განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002325988
საქმე №1/ბ-568-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივნისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ---------------–--ის,მსჯავრდებულ: ტ------–--------–---–ის,ადვოკატ: ლ---------------–---–ის
მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის პროკურორის გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ტ------–--------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–------------------ს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–----------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით ტ------–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ტ------–--------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 8 დეკემბერს ქ.------–--–-----------------ში ტ------–--------–---–მა, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ურთიერთშელაპარაკებისას დედას, ლ---–------------ს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც ლ---–-----------მ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა გ-----------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმების კუთხით.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ ტ------–--------–---–ი ქმედების განხორციელებისას იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, მან ჩაიდინა ოჯახური განზრახი დანაშაული, ასაკოვანი დედის ლ---–-----------ს მიმართ, რომელსაც გაუარესებული ქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და მსჯავრდებულის ქმედებას არ ჰქონია ერდჯერადი ხასიათი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ტ------–--------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ტ------–--------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ლ---–-----------საგან მიღებულ ინფორმაციით, მოწმე ო-------–-------–---–ის, კ------------–--ის, თ-------------–----–---–ის, ეთ----------------ის, ც-----------–----–---–ისაგან მიღებულ ინფორმაციითა და ექსპერტიზის №001218918 დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩია და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ტ------–--------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ტ------–--------–---–მა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისა და იქიდან გამოსვლის პერიოდში გააცნობიერა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩანადენს, ამიტომ მისთვის პირობითი მსჯავრის პატიმრობით შეცლის აუცილებლობა არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება სასჯელის დამძიმების საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის პროკურორის გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ტ------–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ტ------–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 8 დეკემბრიდან 2018 წლის 16 იანვრის ჩათვლით.
კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ტ------–--------–---–ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება:
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ერთი ცალი ლაზერული (DVD) დისკი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით.
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ავადმყოფის სამედიცინო ისტორია (დედანი), რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი