განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002152480
საქმე №1/ბ-350-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
შორენა ყაველაშვილი
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ზ------------ის,ადვოკატ: ა-–------------------ის,მსჯავრდებულ: ქ------------------–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულის ქ------------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-–------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ქ---------------------–------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: თ---–---------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის განაჩენით ქ------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ქ------------------–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ქ------------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2017 წლის 26 სექტემბერს თბილისში მოსკოვის გამზირი #10-ში ჩატარებული იქნა ქ------------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც საწოლიდან ამოღებული იქნა ქ------------------–---–ის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,128 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 16 ცალი ტაბლეტი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ქ------------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–------------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენის გაუქმება და ქ------------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ არ არსებობდა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ქ------------------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, უფრო მეტიც საქმეში არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ქ------------------–---–ის მხრიდან დანაშაულის ჩადენას. გაურკვეველია ჩხრეკის საგამოძიებო მოქმედების მონაწილეები რატომ არიან მხოლოდ პოლიციის თანამაშრომლები და რატომ არ მისცეს საშუალება ამ საგამოძიებო მოქმედებას დასწრებოდა და მონაწილეობა მიეღო ქონების მესაკუთრეს ანდა ქ------------------–---–ის მეზობლებს. აგრეთვე, პოლიციელებს ქონდათ შესაძლებლობა მოეხდინათ ვიდეო-აუდიო ჩაწერა ტექნიკური საშუალებით და შემდეგ დათვალიერების ოქმით დაერთოთ საქმეზე, რაც არ განუხორციელებიათ. არათანმიმვდევრულია და არასანდოა მოწმეების, პოლიციელების ვ----------------–ის, გ---------------–---–ის, თ------------–--ს, ა-----–---–--–-–---–ის ჩვენებები, რომლებიც წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ სხვა პოლიციელთა ჩვენებებთან. მოწმე კ-----–--–---–-–---–ის ქცევით დადასტურდა, რომ იგი იყო პროკურორის ირიბი გავლენის ქვეშ და აქედან გამომდინარე მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. ასევე მოწმეებმა ლ--–--–--------ემ და ე-–----------მ ქ------------------–---–თან კონფლიქტური მდგომარეობა დაადასტურეს. აპელანტი აგრეთვე მიუთითებს, რომ ქ------------------–---–ის მიმართ დაირღვა ე.წ. მირანდას პრინციპები, კერძოდ, სავალდებულო დაცვა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ქ------------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის - მოწმე ა-----–---–--–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ქ------------------–---–ის საცხოვრებელი ბინა. ჩხრეკის შედეგად საწოლის მარჯვენა კუთხეში ლეიბსა და მატრასს შორის ნანახი იქნა წებოვანი ლენტით შეკრული ნარკოტიკული ნივთიერება. ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების შემდეგ ქ------------------–---–ი ადგილზევე იქნა დაკავებული, შედგა ბინის ჩხრეკის ოქმი. ქ------------------–---–მა ბინის ჩხრეკის ოქმში საკუთარი ხელით მიუთითა, რომ საწოლში აბებს თვითონ ინახავდა.
საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა - მოწმეებმა თ------------–--მ და გ---------------–---–მა დაადასტურეს, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს, ქ------------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს, სახლში განთავსებული საწოლიდან ამოიღეს 16 აბი ნარკოტიკული ნივთიერება. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ ქ------------------–---–მა ბინის ჩხრეკის ოქმში თავად მიუთითა, რომ ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება მას ეკუთვნოდა.
საგამოძიებო მოქმედების - ჩხრეკის ოქმის თანახმად 2017 წლის 26 სექტემბრს თბილისში, მოსკოვის გამზირი #10-ში მდებარე ქ------------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, საძინებელ ოთახში, მარჯვენა მხარეს, კუთხეში განთავსებული საწოლის უკანა მარჯვენა კუთხეში ლეიბსა და მატრასს შორის ნანახი და ამოღებული იქნა გამჭვირვალე წებოვანი ლენტით შეკრული წონაკი. წონაკი გახსნილი იქნა დათვალიერების მიზნით, მასში მოთავსებულ იყო 4 ცალი ფირფიტა, 16 ცალი აბით, წარწერით ლათინური ასოებით suboxone. დათვალიერების შემდგომ ამოღებული ნივთები ერთად მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ერთ ფუთად. ფუთზე გაკეთდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები.
ქიმიური ექსპერტიზის #1596/სქ-#1870/ქრ 2017 წლის 27 სექტემბრის დასკვნით, ქ------------------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ვერცხლისფერი პოლიმერული მასალის, ფოლგიანი ქაღალდით გადაკრული კონვალუტის ფირფიტის 4 ცალ ნაჭერზე ( suboxone…; 8mg/2mg buprenorphine/naxolo…; 700520; 11/2019”, suboxone…; 8mg/2mg buprenorphine/naxolo… 712812; 03/2020”) განთავსებული ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხედის ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო „N8“ ამონატვიფრებით) 16 ცალი ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ,,ბუპრენორფინს“.
ქიმიური ექსპერტიზის #1596/სქ-#1870/ქრ დასკვნის თანახმად ქ------------------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული 16 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 6,4 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს 0,128 გრამის ოდენობით. ექსპერტიზაზე წარდგენილი კონვალუტის ფირფიტის 4 ცალ ნაჭერზე განთავსებული 16 ცალი ტაბლეტი ერთნაირია - ქიმიური შემადგენლობით.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონზე თანდართული ნუსხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ 0,12 გრამი და მეტი ოდენობა წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
ქ------------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნის. მისი ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ნარკოტიკული საშუალება რაც ამოღებული იქნა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ეკუთვნის მეგობარ მამაკაცს გ--–----------–---–ს, რომელთანაც მას ბოლო ერთი წელი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და ეს უკანასკნელი ხშირად მიდიოდა ხსენებულ ბინაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები მა----------ე, ა-–--–------------ და ჯ--------–---, რომლებიც არ ფლობდნენ ინფორმაციას ქ------------------–---–ის ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების შესახებ, თუმცა ცდილობდნენ მათი ჩვენებებით სასამართლოსთვის დაემტკიცებინათ, რომ გ--–----------–---–ი იყო ქ------------------–---–ის მეგობარი მამაკაცი, რომელიც ფაქტობრივად მის ბინაში ცხოვრობდა. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე შეეცადა წინა პლანზე წამოეწია ქ------------------–---–სა და გ--–----------–---–ს შორის პირადი კავშირების არსებობა, თუმცაღა დაცვის მხარის არცერთი მოწმე არ ადასტურებს გ--–----------–---–ის მიერ ქ------------------–---–ის ბინაში ნარკოტიკული საშუალების შენახვის ფაქტს.
უშუალოდ, მოწმე გ--–----------–---–ის ჩვენებით სასამართლომ დაადგინა, რომ მას გარდა ნაცნობობისა, სხვა რაიმე პირადი ურთიერთობა ქ------------------–---–თან არ აკავშირებდა. მოწმის ჩვენებით, მას სულ რამდენჯერმე ჰყავს ნანახი ქ------------------–---–ი, მის სახლში დაახლოებით სამჯერ არის ნამყოფი, არასდროს განმარტოებულა ქეთევან დემეტრაშვლის საძინებელ ოთახში და არც საწოლთან ჰქონია შემხებლობა.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ქ------------------–---–ის მეზობელი მოწმე ლ--–--–--------ე. მოწმემ განმარტა, რომ არასდროს უნახავს ქ------------------–---–თან გ--–----------–---–ი. იგივე ინფორმაცია დაადასტურა მოწმე ე-–----------მ, რომლის კანონიერ მფლობელობაშიც არის ბინა, რომელშიც ცხოვრობს ქ------------------–---–ი ქირით არასრულწლოვან შვილებთან ერთად. მოწმის ჩვენებით 2017 წლის აპრილამდე იგი ცხოვრობდა მოსკოვის გამზირი #10-ში ქ------------------–---–თან ბინაში (ეს ის პერიოდია - დაკავებამდე ბოლო 1 წელი, როდესაც ქ------------------–---–ის ჩვენებით თითქოს გ----------–---–- მასთან მეგობრობდა და ხშირად დადიოდა მის სახლში, ასევე ერთად ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას), სადაც გ--–----------–---–ი არასდროს უნახავს.
აქვე საგულისხმოა, რომ ქ------------------–---–მა საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებას მიაკუთვნებდა ხან კ-----–--–---–-–---–ს, ხან გ--–----------–---–ს და ხან ორივეს ერთად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა კ-----–--–---–-–---–ი, რომელმაც უარყო ქ------------------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების კუთვნილება. მოწმემ განმარტა, რომ მას არასდროს ჰქონია ქ------------------–---–თან საუბარი ნარკოტიკული საშუალებების თაობაზე და არც არასდროს გადაუცია მისთვის ნარკოტიკული საშუალება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე დაცვის მხარის პოზიციას, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ქ------------------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, უფრო მეტიც საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ქ------------------–---–ის მხრიდან დანაშაულის ჩადენას, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ ქ------------------–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რაც 2017 წლის 27 სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საწოლიდან იქნა ამოღებული სამართალდამცავთა მიერ.
სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის მსგავსად, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ქ------------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში სხვა პირმა (გ--–----------–---–მა ან კ-----–--–---–-–---–მა ან ორივემ ერთად) მიიტანა ნარკოტიკული საშუალება და მოათავსა იგი მის საწოლში, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბინაში, საიდანაც ამოღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერება ცხოვრობდა მხოლოდ ქ------------------–---–ი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად და ნარკოტიკი ეკუთვნოდა ქ------------------–---–ს. ნარკოტიკული ნივთიერების კუთვნილებას ასევე ადასტურებს ბინის ჩხრეკის ოქმზე, უშუალოდ ქ------------------–---–ის მიერ გაკეთებული შენიშვნა ,,ბინის ჩხრეკისას ამოღებულ 16 ცალ აბს ვინახავდი ჩემს ლოგინში“. საგულისხმოა, რომ ქ------------------–---–მა ვერ უარყო მის მიერ ბინის ჩხრეკის ოქმზე გაკეთებული შენიშვნა ნარკოტიკული ნივთიერების კუთვნილებასთან დაკავშირებით, თუმცაღა აღნიშნულის გასაბათილებლად ამჯერადაც რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა სასამართლოს. პირველი ვარიანტის მიხედვით ქ------------------–---–ი პოლიციელების ზეწოლას დაექვემდებარა და აქედან გამომდინარე მიუთითა, რომ ნარკოტიკი მას ეკუთვნოდა, ხოლო მეორე ვარიანტის მიხედვით, ოქმზე შენიშვნის გაკეთების დროს მას სათვალე არ ეკეთა და სათვალის გარეშე გააკეთა ჩანაწერი. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დაცვის მხარის არცერთი დასახელებული არგუმენტი არ იქნა გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო: 1. ქ------------------–---–ი ვერ უთითებს, კონკრეტულად რა სახის ზეწოლა განხორციელდა მასზე, მან ვერ მოიყვანა ვერცერთი დამაჯერებელი არგუმენტი ზეწოლასთან დაკავშირებით. 2. ბინაში ჩხრეკის ჩამტარებელი პირები თ------------–--, ა-----–---–--–-–---–ი და გ---------------–---–ი დამაჯერებლად მიუთითებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს, ასევე საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ყველა დოკუმენტის გაცნობის, შენიშვნებისა და ხელმოწერების განხორციელების ეტაპზე, ქ------------–---–ს არ მოუთხოვია სათვალე, თუკი მოთხოვნა დაფიქსირდებოდა არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობდა, ვინაიდან ჩხრეკა ტარდებოდა ქ------------------–---–ის ბინაში, სადაც მას ხელი მიუწვდებოდა მის სათვალეზე. დასახელებული მოწმეების ჩვენებების სისწორეს და ქ------------------–---–ის სიცრუეს ადასტურებს ნარკოლოგიური გამოკვლევის #7022205 ბარათი, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე. ბარათში არსებულ ერთ-ერთ გრაფაში „შენიშვნა ან რაიმე სხვა დამატებითი ინფორმაცია“, ქ------------------–---–ს საკუთარი ხელით მიწერილი აქვს, რომ იგი დაესწრო თავისი ბიოლოგიური მასალის გამოკვლევას და დალუქვას, გაეცნო დასკვნას და დასკვნის მიმართ პრეტენიზია არ აქვს, ამასთან გაფრთხილებულია გასაჩივრების 14 დღიანი ვადის თაობაზე. ბარათში არსებულ ჩანაწერთან მიმართებაში სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტ-ნარკოლოგი ლაშა ხუფენია, რომელმაც დაადასტურა, რომ ბარათზე ხელნაწერი ტექსტი შესრულებულია ქ------------------–---–ის მიერ. ნეიტრალურმა მოწმემ ექსპერტ-ნარკოლოგმა განმარტა, რომ ქ------------------–---–ი ნარკოლოგიურ კვლევაზე წარდგენილი იყო უსათვალოდ და მან ასევე უსათვალოდ შეასრულა აღნიშნული მინაწერი ბარათზე. ექსპერტმა განმარტა, რომ ტექსტის შაბლონი მაგიდაზე დაუდო ქ------------------–---–ს და ამ უკანასკნელმა სათვალის გარეშე თავისი ხელით გადაწერა ტექსტი ბარათზე.
საყურადღებოა მოწმეების ლ--–--–--------ის და ე-–---------ის ჩვენებები, რომლებსაც გარკვეული პერიოდი ინტენსიური შემხებლობა ჰქონდათ ქ------------------–---–თან. მათ განმარტეს, რომ არასდროს უნახავთ ქ------------------–---–ი სათვალით.
სააპელაციო პალატა ეთანხმება აგრეთვე პირველი ინსტანციის სასანმართლოს არგუმენტაციას, რომლითაც არ იქნა გაზიარებული #5 პენიტენციური დაწესებულების ექიმი ნ----------ს პოზიცია, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, ქ------------------–---–ი სათვალის გარეშე ვერ შეძლებდა წერა-კითხვას, ვინაიდან აღნიშნული მოწმის ჩვენების შეფასებისას საგულისხმოა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ნ---------- არ არის შესაბამისი სპეციალური ცოდნის მქონე ექიმი, იგი სპეციალობით მეან-გინეკოლოგია და არა ოფთალმოლოგი, შესაბამისად, ამ საკითხში არაკომპეტენტურია, რის გამოც მის პოზიციას შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე სასამართლო ობიექტურად ვერ გაიზიარებდა.
დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ არათანმიმვდევრულია და არასანდოა მოწმეების, პოლიციელების ვ----------------–ის, გ---------------–---–ის, თ------------–--ს, ა-----–---–--–-–---–ის ჩვენებები, რომლებიც წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ სხვა პოლიციელთა ჩვენებებთან და გაურკვეველია ჩხრეკის საგამოძიებო მოქმედების მონაწილეები რატომ არიან მხოლოდ პოლიციის თანამაშრომლები, საპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ქ------------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, რომელიც შესაბამისობაშია მოწმე სამართალდამცავთა ჩვენებებთან და ექსპერტიზის დასკვნასთან. ასევე, საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა კანონიერად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ შესაბამის პროცესუალურ ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით. სასამართლო საგანგებო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ჩხრეკის ოქმის სისწორეს თავად ქ------------------–---–იც ადასტურებს ხელმოწერით. ოქმს აქვს სპეციალური გრაფა, სადაც გაჩხრეკილი პირი აკეთებს შენიშვნა-განცხადებებს, თუკი იგი არ ეთანხმება როგორც საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას, ასევე ჩხრეკის ოქმის სისწორეს, მოცემულ შემთხვევაში ქ------------------–---–ს რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია. უფრო მეტიც, ჩხრეკის ოქმში არსებულ სპეციალურ გრაფაში „საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება“ ქ------------------–---–ი საკუთარი ხელით წერს, რომ ბინის ჩხრეკისას ამოღებულ 16 ცალ აბს ინახავდა თავის ლოგინში. გარდა ამისა, ქ------------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება დაილუქა შესაბამისი წესით და გაკეთდა ჩხრეკაში მონაწილე პირების ხელმოწერა, მათ შორის ქ------------–---–ისაც, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა სწორედ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და დათვლილი იქნა სასამართლო სხდომაზე.
ამასთან, პალატა პოლიციელების ჩვენებებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ არ შეიძლება პირი მიჩნეულ იქნეს არასანდო მოწმედ და დაინტერესებულ პირად, მხოლოდ მისი სამსახურის გამო. მითუმეტეს, რომ დაცვის მხარე არ ასაბუთებს რა კონკრეტული ინტერესი შეიძლება ჰქონოდათ მოწმეებს ქ------------------–---–ის მსჯავრდების მიმართ.
სააპელაციო პალატა აგრეთვე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ქ------------------–---–ის მიმართ დაირღვა ე.წ. მირანდას პრინციპები, კერძოდ, სავალდებულო დაცვის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ საწყის ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი რაიმე ფიზიკური ნაკლი, გარდა ამისა, ამგვარ ნაკლზე არც ქ------------------–---–ს მიუთითებია, შესაბამისად, იმ ეტაპზე არ არსებობდა სავალდებულო დაცვის არცერთი საფუძველი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლით. უკვე მას შემდეგ, რაც ქ------------------–---–ის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომლის მიხედვითაც იგი ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით (სასჯელის სახით ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას) წარმოიშვა სავალდებულო დაცვის საფუძვლები, - ბრალის წადგენა მოხდა 2017 წლის 28 სექტემბერს შეთანხმებით მოწვეული ადვოკატის თანდასწრებით, რასაც თავად ადვოკატიც ადასტურებს ხელმოწერით. იმავე დღეს, შეთანხმებით მოწვეული ადვოკატი მონაწილეობას იღებს ქ------------------–---–ის სასამართლოში პირველი წარდგენის სასამართლო სხდომაში. შესაბამისად, სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე ქ------------------–---–ის დაცვის უფლება არ დარღვეულა, მას შემდეგ რაც გამოიკვეთა დაცვის აუცილებლობა, იგი აღიჭურვა ადვოკატის მომსახურებით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ქეტევან დემეტრაშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ქ------------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, მსჯავრდებულის ქ------------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-–------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის განაჩენი ქ------------------–---–ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულის ქ------------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-–------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ქ------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ქ------------------–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ქ------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 26 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ქ------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
საქართველოს სსსკ-ის 178-ე და 280-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის ქ------------------–---–ის არასრულწლოვანი შვილები - ნ-----–---------–--- და მ---------------------, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის პერიოდში - ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე დარჩენის შემთხვევაში, მზრუნველობისათვის გადაეცეს ბავშვების ადგილსამყოფლის მიხედვით სამეურვეო ორგანოს.
ნივთიერი მტკიცებულება:
ნარკოტიკული ნივთიერება - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
შ. ყაველაშვილი