საერთაშორისო საწარმოთა ფუნქციონირების და საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო საბჭოს საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№291
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.016450
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110727006, 27/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №291

2011 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

საერთაშორისო საწარმოთა ფუნქციონირების და საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით  შექმნილი სამთავრობო საბჭოს საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხ­ლ­ის 43 ნაწილის შესაბამისად განისაზღვროს საერთაშორისო საწარ­მო­თა ფუნქციონირების და საინვესტიციო პროექტების განხორციე­ლ­ე­ბის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო საბჭოს საქმია­ნო­­ბის წესი დანართის მიხედვით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                ნ. გილაური

დანართი

საერთაშორისო საწარმოთა ფუნქციონირების და საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო საბჭოს საქმიანობის წესი

მუხლი  1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კო­დექ­სის შესაბამისად და განსაზღვრავს საერთაშორისო საწარმოთა ფუნ­ქციონირების და საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელ­შეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო საბჭოს (შემდგომში – საბ­ჭო) საქმიანობის წესს.

2. საბჭოს შემადგენლობა იქმნება საქართველოს პრემიერ-მი­ნის­ტრის მიერ.

3. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს სა­გა­და­სახადო კოდექსის, ამ წესისა და სხვა სამართლებრივი აქტების შე­სა­ბამისად.

    მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილება

1. საბჭოს ძირითადი ფუნქციაა საერთაშორისო საწარმოსა­თ­ვის სა­ერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმების გარეშე საქართ­ვე­­ლოს კანონმდებლობით შეზღუდული საქმიანობის უფლების მი­ცე­­მის მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების შემუშავება.

2. საბჭო თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გა­და­წყვეტის მიზნით უფლებამოსილია მიმართოს ნებისმიერ სა­ხელ­მწი­ფო ან ადგილობრივ ორგანოს, აგრეთვე სხვა უწყებას/ორგანი­ზა­ცი­ას/პირს და გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია კანონმდებლობით და­დგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 3. საბჭოს ხელმძღვანელობა

1. საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდო­მა­რე.

2. საბჭოს თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უძღვება საბჭოს საქმიანობას;

ბ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;

გ) ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ სხვა უფლება­მო­სი­ლ­ე­­ბებს.

    მუხლი 4. საბჭოს სხდომები

1. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, საბჭოს თავ­მ­ჯ­დომარის გადაწყვეტილებით.

2. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდო­­მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

3. საბჭოს წევრი ვალდებულია დაესწროს საბჭოს სხდომას. თუ  საბ­ჭოს წევრი ვერ ახერხებს სხდომაზე დასწრებას, იგი ვალდებ­უ­ლია ამის შესახებ სხდომის გამართვამდე აცნობოს საბჭოს თავ­მჯ­დო­მარეს.

4. საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდო­მა­ში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლების გარეშე, შე­­საძ­ლებელია მოწვეულ იქნეს თავისუფალი ინდუსტრიული ზო­ნის ორ­განიზატორი, განმცხადებელი ან/და სხვა  პირი.

5.  საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდო­მა­ზე, საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მო­წვეულ იქნეს ექსპერტი/სპეციალისტი.

6. საბჭოს ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება საბ­ჭოს სხდომის მიმდინარეობა, მათ შორის, განსახილველი სა­კით­ხ­ე­ბის ნუსხა და მიღებული გადაწყვეტილებები.

7. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრი. საბჭოს წევრს უფლება აქვს გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც წერილობითი ფორ­მით დაერთვის სხდომის ოქმს.

    მუხლი 5. საბჭოს გადაწყვეტილება

1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმ­რავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გა­და­მწყვ­ე­ტი ხმის უფლებით სარგებლობს საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭოს მიერ შემუშავებული წინადადებები ეგზავნება სა­ქარ­თ­ველოს მთავრობას საერთაშორისო საწარმოსათვის საერთა­შო­რი­სო საწარმოს სტატუსის გაუქმების გარეშე საქართველოს კანონ­მდებ­ლობით აკრძალული (შეზღუდული) საქმიანობის უფლების მი­ნი­ჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.