განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210016001477868
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-936-2017 10 აპრილი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
მომჩივანი - მ-----– ბ------–---–ი, ჟ--–---- ბ------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს მისო ჯ------------------–ი
წარმომადგენელი - კ----------–-–---–ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
1. მომჩივანის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯ------------------–ის წარმომადგენლის, კ----------–-–---–ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. მ-----– ბ------–---–ისა და ჟ--–---- ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დარჩა უცვლელად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2018 წლის 23 იანვარს 13:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, აპელანტი, მ-----– ბ------–---–ი (ჟ--–---- ბ------–---–ის ოჯახის წევრი - შვილი), 2018 წლის 16 იანვარს 12:44:15 საათზე გაფრთხილებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით. 2.2. 2018 წლის 23 იანვარს, 13:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, მ-----– ბ------–---–ი და ჟ--–---- ბ------–---–ი და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების არსებობის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. 2.3. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯ------------------–ის წარმომადგენელმა კ----------–-–---–მა უარი განაცხადა სხდომის გადადებაზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2.5. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება, სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (გზავნილი) მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. 2.7. იმის გათვალისწინებით, რომ მ-----– ბ------–---–ისა და ჟ--–---- ბ------–---–ის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებული სათანადო მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე აპელანტის გამოცხადების შეუძლებლობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.
3. საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მ-----– ბ------–---–მა და ჟ--–---- ბ------–---–მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ოჯახის წევრის (მეუღლის დედა) გარდაცვალებით, ასევე ჟ--–---- ბ------–---–ის ავადმყოფობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯ------------------–ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. მ-----– ბ------–---–ის და ჟ--–---- ბ------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯ------------------–ის კუთვნილი უძრავი ქონება. 4.2. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მ-----– ბ------–---–მა და ჟ--–---- ბ------–---–მა. 4.3. სასამართლომ სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო და მთავარი სხდომა დანიშნა 2018 წლის 23 იანვარს. 4.4. ამ სხდომაზე აპელანტები არ გამოცხადებულან და სასამართლოსათვის არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებიათ. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. პალატა არ ეთანხმება მომჩივნებს, რომ სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. 4.6. მომჩივნებმა საჩივარს თ----------------ის გარდაცვალების მოწმობა დაურთეს. 4.6.1. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ოჯახის წევრის გარდაცვალება სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია, მაგრამ დადგენილია, რომ თ----------------ე 2017 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა. 4.6.2. პალატის აზრით, გაუგებარია, როგორ შეუშალა ამან ხელი მომჩივნებს 2018 წლის 23 იანვარს, ე.ი. თითქმის ერთი თვის შემდეგ სხდომაზე გამოცხადებაში. 4.7. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 241-ე მუხლის შინაარსის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ მხარეს არ შეეძლო გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის წინასწარ ეცნობებინა. 4.7.1. როგორც აღინიშნა, თ----------------ე 2017 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა, სხდომის თაობაზე შეტყობინება კი მომჩივნებს 2018 წლის 16 იანვარს ჩაჰბარდათ 4.7.2. ამ ვითარებაში, მათ სავსებით შეეძლოთ სასამართლოსათვის ეცნობებინათ, რომ 2018 წლის 23 იანვარს სხდომაზე გამოცხადებას ვერ მოახერხებდნენ. 4.8. ამის გამო, ამ მოტივით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს. 4.9. ჟ--–---- ბ------–---–ის ავადმყოფობის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება მომჩივნებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ. 4.10. ამის გამო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი ძალაში უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. მ-----– ბ------–---–ისა და ჟ--–---- ბ------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე