უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №10 |
|
2013 წლის 29 იანვარი ქ.თბილისი |
დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ეკა აკობია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი
დავით ჭოჭუა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი
ჯაბა დევდარიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი
გაიოზ თალაკვაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი
დავით ზურაბიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ნატო ჯავახიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი
დავით ლეჟავა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
თამარ ტალიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი.
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.
ა) უცხო ქვეყნის (ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის, აზიის, აფრიკისა და ოკეანეთის ქვეყნები) მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების პერიოდში სტიპენდიების მინიჭებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება;
ბ) სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სტიპენდიების კვოტის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შემუშავება;
გ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაზღვრა, რომლებსაც გააჩნიათ ინგლისურენოვანი პროგრამები;
დ) ამ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის აღწერილობისა და სპეციფიკის, ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესწავლა;
ე) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განსახორციელებელი ღონისძიებების შემუშავება უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემუშავება.
ა) საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების შესწავლის მიზნით, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და შეისწავლოს შესაბამისი დოკუმენტაცია;
ბ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები;
გ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები.
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შემუშავების მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:კომისიამ საქართველოს მთავრობის სხდომაზე პერიოდულად წარმოადგინოს ინფორმაცია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
დანართი