განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2018
საქმის ნომერი
330310017001841995
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001841995

საქმე N3ბ/1912-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

17 აპრილი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ილონა თოდუა

მოსამართლეები - შოთა გეწაძე

გიორგი გოგიაშვილი

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

წარმომადგენელი - მ--------------ე;

 

აპელანტი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

წარმომადგენელი - ი----------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ-–----------–---–ი;

 

მესამე პირი - სსიპ ქ. თბილისის N-----------ო სკოლა;

წარმომადგენელი - თ----------------–--ლი;

 

მესამე პირი - სსიპ გ------–---------------------------–----------მა;

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტების მოთხოვნა: გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით ლ-–----------–---–ს სრულად ეთქვას უარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ლ-–----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 05 იანვრის №0-------- გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის №0--------- გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა გასცეს ლ-–----------–---–ის საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სსიპ ქალაქ თბილისის №1---- საჯარო სკოლის 2016 წლის 08 ნოემბრის №M-------- 0------- წერილის თანახმად, „ლ-–----------–---–ი 1987 წლის 17 ივნისის №51 ბრძანებით ჩაირიცხა თბილისის №----ე (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №--- ბრძანების „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის დამტკიცებული წესდების“ შესაბამისად, ამჟამინდელი №--- საჯარო) საშუალო სკოლის მე-2 კლასში. 1997 წლის 16 ივნისის №1-- ბრძანებით ნამდვილად დაამთავრა თბილისის №1-------–----–ო სკოლის სრული კურსი და გაიცა მასზე საშუალო განათლების ატესტატი №1-----. სკოლის დასახელება 1997 წლის მდგომარეობით იყო - „თ---–-------–----ის რ-ნი №1-------–----–ო სკოლა.“

 

2016 წლის 22 დეკემბერს, ლ-–- ჩ-------–---–მა №5--------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი.

 

2016 წლის 29 დეკემბერს, სსიპ გ------–---------------------------–----------მამ №M---- 1---------- წერილით მიმართა ქ. თ---–-------–----ი ნ----–-----ის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და გამოითხოვა ინფორმაცია ლ-–----------–---–ის (პ/ნ 0----------) მიერ ქ. თბილისის №--- (ამჟამად სსიპ ქალაქ თბილისის №--- საჯარო სკოლა) საშუალო სკოლის საბაზო საფეხურის დასრულების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

 

გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №M----------------- წერილით, სსიპ გ------–---------------------------–----------მას ეცნობა, რომ ლ-–----------–---–მა 1995 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №--- საშუალო სკოლის (ამჟამინდელი, სსიპ - ქალაქ თბილისის №--- საჯარო სკოლა) საბაზო საფეხური (ბრძანება №--) და მასზე გაიცა არასრული საშუალო განათლების ატესტატი ნომრით №0-----. სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით სკოლის არქივში არ მოიპოვება მოქალაქე ლ-–----------–---–ის საგანმანათლებო დაწესებულების დამთავრების დოკუმენტაცია (პედაგოგიური საბჭოს ოქმი) და მისი გადაცემა არ მომხდარა ცენტრალური არქივისთვის.

 

სსიპ გ------–---------------------------–----------მის 2017 წლის 0-------------------- 0------- წერილით, გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეცნობა, რომ 2016 წლის 30 დეკემბრის №1------- წერილით გადმოგზავნილ - 1995 წლის 17 ივნისის №-- ბრძანებაზე არ იკითხება დირექტორის ხელმოწერა, ასევე არ ფიქსირდება სკოლის ბეჭედი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეთხოვა 1995 წლის 17 ივნისის №-- ბრძანების სრულყოფილი ასლის წარდგენა.

 

გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 03 იანვრის № M---- 1---------- წერილით, სსიპ გ------–---------------------------–----------მას გაეგზავნა დოკუმენტაცია ლ-–----------–---–ის შესახებ.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის 2017 წლის 05 იანვრის №0-------- გადაწყვეტილებით მოქალაქის №5--------- განცხადება არ დაკმაყოფილდა. მოქალაქე ლ-–----------–---–ს უარი ეთქვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ ხერხდება მოქალაქე ლ-–- ჩ-------–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

2017 წლის 18 იანვარს, ლ-–- ჩ-------–---–მა №1---- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის ატესტატის დუბლიკატის გაცემის დავალება და სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 05 იანვრის №0-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის №0------- გადაწყვეტილებით ლ-–----------–---–ის 2017 წლის 18 იანვრის №1---- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ფიქსირდება ინფორმაცია ლ-–----------–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებო პროგრამის დასრულების შესახებ.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 05 იანვრის №0-------- გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის №0--------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამის ნორმებთან.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებს და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებს და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

 

ამავე ბრძანების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ზოგადი განათლების დამდასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად ტერიტორიული სამსახურისათვის მიუმართაობის, ასევე ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის ან მისი განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მიმართოს ტერიტორიულ სამსახურს ზოგადი განათლების დამდასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით.

 

პირველი ინსტანციის სასმართლოს განმარტებით საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ 2016 წლის 22 დეკემბერს, ლ-–----------–---–მა №5--------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატს გაცემა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება მიაქცია საბაზო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტა, რომ საქმეზე დადგენილია ლ-–----------–---–ის თბილისის №----ე (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №--- ბრძანების

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის დამტკიცებული წესდების“ შესაბამისად, ამჟამინდელი №--- საჯარო) საშუალო სკოლის მე-2 კლასში ჩარიცხვის, ასევე, მასზე სრული საშუალო განათლების ატესტატის გაცემის ფაქტი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც, სსიპ ქალაქ თბილისის 1---- საჯარო სკოლის 2016 წლის 08 ნოემბრის №MES

2--- 0------- წერილით და სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატით (დაბეჭდვის თარიღი 29.11.2016) დადასტურებულია ლ-–----------–---–ის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ლ-–----------–---–ის საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი გაცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 05 იანვრის

№0-------- გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის №0--------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რაც მათი ბათილად ცნობისა და სსიპ სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის ლ-–----------–---–ის საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემის დავალდებულების საფუძველს წარმოადგენს. ამდენად სარჩელი საფუძვლიანია იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტი მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. შესაბამისად, აპელანტის განმართებით, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა გასაჩივრებული აქტი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 05 იანვრის №0-------- გადაწყვეტილების და სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილების შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

 

აპელანტი მიუთითებს გადსაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე: ვინაიდან სსიპ ქალაქ თბილისის 1--–ე საჯარო სკოლის 2016 წლის 08 ნოემბრის NMES 2--- 0------- წერილით და სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატით დადასტურებულია ლ-–----------–---–ის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, არსებობს ლ-–----------–---–ის საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი გაცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. აპელანტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას უზრუნველყოფს სსიპ – გ------–---------------------------–----------მის (შემდგომში – საინფოემაციო სისტემა) მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, ვინაიდან, საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ფიქსირდებოდა ინფორმაცია ლ-–----------–---–ის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაინტერესებული პირის მიმართ გაეცა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არც სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეცვლილა მდგომარეობა და მოსწავლის შესახებ ინფორმაცია კვლავ არ არის ასახული საინფორმაციო სისტემის ბაზაში, შესაბამისად გაურკვეველია, როგორ უნდა აღასრულოს სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილება და როგორ უნდა გასცეს ლ-–----------–---–ის საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი, იმ გარემობების გათვალისწინებით, კანონი პირდაპირ განსაზღვრავს სააგენტოს უფლებამოსილებას სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისას და მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულს კანონი არ ითვალისწინებს.

 

ამასთან, აპელანტის განმარტებით სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განმარტოს თუ რატომ არ არსებობს საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ ბაზაში ინფორმაცია ლ-–----------–---–ის საბაზო ზოგადი განათლების მიღების შესახებ, იმ პირობებში როდესაც არსებობს ინფორმაცია მისი სრული ზოგადი განათლების მიღების შესახებ, ვინაიდან ეს უკანასკლნელი სცილდება სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებს.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს უნდა გაეთვალიწინებინა ის ფაქტი, რომ სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 05 იანვრის №0-------- გადაწყვეტილება და სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილება მომზადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და საინფორმაციო სისტემის ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ არსებობის პირობებში, სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი. აპელანტის განმარტებით სასამართლოს უნდა გაეთვალიწინებინა ის გარემოებაც, რომ სანამ საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში არ აისახება ინფორმაცია ლ-–----------–---–ის საბაზო ზოგადი განათლების მიღების შესახებ, სააგენტო მოკლებული იქნება შესაძლებლობას გასცეს საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გაურკვეველია როგორ უნდა აღასრულოს სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ლ-–----------–---–ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის №1---- საჯარო სკოლის 2016 წლის 08 ნოემბრის №M-------- 0------- წერილის თანახმად, „ლ-–----------–---–ი 1987 წლის 17 ივნისის №51 ბრძანებით ჩაირიცხა თბილისის №----ე (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №--- ბრძანების „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის დამტკიცებული წესდების“ შესაბამისად, ამჟამინდელი №--- საჯარო) საშუალო სკოლის მე-2 კლასში. 1997 წლის 16 ივნისის №1-- ბრძანებით ნამდვილად დაამთავრა თბილისის №1-------–----–ო სკოლის სრული კურსი და გაიცა მასზე საშუალო განათლების ატესტატი №1-----. სკოლის დასახელება 1997 წლის მდგომარეობით იყო - „თ---–-------–----ის რ-ნი №1-------–----–ო სკოლა.“

 

2016 წლის 22 დეკემბერს, ლ-–- ჩ-------–---–მა №5--------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი.

 

2016 წლის 29 დეკემბერს, სსიპ გ------–---------------------------–----------მამ №M---- 1---------- წერილით მიმართა ქ. თ---–-------–----ი ნ----–-----ის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და გამოითხოვა ინფორმაცია ლ-–----------–---–ის (პ/ნ 0----------) მიერ ქ. თბილისის №--- (ამჟამად სსიპ ქალაქ თბილისის №--- საჯარო სკოლა) საშუალო სკოლის საბაზო საფეხურის დასრულების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

 

გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №M----------------- წერილით, სსიპ გ------–---------------------------–----------მას ეცნობა, რომ ლ-–----------–---–მა 1995 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №--- საშუალო სკოლის (ამჟამინდელი, სსიპ - ქალაქ თბილისის №--- საჯარო სკოლა) საბაზო საფეხური (ბრძანება №--) და მასზე გაიცა არასრული საშუალო განათლების ატესტატი ნომრით №0-----. სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით სკოლის არქივში არ მოიპოვება მოქალაქე ლ-–----------–---–ის საგანმანათლებო დაწესებულების დამთავრების დოკუმენტაცია (პედაგოგიური საბჭოს ოქმი) და მისი გადაცემა არ მომხდარა ცენტრალური არქივისთვის.

 

სსიპ გ------–---------------------------–----------მის 2017 წლის 0-------------------- 0------- წერილით, გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეცნობა, რომ 2016 წლის 30 დეკემბრის №1------- წერილით გადმოგზავნილ - 1995 წლის 17 ივნისის №-- ბრძანებაზე არ იკითხება დირექტორის ხელმოწერა, ასევე არ ფიქსირდება სკოლის ბეჭედი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეთხოვა 1995 წლის 17 ივნისის №-- ბრძანების სრულყოფილი ასლის წარდგენა.

 

გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 03 იანვრის № M---- 1---------- წერილით, სსიპ გ------–---------------------------–----------მას გაეგზავნა დოკუმენტაცია ლ-–----------–---–ის შესახებ.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის 2017 წლის 05 იანვრის №0-------- გადაწყვეტილებით მოქალაქის №5--------- განცხადება არ დაკმაყოფილდა. მოქალაქე ლ-–----------–---–ს უარი ეთქვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ ხერხდება მოქალაქე ლ-–- ჩ-------–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

2017 წლის 18 იანვარს, ლ-–- ჩ-------–---–მა №1---- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის ატესტატის დუბლიკატის გაცემის დავალება და სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 05 იანვრის №0-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის №0------- გადაწყვეტილებით ლ-–----------–---–ის 2017 წლის 18 იანვრის №1---- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ფიქსირდება ინფორმაცია ლ-–----------–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებო პროგრამის დასრულების შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერებების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

 

ამავე ბრძანების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ზოგადი განათლების დამდასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად ტერიტორიული სამსახურისათვის მიუმართაობის, ასევე ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის ან მისი განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მიმართოს ტერიტორიულ სამსახურს ზოგადი განათლების დამდასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით.

 

საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ 2016 წლის 22 დეკემბერს, ლ-–----------–---–მა №5--------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატს გაცემა.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, საბაზო განათლების მიღების სავალდებულოობის პრინციპის შესახებ და აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე. პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეზე დადგენილია ლ-–----------–---–ის თბილისის №----ე (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №--- ბრძანების „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის დამტკიცებული წესდების“ შესაბამისად, ამჟამინდელი №--- საჯარო) საშუალო სკოლის მე-2 კლასში ჩარიცხვის, ასევე, მასზე სრული საშუალო განათლების ატესტატის გაცემის ფაქტი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც, სსიპ ქალაქ თბილისის 1---- საჯარო სკოლის 2016 წლის 08 ნოემბრის №MES 2--- 0------- წერილით და სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატით (დაბეჭდვის თარიღი 29.11.2016) დადასტურებულია ლ-–----------–---–ის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

პალატა განმარტავს, რომ ატესტატი წარმოადგენს იმ სახის იურიდიულ შედეგს, რომლის მოქმედებაც განვრცობილია დროში. მოცემულ შემთხვევაში, ატესტატის მიღებით მოსარჩელე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა ატესტატმა მიანიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის დოქტრინითაა გათვალისწინებული. პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ ატესტატი მიჩნეულია სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას გასაჩივრებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამისობის თაობაზე. პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე ილონა თოდუა

 

მოსამართლეები შოთა გეწაძე

 

გიორგი გოგიაშვილი