განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160141318002294654
საქმე №1/ბ-636-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ივნისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზა----–----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე სა------–-----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქის, პ--------------- ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულია, რეგისტრირებულის და ფაქტობრივი მცხოვრების მ--------–----------–--------–----–---------------–-----------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით სა------–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასი ოცი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით (2018 წლის 4 თებერვლიდან 2018 წლის 23 თებერვლის ჩათვლით) მას შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 20(ოცი) საათის ვადით.
სა------–-----------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 2 თებერვალს დახლოებით 16:00 საათზე მა-------–---------------------–-------–----–--ში, თავის საცხოვრებელ სახლში სა------–-----------მა, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ხელი ორჯერ დაარტყა მეუღლეს ხ------------------------ს, კერძოდ ერთხელ დაარტყა სახის არეში და ერთხელ გულმკერდის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზა----–----------მ, რომელმაც მოითხოვა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოს მიერ მხედველობაში მიღემული იქნა ის გარემოება, რომ ბრალდებული შერიგებულია დაზარალებულთან, თუმცა პროცესზე დაცვის მხარის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული შერიგებულია ბრალდებულთან. ვინაიდან დაცვის მხარემ ყველა მტკიცებულება გახადა სადაოდ, დაზარალებულის დაკითხვა პროცესზე არ მომხდარა, თუმცა საქმის მასალებით, რომელიც წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ ნათლად ჩანს, რომ დაზარალებულს პრეტენზია გააჩნია ბრალდებულის მიმართ. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, დანაშაული ჩადენილი იქნა ფაქტობრივად უსაფუძვლოდ, ბრალდებულის სიმთვრალიდან გამომდინარე, რაც მიუთითებს მის საშიშროების მაღალ რისკზე.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სა------–-----------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. სა------–-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით კერძოდ: ხუ---------------------ს და გ---–---------------------ს გამოკითხვის ოქმებით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, რომ მსჯავრდებული არაა ნასამართლევი, აღიარებს დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზა----–----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
სა------–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასი ოცი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით (2018 წლის 4 თებერვლიდან 2018 წლის 23 თებერვლის ჩათვლით) მას შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 20(ოცი) საათის ვადით.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად, გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სა------–-----------ისის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ჩ---------------ს (პ/ნ 2-----------------–-----------------------–------------------------–-------------------------------------------------------
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი