განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100116001252983
საქმე №1ბ/118-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: დ----------------ის და გ---------------–---–ის
ადვოკატის: კ--------–--------–ის
გამრთლებულის: ზ----------–---–ის
მონაწილეობით,ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის დ----------------ის, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ზ----------–---–ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–-------------, (პ/№0----------), საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------–--------------------------–----------–------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით, ზ----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2010 წლის 20 აგვისტოს ზ-----------–---–ი თ----------–--ის კუთვნილი ,,მ---------ის“ მარკის ავტომანქანით შეეჯახა დ------------–--–---–ის მართვის ქვეშ მყოფ, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ,,ი-----ში“ დაზღვეულ ავტომანქანა ,,ტ------------------- სახელმწიფო ნომრით N------. სადაზღვევო კომპანია ,,ი-----სა“ და სს ,,ე---------------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად დ------------–--–---–ის კუთვნილი ავტომობილი ,,ტ---------------ო“, მიმდგარი ზიანის შესაფასებლად გადაეცა სს ,,ე---------------ს“.
2010 წლის 28 აგვისტოს, სს ,,ე---------------ის“ დირექტორმა ზ----------–---–მა ავტომობილი ,,ტ------------------- მარკის ავტომობილზე რეალურთან შედარებით საკუთრების უფლების გაცილებით დაბალ ფასად მოპოვების მიზნით, შეადგინა ყალბი მონაცემების შემცველი დეფექტური აქტი, რომელშიც მიუთითა, რომ თითქოსდა ,,ტ------------------- მარკის ავტომანქანა არ ექვემდებარებოდა აღდგენას და აღდგენის შემთხვევაში ხარჯი შეადგენდა 54351 ლარს, მაშინ, როდესაც რეალურად ავტომანქანის აღდგენისათვის გასაწევი ხარჯი შეადგენდა 18285 ლარს. აღნიშნული დეფექტური აქტის მხედველობაში მიღებით, 2010 წლის 10 ნოემბერს, სს ,,ე---------------მა“ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ,,ი-----სგან“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ზემოხსენებული დაზიანებული ,,ტ------------------- მარკის ავტომობილი 1000 ლარად.
გარდა ამისა, კვლავ ზემოაღნიშნულ, ყალბი მონაცემების შემცველ დეფექტური აქტის საფუძველზე, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ,,ი-----ს“ მიერ დ------------–--–---–ისათვის სრულად იქნა ანაზღაურებული სადაზღვევო თანხა 55207,74 ლარის ოდენობით, რა თანხაც, თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიისათვის ასანაზღაურებლად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა ავტომანქანა ,,მ---------ის“ მესაკუთრეს -თ----------–--ეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა დ----------------ემ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ზ----------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. სასამართლომ კი მათ მისცა არასწორი, ცალმხრივი შეფასება და დაეყრდნო მხოლოდ დაცვის მხარის წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რამაც განაპირობა ზ----------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
- პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უდაოდ დადგენილ ფაქტად მიიჩნევს, რომ 2010 წლის 20 აგვისტოს ზ-----------–---–ი თ----------–--ის კუთვნილი ,,მ---------ის“ მარკის ავტომანქანით შეეჯახა დ------------–--–---–ის მართვის ქვეშ მყოფ, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ,,ი-----ში“ დაზღვეულ ავტომანქანა ,,ტოიოტაპრადოს“ სახელმწიფო ნომრით N------.
2010 წლის 1 თებერვალს სადაზღვევო კომპანია ,,ი-----სა“ და სს ,,ე---------------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად დ------------–--–---–ის კუთვნილი ავტომობილი ,,ტ---------------ო“, მიმდგარი ზიანის შესაფასებლად გადაეცა სს ,,ე---------------ს“.
2010 წლის 28 აგვისტოს, სს ,,ე---------------ის“ მიერ შედგენილი იქნა დეფექტური აქტი,რომელსაც ხელს აწერს შპს ,,ე---------------ის“ დირექტორი ზ----------–---–ი, რომელშიც მითითებულია, რომ ,,ტ------------------- მარკის ავტომანქანა არ ექვემდებარებოდა აღდგენას და აღდგენის შემთხვევაში ხარჯი შეადგენდა 54351 ლარს. საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ,,ი-----ს“ მიერ დ------------–--–---–ისათვის სრულად იქნა ანაზღაურებული სადაზღვევო თანხა 55207,74 ლარის ოდენობით, რა თანხაც, თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიისათვის ასანაზღაურებლად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა ავტომანქანა ,,მ---------ის“ მესაკუთრეს - თ----------–--ეს.
2010 წლის 10 ნოემბერს, სს ,,ე---------------მა“ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ,,ი-----სგან“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 13200 ლარად შეიძინა 13 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა, მათ შორის ,,ტ------------------- მარკის ავტომობილი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოში დაადასტურეს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ,,ი-----ს“ დიექტორმა ვ------------------ემ, ამავე კომპანიის მთავარმა ბუღალტერმა მ--–-–---მ, სს ,,ე---------------ი“-ს მთავარმა ბუღალტერმა დ--------------ემ, მოწმე დ------------–-–---–მა.
2010 წლის 28 აგვისტოს შპს ..ე-------------ის“ მიერ შედგენილ N2-- დეფექტური აქტის თანახმად, ავტომანქანა ,,ტ---------------ო“ სახელმწიფო ნომრით N------ არ ექვემდებარება აღდგენას. აღდგენის შემთხვევაში რისი თანხაც შეადგენს 54351 ლარს (შესასრულებელი სამუშაოები - 9095 ლარი, ავტონაწილები (იხ. დანართი N2--) – 36345,76 და სამღებრო-საპოლირებო მასალების ღირებულება - 619 ლარი. ჯამში 46060,30 ლარი, რომელსაც ემატება დღგ-ს გადასახადი - 8290,85 ლარი) დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ მიიღება. მითითებული აქტში შპს ,,ე---------------ი“ დირექტორის - ზ------–---–ის გრაფაში ფიქსირდება ხელმოწერა, რომელიც დამოწმებულია სს ,,ე---------------ის“ ბეჭდით.
პალატა აღნიშნავს, რომ ზ----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მიხედვით, სასამართლოში უპირველესად უნდა დადგენილიყო 2010 წლის 28 აგვისტოს N2-- დეფექტური აქტის სიყალბე, შესაბამისად, ბრალდების მხარეს უნდა წარმოედგინა მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ უშუალოდ ზ----------–---–ის მიერ, ან მისი მითითებით, ან იძულებით ყალბი აქტის შედგენის ფაქტს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ---------------მ უჩვენა, რომ იგი 2009 წლიდან მუშაობს შპს ,,ე--------------ში“, რომელიც აწარმოებს ავტომანქანების შეკეთებას და რომლის დირექტორია ზ----------–---–ი. 2010 წლის ზაფხულში ,,ე---------------ში“ ევაკუატორით მიიყვანეს ,,ტ---------------ო“, რომელიც იყო ძალიან დაზიანებული. ავტომანქანას კონკრეტულად რა დაზიანებები ჰქონდა, არ ახსოვს, თუმცა აღდგენას ექვემდებარებოდა. ,,ტ------------------- აღდგენის დროს მან შეღება ავტომანქანა. როგორც წესი, ხელოსნებს ესაუბრება მენეჯერი ლ----------------ე, რომელსაც ისინი ეუბნებოდნენ, რა მასალები ესაჭიროებათ და რა თანხა იქნებოდა საჭირო. იმის დადგენა, კონკრეტული ავტომანქანა ექვემდებარება თუ არა აღდგენას, მის კომპეტენციაში არ შედის. ავტოსერვისში მიყვანილი ყველა ავტომანქანა არ ექვემდებარება აღდგენას, შეიძლება ხელობის და ნაწილების ფასის გათვალისწინებით აღდგენა ძვირი ჯდებოდეს ან ძალიან იყოს დაზიანებული და არ ღირდეს. ,,ტ------------------- აღდგენა რა დაჯდა, მისთვის უცნობია. ,,ტ------------------- შეღებვას საშუალოდ 1,5 კგ საღებავი სჭირდება, რაც დაახლოებით 1800 ლარამდე ღირს. ამ ავტომანქანის აღდგენას დაახლოებით ორი თვე დასჭირდა, რადგან ავტომანქანა სერიოზულად იყო დაზიანებული. ზ----------–---–ს მისთვის რამე პროცედურის დარღვევა ან თანხის გაზრდა არ უთხოვია. აღდგენილი ,,ტ---------------ოთი“ მოგვიანებით სარგებლობდა ზ----------–---–ი. აღდგენილ ავტომანქანას ყოველთვის ეტყობა, რომ აღდგენილია, რაც მის ღირებულებას საგრძნობლად ანახევრებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ-------------–---მ განმარტა, რომ იგი ხელოსნად მუშაობდა შპს ,,ე--------------ში“, სადაც ხდება ავტომანქანების შეკეთება, რომლის მენეჯერი იყო ლ----------------ე, დირექტორი - ზ----------–---–ი. 2010 წლის ზაფხულში „ე---------------ში“ სადაზღვევო კომპანიამ მიიყვანა დაზიანებული ,,ტ---------------ო“, რომლის შეკეთებაში მან მიიღო მონაწილეობა. ავტომანქანას დაზიანებული ჰქონდა სახურავი, წინა და უკანაკარი, წინა და უკანა ფრთა. ამ ავტომანქანის შეკეთება მოხდა მენეჯერის დავალებით მისთვის უცნობია, რა თანხა დაჯდა ,,ტ------------------- აღდგენა. ზ----------–---–ს მისთვის არ უთხოვია ხელობის ფასის გაზრდა. აღდგენის შემდეგ აღნიშნული ავტომანქანა სახელოსნოში არ უნახავს, ვინაიდან იქ აღარ მუშაობდა. ავტომანქანის აღდგენის შედეგად შეუძლებელია პირვანდელი (ქარხნული) მდგომარეობის მიღება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, ის ფაქტი, რომ სს „ე---------------ის“ მენეჯერს, ლ----------------ეს დაზიანებული მანქანები მიჰყავდა ხელოსნებთან და მათთან შეთანხმებით ხდებოდა, თუ რა რაოდენობის და რა თანხის მასალა იყო საჭირო ავტომანქანის აღსადგენად, დაადასტურეს მოწმეებმა ს-------------------ემ და ბ---------------მ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, მხარეებმა უდაოდ გახადეს მოწმე ლ----------------ის გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვით დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ სს „ე---------------ის“ დირექტორი იყო ზ----------------ე, ხოლო თავად 2010 წლის 20 მაისის მდგომარეობით სს „ე---------------ში“ მუშაობდა მენეჯერის პოზიციაზე და მის მოვალეობაში შედიოდა დაზიანებული ავტომანქანების დასურათება, მონაცემების ჩაწერა და აღდგენითი პროცესის კონტროლი. აღნიშნული ჩვენებით არ დგინდება, თუ რა მონაწილეობა მიიღო ზ----------------ემ 2010 წლის 28 აგვისტოს შპს ,,ე---------------ის“ მიერ შედგენილ N2-- დეფექტური აქტის შედგენაში.
აღნიშნული მტკიცებულებების მიხედვით არ დასტურდება, ზ----------–---–ის მიერ, ან მისი მითითებით, ან იძულებით, ყალბი აქტის შედგენის ფაქტი. მით უმეტეს, არ დგინდება, რომ აქტში არასწორად იქნა შეტანილი ნაწილების რაოდენობა, ან ხელოვნურად იქნა გაზრდილი მათი ფასი. ამდენად, აპელანტის მტკიცება იმასთან მიმართებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ----------–---–ის მიერ წინასწარი განზრახვის ფორმით მოხდა დეფექტურ აქტში არსებული ინფორმაციის გაყალბება, ეფუძვნება მხოლოდ ეჭვებსა და ვარაუდებს, რომელიც არ არის დადასტურებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისი მტკიცებულებებით.
- ზ----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მიხედვით, მან ყალბი დეფექტური აქტის შედგენით მოატყუა და შეცდომაში შეიყვანა დაზარალებული - საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „ი-----“.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ,,ი-----ში“ დირექტორმა მოწმე ვ-------------------ემ განმარტა, რომ 2010-2011 წელს სადაზღვევო კომპანია ,,ი-----“ თ----------–--ისგან, რეგრესის წესით, ითხოვდა მიყენებული ზიანის, დაახლოებით 55000 ლარის ანაზღაურებას, რაც სამივე ინსტანციის სასამართლომ ,,ი-----ს“ სასარგებლოდ გადაწყვიტა. სანამ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალაშია, სადაზღვევო კომპანია ,,ი-----ს“ არანაირი ზიანი არ მისდგომია. მისთვის, როგორც დაზარალებულის წარმომადგენლისთვის უცნობია, ზ----------–---–მა თუ ვინ მოატყუა.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის დაზარალებული, რომლის არსებობაც აუცილებელია ზ----------–---–ისათვის შერაცხული ბრალდებიდან გამომდინარე.
მოცემული გარემოებების შეფასება ცხადყოფს, რომ საერთაშორიშო სადაზღვევო კომპანია ,,ი-----ს“ ზ----------–---–ის ქმედებით ზიანი არ მიდგომია.
პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას იმასთან მიმართებით, რომ მოცემული შემთხვევის დროს ზ----------–---–ს წისაწარ არ შეიძლებოდა სცოდნოდა ის გარემოება, რომ დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ სადაზღვევო კომპანია ,,ი-----“ მიიღებდა გადაწყვეტილებას დაზიანებული ავტომანქანების მანქანის გასხვისების შესახებ, რასაც გამორიცხავს დ------------–-–---–ის ჩვენების ის ნაწილიც, სადაც იგი უთითებს, რომ თავდაპირველად შპს სადაზღვევო კომპანია ,,ი-----“ ცდილობდა მის დაყოლიებას დაზიანებული ა/მანაქანის აღდგენაზე, რაზედაც მან უარი განუცხადა.
პალატა აღნიშნავს, რომ ზ----------–---–ის მხრიდან წინასწარი განზრახვით ყალბი დეფექტური აქტის შეედგენით საკუთრების უფლების მოპოვების დადასტურებისათვის, მაშინ, როდესაც სასურველი შედეგის მიღწევა მხოლოდ ზ----------–---–ის ქმედებაზე არ იყო დამოკიდებული, უნდა არსებობდეს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც სულ მცირე ვარაუდის დონეზე დაადასტურებდა ზ----------–---–ისა და სადაზღვევო კომპანია ,,ი-----ს“ წარმომადგენლებს შორის კავშირს. ასეთი რამ კი ბრალდების მხარეს სასამართლოზე არ წარმოუდგენია.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ შპს ,,ე---------------მა“ დაზიანებულ მდგომარეობაში მყოფი მითითებული ავტომანქანა შეიძინა 12 სხვა ავტომობილთან ერთად, რა დროსაც ,,ტ------------------- ინდივიდუალური ღირებულება განსაზღვრული არ ყოფილა, შესაბამისად, ბრადლების ფორმულირებაში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოდა 2010 წლის 10 ნოემბერს, სს ,,ე---------------მა“ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ,,ი-----სგან“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ზემოხსენებული დაზიანებული ,,ტ------------------- მარკის ავტომობილი 1000 ლარად, დაუსაბუთებელია, რადგან მოცემული გარემოების (ფასის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა) წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად შეუძლებელია.
- ბრალდების მხარე ზ----------–---–ის მიერ ყალბი დეფექტური აქტის შედგენის დასადასტურებლად ეყრდნობა 2014 წლის 14 ნოემბრის თემატური შემოწმების ცნობას, შპს ,,ე---------------ის“ მიერ შედგენილი დეფექტური აქტის მიხედვით, ავტომანქანის აღდგენისათვის სულ განსაზღვრული იყო (დღგ-ს ჩათვლით) 43619 ლარის ღირებულების ავტონაწილებისა და სამღებრო-საპოლირებო მასალები. რეალურად შპს ,,ე---------------ს“ ავტომანქანის აღდგენისათვის გახარჯულად ნაჩვენები აქვს 7553 ლარის ღირებულების ავტონაწილები.დეფექტური აქტით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების (10732ლარი) შპს ,,ე---------------ის“ მიერ სრულად ანაზღაურების შემთხვევაში (შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის პირობებში) ავტომანქანის აღდგენისათვის გაიხარჯებოდა (10732+7553) 18285 ლარი. ასეთ შემთხვევაში, ავტომანქანის აღდგენითი (შეკეთების) ღირებულება, სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული ავტომანქანის ღირებულებასთან მიმართებით იქნებოდა 8285/66860.97*100) 27,35%.
პალატა აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ზ----------–---–ის ბრალეულობას, აღნიშნული ცნობა თუნდაც მისი კატეგორიულობიდან გამომდინარე, როგორც ცალკე აღებული მტკიცებულება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.
ამასთან, დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2016 წლის 21 თებერვლის ავტო-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ დეფექტური აქტი N2---ის დანართში მითითებული ავტონაწილების ფასები შესაძლებელია შეესაბამებოდეს 2010 წელს არსებულ საბაზრო ფასებს, მეტიც, აღნიშნული ფასები შეიძლება ყოფილიყო კორპორატიული მომხმარებლისათვის სპეციალური, ფასდაკლებული ფასები (იმ დროისთვის შპს ტ---------–------ი თბილისის ფასები დაახლოებით 30-35 %-ით მეტი იყო აღნიშნულ ფასთან შედარებით); წარმოდგენილი ფოტომასალის შესწავლით დადგინდა, რომ დანართი N2---ში მოცემული ჩამონათვალი შეიძლება შეესაბამებოდეს აღნიშნულ ჩამონათვალს და ასევე დასაშვებია იყოს კიდევ სხვა დაზიანებული ავტონაწილები (დამჭერები, სამაგრები, დაკიდების და სხვა მცირე დეტალები) რომლებიც ავტომანქანის დაშლის გარეშე შეუძლებელია დათვალიერდეს, გაიზომოს ან შემოწმდეს და ფოტომასალის და დაზიანებული ავტონაწილების შესწავლის შედეგად შესაძლებელია ითქვას, რომ ტექნიკური თვალსაზრისით აღნიშნული ავტომანქანის ,,ტ---------------ო“ (სახ. ნომრით N------) აღდგენა მიზანშეწონილი არ იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მითითებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გ--------------ემ.
2016 წლის 23 თებერვლის N0-------- ექსპერტის დასკვნით დადასტურდა, რომ 2008 წელს დამზადებული, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის ,,T-----------“-ს სახ. ნომრით N------, საიდენტიფიკაციო N (----------------------, ფოტომასალაში ასახული დაზიანებული დეტალები შეესაბამება სს ,,ე---------------ის“ მიერ 2010 წლის 28 აგვისტოს გაცემულ N2-- დანართში ჩამოთვლილ დეტალებს. 2008 წელს დამზადებული, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის ,,T-----------“-ს სახ. N N------, საიდენტიფიკაციო N (----------------------, ავტომობილის ძარას მიღებული აქვს რთული დეფორმაცია, რომლის აღდგენა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. გარდა ამისა, მოცემული თემატურ აქტში მითითებული ინფორმაცია ასევე ეწინააღმდეგება 2016 წლის 21 თებერვლის ავტო-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ინფორმაციას, რომლითაც ნათლად გამყარებულია დეფექტურ აქტში არსებული ინფორმაციის სისწორე და ნამდვილობა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე, პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვქვეშ დააყენოს ზ----------–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების ნამდვილობა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2010 წელს ,,ე---------------ში“ წარდგენილი იქნა დაზიანებული ავტომანქანა ,,ტ---------------ო“, რომელიც იქნა შესწავლილი, გაკეთდა კალკულაცია, რაც აისახა 2010 წლის 28 აგვისტოს შედგენილ დეფექტურ აქტში. არსებობს შაბლონი, სადაც შედის 12-13 დასახელების მომსახურება, თითოეული კომპონენტი თვალიერდება შესაბამისი ხელოსნის მიერ, სურათდება ავტომანქანა, რის შემდეგ ინფორმაცია მიეწოდება მენეჯერს და საბოლოოდ, შესაძლო კორექტირების შემდეგ, დეფექტურ აქტს იგი ადასტურებს ხელის მოწერით. ვინაიდან აღნიშნული ავტომანქანა იყო საგარანტიო, ფასები უნდა მიღებულიყო ცენტრიდან, რის გამოც მიმართეს ,,მ---------------ს“, რომლის მიერ მიწოდებული ფასები აისახა აქტის დანართში. აღნიშნული ავტომანქანის აღდგენის შანსი იყო მინიმალური. სადაზღვევო კომპანია არ არის ვალდებული გაითვალისწინოს მაინცდამაინც მათი კომპანიის მიერ წარდგენილი დეფექტური აქტი და ჩაატაროს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ალტერნატიული ექსპერტიზა და დადგინდეს ღირებულება, თუმცა სადაზღვევო კომპანია ასე არ მოქცეულა. აღნიშნული ავტომანქანა, ვინაიდან მისი აღდგენა იყო მიზანშეუწონელი, სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებით გახდა ე.წ. ,,ტოტალი“ ანუ უნდა მომხდარიყო სატრანსპორტო საშუალების ტოტალურად განადგურება. როგორც მისთვის არის ცნობილი, სადაზღვევო კომპანიამ სრულად აუნაზღაურა ზიანი ავტომანქანის მეპატრონეს, რის შემდეგ ავტომანქანა გადავიდა სადაზღვევო კომპანიის საკუთრებაში. ამასთან აღნიშნა, რომ, როდესაც სადაზღვევო კომპანიისთვის კეთდება კალკულაცია, გასათვალისწინებელია, რომ ავტომანქანა, რაც არ უნდა კარგად აღდგეს, საგარანტიო მდგომარეობამდე ვერ მივა და მისი საბაზრო ფასი შეუძლებელია მიუახლოვდეს პირველად ფასს. ამ შემთხვევაში მესაკუთრე თავად იღებს გადაწყვეტილებას სურს ავტომანქანის აღდგენა, თუ საგარანტიო თანხის მიღება.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად გამოიკვლია და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზ----------–---–ის ქმედებას. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ზ----------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ისინი იძლევა მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც პირის მსჯავრდების საფუძველი ვერ გახდება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ დ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დარჩეს უცვლელად;
3. ზ----------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გამართლებულ ზ----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე – გი----- გაუქმებულია და გი-----ს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 იანვრის განჩინებით,ზ----------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ------–--------–---------------, ს--------–--------------, 100,67 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0-------------------------, დადებული ყადაღა;
6. გამართლებულ ზ----------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
7. მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
- სამოქალაქო საქმის (N2----------) სხდომის ოქმის შემცველი CD დისკი, დალუქული 1 პაკეტად და ავტომანქანა ,,ტ------------------- ფოტოსურათების შემცველი CD დისკი, დალუქული 1 პაკეტად (რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის gamocხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი