„რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ თაობაზე საქართველოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №163 |
|
2013 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ თაობაზე საქართველოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
|
კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
|
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
2. გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წევრებისა, კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობაში (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით) შეიძლება შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, რეგიონული და უმცირესობათა ენების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3. კომისიის საქმიანობაში (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე), კომისიის თავმჯდომარის მოწვევით მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები/სპეციალისტები.
4. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ან კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ა) „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი;
ბ) „რეგიონული და უმცირესობის ენების შესახებ ევროპულ ქარტიასთან“ დაკავშირებული საქართველოს ვალდებულებების ფაქტობრივი შესრულების შესწავლა;
გ) საქართველოს მიერ „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ ხელმოწერისა და რატიფიკაციის საკითხის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთიანი პოზიციის შემუშავების ხელშეწყობა;
დ) ქარტიის რატიფიკაციის მიზანშეწონილობის დადგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის ინსტრუმენტის პირველადი პროექტის შემუშავება;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და მეცნიერული საზოგადოების წევრებთან კონსულტაციების გამართვა;
ვ) ქარტიის რატიფიკაციის შემთხვევაში, მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის მომზადება;
ზ) ქარტიის რატიფიკაციის შემდგომ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგი;
თ) ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული სახელმწიფო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით.
2. კომისიის სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის სხდომები, როგორც წესი, ტარდება თვეში ერთხელ.
5. კომისიის თავმჯდომარემ შეიძლება კომისიის სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.
6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
7. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს.
8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
9. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
10. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
2. კომისიის აპარატის საქმიანობას წარმართავს კომისიის მდივანი.
3. კომისიასთან შეიძლება შეიქმნას თემატური ჯგუფები (მათ შორის - კომისიის წევრების მონაწილეობით), რომელთა მუშაობასაც უხელმძღვანელებენ კოორდინატორები.
4. კომისიის აპარატისა და თემატური ჯგუფების შემადგენლობას, ფუნქციებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს კომისია.