განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.05.2018
საქმის ნომერი
330310017001961804
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
23.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001961804

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/592-18 23 მაისი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი - ნ-----–-------–--ე;

წარმომადგენელი - ნ-------–--ე;

აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - მა--------–-----–-ძე;

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;

პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად;

მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ-----–-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 მაისის N0------------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

დადგენილად იქნა ცნობილი, რომ მოსარჩელე - ნ-----–-------–--ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის ა---------ი, გ---–-----ში, ს. ბა--------ი, დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, ი----, ქე-------------ს ქ. N3, სე------–------- N--.

 

2004 წლის 30 ოქტომბერს, ერთის მხრივ, ს/ს ,,ს------------------“-ს გენერალურ დირექტორსა და მეორეს მხრივ, მოქალაქე ი-------–---ს შორის, რომელიც წარმოადგენდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სიის მიხედვით, ქ. თბილისში, 2--------------–-------------------- მდებარე ,,ს------------------“-ს N1--- ოთახში დროებით შესახლებულ ი-------–--ის ოჯახს, (შემდგომში მოქალაქე), გაფორმდა ხელშეკრულება (სანოტარო აქტის რეგისტრაციის ნომერი N1-4999). აღნიშნული ხელშეკრულებით ი-------–--- ადასტურებს, რომ იგი წარმოადგენს ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს და იძლევა გარანტიას, რომ მას მიღებული აქვს №1--- ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა, რომ მათი სახელით გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება.

 

ზემოხსენებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოქალაქე ი-------–--- ათავისუფლებს ქ. თბილისში, 2--------------–-------------------- მდებარე ,,ს------------------ში“ მის მიერ დაკავებულ №1--- ოთახს, ხოლო ადმინისტრაცია კისრულობს მოქალაქის მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევას 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში.

 

ჯ----– მი---–--ის სამსულიან ოჯახს ი-----სამგორის რაიონის გამგეობამ მისცა დროებითი თავშესაფარი თბილისში, ი----, ქე-------------ს ქ. N3-ში, N---ე სერვისული მომსახურების ცენტრის შენობაში 2005 წლიდან. ოჯახი შედგებოდა შემდეგი პირებისგან: მი---–--ე ჯ----–ი - თვითონ; მი---–--ე გ------ი - შვილი; მი---–--ე ნ-----–ი - და.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2009 წლის 19 ოქტომბერს ,,ს----------- ა-----დან“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომელზეც გაცემული ჰქონდათ თანხობრივი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ. აღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაეგზავნა სს ,,ს------------------ში“ მცხოვრებ ა---------იდან დევნილთა სია, რომლის თანახმად, ოთახი N1----ის ოჯახში მითითებული იყვნენ - მი---–--ე ნ-----–ი, მი---–------, ყუ---–---–ი გ------ი, მი---–--ე ჯ----–ი და მი---–--ე გ------ი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 მაისის N0------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნ-----–-------–--ეს 2017 წლის 26 აპრილის N1------- ადმინისტრაციული საჩივრის პასუხად ეცნობა, რომ, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილი იყო გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნებოდა დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, 2004 წელს ს----------- ,,აჭ--------“ გამოსახლების პროცესში, სადაც ნ-----–-------–--ე ფაქტობრივად ცხოვრობდა იმ დროისათვის, ოჯახის წევრებთან ერთად უზრუნველყოფილი იყო საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ნ-----–-------–--ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის შევსების შესაძლებლობის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე - ნ-----–-------–--ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის ა---------ი, გ---–-----ში, ს. ბა--------ი, დროებით საცხოვრებელ ადგილს კი წარმოადგენს თბილისი, ი----, ქე-------------ს ქ. N3, სე------–------- N--.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთან, კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2004 წლის 30 ოქტომბერს, ერთის მხრივ, ს/ს ,,ს------------------“-ს გენერალურ დირექტორსა და მეორეს მხრივ, მოქალაქე ი-------–---ს შორის, რომელიც წარმოადგენდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სიის მიხედვით, ქ. თბილისში, 2--------------–-------------------- მდებარე ,,ს------------------ს“ N1--- ოთახში დროებით შესახლებულ ი-------–--ის ოჯახს, (შემდგომში მოქალაქე), გაფორმდა ხელშეკრულება (სანოტარო აქტის რეგისტრაციის ნომერი N1-4999). სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით ი-------–--- ადასტურებს, რომ იგი წარმოადგენს ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს და იძლევა გარანტიას, რომ მას მიღებული აქვს №1--- ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა, რომ მათი სახელით გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება.

 

ზემოხსენებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოქალაქე ი-------–--- ათავისუფლებს ქ. თბილისში, 2--------------–-------------------- მდებარე ,,ს------------------ში“ მის მიერ დაკავებულ №1--- ოთახს, ხოლო ადმინისტრაცია კისრულობს მოქალაქის მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევას 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 მაისის N0------------- გადაწყვეტილებით ნ-----–-------–--ეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის შევსების შესაძლებლობის მინიჭებაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, 2004 წელს ,,ს------------------დან“ გამოსახლების პროცესში, სადაც ნ-----–-------–--ე ფაქტობრივად ცხოვრობდა იმ დროისათვის, ოჯახის წევრებთან ერთად უზრუნველყოფილი იყო საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით.

 

სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

აღნიშნული მუხლის „ლ“ პუნქტი ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხევითაც, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ პირთა წრის ერთი და იმავე მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენს მათი ოჯახად მიჩნევის სამართლებრივ საფუძველს. პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას მათი ერთობლივად ცხოვრების ფაქტი წარმოადგენს.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილს, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ხოლო ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს ი-------–--ის მიერ 2004 წლის 30 ოქტომბერს ხელშეკრულების გაფორმებისას ნ-----–-------–--ე წარმოადგენდა თუ არა ი-------–--ის ოჯახის წევრს, „ს------------------ში“ N1--- ოთახში ფაქტობრივად მცხოვრებ პირს. ამდენად, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო მიუხედავად რეგისტრაციის მისამართისა, ზუსტად დაედგინა „ს------------------ში“ №1--- ოთახში განსახლებულ პირთა ვინაობა, რაც არსებითი იყო დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განსახორციელებლად.

 

სასამართლომ მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნია, რომ 2004 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებაში თანხის მიმღებმა - დაადასტურა, რომ მითითებული ხელშეკრულების გაფორმებისათვის მას მიღებული ჰქონდა „ს------------------ს“ №1--- ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა, თუმცა აღნიშნული საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებული არ არის. ამასთან, ნოტარიუს ლ--–---------–---–-ს წერილის მიხედვით (ს.ფ. 126), ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას არ ჰქონდა თანდართული დოკუმენტები, რის გამოც ვერ იქნება დადასტურებული ,,ს------------------ს“ N1--- ოთახში რეგისტრირებული ნ-----–-------–--ის მიერ თანხმობის მიცემის ფაქტი, რომლითაც მან უფლებამოსილება მიანიჭა ი-------–---ს მიეღო საკომპენსაციო თანხა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია გამოიკვლიოს ი-------–--ის ოჯახისთვის ოთახის გამოთავისუფლების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის გადაცემისას ფაქტობრივად ცხოვრობდა თუ არა ნ-----–-------–--ე ზემოხსენებულ ფართში და წარმოადგენს თუ არა იგი სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულ პირს 2004 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული გარემოების დადგენისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გაითვალისწინოს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, ჯ----– მი---–--ის სამსულიან ოჯახს, მათ შორის, ნ-----–-------–--ეს ი-----სამგორის რაიონის გამგეობამ მისცა დროებითი თავშესაფარი თბილისში, ი----, ქ----------------------ში, N---ე სერვისული მომსახურების ცენტრის შენობაში 2005 წლიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 მაისის N0------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

ნ-----–-------–--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს, რომ არის ა---------იდან იძულებით გადაადგილებული პირი, ასევე სოციალლურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სარეიტინგო ქულით 2030. 2017 წლის 26 აპრილს მან ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის შევსება, რაზეც 2017 წლს 23 მაისის პასუხით მიიღო უარი იმ მოტივით, რომ ის უკვე არის დაკმაყოფილებულთა სიაში. აპელნატი არ ეთანხმება სამინისტროს აღნიშნულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება, რომელზედაც სამინისტრო აკეთებდა აქცენტს გაფორმდა 2004 წლის 30 სექტემბერს ს----------- ,,ა-----ს“ დირექტორ თე------------–---ს წარმომადგენელსა და ი-------–---ს შორის, რის საფუძველზეც ი-------–---მ მიიღო კომპენსაციის სახით 7000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებაში არსად არ ფიგურირებს ნ-----–-------–--ე, მას არ უსარგებლია ი-------–--ის მიერ მიღებული კოპენსაციით, ისინი არ წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს, მათ მინიჭებული ჰქონდათ სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომერი. შესაბამისად, აპელანტისთვის გაურკვეველია თუ რატომ მიიჩნია იგი სამინისტრომ დაკმაყოფილებულად.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რომ ნ-----–-------–--ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად და დაევალოს სამინისტროს ქმედების განხორციელება, რათა აპელანტს მიეცეს უფლება შეავსოს განაცხადი და შეძლოს მომავლში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით იქნას დაკმაყოფილებული სამინისტროს მიერ.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის პოზიციით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, რამაც გამოიწვია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

 

სამინისტრო მიუთითებს, რომ სამართლებრივი ნორმების თანახმად რეგისტრაცია დევნილების მიმართ მნიშნელოვანი წინაპირობაა კანონით დადგენილი გარანტიების განსახორციელებლად. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია-საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ( მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი), ხოლო დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი ანუ დევნილის რეგისტრაციიის ადგილი განმარტებულია როგორც დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი იქნა განსახლებული, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა (მე-4 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი). მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება სამინისტროს დევნილთა რეესტრში არსებული მონაცემების საფუძველზე. აღნიშნული ნორმების საფუძველზე ნ-----–-------–--ის რეგისტრაციის ანუ დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ს----------- ,,ა-----“ N 1--- ოთახი. სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით საკომპენსაციო თანხის გაცემის პერიოდისთვის ს----------- ,,ა-----ს” N1--- ოთახში რეგისტრირებული იყვნენ ნ. მი---–--ის ოჯახის წევრები - ძმა ჯ----– მი---–--ე, ძმიშვილები ი-------–--- და გ------ი მი---–--ე. აღნიშნულ პირებსაც, ისევე როგორც ნ-----–-------–--ეს, ს----------- ,,ა-----ში“ დაკავებული N1--- ოთახის გამოთავისუფლების სანაცლოდ აღებული აქვთ ფულადი კომპენსაცია.

 

საკომპესაციო თანხის გაცემის დროს ს----------- ა-----ს ადმინისტრაციამ, რომლის ფართშიც იყვნენ განთავსებული დევნილები, მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, აიღო ვალდებულება სამინისტროს მიერ მიწოდებული, ამ ობიექტში დარეგისტრირებული ყველა დევნილი პირის სახელობითი სიის შესაბამისად და ობიექტში მცხოვრები თითოეული დევნილის მიერ დაკავებული ფართის სანაცვლოდ, მათთვის ფულადი კომპენსაციის გადაცემის თაობაზე. ხელშეკრულების მიხედვით ს----------- ,,ა-----ს“ ადმინისტრაცია გამოთავისუფლებული ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებდა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრთან. შესაბამისად, ოჯახის სხვა წევრებიც ითვლებიან თანხის მიმღებ პირებად. მოსარჩელის შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა ანალოგიურ ფაქტს - მოსარჩელისა და მისი დანარჩენი ოჯახის წევრების თანხმობით ფულადი კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულება დაიდო ს----------- ,,ა-----“-ს ადმინისტრაციასა და მოსარჩელის ძმისშვილს - ი-------–---ს შორის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერიც, რომელიც, მრავალი წლის განმავლობაში არც ერთი მხარის მიერ სადაოდ არ გამხდარა. მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ი-------–--ისათვის საკომპენსაციო თანხის გადაცემის ერთ-ერთ და აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ოჯახის წევრთა დაკმაყოფილება. აღნიშნული გარემოება აპელანტს მიაჩნია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძველი.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუკი მოსარჩელეს თანხმობა არ აქვს მიცემული ი-------–--ისთვის კომპენსაციის აღების თაობაზე, მაშინ მას დროულად, შეეძლო პრეტენზიით მიემართა ს----------- ,,ა-----ს“ ადმინისტრაციისთვის, ვინაიდან ს----------- ,,ა-----ს“ ადმინისტრაციის ვალდებულებას წარმოადგენდა ობიექტში მაცხოვრებელი დევნილების ფულადი კომპესაციით დაკმაყოფილება. ამასთან, მას სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, უნდა დაედასტურებინა მისი კანონიერი უფლებები ხსენებულ საცხოვრებელ ფართზე.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო თავადვე მოდის წინააღმდეგობაში თავისივე მსჯელობასთან. სასამართლო ავალდებულებს რა სამინისტროს საკითხის ხელახლა შესწავლისას დაადგინოს წარმოადგენად თუ არა ი-------–--- და ნ-----–-------–--ე ერთ ოჯახს. ამასთანავე, უთითებს რომ მნიშვნელოვანია არა ის ფაქტი, ერთ მისამართზე იყვნენ თუ არა დამისამართებული მოსარჩელე და ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი-ი-------–---, არამედ ის გარემოება-ცხოვრობდნენ თუ არა ისინი ერთ ფართში ერთ ოჯახად. აპელანტი მიუთითებს, რომ თავად მოსარჩელემ არაერთგზის დაადასტურა, რომ ის და ი-------–--- ს------------------ში ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. უფრო მეტიც მოსარჩელემ დეტალურად გაიხსენა ის პროცესი, როდესაც მიმდინარეობდა ს-----------ს ადმინისტრაციის მიერ იქ მაცხოვრებელ დევნილთა საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილება და აღნიშნა, რომ თავდაპირველად ს-----------ს ადმინისატრაცია გეგმავდა იქ მაცხოვრებელი დევნილების დაკმაყოფილებას-ცალკცალკე საოჯახო სარეგისტრაციო ნომრის გათვალისწინებით, თუმცა მათ შემდგომ შეცვალეს ეს მიდგომა და იქ მაცხოვრებელი დევნილების დაკმაყოფილება დაიწყეს დაკავებული ფართის (ოთახების) გამონთავისუფლების სანაცვლოდ. შესაბამისად, მოსარჩელე თავად ადასტურებს რომ მისთვის იმთავითვე იყო ცნობილი კომპენსირებულად მიჩნევის თაობაზე, რაც მის მიერ ამდენი წლის მანძილზე სადაოდ არ გამხდარა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამიტომ უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქმევა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება ნ-----–-------–--ის სააპელაციო საჩივარს, აღნიშნული ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 მაისის N0------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნ-----–-------–--ეს ეცნობა, რომ იმ პირობებში, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილი იყო გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნებოდა დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დაღმავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. აქტში აღინიშნა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, 2004 წელს ს----------- ,,აჭ--------“ გამოსახლების პროცესში, სადაც ნ-----–-------–--ე ფაქტობრივად ცხოვრობდა იმ დროისათვის, ოჯახის წევრებთან ერთად, უზრუნველყოფილი იყო საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ნ-----–-------–--ეს უარი ეთქვას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, განაცხადის შევსების შესაძლებლობის მინიჭებაზე.

 

სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 მაისის N0------------- გადაწყვეტილება ნ-----–-------–--ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის შევსების შესაძლებლობის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხეს დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, ნ-----–-------–--ეს მისცეს შესაძლებლობა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, შეავსოს განაცხადი.

 

როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება, 2004 წლის 30 ოქტომბერს, ერთის მხრივ ს/ს ,,ს----------- ა-----ს“ გენერალურ დირექტორსა და მეორეს მხრივ მოქალაქე ი-------–---ს შორის, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სიის მიხედვით წარმოადგენდა ქ. თბილისში, 26 მაისის სახელობის მოედანზე, N1-ში მდებარე ,,ს----------- ა-----ს“ N1--- ოთახში დროებით შესახლებულ ოჯახს, (შემდგომში მოქალაქე), გაფორმდა ხელშეკრულება (სანოტარო აქტის რეგისტრაციის ნომერი N1-4999). აღნიშნული ხელშეკრულებით ი-------–--- ადასტურებდა, რომ იგი წარმოადგენს ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს და იძლევა გარანტიას, რომ მას მიღებული აქვს №1--- ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა - მათი სახელით გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება.

 

ზემოხსენებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის შესაბამისად, მოქალაქე ი-------–--- ათავისუფლებს ქ. თბილისში, 26 მაისის სახელობის მოედანზე, N1-ში მდებარე ,,ს------------------ში“ მის მიერ დაკავებულ №1--- ოთახს, ხოლო ადმინისტრაცია კისრულობს მოქალაქის მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევას 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში.

 

სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების დამატებითი შესწავლის საფუძველზე არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას სადავო აქტის კანონიერების თაობაზე და თვლის, რომ აქტი არ არის გამოცემული საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის საფუძველზე, რაც ქმნის მისი ბათილობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

ასკ-ის მე-17 მუხლი შესაბამისად, თუ უკანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

როგორც უკვე აღინიშნა, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის შევსების შესაძლებლობის მინიჭებაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრს მიღებული ჰქონდა კომპენსაცია.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას ოჯახის განმარტების ნაწილში და თვლის, რომ პირთა წრის ერთი და იმავე მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი უპირობოდ არ ქმნის ამ პირების ერთ ოჯახად მიჩნევის სამართლებრივ საფუძველს. პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ პირების ერთად ცხოვრების ფაქტი.

 

საქმეში არ იძებნება არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ი-------–--- წარმოადგენდა მოსარჩელის ოჯახის წევრს. საქმეში ასევე წარმოდგენილი ვერ იქნა მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების მიერ ი-------–---ზე გაცემული წერილობითი დასტური, რომლითაც ამ უკანასკნელს ენიჭება წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. 2004 წლის 30 ოქტომბერს, ერთის მხრივ ს/ს ,,ს----------- ა-----ს“ გენერალურ დირექტორსა და მეორეს მხრივ მოქალაქე ი-------–---ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ი-------–---ს მიღებული აქვს „ს----------- ა-----ს“ №1--- ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა, თუმცა აღნიშნული თანხმობები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

საქმეში დაცულია ნოტარიუს ლ--–---------–---–-ს წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებას არ ახლდა თანდართული დოკუმენტები. შესაბამისად, ფაქტი იმის თაობაზე, რომ ნ-----–-------–--ემ და მისი ოჯახის წევრებმა განაცხადეს თანხმობა და ი-------–---ს მიანიჭეს უფლება მიეღო საკომპენსაციო თანხა, საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

დავის გადაწყვეტის პროცესში, სააპელაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ შემდეგ მტკიცებულებაზე. საქმეში წარმოდგენილია N-- სერვისული მომსახურების ცენტრის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ ს----------- ,,ა-----დან“ გამოსახლების შემდეგ, ჯ----– მი---–--ის სამსულიან ოჯახს, მათ შორის, ნ-----–-------–--ეს, ი-----სამგორის რაიონის გამგეობამ მისცა დროებითი თავშესაფარი თბილისში, ი----, ქ---------------------- N---ე სერვისული მომსახურების ცენტრის შენობაში.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ს----------- ,,ა-----დან“ გამოსახლების შემდეგ განაგრძო სახელმწიფომ (თვითმმართველობის ორგანომ), მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფომ ივალდებულა ჯ----– მი---–--ის, ნ-----–-------–--ის და მათი შვილის გ------ი მი---–--ის განსახლების საკითხი, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა არ მომხდარა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის N320 ბრძანების 1.3 მუხლი ადგენს: ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განცხადებები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ მოსარჩელის ოჯახს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, მიღებული აქვს ერთჯერადი ფულადი დახმარება, მითითება აღნიშნულ გარემოებაზე და ამ მოტივით განაცხადის გაკეთების უფლების შეზღუდვა, ვერ შეფასდება კანონის მოთხოვნათა ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებად და ამ საფუძველზე დაყრდნობით მიღებული აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას.

 

ამავრდოულად სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დავის ასკ-ის 32.4 მუხლზე მითითებით გადაწყვეტას და აღნიშნავს, მოსარჩელის მხრიდან სასამართლოსათვის მიმართვის მოტივად იქცა იმ უფლებრივი საკითხის გადაწყვეტა, რაზე მითითებითაც მას ადმინისტრაციულმა ორგანომ უთხრა უარი. არსებულ პირობებში სასამართლო კვლევის საგანს წარმოადგენს საკითხი იმის თაობაზე - გააჩნია თუ არა მოსარჩელეს განცხადების შევსების უფლება, შესაბამისად, იმავე უფლებრივი საკითხის ხელახალი შესწავლის მიზნით საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნება, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არის დავის არსებით გადაწყვეტაზე ორიენტირებული და ატარებს მკვეთრად ფორმალურ ხასიათს, რის გამოც სააპელაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, გააუქმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელის დაკმაყოფილების გზით საქმეზე მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები:

 

განსახილველ საქმეზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ნ-----–-------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

4. ნ-----–-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

5. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 მაისის N0------------- გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს ნ-----–-------–--ეს მისცეს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, განაცხადის შევსების შესაძლებლობა.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე