სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელი თავისუფლდება ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) ობიექტის მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით გაიცა ან საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შეთანხმებული იყო, ხოლო მშენებლობის ნებართვა შემდეგ გაიცა;
ბ) ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2020 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
გ) ობიექტი მთლიანად ან ობიექტის არანაკლებ 60%-ისა განკუთვნილია საცხოვრებლად.
საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3818 – ვებგვერდი, 03.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1112 - ვებგვერდი, 10.07.2017