1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელი თავისუფლდება ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) ობიექტი დაუმთავრებელ მშენებლობად ითვლება;
ბ) ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2028 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის ობიექტი დაუმთავრებელ მშენებლობად ითვლება, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პირობებს.
საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6076 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №151 - ვებგვერდი, 30.12.2024