განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2018
საქმის ნომერი
330100115775654
ინსტანცია
თარიღი
03.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115775654

საქმე №1ბ/501-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ლია ბრეგაძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ლე--------–--ას

ადვოკატ - ზუ--------–----ის

მონაწილეობით,გამართლებულ სე-----–-------------ის მონაწილეობის გარეშე

 

ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ლე--------–--ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

სე-----–-------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------- პირადი №------------ საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენით სე-----–-------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

სე-----–-------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

სე-----–-------------მა, რომელიც წარმოადგენდა ,--------------------------------- (ს/ნ 4--------- თანამშრომელს, 2012 წლის 5 დეკემბერს, გამოყენების მიზნით, დაამზადა და გამოიყენა ყალბი შესყიდვის აქტი, თითქოსდა, მან ფიზიკურ პირ გე---------–--ისგან, შპს ,--------------------------------- დირექტორ ნი----–-------იას სახელით, შეიძინა 66 048 ლარის ღირებულების 137,6 ტონა სიმინდი, რეალურად კი გე---------–--ისგან სე-----–-------------ის მიერ შეძენილ იქნა 33 600 ლარის ღირებულების 70 ტონა სიმინდი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, შემდეგი:

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი, რომ 2012 წლის 5 დეკემბერს სე-----–-------------მა გამოყენების მიზნით დაამზადა და გამოიყენა ყალბი შესყიდვის აქტი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა - ლე--------–--ამ, რომელმაც წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენის გაუქმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, რადგან 2012 წლის სექტემბრის თვეში ნი----–-------იას მიერ დაფუძნებული იქნა შპს ,------------------------------- რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდა და თავად ანაწილებდა ფუნქციებს თანამშრომლებს შორის, რასაც თავად ადასტურებს ჩვენებაში ნი----–-------ია და აღნიშნული გამომდინარეობს ასევე მისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან. საზოგადოების საქმიანობის ძირითადი სფეროს წარმოადგენდა მარცვლეულის, უმეტეს შეთხვევაში სიმინდის შეძენა და ექსპორტი, რაზეც დირექტორ - ნი----–-------იას და ბუღალტერ - ბო-----------იას ჩვენებების პარალელურად მეტყველებს საზოგადოების სააღრიცხვო-საბუღალტრო დოკუმენტაცია. შპს ,------------------------------ საქონლის შეძენას ახდენდა კახეთის რეგიონში და გორის სოფლებში, საზოგადოებიდან მხოლოდ სე-----–-------------ი იყო მიმაგრებული გორის რაიონის სოფლებზე, საიდანაც ბუღალტერიაში შედიოდა მხოლოდ უშუალოდ მის მიერ შედგენილი შესყიდვის აქტები ცალკეულ შემთხვევებში თანმხლები დოკუმენტებით, მითითებულს ადასტურებს გორის რაიონში სიმინდის შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, აღნიშნულის თაობაზე თავის ჩვენებებში ასევე საუბრობენ საზოგადოების ხელმძღვანელი და ბუღალტერი. ამდენად, საქმეზე დართული, შპს ,--------------------------------- ბეჭდით დამოწმებული 2012 წლის 5 დეკემბრის შესყიდვის აქტი თანხმლები სალაროს გასავლის უნომრო ორდერით, რომელიც ამოღებულია საზოგადოებიდან, წარადგინა სე-----–-------------მა, მისი წარდგენა საზოგადოების ბუღალტერიაში შეეძლო მას და მხოლოდ მას გააჩნდა საქონლის შესაძენად გამოყოფილი თანხა, შპს ,--------------------------------- ბეჭდით დამოწმებული შესყიდვის აქტის ფორმები და მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია იმ პირებზე, ვისგანაც ხდებოდა შესყიდვები. დადგენილია, რომ შპს ,--------------------------------- სახელით სე-----–-------------ი 2012 წლის განმავლობაში გორის რაიონის სოფლებში ახდენდა სიმინდის შესყიდვას. ამაზე მიუთითებს საქმეში არსებული აქტები, მის მიერვე იქნა შედგენილი 2012 წლის 5 დეკემბრის შესყიდვის აქტი თანმხლები სალაროს გასავლის უნომრო ორდერით, სადაც მითითებული იქნა ყალბი მონაცემები შესყიდული სიმინდის ოდენობისა და ღირებულების თაობაზე. ნაცვლად მე-–-----ის მიერ მიყიდული 70 ტონისა შესაბამისი ღირებულებით, დაფიქსირდა 66 048 ლარის ღირებულების 137 600 კგ. სიმინდის შეძენა. მართალია, გ------ გე---------–--ეების მიერ ვერ იქნა გახსენებული უშუალოდ შემძენი ორგანიზაცია და მისი წარმომადგენელი, თუმცა განმარტებული იქნა, რომ შესყიდვის აქტში მითითებული მონაცემები სიმინდის ოდენობისა და ღირებულების თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. სწორედ ეს გაყალბებული აქტები იქნა წარდგენილი სე-----–-------------ის მიერ შპს ,--------------------------------- ბუღალტერიაში. იმ ვითარებაში, როცა სე-----–-------------მა თავი აარიდა გამოძიებას და სრულყოფილი გრაფიკული ექსპერტიზის ჩასატარებლად არ არსებობდა მისი ხელწერისა და ხელმოწერის ექსპერიმენტალური ნიმუშების მოპოვების შესაძლებლობა, გამოძიების მიერ მოპოვებული, მოცემულ შემთხვევაში შედარებით მწირი ნიმუშების პირობებშიც კი ექსპერტმა დაასკვნა, რომ 2012 წლის 5 დეკემბრის შესყიდვის აქტზე შემსყიდველის მხრიდან ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებულია სე-----–-------------ის მიერ, ყოველივე ზემოაღნიშნულს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში ადასტურებენ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების: გი-----–--ის, გე---------–--ის გი------------------ის, ნი----–-------იას, ბო-----------იას და მა------------ას ჩვენებები, 2012 წლის 5 დეკემბრის შესყიდვის აქტი, გრაფიკული ექსპერტიზის №------- დასკვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

სე-----–-------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება სე-----–-------------ის მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადების და გამოყენების ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სე-----–-------------მა 2012 წლის 5 დეკემბერს, გამოყენების მიზნით, დაამზადა და გამოიყენა ყალბი შესყიდვის აქტი, კერძოდ:

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ,----------------------------------დირექტორმა ნი----–-------იამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მარცვლეულის შეძენა ევალებოდა სე-----–-------------ს, ამასთან აღნიშნა, რომ დოკუმენტებში მითითებული საქონელი ნადვილად შესყიდულია. მისივე განმარტებით, სე-----–-------------ი ადგენდა შესყიდვის აქტს და შესასყიდი სიმინდის ოდენობას და ფასს ყველა შემთხვევაში უთანხმებდა მას. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ არ ახსოვს, რა ოდენობის საქონელი იქნა უშუალოდ სე-----–-------------ის მიერ შესყიდული და რამდენი პირისგან, თუმცა დოკუმენტებში მითითებული საქონელი ნადვილად შესყიდულია და გატანილი ექსპორტზე, თანხის გადახდის გარეშე კი საქონელს არავინ გაატანდა. საქონლის შესყიდვა და თანხის გადახდა ყოველთვის მასთან შეთანხმებით ხორციელდებოდა. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ბო-----------იამ, რომელმაც განმარტა, რომ თანხების გაცემა სე-----–-------------ზე დირექტორთან შეთანხმებით ხდებოდა, საქონლის შეძენის შემდგომ კი სე-----–-------------ს შედარების აქტი ყოველთვის მასთან მიჰქონდა.

აპელანტი მიუთითებს, მოწმეების: გ------ გე---------–--ეების ჩვენებებით დასტურდება ის ფაქტი, რომ შესყიდვის აქტში მითითებული მონაცემები სიმინდის ოდენობისა და ღირებულების თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს.

აღნიშნულს პალატა არ იზიარებს, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად არ დასტურდება აღნიშნული, ვინაიდან მოწმეებმა არ გამორიცხეს, შესაძლებლობა, შესყიდვები სხვადასხვა ფერმერისგან მომხდარიყო და მხოლოდ ერთი აქტი გაფორმებულიყო, კერძოდ:

მოწმე გი-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას და მის ძმას დაახლოებით 70-80 ტონამდე სიმინდი ჰქონდათ გასაყიდი, რომელიც მან და მისმა ძმამ - გე---------–--ემ მოიყვანეს. მყიდველი ნაცნობმა მ--------–-------- მიუყვანა, კილოგრამი 50 თეთრად გაყიდეს. მოწმის განმარტებით 137,6 ტონა სიმინდი არ ჰქონიათ, მაგრამ, შესაძლებელია შესყიდვა სხვადასხვა ფერმერისგან მომხდარიყო და მხოლოდ ერთი შესყიდვის აქტი გაფორმებულიყო. გი-----–--ეს და მის ძმას მაქსიმუმ 80 ტონა ჰქონოდათ, ზუსტი ოდენობა არ ახსოვს, 66 048 ლარი მისთვის არავის გადაუხდია, მოლაპარაკების პროცესს და სიმინდის მანქანებზე დატვირთვას ესწრებოდა, შესყიდვის აქტის შედგენას აღარ დასწრებია, შესყიდვის აქტის გამოწერის და თანხის გადახდის დროს ადგილზე იმყოფებოდა მისი ძმა.

მოწმე გე---------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის ძმას - გი-----–--ეს რამდენიმე წლის განმავლობაში, დაახლოებით 100 ჰა მიწის ნაკვეთზე მოჰყავდა სიმინდი, თავად ფიზიკურად ეხმარებოდა, რეალიზაციაში არ ყოფილა ჩართული. 2012 წელს რამდენი ტონა სიმინდი ჩააბარეს, არ ახსოვს. საქონლის აწონვას არ დასწრებია, უთხრეს, რამდენი ტონაც იყო და ხელი მოაწერა შესყიდვის აქტს. კონკრეტულად ვის ჩააბარა სიმინდი, არ იცის, თანხა თვითონ არ აუღია, მისმა ძმამ მიიღო, გაყიდული სიმინდის შესაბამისი თანხა, რომ არ მიეღოთ, გააპროტესტებდნენ. მარცვლეულის ძირითადი მწარმოებელი მისი ძმა იყო და მხოლოდ იშვიათად, როდესაც მას არ ეცალა, ხელს აწერდა დოკუმენტს. გე---------–--ის განმარტებით დოკუმენტს, რომლის შინაარსიც არ ეცოდინებოდა, ხელს არ მოაწერდა, მაგრამ ფიქრობს, რომ ხელმოწერა დოკუმენტში არსებული მონაცემების ნამდვილობას ადასტურებს, მანვე განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ზუსტად არ ახსოვს, 137 ტონა შეიძლება - იყო კიდეც, შეიძლება - არა.

2012 წლის 5 დეკემბრის შესყიდვის აქტის თანახმად, მყიდველმა - შპს ,---------------------------------, მისი დირექტორის - ნი----–-------იას სახით, გამყიდველ - ფიზიკურ პირ გე---------–--ისგან (პ/ნ 5----------. დ--------------- შეისყიდა 137,6 ტონა სიმინდი, რის საფასურადაც გადაიხადა 66 048 ლარი. აღნიშნულ აქტს ხელს აწერს გე---------–--ე და შპს ,--------------------------------- წარმომადგენელი, რაც დამოწმებულია შპს-ს ბეჭდით. 2012 წლის 5 დეკემბრის სალაროს გასავლის ორდერით კი დასტურდება 66 048 ლარის მიღების ფაქტი.

რაც შეეხება გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული არ ადასტურებს ხელმოწერის შესრულებას სე-----–-------------ის მიერ, კერძოდ:

2014 წლის 25 ივნისის გრაფიკული ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად, დადგენა საკითხისა, 2012 წლის 5 დეკემბრის შესყიდვის აქტისა და სალაროს გასავლის ორდერის შემავსებელი ტექსტები შესრულებულია თუ არა სე-----–-------------ის მიერ, შეუძლებელია, რადგან ვერ მოხერხდა სე-----–-------------ის ხელწერის ნიმუშების წარდგენა. ხელმოწერები 2012 წლის 5 დეკემბრის შესყიდვის აქტზე გრაფაში - გამყიდველი და სალაროს გასავლის ორდერზე შესაძლებელია არ იყოს შესრულებული გე---------–--ის მიერ. ამავე დასკვნის თანახმად, 2012 წლის 25 ნოემბრის შესყიდვის აქტზე გრაფაში - მყიდველი ხელმოწერა შესაძლებელია შესრულებული იყოს ს------–- მ------------ მიერ.

აღნიშნული ექსპერტიზის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ--------------- და განმარტა, რომ გამოკვლეული იქნა შემავსებელი ხელნაწერით ტექსტები, ხელმოწერები გრაფაში - გამყიდველი და მყიდველი. ტექსტი შესრულებული იყო თუ არა ს------–-------------- მიერ, ვერ იქნა დადგენილი, რადგან არ ჰქონდათ მ------------ ხელწერის ნიმუში. მხოლოდ ერთი ხელნაწერი იყო, სადაც ასოითი ჩანაწერით ეწერა მ----------- და ეს არ იყო საკმარისი ხელნაწერების შედარებისთვის. ექსპერტიზას გადაეცა სე-----–-------------ის მოკლე ხელმოწერის სამი ნიმუში. კვლევით გრაფაში არსებული - მყიდველის ხელმოწერის წარდგენილ ნიმუშებთან შედარებითი კვლევით დადგენილ იქნა თანადამთხვევები, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ხელმოწერა არის თვითონ მარტივი აგებულების, უასოო შტრიხების სახით არის წარმოდგენილი, ვერ მოხერხდა კატეგორიული კვლევისთვის საჭირო საიდენტიფიკაციო ნიშნების ამოღება. ამ შემთხვევაში დასკვნა არის სავარაუდო, რომ შესაძლებელია შესრულებული ყოფილიყო სე-----–-------------ის მიერ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ხელმოწერა გრაფაში - გამყიდველი შესაძლებელია არ იყოს გე---------–--ის მიერ შესრულებული. შესაბამისად, დასკვნა კატეგორიული არც ერთ ნაწილშია და არც მეორეში.

ამდენად, ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზით ვერ იქნა დადგენილი 2012 წლის 5 დეკემბრის შესყიდვის აქტსა და სალაროს გასავლის ორდერზე ვის მიერ არის შესრულებული ხელმოწერები და აღნიშნული დასკვნა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ხელმოწერა დოკუმენტზე, მითითებული №1 ცხრილში რიგითი ნომრით: 15, შესაძლებელია შესრულებული იყოს სე-----–-------------ის მიერ, რიგით 15 ნომრად კი ცხრილში მითითებულია 2012 წლის 25 ნოემბრის შესყიდვის აქტი და არა - 2012 წლის 5 დეკემბრის შესყიდვის აქტი.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ 2012 წლის 5 დეკემბერს სე-----–-------------მა ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ლე--------–--ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

სე-----–-------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

სე-----–-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და შეწყვეტილია მის მიმართ გამოცხადებული ძებნა.

გამართლებულ სე-----–-------------ს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ნივთიერი მტკიცებულებები: 3 (სამი) ცალი დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე