განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2018
საქმის ნომერი
030210017001779933
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030--0017001779933

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

სა---------–--ს სახელით

 

საქმე № 2/ბ-897 -17 0- მაისი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(აპელანტი) წარმომადგენელი მოპასუხე - - - - - შპს „-–------“ ა--- ბ-----, დ----- გ-----ა (დირექტორი) შპს „--------------“ მ-----–- არ---–--ე, ი----- ზა--------ა დ----- გ-----ა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის, შპს „--------------ს“ მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, შპს „-–------სა“ და დ----- გ-----ასათვის დამატებით, მიუღებელი შემოსავლის-111-7,90 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე მოპასუხისათვის, შპს „--------------ს“ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების სრულად დაკისრება. 2. აპელანტის, შპს „-–------ს“ მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შპს „--------------ს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2012 წლის 05 მაისს, მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დაიდო ნასყიდობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „--------------მ“ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს შპს „-–------ს“ მიმართ 85305,80 ლარის დაკისრების მოთხოვნით, რაც მოიცავდა, როგორც ძირითად დავალიანებას, ასევე თანხის გადაუხდელობის გამო შეთანხმებულ და 2014 წლის 03 მარტამდე წარმოშობილ სახელშეკრულებო საპროცენტო სარგებელს. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „--------------ს“ სარჩელი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით ძალაში დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება და შევიდა კანონიერ ძალაში. მოპასუხე მხარემ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ, საკუთარი ნებით არ გადაიხადა დაკისრებული თანხა, რის გამოც შპს „--------------მ“ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით და, მხოლოდ სარჩელის აღძვრიდან 20 თვის შემდგომ მიიღო 901--,27 ლარი, რომელიც მოიცავდა, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ძირითად თანხას, ასევე საპროცენტო სარგებელს 2014 წლის 03 მარტამდე. მოპასუხეებს დროულად რომ გადაეხადათ თანხა, შპს „--------------ს“ შეეძლო აღნიშნული თანხა განეთავსებინა სს „სა---------–--ს ბ---ში“ ვადიან ანაბარზე და 2014 წლის 03 მარტიდან-2015 წლის 21 დეკემბრამდე მიეღო საპროცენტო სარგებელი 14148,14 ლარის ოდენობით, რასაც ითხოვს წარმოდგენილი სარჩელით. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2012 წლის 05 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მათი მხრიდან სრულად არის შესრულებული და რაიმე სახის ზიანი ამ ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელისათვის არ მიუყენებიათ. შესაბამისად, არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც. გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ მოპასუხეები ნასყიდობის საფასურს გადაიხდიდნენ გადახდის განვადებით საპროცენტო სარგებელთან ერთად, გრაფიკის შესაბამისად, ნაწილ-ნაწილ, ხუთი თვის განმავლობაში და არა ერთად. ამდენად, შეუძლებელი იქნებოდა ნასყიდობის მთლიან თანხის მიღება, მისი საბ---ო ანაბარზე განთავსება და ამ გზით სარგებლის მიღება, რაც ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას და გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „--------------ს“ სარჩელი შპს „-–------სა“ და დ----- გ-----ას მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე; 2. მოპასუხეებს, შპს „-–------სა“ და დ----- გ-----ას დაეკისროთ, შპს „--------------ს“ სასარგებლოდ 3010,24 ლარის გადახდა; 3. მოპასუხეებს, შპს „-–------სა“ და დ----- გ-----ას დაეკისროთ, მოსარჩელე შპს „--------------ს“ სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის, მ-----–- არ---–--ის საადვოკატო მომსახურების საფასურის - 16,2 ლარის, ჰ-------- პლ----ს იურიდიული მომსახურების საფასურის - 103,8 ლარის გადახდა; 4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 294,44 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2012 წლის 05 მაისს, შპს „--------------სა“ და მოპასუხეებს, შპს „-–------სა“ და დ----- გ-----ას შორის დაიდო თანამშრომლობისა და ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შპს „--------------მ“, 2014 წლის 03 მარტს სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და 85305,80 ლარის შპს „-–------სათვის“ დაკისრება მოითხოვა. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით და შევიდა კანონიერ ძალაში. 2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, მოსარჩელემ მიმართა სააღსრულებო ბიუროს და 2015 წლის 21 დეკემბერს, სარჩელის აღძვრიდან 20 თვის შემდეგ მიიღო 901--,27 ლარი, რომელიც მოიცავდა, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ძირითად თანხას, ასევე საპროცენტო სარგებელს 2014 წლის 03 მარტამდე. 2.3. სარჩელზე თანდართული, სს „-----------–--- ბ---ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2014 წლის 03 მარტს, იურიდიული პირის ლარის ვადიან ანაბარზე, სარგებლის ვადის ბოლოს გატანის შემთხვევაში, 21 თვეზე, 630-71- დღემდე სარგებელი შეადგენდა 20%-ს. შესაბამისად, 2014 წლის 03 მარტიდან-2015 წლის 21 დეკემბრამდე, 85305,80 ლარის 658 დღით განთავსების შემთხვევაში, ვადიან ანაბარზე საპროცენტო სარგებელი იქნებოდა 14148,14 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 411-412-ე მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე და განმარტა: მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი ზიანიდან. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ დროულად არ გადაიხადა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა. შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარღვეული უფლების აღდგენა შეუძლია მოითხოვოს სასარჩელო წესით და მიიღოს ის შემოსავალი, რასაც დროული შესრულებით მიიღებდა.

2.5. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს, რომ მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს საბ---ო დაწესებულებაში წლიური საპროცენტო სარგებელი, რასაც კრედ-----რი მიიღებდა ბრუნვაუნარიანი ობიექტის - ფულის ვადიან ანაბარზე განთავსების შედეგად.

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 411-412-ე მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში.

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო.

მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედ-----რს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

2.6. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს, მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ-ის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან, როგორც სკ-ის 412-ე მუხლის დათქმიდან ჩანს, ანაზღაურებას ექვემდებარება, მხოლოდ ის ზიანი, რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის.

ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედ-----რისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.

 

2.7. ქონების (ფულის) უნიკალური თვისებიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ფულად საშუალებებს ყოველთვის შეუძლია მოუტანოს სარგებელი მის მესაკუთრეს. აღნიშნული სარგებლის მიღების ყველაზე მარტივი და რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიღების შესაძლებლობა კი, სწორედ მითითებული ფულადი თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებაა, რაც იძლევა იმ მინიმალური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, რაც არსებული რეალობის გათვალისწინებით, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ყველა მონაწილე, გონიერი სუბიექტისათვის სავარაუდო და აღქმადი გარემოებაა.

 

2.8. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შპს „-–------ს“ დაეკისრა შპს „--------------ს“ სასარგებლოდ 85305,80 ლარის გადახდა, რაც მოპასუხის მიერ ნებაყოფლობით არ შესრულდა და მხოლოდ სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით, იძულებითი აღსრულების გზით, 2015 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელემ მიიღო მოპასუხისაგან ამ უკანასკნელისათვის დაკისრებული თანხა.

თუკი, მოპასუხე ვალდებულებას დროულად შეასრულებდა, შპს „--------------“ შეძლებდა აღნიშნული თანხა განეთავსებინა სს „-----------–--- ბ---ში“ ვადიან ანაბარზე, საპროცენტო სარგებლის ვადის ბოლოს გატანით და მიეღო საპროცენტო სარგებელი, რაც ვერ განახორციელა.

ამდენად, არსებობს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების წინაპირობა.

 

2.9. მიუღებელი შემოსავლის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელეს მითითება და განმარტა:

ვინაიდან, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 03 აგვისტოს, მოპასუხისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულების შესრულების მომენტად, მიჩნეულ უნდა იქნას მითითებული დღე - 2015 წლის 03 აგვისტო.

შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის სახით მისაღები თანხის ოდენობა, უნდა გამოითვალოს არა 2014 წლის 01 აგვისტოდან (პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი), არამედ 2015 წლის 03 აგვისტოდან, ანუ მას შემდეგ, რაც მოპასუხეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოეშვა თანხის გადახდის ვალდებულება.

იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე 2014 წლის 03 მარტიდან-2015 წლის 21 დეკემბრამდე (658 დღე) მიიღებდა საპროცენტო სარგებელს 14148,14 ლარის ოდენობით, 2015 წლის 03 აგვისტოდან- 2015 წლის 21 დეკემბრამდე (140 დღე), მისთვის მისაღები თანხა უნდა გამოითვალოს პროპორციულად, რაც შეადგენს 3010,24 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „--------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს „-–------სა“ და დ----- გ-----ას, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 3010,24 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შპს „--------------ს“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. 05.05.2012 წელს, მხარეებს შორის დაიდო ტრაქტორის და სხვა ტექნიკის ნასყიდობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საფასურის გადახდა უნდა განაწილებულიყო ხუთ (5) ნაწილად. ნასყიდობის თანხის გადახდის გადავადებისთვის შეთანხმებული იყო ნასყიდობის საფასურზე საპროცენტო სარგებლის დამატება, რაც ჩვეულებრის სესხის ხელშეკრულების საპროცენტო სარგებელზე ძალიან დაბალი იყო. მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს რის გამოც, შპს „--------------ს“ სარჩელის საფუძველზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 01.0-.2014 წლის გადაწყვეტილებით, შპს „-–------ს“ დაეკისრა მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის გადახდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 01.0-.2014 წლის გადაწყვეტილება, რაც კანონიერ ძალაში შევიდა 03.0-.2015 წელს. მართალია, ფოთის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული ფაქტები სწორად დაადგინა, თუმცა მიუღებელი შემოსავლის პერიოდი არასწორად განსაზღვრა, ვინაიდან თანხის გადახდის მოთხოვნა (გე------------ს 18.07.201- წლის წერილი) მოსარჩელეს გაუჩნდა ნასყიდობის საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის შესახებ შეთანხმების სამართლებრივად გაწყვეტის მომენტიდან-18.07.201- წლიდან და არა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან – 03.0-.2015 წლიდან. 3.2. უნდა აღინიშნოს, რომ 17.03.2014 წლის სარჩელით, შპს „--------------მ“ არასწორი რჩევის საფუძველზე მოითხოვა, მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის (4%) დაკისრება, მაშინ, როდესაც შეეძლო ზარალის ანაზღაურება- მიუღებელი შემოსავალი 28.07.201- წლიდან მოეთხოვა. 3.3. 2014 წლის სარჩელი არის, მხოლოდ სახელშეკრულებო მოთხოვნების სასამართლოს მეშვეობით შესრულება, კერძოდ იმ მოთხოვნებისა, რომლებიც 18.07.201- წ. ნასყიდობის საფასურის განწილვადებით გადახდის შესახებ შეთანხმების გაწყვეტით წარმოიშვა. ამჟამად, წარმოდენილი სარჩელი ეხება თავდაპირველად წარდგენილი სარჩელის დღიდან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რომლის პერიოდიც და ოდენობაც სს სა---------–--ს ბ---ის მიერ გაცემული და სასამართლოში წარმოდგენილი ცნობიდან ნათლად ჩანს. შპს „-–------ს“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.4. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მსჯელობა იმის შესახებ, თუ რატომ მიიღებდა მოსარჩელე საპროცენტო სარგებელს, 2012 წლის 05 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების მოპასუხეთა მხრიდან ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. გადაწყვეტილებაში არ არის შეფასებული მოპასუხეების პოზიცია იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების პირობების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა ნასყიდობის საფასურს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად ნაწილ-ნაწილ, ხუთი წლის განმავლობაში, რაც გამორიცხავდა თანხის მთლიანად მიღებას და მის განთავსებას სადეპოზიტო ანგარიშზე, შესაბამისად, სარგებლის მიღებასაც. 3.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად არის განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით განსაზღვრული, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანის ცნება, რაც ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (საქმე №ას-459-438-2015), რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს ევალება, მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. 3.6. გარდა ამისა, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი და თავისი გადაწყვეტილებით მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია. სასარჩელო მოთხოვნა ემყარებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვათ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, თუმცა მოსარჩელეს ასეთი მოთხოვნა წარდგენილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. შპს „-–------ს“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა განმარტავს: 4.3. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე შპს „-–------ს“ წარმომდგენლებმა (ა--- ბ-----, დირექტორი-დ----- გ-----ა) უარი განაცხადეს სააპელაციო საჩივარზე. სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობა, თვლის, რომ შპს „-–------ს“ სააპელაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს სააპელაციო წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა, შპს „-–------ს“ წარმომედგენლებმა უარი განაცხადეს სააპელაციო საჩივარზე, სსსკ-ის 378-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეწყდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებაზე შპს „-–------ს“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება. შპს „--------------ს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.4. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სადავოა მხარეთა შორის, 2012 წლის 05 მაისს დადებული ნასყიდობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების-85305,80 ლარის დრულად გადაუხდელობით წარმოშობილი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი და პერიოდი. აპელანტის (მოსარჩელე) მითითებით, იგი უნდა განისაზღვროს ფოთის საქალაქო სასამართლოში შპს „-–------ს“ მიმართ 85305,80 ლარის დაკისრების მოთხოვნით შპს „--------------ს“ სარჩელის წარდგენის დროიდან- 2014 წლის 24 მარტიდან, ამ თანხის სრულად აღსრულებამდე-2015 წლის 21 დეკემბრამდე, და არა 85305,80 ლარის დაკისრების თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან (2015 წლის 03 აგვისტო) მის აღსრულებამდე (2015 წლის 21 დეკემბერი). აპელანტის მითითებით, ჯერ კიდევ 2014 წლის 24 მარტის სარჩელის წარდგენის დროისათვის, მოპასუხისათვის ცნობილი იყო დავალიანების არსებობის ფაქტი. შესაბამისად, ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანის შესრულებით წარმოშობილი ფულადი დავალიანების სრულად გადახდამდე, მთელი პერიოდისათვის უნდა აანაზღაუროს ზიანი, რაც საბ---ო ანაბრის პროცენტის ტოლფასია. 4.5. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი 4.6. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დავის საგანი იყო 05.05.2012 წელს, შპს „-–------სა“ და შპს „--------------ს“ შორის დადებული ნასყიდობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებით ნაკისრი, როგორც ძირითადი ვალდებულების შესრულება-თანხის გადახდა, ისე ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის (პროცენტის) ანაზღაურება. 4.7. სააპელაციო სასამართლოში, ამჟამად განსახილველ დავაში სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობაა, 05.05.2012 წელს შპს „-–------სა“ და შპს „--------------ს“ შორის დადებული ნასყიდობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების გადაუხდელობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 4.7. ვინაიდან, ფოთის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებით მხარეთა შორის 2012 წლის 05 მაისის ხელშეკრულება შეწყვეტილად იქნა აღიარებული და მოპასუხეს დაეკისრა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, როგორც ძირითადი დავალიანების, ისე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება (სკ-ის 394.1 მუხლი), სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, იმავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, თუნდაც სხვა პერიოდზე ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა, არ შეიძლება განმეორებითად გახდეს იმავე მხარეთა შორის სასამართლო მსჯელობის საგანი. 4.8. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელეს მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნას წარმოადგენდა, ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, იმსჯელა გადაწყვეტილების აღუსრულებლობით წარმოშობილ ზიანზე. მიუხედავად ამ გარემოებისა, მოპასუხისათვის თანხის ნაწილობრივ დაკისრების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლო აპელანტის საუარესოდ ვერ შეაბრუნებს. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლისა, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს „-–------ს“ სააპელაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო შპს „--------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს „--------------ს მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-445,52 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი. ვინაიდან, აპელანტმა შპს ,,ლ------”-ს წარმომადგენლებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე განაცხადეს უარი სააპელაციო საჩივარზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 378-ე თანახმად, არ არსებობს სააპელაციო წარმოებისათვის მის მიერ, წინასწარ გადახდილი სახ.ბაჟის-150 ლარის უკან დაბრუნების საფუძველი.

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის განჩინებით, შპს „--------------ს“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხის შპს ,,ლ------”-ს საბ---ო ანგარიშებს, ,,სს ,,ლ-------- ბ---ში” №---------------------- ანგარიშს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში- 20969 ლარის ოდენობით; ასევე, ყადაღა დაედო დ----- გ-----ას სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს: ა) 143 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე, ჩ-------–---, სოფელი ნა--------ო, ს.კ. 4-----------; ბ) 3770 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე, ჩ-------–---, სოფელი ნა--------ო, ს.კ. 4-----------; გ) 600 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე, ქ.თბილისი, მუხიანი ავშნიანის ტერიტორია მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N--.1-.0-.1--. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება შპს „--------------ს“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკაყოფილების, კერძოდ მოპასუხეთათვის, მხოლოდ 3010,24 ლარის დაკისრების ნაწილში, პალატა მიიჩნევს, რომ გარდა ამ ოდენობით მოთხოვნისა, აღარ არსებობს თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის (20969 ლარის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძების გამოყენების აუცილებლობა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს 17958,76 ლარის ნაწილში (20969-3010,24=17958,76) შპს ,,ლ------”-ს საბ---ო ანგარიშები ,,სს ,,ლ-------- ბ---ში” (ანგარიშის №----------------------), ხოლო 3010,24 ლარის ოდენობის თანხაზე უნდა დარჩეს ყადაღა. ასევე, დ----- გ-----ას უძრავ ქონებებზე დადებული ყადაღა უნდა დარჩეს უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „--------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება;

3. შპს „-–------ს“სააპელაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

4. აპელანტთა მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. ნაწილობრივ გაუქმდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება;

6. ყადაღისაგან გათავისუფლდეს 17958,76 ლარის ნაწილში შპს ,,ლ------”-ს საბ---ო ანგარიშები ,,სს ,,ლ-------- ბ---ში” (ანგარიშის №----------------------), ხოლო 3010,24 ლარის ოდენობის თანხაზე დარჩეს ყადაღა, ასევე დ----- გ-----ას უძრავ ქონებებზე დადებული ყადაღა დარჩეს უცვლელად;

7. განჩინება, შპს „-–------ს“სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, სა---------–--ს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. განჩინება შპს „--------------ს“ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სა---------–--ს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალ----ს მეშვეობით;

9. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4--ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე