განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010141318700060923
საქმე №1/ა.გ.391-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლევან თევზაძე
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ-----– ს-----–-- ძე ა----------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლოს სხდომის კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენით, მ-----–------------ი (დაბადებული 1----–-–-------------------------------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
მ-----–------------ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 3(სამი)წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, მ-----–------------ის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი)საათი, შეეცვალა ჯარიმით და მ-----–------------ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორიათასი)ლარის ოდენობით.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით, მ-----–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2550 (ორიათასხუთასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მ-----–------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2015 წლის 16 ოქტომბრიდან 2015 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით) შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მ-----–------------ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 3(სამი)წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ მ-----–------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენში ცვლილება შევიდა.
მ-----–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2050 (ორიათასორმოცდაათი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მ-----–------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2015 წლის 16 ოქტომბრიდან 2015 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით) შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა მ-----–------------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენების გადასინჯვა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლოს სხდომის კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით (რომლითაც ცვლილება შევიდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენში) განაჩენებით მ-----–------------ს მსჯავრი დაედო სსკ-ის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის’’ (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.
2018 წლის 11 და 19 ივნისის თბილისის სააღსრულებლო ბიუროდან შემოსული წერილების თანახმად, მსჯავრდებულ მ-----–------------ს სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის თანხები გადახდილი არ აქვს.
პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ მ-----–------------ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დანიშნული სასჯელისგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ-----–------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2.მსჯავრდებული მ-----–------------ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისგან.
3. მსჯავრდებულ მ-----–------------ს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის დათბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
4.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება აღსრულებას;
5. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. კაპანაძე
ლ. თევზაძე