განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002110005
საქმე N3ბ/1554-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ--–-----“ (თავმჯდომარე გ----- გ-------);
წარმომადგენელი - ვ------- გ--–-–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური;
წარმომადგენელი - ს--–----------------;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური;
წარმომადგენლები - ე--------------–---–-----------------;
დავის საგანი – ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 30 აგვისტოს №------ ბრძანება ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 ივნისის №------ ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე’’.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს, წერილობითი ფორმით შესაგებელი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ--–-----’’-ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.3. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ--–-----’’-ის სარჩელი მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 15 ივნისის №---- ბრძანებით, ქ. თბილისში, დ--–---ს ქუჩა №--–- მდებარე მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: №0------------) დაუდგინდა ქალაქთმშენებლობითი პირობები, რომლითაც განისაზღვრა, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3), სადაც კ1=0.5, კ2=1.8, კ3=0.1.
ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით, შეთანხმდა ქ.თბილისში, დ--–---ს ქუჩა №--–- ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ--–-----’’-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი.
ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 21 ნოემბრის №--- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დ--–---ს ქუჩის დასაწყისში, ს------–---- უ-------------ისა და ნ--–-----ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის (საკადასტრო ნომრები: 1----------------; 1----------; 6--------------------------------------------------------------) ქალაქთმშენებლობითი პროექტი წარდგენილი სახით, მიწის ნაკვეთებს განვითარებისათვის მიენიჭა ინტენსიურობის კოეფიციენტი კ2=2.45.
ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 13 აპრილის №----- ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, დ--–---ს ქუჩა №--–- ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ--–-----’’-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2007 წლის 10 ივნისიდან 2008 წლის 10 ნოემბრამდე (ტომი I; ს. ფ. 183-187, 286, 30, 20, 21).
4.2. 2013 წლის 18 ივნისს, კ------- ა----–--ემ №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, დ--–---ს ქუჩა №--–- არსებული მიწის ნაკვეთისთვის ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდა.
ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2013 წლის 26 ივნისის №-- სხდომის ოქმით (დღის წესრიგის 22-ე საკითხი) საკითხს მიეცა დადებითი შეფასება და დადგენილი პარამეტრი კ2=1.8 განისაზღვრა კ2=3.7.
ქ. თბილისის მერის 2013 წლის 05 ივლისის №---- განკარგულების თანახმად, ქ. თბილისში, დ--–---ს ქუჩა №--–- არსებული მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი შენობისთვის ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა კ2=3,7 (ტომი I; ს. ფ. 188-189, 26-29, 36).
4.3. 2013 წლის 24 ოქტომბერს, კ------- ა----–--ემ №--------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა გაზრდილი კოეფიციენტის ფარგლებში არქიტექტურული პროექტის კორექტირება და კორექტირებული პროექტის ფარგლებში მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 24 დეკემბრის №------- ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში, დ--–---ს ქუჩა №--–- თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2013 წლის 24 დეკემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით. ბრძანების მე-6 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია აღნიშნული ბრძანების გაცემიდან ერთი თვის ვადაში წარადგინოს თანამესაკუთრეთა თანხმობები დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებზე.
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 02 ივნისის N------- ბრძანებით შესრულებულად ჩაეთვალა ფ/პ კ------- ა----–--ეს და გ----- გ-------ს ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 25.12.2013წ. N------- ბრძანების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. ამასთან, ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 25.12.2013წ. N------- ბრძანებასთან ერთად (ტომი I; ს. ფ. 209-212, 37-39).
4.4. 2017 წლის 09 მარტს, გ----- გ-------მ №--------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2006 წლის 15 ივნისის №---- გადაწყვეტილებით დადგენილ ქალაქმშენებლობით პირობებში ცვლილების შეტანა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 მარტის №------- გადაწყვეტილებით წარდგენილი განცხადება დარჩა განუხილველი და განმცხადებელს ეცნობა, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ, ქ.თბილისში დ--–---ს ქუჩა №--–- არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით გაიცა №---- (15.06.2006) ქალაქმშენებლობითი პირობები საცხოვრებელი ზონა 3(სზ-3)-ის შესაბამისი პირობებითა და პარამეტრებით (კ1=0,5; კ2=1,8; კ3=0,1). ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 21 ნოემბრის №--- ბრძანებით აღნიშნულ ტერიტორიას განაშენიანებისთვის მიენიჭა ინტენსივობის კოეფიციენტი კ2=2,45. ასევე, ქ. თბილისის მერის 2013 წლის 5 ივლისის №---- განკარგულებით, ქ. თბილისში, დ--–---ს ქუჩა №--–- მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ2 განისაზღვრა 3,7-ით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მინიჭებული ქალაქმშენებლობითი პარამეტრების დაფიქსირება არ საჭიროებდა ქალაქმშენებლობით პირობებში ცვლილებას, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2006 წლის 15 ივნისის №---- გადაწყვეტილებით დადგენილ ქალაქმშენებლობით პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე (ტომი I; ს. ფ. 217-218).
4.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 ივნისის №------ ბრძანებით, ქ. თბილისში, დ--–---ს ქუჩა №--–- არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------) განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა: კ2=5,5. აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა იქნებოდა 470833.38 ლარი, მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ ბრძანება განხილული უნდა ყოფილიყო ქ. თბილისის მერის 2013 წლის 5 ივლისის №---- განკარგულებასთან ერთად, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხდებოდა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება 2018 წლის 1 იანვრამდე, უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაეხადა ქ. თბილისის მერის 2013 წლის 5 ივლისის №---- განკარგულებით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტებისათვის გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოსაკრებელი. ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად კი, აღიშნული მოსაკრებელი გადახდილ უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე (ტომი I; ს. ფ. 22-23).
4.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 28 ივლისის №-------------- დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ არქიტექტურის სამსახურმა ვერ უზრუნველყო საკითხთან დაკავშირებული ყველა გარემოების შესწავლა და გათვალისწინება წარმოების პროცესში, რაც საბოლოო ჯამში გახდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 ივნისის №------ ბრძანების არასწორი შინაარსით მიღების საფუძველი. აღნიშნულის შედეგად, ბრძანებაში მოსაკრებლის ოდენობად განისაზღვრა 470 833.38 ლარი, ნაცვლად 1 643 475 ლარისა, რამაც წარმოშვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების საშიშროება. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშული დასკვნა თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარედგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, როგორც აქტის გამომცემისთვის.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 28 ივლისის №-------------- დასკვნის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2017 წლის 30 აგვისტოს მიღებულ იქნა №------ ბრძანება, რომლითაც შეტანილი იქნა ცვლილება ,,ქ. თბილისში, ს----------–ოს რაიონში, დ--–---ს ქუჩა №--–- არსებული მიწის ნაკვეთისთვის(საკადასტრო კოდი: №0---------------) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 ივნისის №------ ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტებში და განისაზღვრა, რომ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა შეადგენდა 1 643 475 ლარს, რომლის გადახდის ვალდებულებაც აღარ იყო დაკავშირებული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის პირობასთან, ხოლო მე-4 და მე-5 პუნქტები ბათილად იქნა ცნობილი (ტომი I; ს. ფ. 124-134, 24-25).
4.7. 2017 წლის 04 სექტემბერს, გ----- გ-------მ №--------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის (კ2) მოსაკრებლის გადახდის განაწილვადება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 2017 წლის 28 სექტემბერს მიღებულ იქნა №--------- განკარგულება ქ. თბილისში, ს----------–ოს რაიონში, დ--–---ს ქუჩა №--–- (საკადასტრო კოდი: №0---------------), მდებარე მიწის ნაკვეთზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდის განაწილვადებასთან დაკავშირებით შეთანხმების დადების შესახებ, რომლის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისათვის გადასახდელი განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდა განაწილვადდა 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, აღნიშნული განკარგულების საფუძველზე დაიდო შეთანხმება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და იბა ,,დ--–-----’’-ს შორის შემდეგი პირობებით: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უზრუნველყოფს იბა ,,დ--–-----’’-ის მიერ ,,ქ.თბილისში, დ--–---ს ქ.№--–- არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი შენობისათვის ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’ ქ.თბილისის მერის 2013წლის 05 ივლისის №---- განკარგულებით და ,,ქ.თბილისში, ს----------–ოს რაიონში, დ--–---ს ქუჩა №--–- არსებული მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდი: №0---------------) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 ივნისის №------ ბრძანების მე-3 პუნქტის შესაბამისად გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისათვის გადასახდელი განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის განაწილვადებას, ხოლო შეთანხმების განხორციელების მიზნით იბა ,,დ--–-----’’-მა უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა, უფლებამოსილ ორგანოში განცხადების წარდგენა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება; ბ) შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში შეთანხმება გაუქმდება და იბა ,,დ--–-----’’-ს დაეკისრება ვალდებულება შეთანხმების გაუქმებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს ,,ქ.თბილისში, დ--–---ს ქ.№--–- არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი შენობისათვის ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’ ქ.თბილისის მერის 2013 წლის 05 ივლისის №---- განკარგულებით და ,,ქ. თბილისში, ს----------–ოს რაიონში, დ--–---ს ქუჩა №--–- არსებული მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდი: №0---------------) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 ივნისის №------ ბრძანების მე-3 პუნქტის შესაბამისად გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადასახდელი განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის მოსაკრებელი (ტომი I; ს. ფ. 231-232, 238-239, 241-245).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიუთითა ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-174 მუხლის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელი თავისუფლდება ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ობიექტის მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით გაიცა ან საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შეთანხმებული იყო, ხოლო მშენებლობის ნებართვა შემდეგ გაიცა; ბ) ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2020 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს; გ) ობიექტი მთლიანად ან ობიექტის არანაკლებ 60%-ისა განკუთვნილია საცხოვრებლად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისში, დ--–---ს ქუჩა №--–- №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი კოეფიციენტი (კ2) არის 2,45, ვინაიდან ხსენებული მაჩვენებელი განისაზღვრება ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს და განმარტა, რომ ხსენებული წესები საპროექტო მიწის ნაკვეთისათვის ქალაქთმშენებლობითი პირობების განსაზღვრის დროისათვის დამტკიცებული იყო ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 1 აგვისტოს №8-13 გადაწყვეტილებით, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავდა სზ-3-ში განთავსებული მიწის ნაკვეთისათვის ნორმატიულად დადგენილ პარამეტრებს: კ1=0.5, კ2=1.8. შესაბამისად, ქალაქთმშენებლობით პირობებში მოხდა ნორმატიული აქტით განსაზღვრული მაჩვენებლების ავტომატური ასახვა. ამასთან, სასამართლომ ასევე განმარტა, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რეალურად შეთანხმებული იყო ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, ხოლო მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნა კოეფიციენტის მატებაზე (3,7-დან 5,5-მდე) დაკავშირებული იყო მესამე საპროექტო შენობა-ნაგებობასთან. საქმის მასალებით ასევე დასტურდებოდა, რომ პირველი ობიექტის პროექტი შეთანხმებული იყო 2008 წლის 8 აგვისტომდე, რაც შეეხება მეორე ობიექტს, მისი პროექტი შეთანხმდა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 24 დეკემბრის №------- ბრძანების და 2014 წლის 2 ივნისის №------- ბრძანების შესაბამისად. აღსანიშნავია ასევე, რომ კ2 კოეფიციენტის 1,8-დან 3,7-მდე გაზრდა მოხდა ქ. თბილისის მერის 2013 წლის 05 ივლისის №---- განკარგულებით, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში, დ--–---ს ქუჩა №--–- არსებული მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი შენობისთვის ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა კ2=3,7. აღნიშნული მატებაც სწორედ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 24 დეკემბრის №------- ბრძანების და 2014 წლის 2 ივნისის №------- ბრძანების შესაბამისად განსახორციელებელ მშენებლობას უკავშირდებოდა, ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით, დამკვეთი სწორედ აღნიშნული კოეფიციენტის მომატებისათვის (1,8-დან 3,7-მდე) დადგენილი მოსაკრებლისაგან იქნა გათავისუფლებული.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ დაინტერესებულ პირზე გავრცელდა საშეღავათო რეჟიმი მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი არ აკმაყოფილებდა ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 174 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ პირობას, კერძოდ, მეორე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (რომლის მშენებლობას ემსახურებოდა კ2 კოეფიციენტის 1,8-დან 3,7-მდე გაზრდა) არც მშენებლობის ნებართვა და არც საპროექტო დოკუმენტაცია არ ყოფილა შეთანხმებული 2008 წლის 8 აგვისტომდე, რაც საბოლოო ჯამში გახდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 ივნისის №------ ბრძანების არასწორი შინაარსით მიღების საფუძველი, რამეთუ აღნიშნულის შედეგად ბრძანებაში მოსაკრებლის ოდენობად განისაზღვრა - 470 833.38 ლარი, ნაცვლად - 1 643 475 ლარისა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 აგვისტოს №------ ბრძანება, რომლითაც შეტანილი იქნა ცვლილება ქ. თბილისში, ს----------–ოს რაიონში, დ--–---ს ქუჩა №--–- არსებული მიწის ნაკვეთისთვის (საკ. კოდი: №0---------------) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 ივნისის №------ ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტებში და განისაზღვრა, რომ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა შეადგენდა 1 643 475 ლარს, რომლის გადახდის ვალდებულებაც აღარ იყო დაკავშირებული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის პირობასთან, ხოლო მე-4 და მე-5 პუნქტები ბათილად იქნა ცნობილი, მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ--–-----“-ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ--–-----“-ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მოყვანილი მსჯელობა იმის შესახებ, თუ რატომ იქნა კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გამოანგარიშებისას ფორმულაში დადგენილ კოეფიციენტად 2,45-ის ნაცვლად გამოყენებული 1,8, როდესაც მათ ტერიტორიას 2006 წლიდან მინიჭებული ჰქონდა კ2 ინტენსივობის კოეფიციენტი 2,45.
ამდენად, სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რის გამოც უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
პალატა აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლა შესაძლებელია, თუ: ა) ცვლილებას მოითხოვს დედაქალაქის ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული (სოციალური, ეკონომიკური, ფორსმაჟორული და სხვა მსგავსი) მიზეზები; ბ) ცვლილება წონასწორდება ან კომპენსირდება იმგვარი ზომებით, რომელთა გატარება უზრუნველყოფს ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მოთხოვნების შელახვისა და გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედების თავიდან აცილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოთხოვნების დაკმაყოფილებას; გ) ცვლილებას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.
აღნიშნული წესების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება წარმოადგენს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საგამონაკლისო წესს და მისი გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაიცემა კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის: ა) კ-1 და კ-2 კოეფიციენტების განაშენიანების რეგულირების წესებით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების გადამეტებისთვის; ბ) გამოყენების ისეთი სახეობის დაშვებაზე, რაც განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებით საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას.
პალატა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-49 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის’’ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა გულისხმობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გაზრდას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მოსაკრებლის ოდენობის გამოანგარიშება ხდება ამავე მუხლით დადგენილი ფორმულით, სადაც K2 არის მიწის ნაკვეთისათვის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 15 ივნისის №---- ბრძანებით, ქ. თბილისში, დ--–---ს ქუჩა №--–- მდებარე მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: №0------------) დაუდგინდა ქალაქთმშენებლობითი პირობები, რომლითაც განისაზღვრა, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3), სადაც კ1=0.5, კ2=1.8, კ3=0.1.
პალატა აღნიშნავს, რომ მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშებისას შეღავათით სარგებლობისთვის ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ობიექტის მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით ყოფილიყო გაცემული ან საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით ყოფილიყო შეთანხმებული, ხოლო მშენებლობის ნებართვა შემდეგ გაცემულიყო, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ დაინტერესებულ პირზე ისეთ პირობებში გავრცელდა საშეღავათო რეჟიმი, რომ ობიექტი არ აკმაყოფილებდა ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 174 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ პირობას, კერძოდ, მეორე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (რომლის მშენებლობას ემსახურებოდა კ2 კოეფიციენტის 1,8-დან 3,7-მდე გაზრდა) არც მშენებლობის ნებართვა და არც საპროექტო დოკუმენტაცია არ ყოფილა შეთანხმებული 2008 წლის 8 აგვისტომდე, რაც საბოლოო ჯამში გახდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 ივნისის №------ ბრძანების არასწორი შინაარსით მიღების საფუძველი, რამეთუ აღნიშნულის შედეგად ბრძანებაში მოსაკრებლის ოდენობად განისაზღვრა - 470 833.38 ლარი, ნაცვლად - 1 643 475 ლარისა.
პალატა, მოსაკრებლის გაანგარიშებისას ფორმულაში დადგენილ კოეფიციენტად 2,45-ის ნაცვლად 1,8-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ ხსენებული გარემოება განპირობებული იყო ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 1 აგვისტოს №8-13 გადაწყვეტილებით, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავდა სზ-3-ში განთავსებული მიწის ნაკვეთისათვის ნორმატიულად დადგენილ პარამეტრებს: კ1=0.5, კ2=1.8. შესაბამისად, ქალაქთმშენებლობით პირობებში მოხდა ნორმატიული აქტით განსაზღვრული მაჩვენებლების ავტომატური ასახვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 აგვისტოს №------ ბრძანება, რომლითაც შეტანილი იქნა ცვლილება ,,ქ. თბილისში, ს----------–ოს რაიონში, დ--–---ს ქუჩა №--–- არსებული მიწის ნაკვეთისთვის (საკ. კოდი: №0---------------) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 ივნისის №------ ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტებში და განისაზღვრა, რომ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა შეადგენდა 1 643 475 ლარს, რომლის გადახდის ვალდებულებაც აღარ იყო დაკავშირებული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის პირობასთან, ხოლო მე-4 და მე-5 პუნქტები ბათილად იქნა ცნობილი, მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
2018 წლის 24 მაისს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ--–-----“-ის სააპელაციო საჩივარზე ვ------- გ--–-–---–-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ--–-----“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 30 აგვისტოს №------ ბრძანების (,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 ივნისის №------ ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე’’) ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში;
3. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ--–-----“-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -