ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №121 |
|
2015 წლის 19 მარტი ქ. თბილისი |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
სსიპ - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
შპს „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ წარმომადგენელი - კომისიის წევრი.
|
ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში - კომისია) ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების (შემდგომში - პროექტი) ხელშეწყობა, აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართულობა/მონაწილეობა;
ბ) პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და კოორდინაცია;
გ) პროექტის ეფექტურად განხორციელების ხელშესაწყობად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება (პროექტში ჩართული პირების შესაბამისი ინფორმაციითა და მასალებით უზრუნველყოფა, შეხვედრების ორგანიზება და ა.შ.);
დ) პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის განხილვა, წინადადებების და მოსაზრებების წარმოდგენა და უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით მისი წარდგენა მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად;
ე) ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის სხვა ღონისძიებების განხორციელება.
დასახული მიზნების მისაღწევად, კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს კომისიის საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა;
გ) საჭიროების შემთხვევაში, სხდომაზე მოიწვიოს სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ტრანსპორტის და მასთან დაკავშირებულ სფეროებში მოქმედი ასოციაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ მხარდაჭერასა და კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი.
1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისიის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.