განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
330210016001310863
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001310863

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2018 წელი თბილისი

საქმე №2ბ/5409-17

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი

 

სხდომის მდივანი - 1. ნატო მახარაშვილი

2. გვანცა კომბეგაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით

 

აპელანტი - ჯ----– ხ----------–---–-

წარმომადგენელი – ნ-----–- გ----------, მ------ ძ---–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე – ლ---- ს--------–-–---–-

წარმომადგენელი – ლ------ კ-----–---, მ----- ნ--------

 

მოწინააღმდეგე მხარე – დ-------- ა--–---

 

დავის საგანი – დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 20.04.2013 წელს ქ-------–--–------------- ნომერთან დაახლოებით 09:20 წუთზე, მოპასუხე დ-------- ა--–--- მართავდა რა მოპასუხე ლ---- ს--------–-–---–-ს კუთვნილ ავტომანქანა მერსედერს ბენცს სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით S-- 0--, ვერ უძრუნველყო საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა და უკანა მხრიდან შეეჯახა გვერდულზე გაჩერებულ მოპასუხის საკუთრებაში მყოფ ავტომობილ რენდროვერს სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით S-- 5--, რომელიც ინერციით შეეჯახა წინა მხრიდან მის წინა გაჩერებულ ფორდის მარკის ავტომობილს სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით I-- 6--.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების სქემის ასლი ს. ფ. 21. მოსარჩელის ახსნა-განმარტების ასლი ს. ფ. 19.

მოპასუხის ახსნა-განმარტების ასლები ს. ფ. 20. საპატრულო პოლიციის პატაკის ასლი ს. ფ. 22.

ვ------- კ-------–---–ის ახსნა-განმარტების ასლი ს. ფ. 23-24. მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

2.2. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის მიერ 20.04.2013 წელს შედგენილი # ე-------- ელექტრონული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმით მოპასუხე

დ-------- ა--–--- ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენად: მანევრირების წესების დარღვევა რასაც მოჰყვა შეჯახება და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

ელექტრონული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ასლი ს. ფ. 18. მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

2.3. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროსათვის ავტომანქანა მერსედერს ბენცის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით S-- 0-- მესაკუთრეს წარმოადგენდა მოპასუხე ლ---- ს--------–-–---–-.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

სსიპ. შსს მომსახურების სააგენტოს ცნობის ასლი ს. ფ. 26. მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

2.4. ავტომობილ რენდროვერის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით S-- 5-- ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გათვალისწინებით აღდგენა და შემდგომი ექსპლუატაცია ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

სსიპ. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს

#0-------- დასკვნა ს. ფ. 28-35.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში. მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

2.5. ავტომობილ რენდროვერის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით S-- 5-- საბაზრო ღირებულება ავარიულ მდგომარეობამდე საორიენტაციოდ შეადგენს 4500 აშშ. დოლარის შესაბამის თანხას ეროვნულ ვალუტაში.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

დამოუკიდებელ ექსპერტ-აუდიტის ექსპერტიზის დასკვნა ს. ფ. 49-51. მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

 

2.6. საქმის განხილვის დროისათვის ავტომობილი რენდროვერი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით S-- 5-- მოსარჩელის მიერ გასხვისებულია (ჩაბარებულია ჯართად მეორად ნაწილებით მოვაჭრესთან).

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში. მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.7. მოსარჩელისათვის ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ავტომობილ რენდროვერის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით S-- 5-- დაზიანებით მიყენებული ზიანი არ შეადგენს 4500 დოლარს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით რაც ასახვას პოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რა დროსაც მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს თუ მის მიერ სარჩელით დაყენებული მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების ტვირთის მხარეთ შორის განაწილებიდან გამომდინარე დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნებზე მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგნაირად: მოსარჩელის ვალდებულებაა დაამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ბრალეულობა (ავტოსატრანსპორტო საშუალაებით ზიანის მიყენებისას ბრალის არსებობა სავალდებულო ელემენტს არ წარმოადგენს, ვინაიდან სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება ბრალის მიუხედავად) და მართლსაწინააღმდეგობა, ასევე მიზეზობრივი კავშირის მოპასუხის მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის ასევე ზიანის დადგომის ფაქტობრივი გარემოება და მის მიერ სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ოდენობა. ხოლო მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30916-30920 მუხლების დანაწესებიდან გამომდინარე შეიძლება სადავო გახადოს ზიანის ოდენობა ასევე ზიანის დადგომაში მოსარჩელის ბრალეულობაც.

 

სასამართლოს განმარტებით მოსარჩელეს სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ოდენობა მისი ახსნა-განმარტებიდან გამოდინარე გამოანგარიშებული აქვს მოპასუხის მიერ შეჯახებამდე მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის საორიენტაციო ღირებულებით და ვინაიდან ავტომობილის აღდგენა და ექსპლუატაცია მიზანშეუწონელია სარჩელით მოთხოვნილი აქვს ავარიამდე მისი ავტომობილის ღირებულება სრულად, რაც სასამართლოს მოსაზრებით არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობას, ვინაიდან ზიანი წარმოადგენს იმ დანაკლისს, რაც განიცადა მოსარჩელემ მის ქონებაზე მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედების შედეგად ანუ ავტოსაგზაო შემთხვევამდე მოსარჩელის ავტომობილის ღირებულებასა და ავტოავარიის შემდგომ მოსარჩელის ავტომობილის ღირებულებას შორის სხვაობა. მოსარჩელეს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ ავტომობილის ნარჩენი ღირებულების შესახებ წერილობითი მტკიცებულება აუდიტორის ან ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენია სასამართლოს მხრიდან ასეთის წარმოდგენის შეთავაზების მიუხედავად, ავტოავარიის შემდგომ მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გასხვისებულ იქნა ნაავარიები ავტომობილი რაშიც მისივე ახსნა-განმარტებით მას გადაუხადეს 800 აშშ დოლარი თუმცა სასამართლოს შეთავაზების მიუხედავად აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით ავარიის შემდგომი ავტომობილის ნარჩენი ღირებულება არ შეიძლება დადგინდეს, მაშინ როდესაც მოპასუხე მხარემ სადაოდ გახადა ავტომობილის ავარიის შემდგომი ნარჩენი ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ოდენობა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.8. სასამართლომ მითითებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსი-–-- მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317.1 მუხლით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 999.1 მუხლით მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ხოლო ამავე კოდექსის 999.4 მუხლით თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი კონსტრუქცია და მხარეთ შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე სასამართლოს მიერ ნამსჯელია ამ გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.1 პუნქტში შესაბამისად ყველა ელემენტის ერთობლივი არსებობა იძლევა დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლებს ამ შემთხვევაში უდაოდ დადგენილია, რომ მოპასუხე დ-------- ა--–--ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად მოპასუხის ქონების დაზიანება, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე დ-------- ა--–--- მართავდა იმ დროისათვის მესაკუთრე ლ---- ს--------–-–---–-ს საკუთრებაში მყოფ ავტომანქანას, რომლითაც მოხდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილისათვის ზიანის მიყენება. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიერ დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემის მიუხედავად ვერ შეძლო სარჩელით მოთხოვნილი, ასევე ზოგადად მისი ავტომობილისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება, რის გამოც ზიანის ოდენობის დაუდასტურებლობის გამო მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტი ჩამოყალიბებულია არასწორად, რადგან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომანქანის აღდგენა და შემდეგომი ექსპლუატაცია ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.

 

3.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია საქმეზე ფაქტობრივი გარემობების სათანადო გამოკვლევის გარეშე.

 

3.3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე ხარზვეზის შევსების განცხადებით დაზუსტებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა (იხ. ტ2. ს.ფ.9 ) და საბოლოოდ აპელანტმა მოითხოვა მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღურების სახით 4176 (4500-აშშ დოლარს - 800 ლარი /800 ლარი : 2,47 = 324 აშშ დოლარი/ = 4176 ) აშშ დოლარის .

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1 მხარეთა შორის სადავო არ ხდება 2013 წლის 20 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის და ამ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი ბრალეული პირის შესახებ გარემოებები. ასევე სადავო არ არის, რომ ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი „LAND ROVERY TDI“ სახ. ნომრით - S-- 5--. შესაბამისად, დადგენილია, რომ 2013 წლის 20 აპრილს ქ------–--–--------------სთან დაახლოებით 09:20 წუთზე მოპასუხე, დ-------- ა--–--- მართავდა რა მოპასუხე ლ---- ს--------–-–---–-ს კუთვნილ ავტომანქანას “MERSEDES BENZ” C 240 სახ. ნომრით - S-- 0--, ვერ უზრუნველყო საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა და უკანა მხრიდან შეეჯახა გვერდულზე გაჩერებულ ჯ----– ხ----------–---–-ს კუთვნილ ავტომობილს „LAND ROVERY TDI“ სახ. ნომრით S-- 5--.

 

4.1.2. ჯ----– ხ----------–---–- მოითხოვს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხეების მიერ მიყენებული ზიანის (დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნით იხ. ტ.2, ს.ფ. 9, აპელანტმა მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 4 500 აშშ დოლარს /დაზიანებამდე ავტომობილის საბაზრო ღირებულება/ - 800 ლარი /დაზიანების შემდეგ ავტომობილის ღირებულება/ = 4176 აშშ დოლარის) 4176 აშშ დოლარის დაკისრებას.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხეების: დ-------- ა--–--ის და ლ---- ს--------–-–---–-ს მიმართ დაყენებული ჯ----– ხ----------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სკ-ის 992-ე მუხ. და ამავე კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

 

კერძოდ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის მიერ 20.04.2013 წელს შედგენილი #ე------- ელექტორნული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმით დადასტურებულია, რომ მოპასუხე დ-------- ა--–---მ ვერ უზრუნველყო საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა და უკანა მხრიდან შეეჯახა გვერდულზე გაჩერებლ ჯ----– ხ----------–---–-ს კუთვნილ ავტომობილს, მის მიმართ ზიანის ანაზღურების შესახებ პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სკ-ის 992-ე მუხლი. შესაბამისად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხეების იმ პოზიციას, რომ (იხ. მოპსუხეთა მიერ წარმოდგენილი შესაგებლები ს.ფ. 57; 66) ზიანის ანაზღურებაზე პასუხისმგებელ პირს მხოლოდ ავომობილის მესაკუთრე ლ---- ს--------–-–---–-ს წარმოადგენს და რომ არ არსებობს დ-------- ა--–--ის პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება ლ---- ს--------–-–---–-ს მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, ამ შემთხვევაში რამდენადაც დადასტურებულია, რომ ავტომობილი MERSEDES BENZ C 240 სახ. ნომრით S-- 0-- ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტისათვის ეკუთვნოდა ლ---- ს--------–-–---–ს (იხ. ტ.1, ს.ფ. 26) მის მიმართ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ნორმა. aRniSnuli muxlis Sesabamisad, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

დასახელებული ნორმის 1-ლი წინადადება გამორიცხავს მფლობელის პასუხისმგებლობას, თუკი ნივთი მისი მფლობელობიდან გავიდა მისი ნებართვისა და ბრალის გარეშე. მფლობელის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საწინააღმდეგო დანაწესს ამკვიდრებს ამავე მუხლის ბოლო წინადადება. იგი დისპოზიციური ხასიათის დებულებაა, რომლის მიხედვით, მფლობელის პასუხისმგელობის წარმოშობის ერთ-ერთი წანამძღვარს წარმოადგენს მფლობელის მიერ ნივთის მოსარგებლისათვის გადაცემა. ამასთან, ნორმის მიზნიდან გამომდიანრე, მნიშვნელობა არ აქვს მფლობელი პირდაპირია თუ არაპირდაპირია, მთავარია, რომ ნივთის გადაცემა მფლობელის მიერ უნდა ხორციელდებოდეს მართლზომიერ საფუძველზე.

 

განსახიველ შემთხვევაში მოპასუხე ლ---- ს--------–-–---–ს სადავო არ გაუხდია ის გარემოება, რომ დ-------- ა--–--- ლ---- ს--------–-–---–-ს კუთვნილ ავტომობილს არ დაუფლებია მისი ნების საწინააღმდეგოდ და რომ დ-------- ა--–--- ავტომობილს ფლობდა სწორედ ლ---- ს--------–-–---–-ს ნების საფუძველზე. ნიშანდობლივია, რომ ლ---- ს--------–-–---–- თავის შესაგებელში (იხ. ს.ფ. 66) ავტოავარიის შედეგად დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ პირად დ-------- ა--–---ს არ განიხილავს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სკ 999-ე მუხლი სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ქცევის წესია და იგი ერთგვარად საგამონაკლისო ხასიათის ნორმაცაა, იმდენად რამდენადაც განსაზღვრავს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლებს, სწორედ აღნიშნულითაა განპირობებული, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი, ვისი ბრალით იყო გამოწვეული ზიანი, პასუხისმგებლობის ამ წესით განსაზღვრა და პასუხისმგებელ სუბიექტთა სკ-ის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი კლასიფიკაცია განპირობებულია იმ გარემობით, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, რა დროსაც ადამიანის მხრიდან მისი გამოყენების შემთხვევაში სრული და გარანტირებული კონტროლის განხორციელება შეუძლებელია და ექსპელუატაციისას ადამიანისა თუ ნივთისადმი რაიმე სახის ზიანის მიყენების გარკვეული შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. სკ-ის 999-ე მუხლის გამოყენება სწორედ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის იმ თვისებებით, რის გამოც იგი მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება, ანუ, სატრანსპორტო საშულების მფლობელს მხოლოდ მაშინ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი დარღვეულია მისი ექსპლუატაციის წესები.

 

განსახივლელ შემთვევაშიც უდავოდაა დადგენილი, რომ ზიანი ა/მანქანის მართვისას, გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე, დ. ა--–--ის ანუ მოსარგებლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია.

 

ამდენად, 2013 წლის 20 აპირლს მომხდარი ავტოავარიის შედეგად ჯ----– ხ----------–---–-ს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული ზარალზე პასუხსიმგებელ პირებს წარმოადგენენ დ-------- ა--–--- სკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე და ავტომობილის მესაკუთრე ლ---- ს--------–-–---–-ს სკ-ის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

 

4.1.3. პირველი ინსტნაციის სასამართლომ სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის დაზიანებით მიყენებული ზიანი არ შეადგენს 4 500 აშშ დოლარს (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). კერძოდ, პირველი ისნტაციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტომობილის დაზიანებამდე მისი საბაზრო ღირებულება არ შეიძლება იყოს კონკერტულ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანი და რომ ზიანი კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს იმ დანაკლისს, რაც განიცადა მოსარჩელემ მის ქონებაზე მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედების შედეგად; ესეი იგი, ზიანი კონკრეტულ შემთხვევაში არის ავტოსაგზაო შემთხვევამდე მოსარჩელის ავტომობილის ღირებულებასა და ავტოავარიის შემდგომ მოსარჩელის ავტომობილის ღირებულებას შორის სხვობა. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილის ნარჩენი ღირებულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი, დამატებითი მტკიცებულების წარდგენის წინადადების მიცემის მიუხედავად, მოსარჩელემ ვერ წარადგინა, სასამართლომ სარჩელი საბოლოოდ მიიჩნია უსაფუძვლოდ.

 

4.1.4 სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ ფაქტი და აგრეთვე სახეზეა ამ დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირები (იხ. წინამდებარე განჩინების 4.1.1. 4.1.2 პუნქტები), სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ მოტივაციას სარჩელის უარსაყოფად, მით უფრო, რომ თავად გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.6 პუნქტში ასახული ფაქტობრივი გარემოების თანხმად, სადავო არ არის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილი მოსარჩელის მიერ ჩაბარებულია ჯართად მეორად ნაწილებით მოვაჭრესთან.

 

პალატა ყურადღებას შეაჩერებს დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებაზე, კერძოდ საქმეში წარმოდგენილი ავტოსაგზაო შემთხვევასთნ დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ შესაბამისი პირებისათვის ჩამორთმეული ახსნა-განმარტებების მონაცემებზე (იხ. ს.ფ. 19-20), 2014 წლის 7 აპრილის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ესპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნაზე (იხ. ტ1, ს.ფ. 30-34), ასევე ექპერტი ი-–-- ჯ-–--–---–ის განმარტებაზე (იხ. 2018 წლის 20 მარტის სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი16:32:15; 16:41:14-16:41:47-16:43:24), ამ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილმა ავტომობილმა მიიღო იმდენად ძლიერი დაზიანება, რომ მისი აღდგენა და შემდგომი ექსპლუატაცია მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. პალატა ყურადღებას მიაქცევს ექსპერტის განმარტებაზე იმასთნ დაკავშირებით, რომ დარტყმის შედეგად ავტომობილის კონსტრუქციის გეომეტრიული ზომები დაირღვა და რომ ავატომობილის ძარის მასალის - ალუმინის, თავისებურების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო ამ დაზიანებების აღდგენა (გარდა აღნიშნულისა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შეჯახების სიძლიერეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ როგორც მოსარჩელის, ასევე ექსპერტის განმარტებიდან გამოირკვა ავტოავარიის შედეგად დაზიანებულ მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი ვეღარ გადაადგილდებოდა და საჭირო გახდა შესაბამისი ტექნიკის დახმარებით მისი გადატანა).

 

ამდენად, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, ფაქტობრივ გარემობას მასზედ, რომ 2013 წლის 20 აპრილს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილმა განიცადა იმ სახის დაზიანებები, რის გამოც მისი აღდგენა და შემდგომი ექსპლუატაცია გახდა შეუძლებელი.

 

სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა პ----- ბ--------, რომელმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მან ჯართის სახით შეიძინა ჯ----– ხ----------–---–-საგან დაზიანებული ავტომობილი „LAND ROVERY TDI“. მოწმის განმარტებით ის სწორედ ამ მოდელის ავტომობილებზე მუშაობდა, შლიდა და მეორად ნაწილებად ყიდდა (იხ. 2018 წლის 20 მარტის სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი 16:54:13-17:05:10). მოწმის ჩვენების თანახმად მან ჯ----– ხ----------–---–ს გადაცემული დაზიანებული ავტომობილის სანაცვლოდ გადაუხდა 800 ლარი. მნიშვნელოვანია, რომ როგორც მოწმემ დაადასტურა მასთან ჯ----– ხ----------–---–-ს ავტომობილის შესყიდვის შესახებ საკითხების (ძირითადად ფასთან დაკავშირებით) გასარკვევად ავტომობილის ჩაბარებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მისული იყო დ-------- ა--–---, რომელსაც ჯ----– ხ----------–---–-სათვის დაზიანებულ ავტომობილში გადახდილი თანხის ოდენობად მიუთითა 500 აშშ დოლარი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ავტოავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის აღდგენა და შემდგომი ექსპლუატაცია იყო შეუძლებელი, სააპელაციო პალატა მოწმის ჩვენების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, ფაქტობრვ გარემოებას, მასზედ, რომ დაზიანებული ავტომობილი ჯ----– ხ----------–---–მა ჯართის სახით გაყიდა; ამასთან მნიშვნელოვანია, რომ თავად მოპასუხე დ-------- ა--–---მაც დაადასტურა ის გარემოება, რომ ის იმყოფებოდა პ----- ბ--------სთან ჯ----– ხ----------–---–ის დაზიანებული ავტომობილის ფასის გარკვევის მიზნით (იხ. 2018 წლის 23 იანვრის სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი). მაშასადამე მისთვისაც ცნობილი იყო, ჯ----– ხ----------–---–-ს მიერ ავტომობილის პ----- ბ-------ისათვის მიყიდვის შესახებ გარემოება და თავად ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

ამდენად, დადასტურებულია, რომ დაზიანებული ავატომობილი ჯ----– ხ----------–---–-საგან შეიძინა პ----- ბ--------მ ჯართის სახით.

 

4.1.5. სააპელაციო პალატა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტ-აუდიტის დ----- რ-------ის 2014 წლის 25 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე იზიარებს ფაქტობრივ გარემოებას, მასზედ, რომ ავტოავარიამდე ავტომობილის საბაზრო ღირებულების ოდენობა შეადგენდა 4 500 აშშ დოლარს. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოპასუხე მხარეს ამ დასკვნის უარსაყოფად საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მარტოოდენ მითითება მტკიცებულების უსაფუძვლობაზე, საკმარისი არ არის და არ შეესაბამება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, ვინაიდან, მტკიცებას ექვემდებარება როგორც სარჩელის, ასევე შესაგებლის საფუძვლები. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე აქცენტირება, რომ აღნიშნული დასკვნა არის დაუსაბუთებელი, პალატის მოსაზრებით არასაკმარისია ამ მტკიცებულების უარსაყოფად. ის არგუმენტი, რომ მოპასუხე მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა ავტომობილის შეფასება, არადამაჯერებელია (მით უფრო, რომ მოპასუხე მხარეს შეეძლო ამ ავტომობილის მოდელის, მისი წლოვანების გათვალისწინებით, ამ მოდელის ავტომობილის საშუალო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება მაინც წარმოედგინა მოსარჩელის დასკვნის გასაბათილებლად, რაც ფაქტია, რომ მოპასუხე არ განუხორციელებია). ამ ეტაპზე ზეპირად იმ პრეტენზიის გაცხადება, რომ ჯ----– ხ----------–---–-ს ავტომობილი იყო კოროზირებული და არ შეიძლებოდა მისი ღირებულება ყოფილიყო 4 500 აშშ დოლარი, პალატის მოსაზრებით, არ ქმნის მყარ ფაქტობრივ საფუძველს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების უარსაყოფად, მითუმეტეს, რომ ავტომობილის ხანგრძლივი ექსპლუატაცის კვალი, ამორტიზირება და ასევე კოროზიის არსებობა, გათვალისწინებულია ღირებულების განსაზღვრისას (იხ. ს.ფ. 47).

 

ამდენად, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გაქარწყლება, სააპელაციო პალატა აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ავტოავარიამდე ჯ----– ხ----------–---–-ს კუთვნილი ავტომობილის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 4 500 აშშ დოლარს.

 

4.1.6. 2013 წლის 20 აპრილის ავტოავარიის შედეგად ჯ----– ხ----------–---–მა კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შედეგად, განიცადა 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი.

 

კერძოდ, დადგენილია, რომ ავტოავარიის შედეგად მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილმა განიცადა იმ სახის დაზიანებები, რის გამოც მისი აღდგენა და შემდგომი ექსპლუატაცია გახდა შეუძლებელი. ამასთნ დადგენილია, რომ დაზიანებული ავტომობილი ჯ----– ხ----------–---–მა გაყიდა ჯართის სახით. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ავტოავარიის შედეგად ჯ----– ხ----------–---–-ს ქონებრივი დანაკლისი და მიყენებული ზიანი განსახილველ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს დაზიანებამდე ავტომობილის საბაზრო ღირებულებასა და დაზიანებული ავტომობილის გასხვისებით მიღებულ ანაზღაურებას შორის სხვაობით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანებული ავტომობილის ნასყიდობის ფასთან დაკავშირებით განსხვავებული მონაცემები იქნა მიწოდებული მყიდველის პ----- ბ-------ის მიერ და ერთ შემთხვევაში - მოწმედ დაკითხვისას, სასამართლო სხდომაზე ნასყიდობის ფასად მან მიუთითა 800 ლარი, ხოლო, დ-------- ა--–---ს მან მიაწოდა განსხვავებული ინფორმაცია და ნასყიდობის ფასის ოდენობად ამ შემთხვევაში მიუთითა 500 აშშ დოლარი, ამასთან 2017 წლის 10 ივლისის სასამართლო სხდომაზე (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის სხდომის ჩანაწერი 11:32:11) თავად მოსარჩელე მხარემ ცალსახად დააფიქსირა, რომ მან დაზიანებული ავტომობილის საფასურად მიიღო 800 აშშ დოლარი, სააპელაციო პალატა ფასის ოდენობის განსაზღვრისთვის დაეყრდნობა მოსარჩელისავე ახსნა-განამრტებას და მიიჩნევს, რომ დაზინებული ავტომობილი სწორედ 800 აშშ დოლარად იქნა გასხვისებული მოსარჩელის მიერ. სააპელაციო საჩივარში გაჟღერებული პოზიცია მასზედ, რომ შეცდომის შედეგად მან 800 ლარის ნაცვლად 800 აშშ დოლარი მიუთითა, არადამაჯერებელია და არ აქარწყლებს 2017 წლის 10 ივლისის სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებულ ახსნა-განმარტებას 800 აშშ დოლარად გასხვისებასთან დაკავშირებით. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა დაზიანებული ავტომობილის ნაყიდობის ფასის ოდენობის შეფასებისას (ესე იგი, იყო 800 აშშ დოლარად თუ 800 ლარად გასხვისებული), ასევე ითვალისწინებს ექსპერტის ი-–-- ჯ-–--–---–ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზიანებულ ავტომობილის ძრავა და გადაცემათა კოლოფი იყო მუშა მდგომარეობაში (იხ. 20.03.2018 წლის სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი 16:31:52); შესაბამისად პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯ----– ხ----------–---–მა დაზიანებული ავტომობილი გაასხვისა 800 აშშ დოლარად (და არა 800 ლარად). ამგვარად, ზიანის ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენს 3700 (4500 – 800 = 3700) აშშ დოლარს

 

4.1.7. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ ჯ----– ხ----------–---–-ს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული ზიანის - 3 700 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე დ-------- ა--–--- და ამავე კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ლ---- ს--------–-–---–-, რის გამოც ჯ----– ხ----------–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად ზიანის ანაზღურების სახით უნდა დაეკისროთ 3 700 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოთ მითითბული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის კვალობაზე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემეობები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" პუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დაუსაბუთებლობის გამო უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1 იმის გათვალისწინებით, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ჯ----– ხ----------–---–-ს სარჩელი და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ სააპელაციო პალატა ადგენს, რომ ჯ----–ხ----------–---–ს მის მიერ მოცემულ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯები სსსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ უნდა აუნაზღაურდეს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის, აგრეთვე დაკმაყოფილებული სააპელაციო საჩივრის პროპორციულად.

 

6.2. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (იხ. ს.ფ. 26-27, 44) დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ მტკიცებულების მოპოვებისათვის გაწეული იქნა ხარჯი 21 ლარის ოდენობით, ასევე ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გაწეული იქნა ხარჯი 101 ლარის ოდენობით. პალატა აქვე შენიშნავს, რომ აპელანტი, მართალია უთითებს საქმის განხილვასთან დაკავშირებით უფრო მეტი ოდენობით ხაჯის გაწევის თაობაზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საქმის განხილვასთან დაკავშირეიბთ გაწეული ხარჯები დადასტურებულია მხოლოდ 122 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 26-27, 44), საიდანაც ჯ----– ხ----------–---–ს მისი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეების მიერ უნდა აუნაზღაურდეს 100 ლარი.

 

6.3. სააპელაციო პალატა შენიშანვს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განჩიენბით აპელანტს უარი ეთქვა სახ. ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებაზე (იხ. ტ.2 ს.ფ. 3-6). შესაბამისად, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულობის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა ადგენს, რომ მოპასუხეებს ლ---- ს--------–-–---–ს და დ-------- ა--–---ს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 254 ლარის გადახდა; ხოლო დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად ჯ----– ხ----------–---–ს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 56 ლარის გადახდა.

 

6.4. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის განაწილებას მხარეებს შორის, ამ შემთხვევაშიც დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მოპასუხეებს ლ---- ს--------–-–---–ს და დ-------- ა--–---ს ჯ----– ხ----------–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 332 ლარის გადახდა; დაუკამყოფილებლი მოთხოვნის ნაწილში კი სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჯ----– ხ----------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ჯ----– ხ----------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

3.1. მოპასუხეებს ლ---- ს--------–-–---–ს და დ-------- ა--–---ს ჯ----– ხ----------–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების სახით 3 700 აშშ დოლარის გადახდა;

3.2. მოპასუხეებს ლ---- ს--------–-–---–ს და დ-------- ა--–---ს ჯ----– ხ----------–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯის, ასევე მტკიცებულებების მოპოვებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 100 ლარის ოდენობით;

3.3. მოპასუხეებს ლ---- ს--------–-–---–ს და დ-------- ა--–---ს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ 254 ლარის გადახდა;

3.4. ჯ----– ხ----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით - 56 ლარის გადახდა;

 

4. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში მოპასუხეებს ლ---- ს--------–-–---–ს და დ-------- ა--–---ს ჯ----– ხ----------–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 332 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური/

 

მოსამართლეები: /დიანა ბერეკაშვილი/

 

/ეკატერინე ცისკარიძე/