ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №561 |
|
2018 წლის 26 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − საბჭოს თავმჯდომარე.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლები.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ამავე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლები.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და ამავე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლები.
5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე და ამავე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლები.
ა) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილესა და საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლებს;
ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილესა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლებს.
|
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
ა) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა;
ბ) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და შესრულების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
გ) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი.
2. დასახული ამოცანების განსახორციელებლად საბჭო უფლებამოსილია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია. თავის მხრივ, სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, საბჭოს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია;
ბ) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;
გ) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების გადაწყვეტის მიზნით;
დ) ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის შესწავლისა და დამუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფი/ჯგუფები.
2. საბჭოს სხდომებს იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომების დღის წესრიგსა და პერიოდულობას განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
4. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
2. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებასა და საბჭოსათვის განსახილველად წარდგენას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.11.2018.
- როდის იქნა მიღებული „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.11.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №561. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.10.003.020877.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.11.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №561, 26.11.2018, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.020877 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4374126/