განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001814479
საქმე N3ბ/1598-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
5 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი);
წარმომადგენელი - ხ-------------–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ---- ნ---------ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 17 იანვრის M---------------- ბრძანება.
1.2. ნ---- ნ---------ე აღდგენილი იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრის მთავარი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე.
1.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება უხელფასო შვებულებისათვის - 1 906 ლარის ოდენობით.
1.4. მოპასუხეს დაევალოს ნ---- ნ---------ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება იანვარ-თებერვლის თვისათვის თითოეულ თვეზე - 880,69 ლარის ოდენობით, ჯამში 1 761,38 ლარის ოდენობით.
1.5. მოპასუხეს დაევალოს ნ---- ნ---------ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2017 წლის 28 თებერვლიდან, მის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენამდე ყოველთვიურად 1 906.08 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. ასევე ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ნ---- ნ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 17 იანვრის № M---------------- ბრძანება ნ---- ნ---------ის თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ. ნ---- ნ---------ე აღდგენილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრის მთავარი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე. ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსის 2016 წლის 13 დეკემბრის M----------------- წერილით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე საშტატო - სტრუქტურული რეორგანიზაციიდან გამომდინარე დაგეგმილი იყო წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საშტატო ცვლილებები. კერძოდ, სპეციალური მომზადების ცენტრის მთავარი სპეციალისტი - ნ---- ნ---------ე ზემოაღნიშნული რეორგანიზაციიდან გამომდინარე წარდგენილი იქნებოდა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის სპეციალისტის თანამდებობაზე დასანიშნად. ამავე წერილით ცენტრის უფროსს დაევალა აღნიშნულის თაობაზე ეცნობებინათ ნ---- ნ---------ისათვის.
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის, პოლკოვნიკ - მ--–---- მ-------ის 2016 წლის 16 დეკემბრის M---------------- პატაკით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე საშტატო რეორგანიზაციის შედეგად დაგეგმილი იყო წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრის გაუქმება. გენერალური შტაბის უფროსს ეთხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრის მთავარი სპეციალისტი (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“ შტატის №---------) ნ---- ნ---------ე (რომელსაც ყავს მცირეწლოვანი შვილი) გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 19 დეკემბრიდან და დანიშნულიყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის სპეციალისტად (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“, შტატის №---------). (ს.ფ. 93-94);
3.2.2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობაში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 17 აპრილის №M------------------ ბრძანება. ამავე ბრძანების პირველი პუნქტის მიხედვით დამტკიცდა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფების შტატები, მათ შორის, „დ“ პუნქტით - წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კ--–------“ შტატი №--------- (დანართი №4). (ს.ფ. 95-96).
3.2.3. 2016 წლის 19 დეკემბერს ნ---- ნ---------ემ, №M---------------- განცხადებით მიმათა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრს და ითხოვა მიმდინარე რეორგანიზაციის პერიოდში გათვალისწინებულიყო მისი მდგომარეობა და რეორგანიზაციის გამო გადაყვანილ ყოფილიყო იმავე პოზიციაზე, იმავე ხელფასით, დანამატით და სამსახურებრივი ადგილმდებარეობით. (ს.ფ. 22-23).
3.2.4. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის, პოლკოვნიკ - მ--–---- მ-------ის 2016 წლის 20 დეკემბრის M---------------- პატაკით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №---- ბრძანების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2016 წლის 19 დეკემბრიდან გაუქმებული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრი, რომლის საფუძველზეც ცენტრის პირადი შემადგენლობა 2016 წლის 19 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში (წერილი №-------, 15.12.2016 წ.), ხოლო რაც შეეხებოდა სპეციალური მომზადების ცენტრის მთავარი სპეციალისტს (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“ შტატის №---------) - ნ---- ი-–--ს ასულ ნ---------ეს (რომელსაც ყავს მცირეწლოვანი შვილი), იგი წარდგენილი იყო დაკავებული თანამდებობიდან გასათავისუფლებლად და 2016 წლის 19 დეკემბრიდან დანიშნულიყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის სპეციალისტის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“, შტატის №---------) თანამდებობაზე. პატაკით ასევე მოთხოვნილი იქნა რომ შესაბამის სამსახურს განეხილა ნ---- ნ---------ის 2016 წლის 19 დეკემბრის განცხადება. (ს.ფ. 91-92).
3.2.5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის 2017 წლის 6 იანვრის M---------------- წერილით, J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს და ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, პოლკოვნიკ - მ--–---- მ-------ეს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ყოფილი სპეციალური მომზადების ცენტრის ყოფილი მთავარი სპეციალისტი (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“ შტატის №---------) - ნ---- ი-–--ს ასული ნ---------ე (მცირეწლოვანი ბავშვის დედა) მიზანშეწონილი იყო დანიშნულიყო მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე. შესაბამისად მოთხოვნილ იქნა, რომ ცვლილება შესულიყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №M---------------- ბრძანებაში და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის სპეციალისტის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“; შტატის №---------) თანამდებობა გადაკეთებულიყო „მთავარი სპეციალისტის“ თანამდებობად 2016 წლის 19 დეკემბრიდან. (ს.ფ. 90).
3.2.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 17 იანვრის M---------------- ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის №--- ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნ---- ი-–--ს ასული ნ---------ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის მთავარ სპეციალისტად 2016 წლის 19 დეკემბრიდან (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“; შტატი №---------), გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრის მთავარი სპეციალისტის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“; შტატი №---------) თანამდებობიდან. საფუძველი: J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის წერილი (№M---------------- 16/12/2016წ.), J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის წერილი (№M---------------- 22/12/2016წ.), საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება (№M---------------- 19/12/2016წ.) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება (№M---------------- 16/01/2017წ.). (ს.ფ. 21).
4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 43-ე მუხლი, რომლის თანახმად, სხვა თანამდებობაზე ან სხვა ადგილმდებარეობის სამუშაოზე მოხელის გადაყვანა, აგრეთვე მისთვის დაკავებული თანამდებობით გაუთვალისწინებელი დავალების დაკისრება დასაშვებია მხოლოდ მოხელის თანხმობით. გამონაკლისს წარმოადგენს ამ კანონის 53-ე, 54-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის პროცედურული საკითხი. კერძოდ, მოპასუხე მხარის მიერ ნ---- ნ---------ის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ეტაპზე (თანამდებობრივი გადაადგილების ბრძანების გამოცემამდე) არ იქნა გამოთხოვილი აღნიშნული პირის თანხმობა.
სასამართლომ ასევე მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი და ნორმის შინაარსიდან გამომდინარე განმარტა, რომ მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ ნ---- ნ---------ეს თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ ბრძანების მიღებამდე ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, რაც დღეის მდგომარეობით გაუქმებულია და აღარ არსებობს. ვინაიდან დღეის მდგომარეობით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აღნიშნული თანამდებობა აღარ არსებობს, სასამართლოს განმარტებით, ნ---- ნ---------ე აღდგენილ უნდა იქნას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრის მთავარი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე მისი თანხმობის შემთხვევაში.
რაც შეეხება მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების კერძოდ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას იანვარ-თებერვლის თვისათვის ჯამში - 1 761,38 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 28 თებერვლიდან შესაბამის თანამდებობაზე აღდგენამდე ყოველთვიურად - 1 906.08 ლარის ოდენობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე მართალია გათავისუფლებული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან, თუმცა 2016 წლის 19 დეკემბრიდან იგი გადაყვანილი იქნა ამავე სტრუქტურაში საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის მთავარ სპეციალისტად. შესაბამისად, მხარეებს შორის შრომით - სამართლებრივი ურთიერთობა მოპასუხე მხარის ინიციატივით არ შეწყვეტილა და მოსარჩელე უფლებამოსილი იყო აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების პერიოდში მიეღო შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.
სასამართლომ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია მხარის მოთხოვნა საშვებულებო თანხის მოპასუხე მხარისათვის დაკისრების თაობაზე, მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 41-ე მუხლის პირველი პუნქტი და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თავად მოსარჩელე მხარემ დაადსატურა ის გარემოება, რომ მან ითხოვა ანაზღაურების გარეშე შვებულება.
5. სააპელაციო მოთხოვნა:
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სრულად.
6. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
6.1. აპელანტის განმარტებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელის თანამდებობაზე გადაყვანისას, თანამდებობრივი გადაადგილების ბრძანებას არ ახლავს წერილობითი თანხმობა, ანუ არ იქნა გამოთხოვილი წერილობითი თანხმობა, არ წარმოადგენს კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებობა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს შეიარაღაებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 17 თებერვლის N2-- ბრძანების ბათილობაზე საუბარი უსაფუძვლოა, რადგან ყველა ის ქმედება, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, მიმართული იყო სწორედ მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დაცვისაკენ, რათა იგი არ დარჩენილიყო სამსახურის გარეშე, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იდგა კანონმდებლობის დარღვევის საშიშროების წინაშე.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია შემდეგი: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 19 დეკემბრის N1--- ბრძანების მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე 2016 წლის 19 დეკემბრიდან გაუქმებული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრი, რომლის საფუძველზეც ცენტრის პირადი შემადგენლობა 2016 წლის 19 დეკემბრიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან და გადაყვანილ იქნენ კადრების განკარგულებაში, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელეს, იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰყავს 3 წლამდე ასაკის შვილი, არ მომხდარა მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანა და გაკეთდა შეთავაზება, რომ იგი დაინიშნებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის სპეციალისტის თანამდებობაზე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ იგი იმუშავებდა მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და არ სურდა სპეციალისტის თანამდებობა. აპელანტის განმარტებით, ნ---- ნ---------ის თხოვნისა და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული სპეციალისტის თანამდებობა სამინისტროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, გადაკეთდა მთავარი სპეციალისტის თანამდებობად. აღნიშნულის შემდგომ მინისტრის ბრძანებით, მოსარჩელეს საკითხი გააცნო და მისი ინფორმირება მოახდინა სპეციალური მომზადების ცენტრის მეთაურმა.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ ნ---- ნ---------ემ განცხადებით მიმართა თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა იგივე ხელფასი (დარიცხული ხელფასი - 2382 ლარი და 60 თეთრი, ხელზე ასაღები - 1906 ლარი და 08 თეთრი) დანამატით და სამსახურეობრივი ადგილმდებარეობით, რისი შესაძლებლობაც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას არ გააჩნდა და ამის შესახებ წერილობით ეცნობა/განემარტა მხარეს. აპელანტი უთითებს, რომ საშტატო ერთეულისათვის რომელზედაც მოსარჩელე მხარე ამჟამად არის დანიშნული, მინისტრის სამართლებრივი აქტით არ არის განსაზღვრული რაიმე სახის სახელფასო დანამატი.
აპელანტს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქმედება აღნიშნულ შემთხვევაში იყო სწორი, რადგან ნ---- ნ---------ე არ ყოფილა კადრების განკარგულებაში, არც მისი დათხოვნა მომხდარა და მითუმეტეს არც მისი გაფრთხილება შესაძლო დათხოვნის შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინაშე მხოლოდ ორი შესაძლო არჩევანი იყო - კანონის დარღვევა, ან ნ---- ნ---------ის დანიშვნა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომხადების ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია მოსარჩელის თანხმობის გარეშე დანიშვნაზე და შესაბამისად "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის პროცედურული საკითხის დარღვევაზე უსაფუძვლოდ მიაჩნია.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
უპირველესად პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ გასაჩივრებულია აქტის ბათილად ცნობისა და თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, ხოლო თანხების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად პალატა მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
ცალსახაა და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ნ---- ნ---------ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
7.2. პალატას ასევე დადგენილად მიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 17 იანვრის M---------------- ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის №--- ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნ---- ი-–--ს ასული ნ---------ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის მთავარ სპეციალისტად 2016 წლის 19 დეკემბრიდან (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“; შტატი №---------), გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრის მთავარი სპეციალისტის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“; შტატი №---------) თანამდებობიდან.
პალატა მიუთითებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 43-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სხვა თანამდებობაზე ან სხვა ადგილმდებარეობის სამუშაოზე მოხელის გადაყვანა, აგრეთვე მისთვის დაკავებული თანამდებობით გაუთვალისწინებელი დავალების დაკისრება დასაშვებია მხოლოდ მოხელის თანხმობით. გამონაკლისს წარმოადგენს ამ კანონის 53-ე, 54-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღებას იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის პროცედურული საკითხი. კერძოდ, მოპასუხე მხარის მიერ ნ---- ნ---------ის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ეტაპზე (თანამდებობრივი გადაადგილების ბრძანების გამოცემამდე) არ იქნა გამოთხოვილი აღნიშნული პირის თანხმობა.
7.3. პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა. მოცემულ შემთხვევაში ნ---- ნ---------ეს თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ ბრძანების მიღებამდე ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, რაც დღეის მდგომარეობით გაუქმებულია და აღარ არსებობს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაზე, რომლის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილია სარდლობის სტრუქტურული ერთეულები: ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური; ბ) ინგლისური ენის ტესტირებისა და შეფასების ჯგუფი; გ) შტაბი; გ.ა) G-1 სამსახური; გ.ბ) G-3 სამსახური; გ.გ) G-4 სამსახური; გ.დ) G-5 სამსახური; გ.ე) G-6 სამსახური; დ) ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC); ე) საერთო საჯარისო ცენტრი; ვ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“; ზ) ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „ორფოლო“ (სამხრეთი); თ) გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია; ი) პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა; კ) უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი; ლ) დოქტრინების განვითარების ცენტრი, ხოლო მითითებული მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია თითოეული სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია.
სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა: ვინაიდან დღეის მდგომარეობით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აღნიშნული თანამდებობა (საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა) აღარ არსებობს, ნ---- ნ---------ე აღდგენილ უნდა იქნას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სპეციალური მომზადების ცენტრის მთავარი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე მისი თანხმობის შემთხვევაში.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -