განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001500424 (3ბ/3122-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ-----–----–-----
წარმომადგენელი - ბ-----------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
წარმომადგენელი - გ---------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - მ--------------–-–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ნ-----–----–-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–----–-----მ ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზირზე, N----–- მდებარე, N----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ N4 ფართზე (107 კვ.მ) საკუთრების უფლება 2012 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა.
2.2. 2014 წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ნ-----–----–-----ს მიმართ N0----- მითითება შეადგინა, რომლითაც ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზირი N----–- მდებარე კორპუსის პირველ სართულზე, ნ-----–----–-----ს კუთვნილ ფართზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მიშენების ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით მითითებით ნ-----–----–-----ს 15 დღის ვადაში დარღვევის გამოსწორების მიზნით სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან მიშენების დემონტაჟის განხორციელება დაევალა.
2.3. 2014 წლის 12 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მიერ N0----- შემოწმების აქტი შედგა, რომლითაც 2014 წლის 27 იანვრის N0----- მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა დაფიქსირდა.
2.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 1 აპრილის N0----- დადგენილებით ნ-----–----–----- 8000 (რვაათასი) ლარით დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზ. N----–- სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კორპუსზე მიშენების წარმოებისათვის. ამავე დადგენილებით ნ-----–----–-----ს ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზ. N----–- შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კორპუსზე მიშენების დემონტაჟი დაევალა.
2.5. 2014 წლის 23 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ნ-----–----–-----ს წარმომადგენლის ბ-----------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 1 აპრილის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი.
2.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2014 წლის 5 ივნისის N---- განკარგულებით ნ-----–----–-----ს ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 1 აპრილის N0----- დადგენილება და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. განკარგულების მიხედვით, გასაჩივრებული დადგენილების მიღებისას არ იყო დადგენილი, თუ კონკრეტულად რა წარმოადგენდა სამართალდარღვევას, ადგილი ჰქონდა უნებართვო რეკონსტრუქციას თუ სამშენებლო სამუშაოებით გაიზარდა ობიექტის გაბარიტები.
2.7. 2015 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზ. N----–- მდებარე, ნ-----–----–-----ს საკუთრებაში არსებული ფართის დათვალიერება მოხდა, რა დროსაც უნებართვოდ განხორციელებული რეკონსტრუქციის ფაქტი დადგინდა.
2.8. 2015 წლის 8 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ნ-----–----–-----ს მიმართ N0----- მითითება შეადგინა, რომლითაც ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზ. N----–- ნ-----–----–-----ს მიერ ნაწარმოები შემდეგი სახის უნებართვო რეკონსტრუქცია დააფიქსირა: შენობის გარე პერიმეტრზე ძველი კარ-ფანჯარა შეცვლილი იყო და კედელზე დამატებით წითელი აგურით ამოყვანილი იყო ახალი კედელი. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით მითითებით ნ-----–----–-----ს 20 (ოცი) დღის ვადაში სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან მიშენების დემონტაჟი დაევალა.
2.9. 2015 წლის 2 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მიერ N0----- შემოწმების აქტი შედგა, რომლითაც 2015 წლის 8 ოქტომბრის N0----- მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა დაფიქსირდა.
2.10. 2015 წლის 23 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა N0----- მითითებისა და შემოწმების აქტის შედეგები ნ-----–----–-----ს წარმომადგენლის - გ--–---------–---–ისა და დაინტერესებული პირის - მ-----------------ას მონაწილეობით განიხილა. განხილვისას მ-----------------ამ განმარტა, რომ მითითებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები ნ-----–----–-----მ აწარმოა და ამით ზიანი მიაყენა მ-----------------ას, რამეთუ დააბნელა მისი ფანჯარა. გ--–---------–---–ს მ-----------------ას განმარტების საწინააღმდეგო განმარტება არ გაუკეთებია და მიუთითა, რომ ნ-----–----–----- მისი კუთვნილი ფართით 2000 წლამდეც სარგებლობდა, თუმცა საკუთრება 2012-2013 წლებში წარმოეშვა.
2.11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 31 დეკემბრის N0----- დადგენილებით ნ-----–----–----- 4000 (ოთხი ათასი) ლარით დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზ. N-----–- მდებარე შენობის უნებართვო რეკონსტრუქციისათვის - ნ-----–----–-----ს კუთვნილი ქონების გარე პერიმეტრზე ძველი კარ-ფანჯრის ახლით შეცვლისა და ძველ კედელზე დამატებით კედლის წითელი აგურით ამოყვანისათვის. ამავე დადგენილებით ნ-----–----–-----ს ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზ. N----–- მდებარე ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა დაევალა.
2.12. ნ-----–----–-----ს წარმომადგენელმა ბ-----------–---–მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2016 წლის 11 თებერვალს N4------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 31 დეკემბრის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრის ავტორის განმარტებით, ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზ. N----–- მდებარე საცხოვრებელი ფართი ნ-----–----–-----ს საკუთრებაში 2012 წელს გადაეცა, ამის შემდეგ, ნ-----–----–-----ს სადავო დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია და შესაბამისად, არ დასტურდებოდა მისი მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
2.13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 5 ივლისის N------ ბრძანებით ნ-----–----–-----ს წარმომადგენლის ბ-----------–---–-ს 2016 წლის 11 თებერვლის N4------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 31 დეკემბრის N0----- დადგენილება. ბრძანების მიხედვით, 2014 წლის 20 მაისის N1------------- ადგილზე დათვალიერების სხდომის ოქმსა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2014 წლის 5 ივნისის N---- განკარგულებაში ასახული საჩივრის ავტორის განმარტებებით დადასტურებულია 2012 წლის შემდეგ ნ-----–----–-----ს მიერ მის კუთვნილ ფართში კარ-ფანჯრის შეცვლისა და დამატებითი კედლის აშენების ფაქტი შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც წარმოადგენს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სამართალდარღვევას და კანონი მისი გამოსწორების საჭიროებასა და დამრღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობსი დაკისრებას ადგენს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 31 დეკემბრის N0----- დადგენილება და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 5 ივლისის N------ ბრძანება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, რომლებიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგებიან კანონს ან არსებითად დარღვეულია მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა. სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა სადავო აქტების კანონიერება და მიიჩნია, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.15. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 31 დეკემბრის N0----- დადგენილების შინაარსიდან გამომდინარე, მისი შეფასებისათვის არსებითია, მართლზომიერად დაჯარიმდა თუ არა ნ-----–----–----- ქალაქ თბილისში, ა----–-----–------ზ.N----–- მდებარე შენობის რეკონსტრუქციისათვის და მართლზომიერად დადგინდა თუ არა შესაბამისი სამუშაოების დემონტაჟი. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება არეგულირებს, რომლის 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა- ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას, თანახმად მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტისა. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, თანახმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლისა. დასახელებული კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან და მითითებული კოდექსით განსაზღვრული ზოგადი ნორმები და პრინციპები გამოიყენება სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სამართალდარღვევების მიმართ, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელებას ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ უზრუნველყოფს, რომლის მე-4 თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე თავით განსაზღვრულია სამშენებლო სამართალდარღვევები, მათი დადგენისა და სამართალდარღვევისათვის სანქციის დაკისრების ნორმები და დადგენილია, რომ ამ ნორმების მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლი).
2.16. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებია სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები (მე-15 მუხლის „ი“ პუნქტი). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის გარე იერსახის, გარე რეკლამის, გარე ვაჭრობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ხმაურის ნორმების დაცვისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს (,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება“). სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნორმებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი შემდეგი სახით განსაზღვრავს: სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში (2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).
2.17. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ზოგადი ნორმების მიხედვით, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლი). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლი). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლი). საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოებაა და სახდელის დაკისრებას სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა განაპირობებს. იმის გათვალისწინებით, რომ ნივთზე საკუთრება არის უფლებათა და თანამდევ ვალდებულებათა ერთობლიობა, რიგ შემთხვევებში მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს მისგან. სწორედ მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, მის საკუთრებაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპულატაცია. მითითებული ნორმებისა და დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ-----–----–-----სათვის გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის შესაბამისი სახდელის - ჯარიმის დაკისრება და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟს დაქვემდებარება კანონიერად, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ ნორმათა დაცვით მოხდა და მოსარჩელეს არ მიუთითებია შესაბამისი დადგენილების გამოტანისას კანონმდებლობის ისეთ დარღვევაზე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. სადავო დადგენილების მიღებისას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაადგინა, რომ ქალაქ თბილისში, ა----–-----–------ზირზე N----–- მდებარე, კუთვნილი ფართის რეკონსტრუქცია ნ-----–----–-----მ ნებართვის გარეშე განახორციელა და აღნიშნული ქმედების შედეგი არც მასზე დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოების პერიოდში ყოფილა მოყვანილი კანონთან შესაბამისობაში.
2.18. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. იმავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 5 ივლისის N------ ბრძანების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას. მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული მითითებული ბრძანების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობაზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებასთან დაკავშირებული დასკვნებიც მიუთითებს (პუნქტი 6.1).
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.10. ფაქტობრივ გარემოებაში სასამართლო უთითებს, რომ დაინტერესებული პირის მ-----------------ას განცხადებით თითქოს ნ-----–----–-----მ უკანონო მშენებლობები განახორციელა და ამით მას ზიანი მიაყენა. აპელანტის მითითებით, პირველ რიგში, მ-----------------ასთვის რაიმე სახის ზიანის არსებობა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება. მ-----------------ას თავად უნდა წარმოდგინა თავისი პოზიციის გასამყარებლად შესაბამისი მტკიცებულებები, რაც საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული პოზიცია ცალსახად ალოგიკურია და აპელანტის მხრიდან საპირისპიროს დამტკიცებას ნამდვილად არ საჭიროებს. აპელანტმა მითითება გააკეთა, რომ ნ-----–----–----- მისი კუთვნილი ფართით 2000 წლამდეც სარგებლობდა, თუმცა საკუთრება 2012-2013 წლებში წარმოეშვა, რაც არა მ-----------------ას პოზიციის კონტრ-არგუმენტი, არამედ უდავო ფაქტობრივი გარემოებაა.
3.2. აპელანტის განმარტებით, 3.13. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაში სასამართლომ მიუთითა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2014 წლის 5 ივნისის №---- განკარგულებაზე და დადასტურებულად მიიჩნია 2012 წლის შემდეგ ნ-----–----–-----ს მიერ მის კუთვნილ ფართში კარ-ფანჯრის შეცვლისა და დამატებითი კედლის აშენების ფაქტი. თუმცა, სასამართლოდ არც ამ ფაქტობრივ გარემოებაში, არც სასამართლო გადაწყვეტილების სხვა ნაწილში აქვს მითითება მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებაზე, რომ 2015 წლის 5 ივნისის განკარგულება თავიდან ბოლომდე ემყარებოდა ნ-----–----–-----ს შვილის ნათქვამს მშენებლობების თარიღთან დაკავშირებით. სასამართლომ არათუ მხედველობაში არ მიიღო, არამედ შესაბამისი მსჯელობაც არ წარმოადგინა ზემოაღნიშნულის შესახებ.
3.3. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უმეტესი ნაწილი ეთმობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ნორმებზე მითითებას და არა ამ ნორმების კონკრეტულ საკითხთან შესაბამისობას. სასამართლოს არანაირი მითითება არ გაუკეთებია მოსარჩელის პოზიციებზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–----–-----ს მიერ მის კუთვნილ ფართში კარ-ფანჯრის შეცვლისა და დამატებითი კედლის აშენება 2012 წლის შემდეგ განხორციელდა. აღნიშნული არ მტკიცდებოდა ადმინისტრაციული წესით წარმოებულ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით. ამის საპირისპიროდ აპელანტმა მიუთითა, რომ ერთადერთი, რითიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო სამართლებრივი აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა, არის ნ-----–----–-----ს შვილის სიტყვები. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითება არ კეთდება აპელანტის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად გამოყენებულ მტკიცებულებებსა თუ მსჯელობებზე, რომ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2012 წლის 18 სექტემბერს. მას შემდგომ ახალი სამშენებლო ჩარევა მოსარჩელეს არ უწარმოებია. ადმინიტრაციული ორგანოს მითითება, რომ თითქოს საჩივრის ავტორმა თავად განმარტა კონკრეტული სამუშაოების წარმოების გარემოება, არ შეესაბამება სიმართლეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის არასწორი განმარტებები, რაც აპელანტის შვილმა, ე.ი ქონებაზე საკუთრების უფლების არმქონე პირმა, გააკეთა არ შეიძლება სადავო აქტის გამოცემის საფუძველი გამხდარიყო. აპელანტი ასევე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტში მითითება კედლის ამოშენების შესახებ, მოიცავს იმ ფართს, რომელიც თავის დროზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ იქნა მხარისთვის საკუთრებაში გადაცემული და მისი საკუთრების ფარგლებს არ ცდება და არც ახალ მშენებლობას წარმოადგენს. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით შესაბამისი მსჯელობა არ მიეცა მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ გარემოებებს, რითიც ძალიან რთულდება გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ თითქოს მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული სადავო აქტების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა. მოსარჩელის მითითებები რიგ გარემოებებზე ცალსახად ადასტურებდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სათანადო გამოკვლევის გარეშე მიღების ფაქტს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ-----–----–-----მ ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზირზე, N----–- მდებარე, N----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ N4 ფართზე (107 კვ.მ) საკუთრების უფლება 2012 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა.
4.3. 2014 წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ნ-----–----–-----ს მიმართ N0----- მითითება შეადგინა, რომლითაც ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზირი N----–- მდებარე კორპუსის პირველ სართულზე, ნ-----–----–-----ს კუთვნილ ფართზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მიშენების ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით მითითებით ნ-----–----–-----ს 15 დღის ვადაში დარღვევის გამოსწორების მიზნით სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან მიშენების დემონტაჟის განხორციელება დაევალა.
4.4. 2014 წლის 12 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მიერ N0----- შემოწმების აქტი შედგა, რომლითაც 2014 წლის 27 იანვრის N0----- მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა დაფიქსირდა.
4.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 1 აპრილის N0----- დადგენილებით ნ-----–----–----- 8000 (რვაათასი) ლარით დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზ. N----–- სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კორპუსზე მიშენების წარმოებისათვის. ამავე დადგენილებით ნ-----–----–-----ს ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზ. N----–- შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კორპუსზე მიშენების დემონტაჟი დაევალა.
4.6. 2014 წლის 23 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ნ-----–----–-----ს წარმომადგენლის ბ-----------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 1 აპრილის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი.
4.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2014 წლის 5 ივნისის N---- განკარგულებით ნ-----–----–-----ს ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 1 აპრილის N0----- დადგენილება და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. განკარგულების მიხედვით, გასაჩივრებული დადგენილების მიღებისას არ იყო დადგენილი, თუ კონკრეტულად რა წარმოადგენდა სამართალდარღვევას, ადგილი ჰქონდა უნებართვო რეკონსტრუქციას თუ სამშენებლო სამუშაოებით გაიზარდა ობიექტის გაბარიტები.
4.8. 2015 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზ. N----–- მდებარე, ნ-----–----–-----ს საკუთრებაში არსებული ფართის დათვალიერება მოხდა, რა დროსაც უნებართვოდ განხორციელებული რეკონსტრუქციის ფაქტი დადგინდა.
4.9. 2015 წლის 8 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ნ-----–----–-----ს მიმართ N0----- მითითება შეადგინა, რომლითაც ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზ. N----–- ნ-----–----–-----ს მიერ ნაწარმოები შემდეგი სახის უნებართვო რეკონსტრუქცია დააფიქსირა: შენობის გარე პერიმეტრზე ძველი კარ-ფანჯარა შეცვლილი იყო და კედელზე დამატებით წითელი აგურით ამოყვანილი იყო ახალი კედელი. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით მითითებით ნ-----–----–-----ს 20 (ოცი) დღის ვადაში სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან მიშენების დემონტაჟი დაევალა.
4.10. 2015 წლის 2 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მიერ N0----- შემოწმების აქტი შედგა, რომლითაც 2015 წლის 8 ოქტომბრის N0----- მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა დაფიქსირდა.
4.11. 2015 წლის 23 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა N0----- მითითებისა და შემოწმების აქტის შედეგები ნ-----–----–-----ს წარმომადგენლის - გ--–---------–---–ისა და დაინტერესებული პირის - მ-----------------ას მონაწილეობით განიხილა. განხილვისას მ-----------------ამ განმარტა, რომ მითითებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები ნ-----–----–-----მ აწარმოა და ამით ზიანი მიაყენა მ-----------------ას, რამეთუ დააბნელა მისი ფანჯარა. გ--–---------–---–ს მ-----------------ას განმარტების საწინააღმდეგო განმარტება არ გაუკეთებია და მიუთითა, რომ ნ-----–----–----- მისი კუთვნილი ფართით 2000 წლამდეც სარგებლობდა, თუმცა საკუთრება 2012-2013 წლებში წარმოეშვა.
4.12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 31 დეკემბრის N0----- დადგენილებით ნ-----–----–----- 4000 (ოთხი ათასი) ლარით დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზ. N-----–- მდებარე შენობის უნებართვო რეკონსტრუქციისათვის - ნ-----–----–-----ს კუთვნილი ქონების გარე პერიმეტრზე ძველი კარ-ფანჯრის ახლით შეცვლისა და ძველ კედელზე დამატებით კედლის წითელი აგურით ამოყვანისათვის. ამავე დადგენილებით ნ-----–----–-----ს ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზ. N----–- მდებარე ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა დაევალა.
4.13. ნ-----–----–-----ს წარმომადგენელმა ბ-----------–---–მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2016 წლის 11 თებერვალს N4------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 31 დეკემბრის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრის ავტორის განმარტებით, ქალაქ თბილისში, დ-----------–-----–ის გამზ. N----–- მდებარე საცხოვრებელი ფართი ნ-----–----–-----ს საკუთრებაში 2012 წელს გადაეცა, ამის შემდეგ, ნ-----–----–-----ს სადავო დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია და შესაბამისად, არ დასტურდებოდა მისი მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
4.14. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 5 ივლისის N------ ბრძანებით ნ-----–----–-----ს წარმომადგენლის ბ-----------–---–-ს 2016 წლის 11 თებერვლის N4------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 31 დეკემბრის N0----- დადგენილება. ბრძანების მიხედვით, 2014 წლის 20 მაისის N1------------- ადგილზე დათვალიერების სხდომის ოქმსა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2014 წლის 5 ივნისის N---- განკარგულებაში ასახული საჩივრის ავტორის განმარტებებით დადასტურებულია 2012 წლის შემდეგ ნ-----–----–-----ს მიერ მის კუთვნილ ფართში კარ-ფანჯრის შეცვლისა და დამატებითი კედლის აშენების ფაქტი შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც წარმოადგენს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სამართალდარღვევას და კანონი მისი გამოსწორების საჭიროებასა და დამრღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობსი დაკისრებას ადგენს.
სამართლებრივი დასაბუთება
4.15. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.16. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.17. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.18. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 31 დეკემბრის N0----- დადგენილების შინაარსიდან გამომდინარე, მისი შეფასებისათვის არსებითია, მართლზომიერად დაჯარიმდა თუ არა ნ-----–----–----- ქალაქ თბილისში, ა----–-----–------ზ.N----–- მდებარე შენობის რეკონსტრუქციისათვის და მართლზომიერად დადგინდა თუ არა შესაბამისი სამუშაოების დემონტაჟი. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება არეგულირებს, რომლის 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას, თანახმად მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტისა. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, თანახმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლისა. დასახელებული კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან და მითითებული კოდექსით განსაზღვრული ზოგადი ნორმები და პრინციპები გამოიყენება სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სამართალდარღვევების მიმართ, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელებას ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ უზრუნველყოფს, რომლის მე-4 თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე თავით განსაზღვრულია სამშენებლო სამართალდარღვევები, მათი დადგენისა და სამართალდარღვევისათვის სანქციის დაკისრების ნორმები და დადგენილია, რომ ამ ნორმების მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლი).
4.19. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებია სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები (მე-15 მუხლის „ი“ პუნქტი). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის გარე იერსახის, გარე რეკლამის, გარე ვაჭრობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ხმაურის ნორმების დაცვისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს (,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება“). სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნორმებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი შემდეგი სახით განსაზღვრავს: სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში (2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).
4.20. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ზოგადი ნორმების მიხედვით, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლი). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლი). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლი). სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოებაა და სახდელის დაკისრებას სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა განაპირობებს. იმის გათვალისწინებით, რომ ნივთზე საკუთრება არის უფლებათა და თანამდევ ვალდებულებათა ერთობლიობა, რიგ შემთხვევებში მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს მისგან. სწორედ მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, მის საკუთრებაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპულატაცია. მითითებული ნორმებისა და დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ნ-----–----–-----სათვის გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის შესაბამისი სახდელის - ჯარიმის დაკისრება და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟს დაქვემდებარება კანონიერად, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ ნორმათა დაცვით მოხდა და მოსარჩელეს არ მიუთითებია შესაბამისი დადგენილების გამოტანისას კანონმდებლობის ისეთ დარღვევაზე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. სადავო დადგენილების მიღებისას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაადგინა, რომ ქალაქ თბილისში, ა----–-----–------ზირზე N----–- მდებარე, კუთვნილი ფართის რეკონსტრუქცია ნ-----–----–-----მ ნებართვის გარეშე განახორციელა და აღნიშნული ქმედების შედეგი არც მასზე დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოების პერიოდში ყოფილა მოყვანილი კანონთან შესაბამისობაში.
4.21. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. იმავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 5 ივლისის N------ ბრძანების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას. მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული მითითებული ბრძანების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობაზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებასთან დაკავშირებული დასკვნებიც მიუთითებს (პუნქტი 6.1).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–----–-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე