განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2018
საქმის ნომერი
120100118002387121
ინსტანცია
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002387121

საქმე №1/ბ-637-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ივნისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ინ------–-–---–-ს მიმართ, დაბადებულის 0----------–--–---------–-- საქართველოს მოქალაქის, პ--------------- რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების დ-------------–----–----–--------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,, პუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით ინ------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა-200 საათის ოდენობით.

 

ინ------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 7 ოქტომბერს დ--------–----–----–----–--------ში მცხოვრებმა ინ------–-–---–მა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს გ------------–---ს, საცხოვრებელ სახლში, შვილის 11 წლის ლი-------–---–ის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანა ოთხში, ხელი ჰკრა, დააგდო საწოლზე გულაღმა, დააჯდა ზემოდან სხეულზე და დაუწყო ცემა. გ------------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო--------------ემ, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ინ------–-–---–-- დანაშაული ჩაიდინა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ, იძალადა მასზე და არაფრად ჩათვალა 11 წლის შვილის ფსიქოლოგიური მომენტი და ყოველგვარი მორიდების გარეშე ყოფილ მეუღლეს, არასრულწლოვნის თანდასწრებით, უმიზეზოდ მიაყენა ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ინ------–-–---–-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. ინ------–-–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ინ------–-–---–-ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, ა---------–------------–---–-------------ს, გ------------–---ს, ხ------------–--–------------------------------------------–--ის ჩვენებები. ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენის გაუქმების და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი გულწრფელად ინანიებს დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენის უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ინ------–-–---–- (პ/ნ 0----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა-200 საათის ოდენობით.

 

ინ------–-–---–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

ხის ჯოხი თავზე ლურსმნით განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი