განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2018
საქმის ნომერი
140100117002354311
ინსტანცია
თარიღი
03.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100117002354311

საქმე №1ბ/364-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ო---------------–---–ის

ადვოკატის: ნ-----–--–-–---–ის მონაწილეობით,გამართლებული: ჯ------- ა–---------–---–ის(მონაწილეობის გარეშე)

 

გორის რაიონული პროკურორის მოადგილის მ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ------- კ----ს-ძე ა–--------–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--–--------–--------------------------------–-------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენით, ჯ---------–--------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

ჯ---------–--------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯ---------–--------–---–მა ქ.გორში, ს----–---------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს - ლ---–---------–---–ს ხელი ძლიერად მოუჭირა სახესა და ცხვირზე, რის გამოც ლ---–---------–---–მა ვეღარ შეძლო სუნთქვა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. მას შემდეგ, რაც ლ---–---------–---–ი შეეცადა მისგან თავის დაღწევას, ჯ---------–--------–---–მა მას ასევე სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის გამოც ლ---–---------–---–მა აგრეთვე განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურორის მოადგილემ მ---------------ემ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ჯ---------–--------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოწმე ქ------------–---–ის ჩვენებას, რომელიც პირდაპირ ამხელდა გამართლებულს წარდგენილ ბრალდებაში. ასევე, სათანადო შეფასების გარეშე დარჩა შემთხვევის დათვალიერების ოქმი და მასზე დართული ფოტომასალა, სადაც დაზარალებული გამომძიებელს აწვდის ინფორმაციას მეუღლის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოში, დაზარალებულმა ლ---–---------–---–მა გამოიყენა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება და ბრალდებულის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.

პალატა განმარტავს, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, თავისთავად არ გამორიცხავს ფაქტის არსებობას, თუმცა ასეთ შემთხვევაში სასამართლოში გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ გახდილი მტკიცებულებები უნდა იძლეოდეს პირის მსჯავრდების საფუძველს.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოწმე ქ------------–---–მა პირდაპირ ამხილა ჯ---------–--------–---–ი ლ---–---------–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, ვინაიდან აღნიშნულმა მოწმემ პირველი ინსტანციის სასამართლოში უარყო, როგორც მის მიერ 112-ში გაკეთებული შეტყობინების შინაარსი, ასევე, ჯ---------–--------–---–ის მიერ ლ---–---------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტიც. მოწმემ განმარტა,რომ დაზარალებული ლ---–---------–---–ი არის მისი შვილის - ნ------------–---–ის მეგობარი და ცხოვრობს მათ მეზობლად, ქ------–--------–--------------ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. 2017 წლის 25 სექტემბერს, ლ---–----------–---–ი იმყოფებოდა მის სახლში, საიდანაც გავიდა დაახლოებით 02:00 საათზე. ლ---–---------–---–ის გასვლიდან ცოტა ხანში შემოესმა მისი ყვირილის ხმა და გაიგონა, რომ იგი ითხოვდა შველას. მან დაუყოვნებლივ დარეკა 112-ის სამსახურში, მაგრამ შეტყობინების შინაარსი იყო ზოგადი, რომ გოგონას ესაჭიროებოდა დახმარება და არა ის, რომ ლ---–---------–---–ზე ძალადობას ახორციელებდა მისი მეუღლე. მან დაინახა სადარბაზოდან გამოსული ჯ------- ა–--------–---–ი, რომელიც მას მიესალმა და წავიდა. აგრეთვე, ნახა ლ---–---------–---–იც, რომელიც იყო აღელვებული და ტიროდა. მოწმის განმარტებით, მის მიერ გაკეთებული შეტყობინება ფაქტობრივად გამოდგა ცრუ განგაში, ვინაიდან ლ---–---------–---–ის თქმით, ჯ---------–--------–---–ს სურდა მხოლოდ სახლში ასვლა და დალაპარაკება. დაზარალებულმა უთხრა თუ არა, რომ მას მეუღლემ სახეში დაარტყა ხელი, არ ახსოვს. მოწმემ მიუთითა, რომ დაზარალებული იყო არაადეკვატური, მომდევნო დღეებში მომხდარის შესახებ ის ამბობდა, რომ „სინამდველეში ყველაფერი ასე არ იყოო“ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 26.12.17; 14:44:16 – 14:50:38).

რაც შეეხება 2017 წლის 25 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და მასზე დართულ ფოტომასალას, სადაც ასახულია დაზარალებული და რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დათვალიერების ოქმი ფაქტობრივად დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების დადასტურებას/განმეორებას წარმოადგენს, რომლის გადამოწმების საშუალება სასამართლოს არ მიეცა.

ამდენად, მოწმე ქ-------------–---–ის ჩვენება და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი პირის მსჯავრდებისათვის უტყუარ მტკიცებულებად ვერ გამოდგება.

2017 წლის 26 სექტემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლ---–---------–---–ს სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. იმ მოტივით, რომ სხეულზე მექანიკურ დაზიანებათა კვალი არ აღენიშნება, ლ---–---------–---–მა ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა. შემმოწმებლის განცხადებით, დარტყმითი სახით ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეების: ნ-----------–---–ის, შ--–---------–-–---–ის, გ----------------ს, ზ---------------–--ის ჩვენებები და არასრულწლოვან ქ---------–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია ემყარება დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და უშუალოდ ფაქტის თვითმხილველები არ არიან. შესაბამისად, ისინი პირდაპირი მტკიცებულების სტანდარს ვერ აკმაყოფილებენ.

ამდენად, პალატა აანალიზებს რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ჯ---------–--------–---–ის ქმედებას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ჯ---------–--------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ისინი იძლევა მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც პირის მსჯავრდების საფუძველი ვერ გახდება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გორის რაიონული პროკურორის მოადგილის მ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ჯ---------–--------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გამართლებულ ჯ---------–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა გაუქმებულია;

5. გამართლებულ ჯ---------–--------–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის gamocხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი