განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.05.2018
საქმის ნომერი
330310017001930422
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001930422

საქმე №3ბ/428-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - თ------- ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - თ---------–-----ძე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ------------–---აძე;

წარმომადგენელი -ნ--------–--ძე;

 

მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;

წარმომადგენელი - ლ-–---------–-ძე;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ------------–---აძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის №1---- ბრძანება ,,თ------------–---აძის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე”. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა თ------------–---აძის მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ 2016 წლის 01 ნოემბერს მიღებული №0----- დადგენილების ბათილად ცნობის თობაზე მოთხოვნით, 2016 წლის 30 ნოემბერს წარდგენილი №4-------- ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა კანონით დადგენილი წესით. ამავე გადაწყვეტილებით დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში (,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 01 ნოემბრის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა) თ------------–---აძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ღ--------–ის ქუჩა №56, დაზუსტებული ფართობი - 115.00 კვ.მეტრი, შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ------------–---აძის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მომართვა №2--------, დამოწმების თარიღი: 12/09/2016, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური; ნასყიდობის ხელშეკრულება №1-1090, დამოწმების თარიღი: 28/04/1998, ნოტარიუსი ლ.გ-------–-ანი.

 

3.1.2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თ------- თ--–-----ის მიმართ 2016 წლის 31 მაისს შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ღ--------–ეს ქუჩა N56-ში(საკადასტრო კოდი: №0---------------) განხორციელდა უნებართვო მიშენება და საფეხურების მოწყობა, ასევე უნებართვო მიშენების ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო მიწაზე. დარღვევის გამოსწორების მიზნით მას დაევალა უნებართვო ობიექტების დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ან მითითების შედგენის მომენტამდე არსებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი)კალენდარული დღე.

 

3.1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 01 ივლისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0----- თ------------–---აძის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

 

3.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 01 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც თ------------–---აძე დაჯარიმდა 10000(ათი ათასი) ლარით ქ.თბილისში, ღ--------–ეს ქუჩა

№56-ში(საკადასტრო კოდი: №0---------------) უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის (შენობა ლიტ. ,,ა“ -ს მარცხენა მხარეს მიშენებულია ფართი და მოწყობილია საფეხურები, ასევე განხორციელებულია მიშენება, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე). ამავე დადგენილებით, თ------- თ--–-----ეს დაევალა ქ.თბილისში, ღ--------–ეს ქუჩა №56-ში(საკადასტრო კოდი: №0---------------) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (შენობა ლიტ. ,,ა“ -ს მარცხენა მხარეს მიშენებული ფართის და მოწყობილი საფეხურების, განხორციელებული მიშენების, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე) დემონტაჟი. აღნიშნულ დადგენილებაზე მიწერილია -,,ჩავიბარე თ------------–---აძე 09/XI -2016წ.’’

 

3.1.5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 01 ნოემბრის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, თ------- თ--–-----ის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს №4-------- ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

თ------- თ--–-----ემ 2016 წლის 26 დეკემბერს №4-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც ითხოვდა საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას მისი და მისი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე 2016 წლის 30 ნოემბრამდე საჩივრის წარუდგენლობის გამო. განცხადებას თან ერთვოდა კ.ს. ,,თ--–-----ე და ა---------------------ს“ მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს გაცემული №1------- ბრძანება, რომლითაც დასტურდება, რომ ადვოკატ ნ--------–--ძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეცა კუთვნილი შვებულება 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე.

 

თ-------------ალაკვაძის ადვოკატმა ნ-----------–---ემ 2016 წლის 12 დეკემბერს №437256/12 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც ითხოვდა 2016 წლის 13 დეკემბერს თ------------–---აძის საჩივართან დაკავშირებით დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომის გადადებას, რადგან ნინო ბოცვაძე 2016 წლის 02 დეკემბრიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე იმყოფება კუთვნილ შვებულებაში, არ იმყოფება თბილისში და ვერ შეძლებს სხდომაზე გამოცხადებას, ამასთან თ------------–---აძე არ არის იურისტი და ვერ შეძლებს წარმომადგენლის გარეშე თავისი პოზიციის დაცვას. განცხადებას თან ერთვოდა 2016 წლის 16 აგვისტოს კ.ს. ,,თ--–-----ე და ადვოკატთა ჯგუფის“ მიერ გაცემული ორდერი №1------, რომლითაც ადვოკატ ნ--------–--ძეს ევალება განახორციელოს თ------------–---აძის ინტერესების დაცვა ქალაქ თბილისის მერიაში, არქიტექტურის სამსახურში, ორდერის მოქმედების ვადა - უვადო.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის №1---- ბრძანებით განუხილველად დარჩა თ------------–---აძის 2016 წლის 30 ნოემბრის №4-------- ადმინისტრაციული საჩივარი.

 

3.1.6. საქმეში წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის დავით მჭედლიშვილის 2017 წლის 29 მარტის №-- ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ღ--------–ის ქუჩა №52-ში საკადასტრო კოდით: №0--------------- მოქალაქე თ------- თ--–-----ის მიერ ლიტერ. ,,ა“ -ს მარცხენა მხარეს მიშენებული ფართი, მას შემდეგ რაც შპს ,,რ------------ის“ მიერ მოხდა საზღვრების კორექტირება აღარ სცდება საკადასტრო საზღვრებს და არ გადადის სახელმწიფო ტერიტორიაზე. დასკვნაში განმარტებულია, რომ ცდომილება ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ აზომვით ნახაზსა და შპს ,,რ------------ის“ მიერ შესრულებულ ნახაზებს შორის გამოწვეულია საამზომელო ინსტრუმენტებით, ხოლო აღნიშნული დაშვებულია საქართველოს მთავრობის №388 დადგენილების დანართი №1, მე-2 მუხლის, მესამე პუნქტის მიხედვით, აღნიშნული ცდომილება ასევე დასაშვებია 1:500 მასშტაბით აზომვების დროს, რითაც მოხდა აღნიშნული აზომვები, მაგრამ ცდომილების მინიმუმდე დაყვანისათვის საკადასტრო აზომვების ჩატარება უნდა მოხდეს 1:100 მასშტაბით, რაც მოითხოვს საამზომველო ინსტრუმენტებით 24 საათიან სადამკვირვებლო რეჟიმს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის №1---- ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ მიუთითა რომ 6.2. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია:

 

ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია;

გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი;

ე) ლანდშაფტური მშენებლობა;

ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

სასამართლოს მითითებით, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,– ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თ------------–---აძის მიმართ 2016 წლის 31 მაისს შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ღ--------–ეს ქუჩა №56-ში (საკადასტრო კოდი: №0---------------) განხორციელდა უნებართვო მიშენება და საფეხურების მოწყობა, ასევე უნებართვო მიშენების ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო მიწაზე. დარღვევის გამოსწორების მიზნით მას დაევალა უნებართვო ობიექტების დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ან მითითების შედგენის მომენტამდე არსებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი)კალენდარული დღე.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,– დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილ იქნა, რომ თ------------–---აძის მიმართ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 01 ივლისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო- სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა- ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 01 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება

№0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც თ------------–---აძე დაჯარიმდა 10 000(ათი ათასი) ლარით ქ.თბილისში, ღ--------–ეს ქუჩა №56- ში(საკადასტრო კოდი: №0---------------) უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის (შენობა ლიტ. ,,ა“-ს მარცხენა მხარეს მიშენებულია ფართი და მოწყობილია საფეხურები, ასევე განხორციელებულია მიშენება, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე). ამავე დადგენილებით, თ------------–---აძეს დაევალა ქ.თბილისში, ღ--------–ეს ქუჩა №56- ში(საკადასტრო კოდი: №0---------------) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (შენობა ლიტ. ,,ა“-ს მარცხენა მხარეს მიშენებული ფართის და მოწყობილი საფეხურების, განხორციელებული მიშენების, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე) დემონტაჟი. აღნიშნულ დადგენილებაზე მიწერილია-,,ჩავიბარე თ------------–---აძე 09/XI-2016წ.’’

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი”ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 01 ნოემბრის №0----- დაადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული თ------------–---აძის მიერ ქ.თბილისის მუნიციიპალიტეტის მერიაში, რომლის 2017წლის 19 აპრილის №1---- ბრძანებით თ------------–---აძის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველი.

 

მოსარჩელე მხარის ერთი-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის №1---- ბრძანების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ირკვევა, რომ თ------------–---აძის ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გასული იყო სადავო დადგენილების(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 01 ნომებრის №0----- დადგენილება) გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25.22 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილება №0----- მიღებული იქნა 2016 წლის 01 ნოემბერს. ამასთან, აღნიშნულ დადგენილებაზე მიწერილია-,,ჩავიბარე თ-------------ალაკვაძე 09/XI-

2016წ.’’(საგულისხმოა ის გარემოება, რომ დადგენილების ჩაბარების თარიღს სადავოდ მიიჩნევს მოსარჩელე მხარე), გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის №1---- ბრძანებით თ------------–---აძის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ სადავო დადგენილება მოქალაქე თ------------–---აძეს ჩაბარდა 2016 წლის 09 ნოემბერს, ადმინისტრაციული საჩივარი კი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოტანილია 2016 წლის 30 ნოემბერს, შესაბამისად გასულია გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ– დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, თ------------–---აძის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული თუ რატომ არ იქნა გაზიარებული თ------------–---აძის მიერ 2016 წლის 26 დეკემბერს №4-------- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, სადაც იგი ითხოვდა საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას მისი და მისი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე 2016 წლის 30 ნოემბრამდე საჩივრის წარუდგენლობის გამო, რამეთუ მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებს იმას, რომ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 01 ნოემბრის №0----- დადგენილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით, აღნიშნული კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.4 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის გაშვებული ვადის აღდგენის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ------------–---აძის სასარჩელო მოთხოვნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის

2017 წლის 19 აპრილის №1---- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის №1---- ბრძანება

,,თ------------–---აძის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე” და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს თ------------–---აძის მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ 2016 წლის 01 ნოემბერს მიღებული №0----- დადგენილების ბათილად ცნობის თობაზე მოთხოვნით,2016 წლის 30 ნოემბერს წარდგენილი №4-------- ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლოს მითითებით, რაც შეეხება თ------------–---აძის სარჩელს, რომლითაც იგი ითხოვს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 01 ნოემბრის №0----- დადგენილების ბათილად ცნობას,- სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში აღნიშნულ დადგენილებაზე არსებითად არ უმსჯელია, არამედ თ------------–---აძის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქმეზე გამოსაკვლევი და შესაფასებელია რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა გააჩნია თ------------–---აძის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე საკითხის არსებითად მსჯელობისათვის,- ამ ეტაპზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 01 ნოემბრის №0----- დადგენილება გამოცემული არის თუ არა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის’’ საქართველოს კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში თ------------–---აძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად მოახდინა კანონის განმარტება. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება სადავო სამართალურთიერთობას. არასწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ღ--------–ის ქუჩა №56, დაზუსტებული ფართობი - 115.00 კვ.მეტრი, შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:

№0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ------------–---აძის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მომართვა №2--------, დამოწმების თარიღი: 12/09/2016, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური; ნასყიდობის ხელშეკრულება №1-1090, დამოწმების თარიღი: 28/04/1998, ნოტარიუსი ლ.გ-------–-ანი.

 

5.1.2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო

სამსახურის მიერ თ------- თ--–-----ის მიმართ 2016 წლის 31 მაისს შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ღ--------–ეს ქუჩა N56-ში(საკადასტრო კოდი: №0---------------) განხორციელდა უნებართვო მიშენება და საფეხურების მოწყობა, ასევე უნებართვო მიშენების ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო მიწაზე. დარღვევის გამოსწორების მიზნით მას დაევალა უნებართვო ობიექტების დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ან მითითების შედგენის მომენტამდე არსებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი)კალენდარული დღე.

 

5.1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 01 ივლისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0----- თ------------–---აძის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

 

5.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 01 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №0-----

,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც თ------------–---აძე დაჯარიმდა 10000(ათი ათასი) ლარით ქ.თბილისში, ღ--------–ეს ქუჩა

№56-ში(საკადასტრო კოდი: №0---------------) უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის (შენობა ლიტ. ,,ა“ -ს მარცხენა მხარეს მიშენებულია ფართი და მოწყობილია საფეხურები, ასევე განხორციელებულია მიშენება, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე). ამავე დადგენილებით, თ------- თ--–-----ეს დაევალა ქ.თბილისში, ღ--------–ეს ქუჩა №56-ში(საკადასტრო კოდი:

№0---------------) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (შენობა ლიტ. ,,ა“ -ს მარცხენა მხარეს მიშენებული ფართის და მოწყობილი საფეხურების, განხორციელებული მიშენების, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე) დემონტაჟი. აღნიშნულ დადგენილებაზე მიწერილია -,,ჩავიბარე თ------------–---აძე 09/XI -2016წ.’’

 

5.1.5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 01 ნოემბრის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, თ------- თ--–-----ის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს №4-------- ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. თ------- თ--–-----ემ 2016 წლის 26 დეკემბერს №4-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც ითხოვდა საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას მისი და მისი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე 2016 წლის 30 ნოემბრამდე საჩივრის წარუდგენლობის გამო. განცხადებას თან ერთვოდა კ.ს. ,,თ--–-----ე და ა---------------------ს“ მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს გაცემული №1------- ბრძანება, რომლითაც დასტურდება, რომ ადვოკატ ნ--------–--ძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეცა კუთვნილი შვებულება 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე.

 

თ-------------ალაკვაძის ადვოკატმა ნ-----------–---ემ 2016 წლის 12 დეკემბერს №437256/12 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც ითხოვდა 2016 წლის 13 დეკემბერს თ------------–---აძის საჩივართან დაკავშირებით დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომის გადადებას, რადგან ნინო ბოცვაძე 2016 წლის 02 დეკემბრიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე იმყოფება კუთვნილ შვებულებაში, არ იმყოფება თბილისში და ვერ შეძლებს სხდომაზე გამოცხადებას, ამასთან თ------------–---აძე არ არის იურისტი და ვერ შეძლებს წარმომადგენლის გარეშე თავისი პოზიციის დაცვას. განცხადებას თან ერთვოდა 2016 წლის 16 აგვისტოს კ.ს. ,,თ--–-----ე და ადვოკატთა ჯგუფის“ მიერ გაცემული ორდერი №1------, რომლითაც ადვოკატ ნ--------–--ძეს ევალება განახორციელოს თ------------–---აძის ინტერესების დაცვა ქალაქ თბილისის მერიაში, არქიტექტურის სამსახურში, ორდერის მოქმედების ვადა - უვადო.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის №1---- ბრძანებით განუხილველად დარჩა თ------------–---აძის 2016 წლის 30 ნოემბრის №4-------- ადმინისტრაციული საჩივარი.

 

5.1.6. საქმეში წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის დავით მჭედლიშვილის 2017 წლის 29 მარტის №-- ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ღ--------–ის ქუჩა №52-ში საკადასტრო კოდით: №0--------------- მოქალაქე თ------- თ--–-----ის მიერ ლიტერ. ,,ა“ -ს მარცხენა მხარეს მიშენებული ფართი, მას შემდეგ რაც შპს ,,რ------------ის“ მიერ მოხდა საზღვრების კორექტირება აღარ სცდება საკადასტრო საზღვრებს და არ გადადის სახელმწიფო ტერიტორიაზე. დასკვნაში განმარტებულია, რომ ცდომილება ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ აზომვით ნახაზსა და შპს ,,რ------------ის“ მიერ შესრულებულ ნახაზებს შორის გამოწვეულია საამზომელო ინსტრუმენტებით, ხოლო აღნიშნული დაშვებულია საქართველოს მთავრობის №388 დადგენილების დანართი №1, მე-2 მუხლის, მესამე პუნქტის მიხედვით, აღნიშნული ცდომილება ასევე დასაშვებია 1:500 მასშტაბით აზომვების დროს, რითაც მოხდა აღნიშნული აზომვები, მაგრამ ცდომილების მინიმუმდე დაყვანისათვის საკადასტრო აზომვების ჩატარება უნდა მოხდეს 1:100 მასშტაბით, რაც მოითხოვს საამზომველო ინსტრუმენტებით 24 საათიან სადამკვირვებლო რეჟიმს.

 

6. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თ------------–---აძის მიმართ 2016 წლის 31 მაისს შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ღ--------–ეს ქუჩა №56-ში (საკადასტრო კოდი: №0---------------) განხორციელდა უნებართვო მიშენება და საფეხურების მოწყობა, ასევე უნებართვო მიშენების ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო მიწაზე. დარღვევის გამოსწორების მიზნით მას დაევალა უნებართვო ობიექტების დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ან მითითების შედგენის მომენტამდე არსებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი)კალენდარული დღე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ------------–---აძის მიმართ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 01 ივლისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო- სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა- ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.

 

დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 01 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება

№0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც თ------------–---აძე დაჯარიმდა 10 000(ათი ათასი) ლარით ქ.თბილისში, ღ--------–ეს ქუჩა №56- ში(საკადასტრო კოდი: №0---------------) უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის (შენობა ლიტ. ,,ა“-ს მარცხენა მხარეს მიშენებულია ფართი და მოწყობილია საფეხურები, ასევე განხორციელებულია მიშენება, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე). ამავე დადგენილებით, თ------------–---აძეს დაევალა ქ.თბილისში, ღ--------–ეს ქუჩა №56- ში(საკადასტრო კოდი: №0---------------) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (შენობა ლიტ. ,,ა“-ს მარცხენა მხარეს მიშენებული ფართის და მოწყობილი საფეხურების, განხორციელებული მიშენების, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე) დემონტაჟი. აღნიშნულ დადგენილებაზე მიწერილია-,,ჩავიბარე თ------------–---აძე 09/XI-2016წ.’’

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.

 

დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 01 ნოემბრის №0----- დაადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული თ------------–---აძის მიერ ქ.თბილისის მუნიციიპალიტეტის მერიაში, რომლის 2017წლის 19 აპრილის №1---- ბრძანებით თ------------–---აძის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველი.

 

მოსარჩელე მხარის ერთი-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის №1---- ბრძანების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ირკვევა, რომ თ------------–---აძის ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გასული იყო სადავო დადგენილების(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 01 ნომებრის №0----- დადგენილება) გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25.22 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.

 

განსახილველ შემთხვევაში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილება №0----- მიღებული იქნა 2016 წლის 01 ნოემბერს. ამასთან, აღნიშნულ დადგენილებაზე მიწერილია-,,ჩავიბარე თ-------------ალაკვაძე 09/XI-

2016წ.’’(საგულისხმოა ის გარემოება, რომ დადგენილების ჩაბარების თარიღს სადავოდ მიიჩნევს მოსარჩელე მხარე), გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის №1---- ბრძანებით თ------------–---აძის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ სადავო დადგენილება მოქალაქე თ------------–---აძეს ჩაბარდა 2016 წლის 09 ნოემბერს, ადმინისტრაციული საჩივარი კი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოტანილია 2016 წლის 30 ნოემბერს, შესაბამისად გასულია გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.

 

პალატას განსახილველ შემთხვევაში მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, თ------------–---აძის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული თუ რატომ არ იქნა გაზიარებული თ------------–---აძის მიერ 2016 წლის 26 დეკემბერს №4-------- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, სადაც იგი ითხოვდა საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას მისი და მისი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე 2016 წლის 30 ნოემბრამდე საჩივრის წარუდგენლობის გამო, რამეთუ მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებს იმას, რომ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 01 ნოემბრის №0----- დადგენილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით, აღნიშნული კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.4 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის გაშვებული ვადის აღდგენის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ სახელმწიფო კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა