ნახევარ საათიანი ბიჯებით.
4.1.8. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტ ი-----–-–---–-ს პოზიციას, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია მცირეწლოვან ს--- რ------ს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი წესით ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან.
„ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე - დაბადების შემდეგ.
კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ბავშვთან, როგორც მშობლების, ასევე ოჯახის სხვა წევრების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები. ბავშვის ინტერესში კი იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა, მისთვის ჰუმანური და კეთილშობილური პრინციპების შთაგონება. ბავშვის უპირატესი ინტერესია, ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ.
პალატა განმარტავს, რომ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობების საკანონმდებლო რეგულირება გამომდინარეობს თავად ამ ურთიერთობის ხასიათის თავისებურებიდან. კერძოდ, მშობელსა და შვილს შორის, განსაკუთრებული ბუნებრივი სიახლოვეა. ისინი ბუნებრივად ერთმანეთთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანები არიან, რაც თავის მხრივ, გენეტიკური კავშირითაა განპირობებული. ოჯახის წევრებს შეიძლება შეეზღუდოთ ან ჩამოერთვათ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათი საქმიანობიდან, მათ მიერ ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე მათი ბავშვთან ურთიერთობა ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე მავნე ზეგავლენას მოახდენს.
„ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან და არ ზრუნავენ მასზე.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის შესაბამისად ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის საჭიროა მის აღზრდაში მონაწილეობას იღებდეს ორივე მშობელი, მითუმეტეს, როდესაც დადასტურებულია, რომ მამა ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესს და მას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ბავშვის აღზრდა განვითარებაში. სოციალური მუშაკის განმარტებით დედასთან მიჯაჭვულობის საფუძვლით არ შეიძლება მიჯაჭვულობა არ ჩამოყალიბდეს მამასთან, ამასთან, მამასთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა მასთან ეტაპობრივი და ხანგრძლივი ურთიერთობა. (იხ. 01.05.2018 წ. სხდომის ოქმი)
კლინიკა მ-----------ის ფსიქოთერაპევტის რეკომენდაციის მიხედვით მამასთან კომუნიკაცია სასურველია დაიწყოს დედის თანდასწრებით ერთ საათიანი ურთიერთობით მშვიდ გარემოში და მოხდეს დროის ზრდა ნახევარ საათიანი ბიჯებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით გ------- რ------ს არასრულწლოვან შვილთან, 2--- წლის 1--------ს დაბადებულ ს--- რ------სთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა:
თავდაპირველად მიჩვევის მიზნით (იგულისხმება ერთი თვე), ყოველი კვირის ოთხშაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 19:00 საათამდე, შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 13:00 საათამდე დედის, ი-----–-–---–-ს ( პირადი N0----------) ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით მონახულება.
არასრულწლოვანი ბავშვის, ს--- რ-----ის მამასთან, გ------- რ------სთან მიჩვევის შემდგომ, მათი ურთიერთობა განისაზღვრა ყოველი კვირის ოთხშაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, ხოლო შაბათი დღის 12:00 საათიდან იმავე დღის 19:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედასთან (ი-----–-–---–თან) დაბრუნების ვალდებულებით.
ზემოაღნიშნული ურთიერთობის (იგულისხმება 1.2. პუნქტი) მამა-შვილის ურთიერთობა ექვსი თვის შემდგომ განისაზღვრა შემდეგი სახით: ყოველი კვირის ორშაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, ყოველი კვირის ოთხშაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, ხოლო ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 19:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის, ს--- რ-----ის წაყვანის და უკან დედასთან (ი-----–-–---–თან) დაბრუნების ვალდებულებით.
ს--- რ-----ის ოთხი წლის ასაკიდან გარდა ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესისა (იგულისხმება 1.3. პუნქტი) მამა-შვილის ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ზამთრის არდადეგებზე 08 იანვრის 12:00 საათიდან 10 იანვრის 14:00 საათამდე, ზაფხულის არდადეგებზე 20 ივლისიდან 26 ივლისამდე არასრულწლოვანი ბავშვის, ს--- რ-----ის წაყვანის და უკან დედასთან (ი-----–-–---–თან) დაბრუნების ვალდებულებით.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვანი ს--- რ-----ის ასაკობრივი მაჩვენებელი, მისი ყოველდღიური, დადგენილი ძილის და კვების რეჟიმი, ასევე გარემო-სოციალურ პირობები, აგრეთვე მშობლების დატვირთულობა (სამუშაო რეჟიმი) და შვილის მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულება. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მცირეწლოვან შვილთან მამის ურთიერთობის წესი განსაზღვრულია ეტაპობრივად.
მართალია, საქმის მასალებით დგინდება, რომ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები, თუმცა, საქმეში არსებული ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში არსებული ინფორმაცია არ იძლევა დასკვნის საფუძველს იმისა, რომ ბავშვის მამასთან ურთიერთობა რაიმე ფორმით გააუარესებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომაროებას, უფრო მეტიც, პალატა განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხევაში აპელანტი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ უნდა აღდგეს მამა-შვილს შორის ურთიერთობა და რატომ არ უნდა განხორციელდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი წესით ეს ურთიერთობა. პალატა შენიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს. ამდენად, ი-----–-–---–-ს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის არგუმენტაციას და სათანადო ფაქტობრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მამა - შვილს შორის დადგენილი ურთიერთობის წესის გასაუქმებლად ან/და მასში ცვლილებების შესატანად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი-----–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე /
/დიანა ბერეკაშვილი /