ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№428
სარეგისტრაციო კოდი
210020010.10.003.022143
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №428

2020 წლის 10 ივლისი 

 ქ. თბილისი

 

ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1

1. ობიექტი მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) ობიექტზე მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2013 წლის 1 იანვრამდე და ამასთანავე, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ არის დასრულებული;

ბ) მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნევის შესახებ და ამასთანავე, ამ ობიექტზე დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა.

2. ამ დადგენილების მიზნებისათვის, დასრულებულად მიიჩნევა ის ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.07.2020.
როდის იქნა მიღებული „ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ“?
„ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 10.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №428. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.10.003.022143.
რამდენი მუხლისგან შედგება „ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.07.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ“, №428, 10.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 210020010.10.003.022143 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4922354/