განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/563-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
გიორგი კვახაძის, ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - ი------------–---–ის,ადვოკატ - კ----–----------ას, მსჯავრდებულ - გ-------------–---–ისა და გ------------–---–ის მონაწილეობით,ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორ ი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ----------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–--------------------------–---------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
გ--------------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–--------------------------–---------------------------; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განაჩენით:
გ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 2015 წლის 10 ნოემბრიდან, 2015 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 2015 წლის 10 ნოემბრიდან 2015 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ გ-------------–---–მა და გ------------–---–მა ჩაიდინეს:
თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
გ-------------–---–ის და გ------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ-------------–---–მა და გ------------–---–მა უკანონოდ მოიპოვეს 1997 წლის 5 მაისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ყალბი აქტი №1----, რომელიც შეიცავდა ცრუ მონაცემებს გ-------------–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილ 600 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე.
2007 წლის 12 სექტემბეტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში გ-------------–---–მა, სხვა აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად, ქ------–--–-----–------ სექტორში არსებულ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოტყუებით საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით, წარადგინა 1997 წლის 5 მაისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №1---- ყალბი აქტი. მარეგისტრირებელ ორგანოში ყალბი ოფიციალური დოკუმენტების წარდგენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების შედეგად, 2007 წლის 18 სექტემბერს, სახელმწიფოს კუთვნილ, 15 541 ლარის ღირებულების 564კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ უძრავ ქონებაზე, რომელსაც მიენიჭა საკადასტრო კოდი 7-----------, უკანონოდ დარეგისტრირდა გ-------------–---–ის საკუთრების უფლება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორმა ი------------–---–მა. ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, ასევე მსჯავრდებულებისათვის თაღლითურად, დანაშაულებრივი გზით მისაკუთრებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა.
აპელანტის მითითებით, განაჩენი სასჯელის ნაწილში არ არის ადეკვატური და სამართლიანი, ვინაიდან, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულების პიროვნებებს და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პროკურორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები გ-------------–---–ის და გ------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სპეციფიკა, რომელიც აღნიშნულ ქმედებას ახასიათებს; აგრეთვე ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიმართ მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გ------------–---–ის და გ-------------–---–ის მიმართ დღემდე გააჩნია პრეტენზია. საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში, სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიჩნია გ--- და გ-------------–---–ების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად მითვისების ფაქტი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება დატოვა ბრალდებულთა საკუთრებაში და განაჩენში არ იმსჯელა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ვერ მოხერხდა სახელმწიფოს მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო მსჯავრდებულებს აქვთ შესაძლებლობა, მოახდინონ აღნიშნული ქონების რეალიზაცია.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ი------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულებმა გ-------------–---–მა, გ------------–---–მა და მათმა ადვოკატმა კ----–----------ამ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორ ი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნების კუთხით.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც ბრალდების მხარეს გაუხდია სადავოდ. გ-------------–---–ის და გ------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2014 წლის 29 სექტემბერს მოპოვებული დოკუმენტაციით; 1997 წლის 5 მაისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №1---- აქტით; დათვალიერების ოქმით; ამოღების ოქმით; სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 3 ოქტომბრის წერილით; მ–------ მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ნ-----–---–ის 2014 წლის 3 ოქტომბრის წერილით; საინჟინრო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით; სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ე----------- 2015 წლის 21 დეკემბრის წერილით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით; მოწმეების: გ----------------ს, თ--------------ის, ბ---–-----------ის, ა---------–--–---–ის, რ-------------–---–ის, ზ--------–---–-----ის და ექსპერტების ქ-----------------–-–---–ის და გ-------------ას ჩვენებებით.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ-------------–---–ის და გ------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მისი საზოგადოებრივი საშიშროება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი; გაითვალისწინა ასევე მსჯავრდებულთა პიროვნება, ასაკი, ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მსჯავრებულებს დაუნიშნა მათი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ გ-------------–---–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო გ------------–---–ის მიმართ განსაზღვრული ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებულების მიმართ გამოყენებულია ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, პალატა მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფლიდეს.
რაც შეეხება დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას - გ-------------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, მდებარე: თ---–-------–------ სექტორი, საკადასტრო კოდი 7-----------, აღნიშნული მიწის ნაკვეთი უნდა დაუბრინდეს მის კანონიერ მესაკუთრეს და ამ კუთხით ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ ი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განაჩენში;
გ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 2015 წლის 10 ნოემბრიდან 2015 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 2015 წლის 10 ნოემბრიდან 2015 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინება ყადაღის დადების თაობაზე და ყადაღა მოეხსნა გ-------------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, მდებარე: თ---–-------–------ სექტორი, საკადასტრო კოდი 7-----------. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.
გ-------------–---–ის და გ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს კანონით დადგენილ ვადებში.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება - 3 (სამი) ცალი CD დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე