განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.05.2018
საქმის ნომერი
330310016001353019
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001353019

საქმე N3ბ/2307-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

01 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: ილონა თოდუა

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

შოთა გეწაძე

სხდომის მდივანი: თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი - შპს ,,ყ--------------------–--ი“

წარმომადგენლები - ა---–------–---–ი, ა-----------–--ლი;

მოწინააღმდეგე მხარე- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარეგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - ნ-----–-----–----–-ძე;

მესამე პირები - ამხანაგობა "ც-------–---", ამხანაგობა "ც-------–----"

წარმომადგენელი - თ--------------–---–ი;

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება

1.აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.1.1. ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ და ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ წარმომადგენელმა გ-----------მ 2015 წლის 21 აპრილს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ერთდროულად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების თაობაზე განცხადებით მიმართა შპს ,,ყ--------------------–--ს” და მოითხოვა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში (მის.: ქ. თბილისი, ც-------–ის ქუჩა №-- და ც-------–ის ქუჩა №28 ) 47 ერთეული საცხოვრებელი ბინის მიერთება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე. განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრე შეადგენდა 174,84 მ3/საათში, ხოლო მიერთების საფასური განისაზღვრა თითოეული აბონენტისთვის 400 ლარით, ჯამში 18 800 ლარის (400x47) ოდენობით. განაცხადის დანართით დგინდება, რომ შიდა ქსელის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოები გათვალისწინებული იყო დანადგარებით: გაზქურა - 47 ცალი; ქვაბი - 47 ცალი.

 

,,ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ’’ განაცხადის (ერთდოულად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში) 4.4. პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ჯამური საფასური განისაზღვრა დანართი 2.1-ში მოცემული მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ინდივიდუალური საფასურის ჯამით, თითოეული მათგანისთვის მისაერთებელი სიმძლავრე შეადგენდა 3,72მ3 სთ-ს. მიერთების საფასურის 50%-ის 9400 ლარის გადახდა განხორციელდა 2015 წლის 04 მაისს.

 

3.1.2. 2015 წლის 23 ივლისის მრიცხველების ექსპლუატაციაში გაშვების აქტის თანახმად, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟდა G4T ტიპის 47 ცალი მრიცხველი. შენიშვნაში მითითებულია, რომ ,,დამონტაჟდა მრიცხველები, გაზი არ მიეწოდება დანადგარების არ ქონის გამო’’.

 

3.1.3. ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ და ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ წარმომადგენელმა გ-----------მ 2016 წლის 14 იანვარს საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31 ოქტომბრის №-- დადგენილების ,,ბუნებრივი გაზის მიწოდების და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ მე-19 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, გაზიფიცირების ღირებულების მეორე ნაწილის გაუქმება მოითხოვა, გაზიფიცირების ვადის დარღვევის გამო;

 

3.1.4. 2016 წლის 28 იანვარს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ განცხადებით მიმართა შპს ,, ყ-------------- - თბილისს“, აცნობა ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ და ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ ერთობლივი განცხადების შესახებ და ეთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებინა საკუთარი განმარტება სადავო საკითხთან დაკავშირებით;

 

შპს ,,ყ--------------------–--ის” 2016 წლის 09 თებერვლის წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა, რომ 2015 წლის 21 აპრილის განცხადებით მოთხოვნილი იქნა 47 საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. განაცხადის 2.1.დანართის მონაცემების გათვალისწინებით, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურმა შეადგინა 18800 ლარი, რაც მითითებული იქნა განაცხადის 4.4. პუნქტში. ასევე, ქსელზე მისაერთებელი ობიექტის მოთხოვნილმა ჯამურმა სიმძლავრემ შეადგინა 174,84 კუბ.მ/სთ, რაც ასახულია განაცხადის 4.3. პუნქტში. შესაბამისად, წესების №3 დანართის იმ პერიოდისათვის არსებული რედაქციის გათვალისწინებით ამხანაგობა ,,ც-------–----“-ის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გაზიფიცირების უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრა 90 სამუშაო დღით. განაცხადის დამტკიცების, აბონენტის ნომრის მინიჭების და გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს ეცნობა 2015 წლის 29 აპრილს, ხოლო 2015 წლის 4 მაისს დამკვეთმა გადაიხადა მიერთების საფასურის 50%-9400 ლარი. შპს ,,ყ--------------------–--ის” წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მომხმარებლების მიერ შიდა ქსელისა და ბუნებრივი გაზის მიღების ერთი წერტილის მოწყობის მომსახურება (სტანდარტული პირობით) მოთხოვნილი არ ყოფილა. რასაც ადასტურებს განაცხადის 2.1. დანართი. გამომდინარე აქედან, ,,წესების“ მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, შიდა ქსელის მოწყობაზე პასუხისმგებელი იყო მომხმარებელი და მის მიერ უფლებამოსილი პირი;

 

3.1.5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 10 მარტის №15/8 გადაწყვეტილებით ამხანაგობების - ,,ც-------–-----ისა“ და ,,ც-------–-----ის“ მოთხოვნა განცხადებაში მითითებული 47 ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის შემცირების - განახევრების თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს ,,ყ--------------------–--ს” დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, ამხანაგობების - ,,ც-------–-----ისა“ და ,,ც-------–-----ის“განცხადებაში მითითებული 47 ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის სააბონენტო ბარათებზე დარიცხული მიერთების საფასურის კორექტირება, რაც ითვალისიწინებს მიერთების საფასურის

50%-ით შემცირება - განახევრებას;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

 

ამასთან, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

 

2.2.2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით’’ რეგულირდება ურთიერთობები განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

 

აღნიშნული წესების პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. მე-7 პუნქტის თანახმად კი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლები, განაწილების ლიცენზიატები და მომხმარებლები ვალდებული არიან დაიცვან ამ წესებში მოცემული ნორმები.

 

მითითებული წესების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით პირმა განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს თავის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლიცენზიატი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდებულებას განმცხადებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ და ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მოითხოვა ბუნებრივი გაზის მიღება და მოხმარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლიცენზიატმა - შპს

,,ყ--------------------–--მა” დაამტკიცა განაცხადი და მიანიჭა მომხმარებლებს აბონენტის ნომრები, რითაც აიღო ვალდებულება განმცხადებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების თაობაზე.

 

ამავე წესების მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ

გამანაწილებელ ქსელზე ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების)

მიერთება, რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის

მიერთების საფასური, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს მხოლოდ შესაბამისი განაწილების ლიცენზიატი. ამ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საჭირო სამუშაო და ხარჯი (სრული ტექნოლოგიური ციკლი), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანა, მიერთებისათვის საჭირო საშუალებების შეძენა, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები, მის შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის ან ნებართვის მოპოვება და აღრიცხვის კვანძის მოწყობა, ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ჩათვლით. ახალი მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე ქსელის მოწყობას (შიდა ქსელი) უზრუნველყოფს ახალი მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მე-9 პუნქტით კი გათვალისწინებული დაბალი წნევის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის (მოთხოვნილი სიმძლავრით - 0-6 კუბ.მ/სთ) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევა, როდესაც (რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური), „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადში (შემდგომში – განაცხადი) მოთხოვნილია შიდა ქსელის მოწყობა, განაწილების ლიცენზიატი ამ შემთხვევაში მუხლის მე-8 პუნქტში ჩამოთვლილ სამუშაოებთან ერთად ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ამ ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა (განაწილების ლიცენზიატის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობით) და ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთი ხელსაწყოს დაერთება ახალი მომხმარებლის მიერ მითითებულ ადგილზე. მე-11 პუნქტის თანახმად, იმ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისას, რომელზე ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, განაწილების ლიცენზიატს ეკრძალება მოსთხოვოს ახალი მომხმარებელს მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და გამანაწილებელ ქსელზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. ახალი მომხმარებელი არ არის ვალდებული განაწილების ლიცენზიატს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია, განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა.

 

ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის მე-191 მუხლი შეეხება ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთების პროცედურებს, აღნიშნული მუხლის 1-4 -ე პუნქტების შესაბამისად, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს, რომელიც ხარვეზის არარსებობისას ამტკიცებს განაცხადს და მომხმარებელს ანიჭებს აბონენტის ნომერს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის დამტკიცების შეტყობინების მიღებიდან (წერილობით ან ელექტრონულად, განაცხადში მითითებული საშუალებით) 3 სამუშაო დღის ვადაში მის სააბონენტო ნომერზე შეიტანოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების თარიღიდან, ხოლო ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში -სამუშაოს დასრულებიდან (მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენიდან) 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდებიან მიერთების საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.

 

2.2.3. მოცემულ შემთხვევაში, ,,ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ’’ განაცხადის (ერთდოულად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში) 4.4. პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ჯამური საფასური განისაზღვრა დანართი 2.1-ში მოცემული მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ინდივიდუალური საფასურის ჯამით, თითოეული მათგანისთვის მისაერთებელი სიმძლავრე შეადგენდა

3,72მ3 სთ-ს. მიერთების საფასურის 50%-ის 9400 ლარის გადახდა მესამე პირების განხორციელდა 2015 წლის 04 მაისს.

 

წარმოდგენილი წესების 191 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი განაცხადის დამტკიცება განაწილების ლიცენზიატს აკისრებს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად; უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით), ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.

 

ზემოაღნიშნული მუხლის მე-8 პუნქტით ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პერიოდი განსაზღვრულია დანართში N3.

 

სასამართლომ მიუთითა ზემოაღნიშნულ წესებში 2015 წლის 27 მაისს განხორციელებულ ცვლილებაზე, კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №15 დადგენილებაზე, რომლის თანახმად, თუ ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე მრავალბინიანი საცხოვებელი სახლის მიერთებას, ერთობლივი განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა განისაზღვრება მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ, ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრის მიხედვით. N3 დანართის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრებოდა მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი წნევის საფეხურისა და სიმძლავრის მიხედვით, რასაც უკავშირდებოდა ასევე გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი- ვადა, კერძოდ 0-6, 6 დან-10, 10დან-16 სიმძლავრე, კუბ.მ/სთ-ზე გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდია 40 სამუშაო დღე, მასვე უკავშირდება მიერთების საფასური თითოეული მომხმარებლისათვის, რაც შეადგენს 400 ლარს.

 

სასამართლომ მიუთითა ზემოაღნიშნული წესის მე-191 მუხლზე, რომლის თანახმად გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს პერიოდს განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მომხმარებელი არ იმყოფება ადგილზე ან მისი შიდა ქსელი არ არის მზად გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და დალუქოს იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში (ასეთ შემთხვევაში გაზით მომარაგების დაწყების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი). ბუნებრივი გაზით მომარაგება დაიწყება ახალი მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე).

 

2.2.4. სასამართლომ სრულიად გაიზიარა მოპასუხის არგუმენტები იმის შესახებ, რომ ,,ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ’’ განაცხადის (ერთდროულად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში) 4.4. პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ჯამური საფასური განისაზღვრება დანართი 2.1-ში მოცემული მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ინდივიდუალური საფასურის ჯამით. შესაბამისად, ვინაიდან განაცხადი ითვალისწინებს 47 ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას და თითოეული მათგანისათვის მისაერთებელი სიმძლავრე შეადგენს 0-6 მ3/სთ-ს, სასამართლომ სრულიად გაიზიარა წესების N3 დანართის იმ დანაწესის გამოყენებას, რომლითაც ლიცენზიატს განაცხადის მიღებიდან

40 სამუშაო დღის ვადაში ეკისრებოდა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვალდებულება, ვინაიდან ზემოაღნიშნული წესების N3 დანართის თანახმად, თუ თითოეული ახალი მომხმარებლის მიერ გადახდილია მიერთების საფასური 400 ლარის ოდენობით, მიერთების პერიოდი განისაზღვრება 40 სამუშაო დღით.

 

ზემოაღნიშნული წესის მე-191 მუხლის მე-9 პუნქტით ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის დადგომის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს (როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების გამო მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების შესახებ, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მიერთების სამუშაოების დასრულების და ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ვადა მთავრდებოდა 2015 წლის 18 ივნისს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიერ 2015 წლის 23 ივლისს შედგა მრიცხველების ექსპლუატაციაში გაშვების აქტი, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაარღვია წესების დანართი N3-ით განსაზღვრული მიერთების ვადა (40 სამუშაო დღე), რის გამოც ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ და ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“მოთხოვნა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის განახევრების თაობაზე საფუძვლიანია.

 

სასამართლომ ასევე გაამახვილა ყურადღება ,,ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ’’ განაცხადის (ერთდროულად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში) 4.4. პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ჯამური საფასური განისაზღვრება დანართი 2.1-ში მოცემული მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ინდივიდუალური საფასურის ჯამით (იხ.სფ. 103) შესაბამისად, ვინაიდან განაცხადი ითვალისწინებს 47 ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას და თითოეული მათგანისათვის მისაერთებელი სიმძლავრე შეადგენს 0-6 მ3/სთ-ს, სასამართლო სრულიად იზიარებს წესების N3 დანართისიმ დანაწესის გამოყენებას, რომლითაც ლიცენზიატს განაცხადის მიღებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში ეკისრებოდა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვალდებულება, ვინაიდან ზემოაღნიშნული წესების N3 დანართის თანახმად, თუ თითოეული ახალი მომხმარებლის მიერ გადახდილია მიერთების საფასური 400 ლარის ოდენობით, მიერთების პერიოდი განისაზღვრება 40 სამუშაო დღით.

 

ამასთან, სასამართლოს მითითებით, მოცემული წესით მკაცრად არის რეგლამენტირებული განაწილების ლიცენზიატის მიერ ვადების დაცვის ვალდებულება, ვადის გადაცილება კი შესაძლოა გამართლებულ იქნეს მხოლოდ ლიცენზიატის სწორი და სათანადო ქმედების განხორციელების შემთხვევაში. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სასამართლოში მტკიცებულებების წარმოდგენა იმ ფაქტების დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცებაც წარმოადგენს მის საპროცესო ვალდებულებას, სასამართლო მოსარჩელის მიერ ვადების დარღვევის დადგენის პირობებში მართებულად მიიჩნევს ლიცენზიანტის მიმართ ისეთი ფინანსური პასუხისგებლობის დაკისრების საფუძვლიანობას, რომელიც რეგლამენტირებულია ამავე მუხლის მე-10 პუნქტში და გულისხმობს მომხმარებლის მიერ საფასურის ნახევრის გადახდისაგან განთავისუფლებას. კერძოდ, ამ მუხლის დანაწესით გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური შემცირდება – განახევრდება.

 

ამდენად, საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადგენილია მოსარჩელის მიერ ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული შპს ”ყ--------------------–--ის” პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული და შესწავლილი, აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სასამართლო თვლის, რომ საფუძვლიანად დაკმაყოფილდა ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ და ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ მოთხოვნა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის განახევრების თაობაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 10 მარტის №15/8 გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივსაფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ყ--------------------–--ის” სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად იმსჯელა საქმეში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კონკრეტულ შემთხვევაში არასწორად განსაზღვრა გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის საჭირო ვადა, კერძოდ სამუშაო 40 დღე, ნაცვლად 90 სამუშაო დღისა.

 

სასამართლოს განმარტებით, კომპანიას განაცხადის მიღებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში ეკისრებოდა გაზგამანაწილებელ ქსელზე 47 საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერთება, რომელთა მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრე 174,84 მ3 შეადგენდა. აღნიშნული განმარტება არასწორია, ვინაიდან 2014 წლის 31 ოქტომბერს მიღებული №-- დადგენილების (2015 წლის 02 მაისამდე არსებული რედაქციით) №3 დანართის თანახმად 160 მ3-დან 250 მ3-მდე მოთხოვნილი სიმძლავრის შემთხვევაში გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადა 90 დღით განისაზღვრებოდა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, "დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს", ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს "ყ--------------------–--ის" სასარჩელო მოთხოვნა კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასებას და იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება შპს "ყ--------------------–--ის" სასარჩელო მოთხოვნა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ და ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ წარმომადგენელმა გ-----------მ 2015 წლის 21 აპრილს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ერთდროულად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების თაობაზე განცხადებით მიმართა შპს ,,ყ--------------------–--ს” და მოითხოვა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში (მის.: ქ. თბილისი, ც-------–ის ქუჩა №-- და ც-------–ის ქუჩა №28 ) 47 ერთეული საცხოვრებელი ბინის მიერთება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე. განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრე შეადგენდა 174,84 მ3/საათში, ხოლო მიერთების საფასური განისაზღვრა თითოეული აბონენტისთვის 400 ლარით, ჯამში 18 800 ლარის (400x47) ოდენობით. განაცხადის დანართით დგინდება, რომ შიდა ქსელის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოები გათვალისწინებული იყო დანადგარებით: გაზქურა - 47 ცალი; ქვაბი - 47 ცალი.

 

,,ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ’’ განაცხადის (ერთდოულად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში) 4.4. პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ჯამური საფასური განისაზღვრა დანართი 2.1-ში მოცემული მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ინდივიდუალური საფასურის ჯამით, თითოეული მათგანისთვის მისაერთებელი სიმძლავრე შეადგენდა 3,72მ3 სთ-ს. მიერთების საფასურის 50%-ის 9400 ლარის გადახდა განხორციელდა 2015 წლის 04 მაისს.

 

4.1.2. 2015 წლის 23 ივლისის მრიცხველების ექსპლუატაციაში გაშვების აქტის თანახმად, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟდა G4T ტიპის 47 ცალი მრიცხველი. შენიშვნაში მითითებულია, რომ ,,დამონტაჟდა მრიცხველები, გაზი არ მიეწოდება დანადგარების არ ქონის გამო’’.

 

4.1.3. ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ და ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ წარმომადგენელმა გ-----------მ 2016 წლის 14 იანვარს საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31 ოქტომბრის №-- დადგენილების ,,ბუნებრივი გაზის მიწოდების და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ მე-19 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, გაზიფიცირების ღირებულების მეორე ნაწილის გაუქმება მოითხოვა, გაზიფიცირების ვადის დარღვევის გამო;

 

4.1.4. 2016 წლის 28 იანვარს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ განცხადებით მიმართა შპს ,, ყ-------------- - თბილისს“, აცნობა ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ და ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ ერთობლივი განცხადების შესახებ და ეთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებინა საკუთარი განმარტება სადავო საკითხთან დაკავშირებით;

 

შპს ,,ყ--------------------–--ის” 2016 წლის 09 თებერვლის წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა, რომ 2015 წლის 21 აპრილის განცხადებით მოთხოვნილი იქნა 47 საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. განაცხადის 2.1.დანართის მონაცემების გათვალისწინებით, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურმა შეადგინა 18800 ლარი, რაც მითითებული იქნა განაცხადის 4.4. პუნქტში. ასევე, ქსელზე მისაერთებელი ობიექტის მოთხოვნილმა ჯამურმა სიმძლავრემ შეადგინა 174,84 კუბ.მ/სთ, რაც ასახულია განაცხადის 4.3. პუნქტში. შესაბამისად, წესების №3 დანართის იმ პერიოდისათვის არსებული რედაქციის გათვალისწინებით ამხანაგობა ,,ც-------–----“-ის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გაზიფიცირების უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრა 90 სამუშაო დღით. განაცხადის დამტკიცების, აბონენტის ნომრის მინიჭების და გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს ეცნობა 2015 წლის 29 აპრილს, ხოლო

2015 წლის 4 მაისს დამკვეთმა გადაიხადა მიერთების საფასურის 50%-9400 ლარი. შპს

,,ყ--------------------–--ის” წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მომხმარებლების მიერ შიდა ქსელისა და ბუნებრივი გაზის მიღების ერთი წერტილის მოწყობის მომსახურება (სტანდარტული პირობით) მოთხოვნილი არ ყოფილა. რასაც ადასტურებს განაცხადის

2.1. დანართი. გამომდინარე აქედან, ,,წესების“ მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, შიდა ქსელის მოწყობაზე პასუხისმგებელი იყო მომხმარებელი და მის მიერ უფლებამოსილი პირი;

 

4.1.5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 10 მარტის №15/8 გადაწყვეტილებით ამხანაგობების - ,,ც-------–-----ისა“ და ,,ც-------–-----ის“ მოთხოვნა განცხადებაში მითითებული 47 ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის შემცირების - განახევრების თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს ,,ყ--------------------–--ს” დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, ამხანაგობების - ,,ც-------–-----ისა“ და ,,ც-------–-----ის“განცხადებაში მითითებული 47 ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის სააბონენტო ბარათებზე დარიცხული მიერთების საფასურის კორექტირება, რაც ითვალისიწინებს მიერთების საფასურის

50%-ით შემცირება - განახევრებას;

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას სასამართლოსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხრიდან საქმის გარემოებების არასრულყოფილი შესწავლის თაობაზე და თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 10 მარტის N15/8 გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის გარემოებები, რომელიც სრულყოფილად იქნა გამოკვლეული და შესწავლილი.

 

სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სადავო აქტის შინაარსის და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ სადავო აქტი მიღებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასება-შეჯერების საფუძველზე.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ გაზგამანაწილებელ ქსელზე 47 საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერთებისათვის, რომელთა მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრე 174,84 მ3 შეადგენდა. 2014 წლის 31 ოქტომბერს მიღებული №-- დადგენილების (2015 წლის 02 მაისამდე არსებული რედაქციით) №3 დანართის თანახმად 160 მ3-დან 250 მ3-მდე მოთხოვნილი სიმძლავრის შემთხვევაში გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადა 90 დღით განისაზღვრებოდა და ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად მიუთითა 40 დღიან ვადაზე, არ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი უნდა განესაზღვრა არა 40 სამუშაო დღით, არამედ ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრის მიხედვით, რაც სადავო პერიოდში, შეადგენდა 90 სამუშაო დღეს. აღნიშნულ პერიოდში კი მის მიერ შესრულებულ იქნა მიერთების სამუშაოები.

 

,,ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ’’ განაცხადის (ერთდროულად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში) 4.4. პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ჯამური საფასური განისაზღვრება დანართი 2.1-ში მოცემული მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ინდივიდუალური საფასურის ჯამით. შესაბამისად, ვინაიდან განაცხადი ითვალისწინებს 47 ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას და თითოეული მათგანისათვის მისაერთებელი სიმძლავრე შეადგენს 0-6 მ3/სთ-ს, სასამართლო სრულიად იზიარებს წესების N3 დანართის იმ დანაწესის გამოყენებას, რომლითაც ლიცენზიატს განაცხადის მიღებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში ეკისრებოდა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვალდებულება, ვინაიდან ზემოაღნიშნული წესების N3 დანართის თანახმად, თუ თითოეული ახალი მომხმარებლის მიერ გადახდილია მიერთების საფასური 400 ლარის ოდენობით, მიერთების პერიოდი განისაზღვრება 40 სამუშაო დღით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესის’’ მე-191 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის დადგომის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს (როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების გამო მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების შესახებ, შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მიერთების სამუშაოების დასრულების და ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ვადა მთავრდებოდა 2015 წლის 18 ივნისს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიერ 2015 წლის 23 ივლისს შედგა მრიცხველების ექსპლუატაციაში გაშვების აქტი, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაარღვია წესების დანართი N3-ით განსაზღვრული მიერთების ვადა (40 სამუშაო დღე), რის გამოც ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“ და ამხანაგობა ,,ც-------–-----ის“მოთხოვნა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის განახევრების თაობაზე საფუძვლიანია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია მოსარჩელის მიერ ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ფაქტი და ამავდროულად, შპს ,,ყ--------------------–--ის” მიერ საქმეში რაიმე ტიპის დამატებითი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მითითება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე წარმოდგენილ მოსაზრებებსა, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია ზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის 2016 წლის 10 მარტის N15/8 გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.1.2. სსსკ–ის 53–ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო აპელანტს, შპს ,,ყ--------------------–--ს’’ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ყ--------------------–--ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. შპს „ყ-------------- - თბილისს“ დაეკისროს სახელმწიფო ბუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ბაჟის გადახდა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე ილონა თოდუა

 

მოსამართლეები : გიორგი გოგიაშვილი

 

შოთა გეწაძე