საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №58 |
|
2013 წლის 15 მარტი ქ. თბილისი |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - კომისიის წევრი.
ა) ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარსადგენი თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის და სახელმწიფო უწყებათაშორისი პროგრამის პროექტი;
ბ) ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პროექტები;
გ) მოამზადოს საქართველოს მთავრობის სხდომაზე პერიოდულად წარსადგენი შესაბამისი ინიციატივები (კანონპროექტები, გეგმები, დასკვნები, რეკომენდაციები და ა.შ.) და ინფორმაცია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ;
დ) კომისიაზე განხილული საკითხები ფართოდ გააშუქოს მასმედიის საშუალებებით.
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია (შემდგომში -კომისია) წარმოადგენს თამბაქოს კონტროლის საკითხებში საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.
კომისიის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემუშავება/დახვეწის მიზნით წინადადებების მომზადება;
ბ) „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზაციის ჩარჩო-კონვენციით (და მისი შესაბამისი ოქმებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ანგარიშების მოსმენა;
გ) კომისიის ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების შედეგად შემუშავებული პროექტების, წინადადებების, დასკვნების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა;
დ) თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიით და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაცია.
კომისია უფლებამოსილია:
ა) თამბაქოს კონტროლის პრობლემური საკითხების შესწავლის მიზნით, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და შეისწავლოს შესაბამისი დოკუმენტაცია;
ბ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები;
გ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები;
დ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები.
კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
გ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს.
1. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. კომისიის თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს კომისიის სხდომის მოწვევა, აგრეთვე თავისი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.
3. კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და მოწვევის ორგანიზაციულ ტექნიკურ-უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო.
1. კომისიის სხდომა იმართება კვარტალში ერთხელ, ხოლო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დანიშვნა განხორციელდეს საჭიროებისამებრ.
2. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.