განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.07.2018
საქმის ნომერი
330310017001766588
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001766588

საქმე N3ბ/1195-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

5 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

წარმომადგენელი - ს--------------–---–-;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ--–--- ლ-------;

 

მოპასუხე - თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №-------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. მოპასუხეს დაევალოს ქმედების განხორციელება, რომლითაც გ--–--- ლ-------ს აუნაზღაურდება სოციალური შემწეობის თანხა, №------------- საიდენტიფიკაციო კოდზე შემწეობის შეწყვეტის დღიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გ--–--- ლ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №-------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დაევალა მოპასუხეს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად, გ--–--- ლ-------ს აღუდგება სოციალური შემწეობა №------------- საიდენტიფიკაციო კოდზე შემწეობის შეწყვეტის დღიდან.

 

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

3.2.1. 2015 წლის 11 სექტემბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ გ--–--- ლ-------ს (დაბ. 1--------- წ.) ოჯახის (მისამართი - ქ. თბილისი, ვ---------ის მ---------- მ------, კ---------, ბ-------) თავდაპირველ საიდენტიფიკაციო კოდს წარმოადგენდა - №0-----------, ხოლო 2016 წლის 23 დეკემბერს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ გ--–--- ლ-------ს ოჯახს მიენიჭა ახალი საიდენტიფიკაციო კოდი - №0-----------.

 

დადგენილია, რომ გ--–--- ლ-------ს ოჯახისათვის რამდენჯერმე განხორციელდა სარეიტინგო ქულის მინიჭება. თავდაპირველი სარეიტინგო ქულა მიენიჭა 2005 წლის 24 ოქტომბერს - 23 490 ერთეული, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული იყო ორი წევრი: გ--–--- ლ------- და ე--------- ი-----–----, ხოლო სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით ოჯახს დაენიშნა ორი წევრისათვის კუთვნილი საარსებო შემწეობა. შემდგომ, 2008 წლის 13 ოქტომბერს ოჯახს მიენიჭა 18 640 ქულა, მოგვიანებით 2011 წლის 18 აგვისტოს - 35 150 ქულა. 2013 წლის 10 სექტემბერს ე--------- ი-----–----ს გარდაცვალებიდან გამომდინარე ოჯახს გაუგრძელდა ერთი წევრისათვის კუთვნილი საარსებო შემწეობა.

 

3.2.2. 2015 წლის 6 აგვისტოს, გ--–--- ლ-------მ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისნის რაიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს და აცნობა, რომ 14 ივლისს, ფეხის მოტეხვის გამო დროებით საცხოვრებლად გადავიდა თავის დასთან - ს----- ლ-------სთან მისამართზე: ქ. თბილისი, ნ--–-----ის ქუჩა №--, ბ-------. ამასთან, მიუთითა, რომ მისი საცხოვრებელი ბინა (ქ. თბილისი, ვ--------ანი, მ--------, 2------------

№-, ბ-------) იყო დაკეტილი და სოციალური აგენტის მიერ ვერ განხორციელდებოდა მისი შემოწმება, ხოლო აღნიშნულ მისამართზე დაბრუნების ფაქტს დამატებით წერილობით აცნობებდა. (ს.ფ. 136).

 

3.2.3. დადგენილია, რომ ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ 2015 წლის 8 სექტემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება - „ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ იმ მიზეზით, რომ ვიზიტების შედეგად სოციალური აგენტი ვერ შეხვდა ოჯახს (ს/კ: 0-----------). აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი გ--–--- ლ-------ს 09.10.2015 წლის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 15 დეკემბრის №-------- გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით, გ--–--- ლ-------ს მიმართ შეწყვეტილი ფულადი სოციალური დახმარება-საარსებო შემწეობა ჩაითვალა შეჩერებულად.

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2015 წლის 5 ოქტომბერს, ოჯახს (მისამართი: ქ. თბილისი, ნ--–-----ის ქუჩა, კ------ №--, ბინა №--) გადამოწმების შედეგად, 2015 წლის 29 დეკემბერს მიენიჭა - 57 830 სარეიტინგო ქულა. ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული იქნა ორი წევრი: გ--–--- ლ------- და ს-----–--- ლ-------. სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით ოჯახს დაენიშნა ორი წევრისათვის კუთვნილი საარსებო შემწეობა და ასევე, ს-----–--- ლ-------ს ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი -№------------ გადატანილი იქნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ისტორიაში“, ხოლო აღნიშნული კოდით, 2015 წლის 5 ოქტომბერს, ვაკე- საბურთალოს რაიონში შევსებულ „ოჯახის დეკლარაციას“ შეეცვალა კოდი და მიენიჭა ს/კ - №-----------. შესაბამისად, გ--–--- და ს-----–--- ლ------ები გახდნენ საარსებო შემწეობის მიმღებნი, რომელთაც ერიცხებოდათ შემწეობა 2016 წლის მაისის ჩათვლით. (ს.ფ. 19-26).

 

3.2.5. 2016 წლის 20 ივნისს, ს-----–--- ლ-------მ განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის სერვის ცენტრს და მოითხოვა განხორციელებულიყო თავისი დის - გ--–--- ლ-------ს ოჯახში (ქ. თბილისი, ვ---------ის მ--------, მე-2 კ--------–-, კ---------, ბ-------) სოციალური აგენტის ვიზიტი, მაგრამ ამის შემდგომ, სააგენტოს მოსაზრებით, ვინაიდან გ--–--- ლ------- 10 ივნისის შემდეგ აღარ რეგისტრირდებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 2016 წლის 5 ივლისს ბინაზე ვიზიტისას შევსებული იქნა პირველადი რეგისტრაციის განაცხადი და დეკლარაცია ახალი საიდენტიფიკაციო კოდით - №0-----------.

 

3.2.6. 2016 წლის 11 ივლისს და 24 აგვისტოს განხორციელებული გ--–--- ლ-------ს ოჯახის (მისამართი - ქ. თბილისი, ვ---------ის მ--------, მ------, კ---------, ბ-------) შემოწმების საფუძველზე ოჯახს მიენიჭა ახალი საიდენტიფიკაციო კოდი -

№0-----------, ხოლო 2016 წლის 23 სექტემბერს გ--–--- ლ-------ს ოჯახს განესაზღვრა - 56 520 სარეიტინგო ქულა. (ს.ფ. 13-17; 19-26; 41-43).

 

3.2.7. 2015 წლის 11 სექტემბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ გ--–--- ლ-------ს ოჯახს საარსებო შემწეობის სახით ერიცხებოდა - 60 ლარი (01.01.2015-01.06.2015). 2016 წლის 10 ნოემბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ საარსებო შემწეობის სახით ბოლო დარიცხვა განხორციელდა 80 ლარის ოდენობით 01.05.2016 წელს. ასევე, საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 23 დეკემბერს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ გ--–--- ლ-------ს გასული პერიოდის განმავლობაში ერიცხებოდა 50 ლარი (01.11.2016-01.12.2016). აღნიშნული ამონაწერებით დადგენილია, რომ გ--–--- ლ-------ს საარსებო შემწეობა არ დარიცხვია 01.05.2016 წლის დარიცხვის შემდგომ 01.11.2016 წლამდე პერიოდში. (ს.ფ 41-43).

 

3.2.8. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივლისს განხორციელდა გ--–--- ლ-------ს ოჯახის (ს/კ: №0-----------) შემოწმება და ოჯახი მოხვდა ე.წ. საკონტროლო გადამოწმების სიაში. 2016 წლის 24 აგვისტოს განხორციელდა გ--–--- ლ-------ს ოჯახის (ს/კ: №0-----------) განმეორებითი შეფასება, დეკლარაციაში ოჯახის წევრად დაფიქსირებულია მხოლოდ გ--–--- ლ-------, რომელსაც დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს. გადამოწმების საფუძველზე 2016 წლის 23 სექტემბერს ოჯახს მიენიჭა - 56 520 სარეიტინგო ქულა. (ს.ფ. 13-17; 27-33; 34-40; 90-92).

 

3.2.9. 2016 წლის 21 ოქტომბერს გ--–--- ლ-------მ საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ისანი-სამგორი) უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის 24 აგვისტოს შევსებული „ოჯახის დეკლარაციის“ საფუძველზე ამავე წლის 23 სექტემბერს ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის (56 520 ერთეული) გადამოწმება და იმ პერიოდის თანხის ანაზღაურება, რა დროიდანაც მოხდა სარეიტინგო ქულის - 57 830 ერთეულის მოქმედების შეწყვეტა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №-------- გადაწყვეტილებით გ--–--- ლ-------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. (ს.ფ. 13-17; 67-70).

 

4.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

4.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად განმარტა, რომ ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ამავე მუხლის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სააგენტოს მიერ განხორციელდა მოსარჩელის ოჯახის მიმართ ახალი საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭება და არა მის მიმართ უკვე მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის საფუძველზე დანიშნული საარსებო შემწეობის დარიცხვის გაგრძელება, ან მისი შეჩერება და საკითხის განხილვის შემდგომ აღდგენა. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება, რომ მოსარჩელისათვის პირველადი რეგისტრაციის განხორციელება განაპირობა იმ ფაქტობრივმა გარემოებამ, რომ ის ორ წევრიანი ოჯახიდან რეგისტრირდებოდა ცალკე ოჯახად იმ პირობებში, როდესაც მანამდეც, მოსარჩელის ოჯახი ცალკე ოჯახად იყო რეგისტრირებული და მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი -

№-----------, რაც მიანიჭეს ს-----–--- ლ-------სთან დროებითად ყოფნის პერიოდში ამ უკანასკნელს და გ--–--- ლ-------ს ოჯახს ერთად.

 

სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს 2016 წლის ივნისიდან - იმავე წლის ნოემბრამდე პერიოდში მიუღებელი საარსებო შემწეობის მიღება. აღნიშნულთან დაკავშირებთ სასამართლოსთვის გაუგებარი დარჩა 2016 წლის 29 დეკემბრის №-------- გასაჩვრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა, თითქოს გ--–--- ლ-------, 2016 წლის ივნისიდან - ნოემბრამდე პერიოდში საარსებო შემწეობას იღებდა თავის დასთან - ს-----–--- ლ-------სთან ერთად სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულიდან, რადგან აღნიშნული ფაქტი საქმის მასალებით ვერ დადასტურდა.

 

5. სააპელაციო მოთხოვნა:

 

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

6.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ, მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. მიუთითებს, რომ აღნიშნული ოჯახი შემოწმდა 05/10/2015 წელს - სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა 29/12/2015 წელს და შეადგინა 57830 ერთეული. მისამართი: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ნ--–-----ის ქუჩა, კ------ N5-- ბ-------. „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებულია ორი წევრი: გ--–--- ლ------- და ს-----–--- ლ-------. სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, ოჯახს გაუგრძელდა ორი წევრისათვის კუთვნილი საარსებო შემწეობა. 2016 წლის 10 ივნისს საიდენტიფიკაციო კოდზე 0----------- შეივსო ახალი დეკლარაცია. დეკლარაციაში დაფიქსირებულია ერთი წევრი - ს-----–--- ლ-------.

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ გ--–--- ლ-------მ 2016 წლის 5 ივლისს პირველადი რეგისტრაციის განაცხადით მიმართა სააგენტოს, საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------, მისამართი: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ვ---------ის მ--------. მე-2------------N5---------. აღნიშნული საიდენტიფიკაციო კოდით ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობა ორჯერ გადამოწმდა. 11/07/2016 წელს - სარეიტინგო ქულა არ განისაზღვრა, რადგან მონაცემები მოხვდა საკონტროლო გადამოწმებას დაქვემდებარებულ საკონტროლო სიაში. რომლის შემდგომ განხორციელდა ბოლო გადამოწმება 24/08/2016 წელს - სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა 23/09/2016 წელს და შეადგინა 56520 ერთეული. „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებულია მხოლოდ გ--–--- ლ-------.

 

აპელანტის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გ--–--- ლ-------ს ოჯახმა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება მოიპოვა 2016 წლის ნოემბრის თვიდან და აპელანტს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოთხოვნა განაცდური თვეების საარსებო შემწეობის ანაზღაურების თაობაზე და განმარტავს, რომ იგი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დარეგისტრირდა ახალი საიდენტიფიკაციო კოდით (0-----------) და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან მომდევნო მეორე თვეს იპოვებს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლებას, ანუ მ/წ ნოემბრიდან. მისივე განმარტებით, 2015 წლის ოქტომბრის თვეში სააგენტოში მიმდინარეობდა გ--–--- ლ-------ს ადმინისტრაციული საჩივრის (9----, 9.10.2015წ.) განხილვა, რომელიც ეხებოდა მისი დროებით (11 თვით) დასთან ს-----–--- ლ-------სთან საცხოვრებლად გადასვლის გამო მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტას. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ისანი - სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 8 სექტემბრის ოქმი ,,ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“, მიზეზით - ვიზიტების შედგად სოციალური აგენტი ვერ შეხვდა ოჯახს (ს/კ 0-----------). გ--–--- ლ-------ს შეწყვეტილი ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა ჩაითვალა შეჩერებულად. მისი დის - ს-----–--- ლ-------ს ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი – 0----------- გადატანილ იქნა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ისტორიაში“, ხოლო აღნიშნული კოდით 2015 წლის 5 ოქტომბერს ვაკე - საბურთალოს რაიონში შევსებულ ,,ოჯახის დეკლარაციას“ შეეცვალა კოდი და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი – 0-----------. აღნიშნულ კოდზე დაითვალა ქულა (57830) და შესაბამისად, გ--–--- და ს-----–--- ლ------ები გახდნენ საარსებო შემწეობის მიმღებნი, რომელიც ერიცხებოდათ 2016 წლის მაისის ჩათვლით.

 

აპელანტის მითითებით, 2016 წლის 7 ივნისს ს-----–--- ლ-------მ (ს/კ 0-----------) მიმართა სააგენტოს ვაკე - საბურთალოს სერვის ცენტრს განაცხადით დემოგრაფიული ცვლილების შესახებ, ოჯახს შეუჩერდა საარსებო შემწეობის გაცემა, გადამოწმდა და სარეიტინგო ქულამ შეადგინა 66230 ერთეული. შედეგად, აღნიშნულ საიდენტიფიკაციო კოდზე დაფიქსირებულ ს-----–--- ლ-------ს ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის გაცემა. ამავდროულად, 2016 წლის 20 ივნისს (49702) ს-----–--- ლ-------მ მიმართა ისანი-სამგორის სერვის ცენტრს, რომლითაც მოითხოვა განხორციელებულიყო მისი დის - გ--–--- ლ-------ს ოჯახში, ვ---------ის მ-------------- კ--------–-, კ------ 5---------–-- სოციალური აგენტის ვიზიტი. ვინაიდან, გ--–--- ლ------- 10 ივნისის შემდეგ აღარ რეგისტრირდებოდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, ბინაზე ვიზიტისას შეივსო პირველადი რეგისტაციის განაცხადი და დეკლარაცია ახალი საიდენტიფიკაციო კოდით – 0-----------. 2016 წლის 11 ივლისს შეივსო დეკლარაცია და ოჯახი მოხვდა ე.წ საკონტროლო გადამოწმების სიაში. 2016 წლის 24 აგვისტოს განხორციელდა უფროსი სოციალური აგენტის მიერ ოჯახის განმეორებითი შეფასება და 23 სექტემბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 56520 ერთეული. აღნიშნული ქულის გათვალისწინებით, გ--–--- ლ-------ს დაენიშნა საარსებო შემწეობა 2016 წლის ნოემბრის თვიდან, ერთ წევრზე 50 ლარის ოდენობით.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, რასაც წინ უსწრებს ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს, `სოციალური დახმარების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ). აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს უსაფუძვლოდ მიაჩნია საჩივრის ის ნაწილი, სადაც მოთხოვნილია შეჩერების პერიოდის თანხის ანაზღაურება.

 

რაც შეეხება გ--–--- ლ-------ს ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის (56520 ერთეული) გაპროტესტებას, აპელანტი განმარტავს, რომ სარეიტინგო ქულის დათვალა განხორციელდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილების შესაბამისად.

 

ადმინისტრაციული ორგანო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას წინა პერიოდის (2016 წლის ივნისიდან) მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) ანაზღაურების ნაწილში და განმარტავს, რომ გ. ლ------- აღნიშნულ პერიოდამდე ცხოვრობდა და დახმარებას იღებდა დასთან ს-----–--- ლ-------სთან ერთად სააგენტოს ვაკე - საბურთალოს ტერიტორიული ერთეულიდან, საიდანაც გ. ლ------- საცხოვრებლად გადავიდა მის კუთვნილ ბინაში ისანი - სამგორის რაიონში. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გ. ლ-------ს შეუწყდა საარსებო შემწეობა. ვინაიდან გ. ლ-------ს სააგენტოს ისანი - სამგორის ტერიტორიულ ერთეულში უკვე შეწყვეტილი ჰქონდა რეგისტრაცია, მისი ოჯახის ხელახლა შესწავლა შესაძლებელი იყო მხოლოდ პირველადი რეგისტრაციის განაცხადის საფუძველზე. 2016 წლის 20 ივნისს (49702) ს-----–--- ლ-------მ მიმართა ისანი - სამგორის სერვის ცენტრს, რომლითაც მოითხოვა განხორციელებულიყო მისი დის - გ--–--- ლ-------ს ოჯახში (ვ---------ის მ-------------- კ--------–-, კ------ 5--------) სოციალური აგენტის ვიზიტი. გ--–--- ლ------- მ/წ 10 ივნისის შემდეგ აღარ რეგისტრირდებოდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“. ბინაზე ვიზიტისას შეივსო პირველადი რეგისტაციის განაცხადი და დეკლარაცია ახალი საიდენტიფიკაციო კოდით – 0-----------. 2016 წლის 11 ივლისს შეივსო დეკლარაცია და ოჯახი მოხვდა საკონტროლო გადამოწმების სიაში, 2016 წლის 24 აგვისტოს განხორციელდა უფროსი სოციალური აგენტის მიერ ოჯახის განმეორებითი შეფასება და 23 სექტემბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 56520 ერთეული. აღნიშნული ქულის გათვალისწინებით, გ--–--- ლ-------ს დაენიშნა საარსებო შემწეობა 2016 წლის ნოემბრის თვიდან, ერთ წევრზე 50 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ გ. ლ-------სათვის 2016 წლის ივნისიდან მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) ანაზღაურების საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ამავე მუხლის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

7.2. პალატა მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

 

ამავე დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე: ა) საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი; ბ) ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე – განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

 

ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ--–--- ლ-------ს (დაბ. 1--------- წ.) ოჯახს (მისამართი - ქ. თბილისი, ვ---------ის მ--------, მ------, კ---------, ბ--------- ს/კ - №0-----------) 2005 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა 23 490 სარეიტინგო ქულა. ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა ორი წევრი: გ--–--- ლ------- და ე--------- ი-----–----. შესაბამისად, საარსებო შემწეობა გაიცემოდა ორი წევრისათვის სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით.

 

7.3. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად - განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდის ან შემცირების) ან სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

აღნიშნული დადგენილების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს: ა) ოჯახის წევრის განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი და/ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში; გ) შემოსავლების გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში - „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ე) თუ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით არ დარეგისტრირდა „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge. ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ოჯახს მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლით შეიძლება შეუწყდეს.

 

რაც შეეხება საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებას, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში, გარდა ამ წესის მე-11 მუხლის მე-18 პუნქტისა. გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის 6 აგვისტოს, გ--–--- ლ-------მ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისნის რაიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს და აცნობა, რომ 14 ივლისს ფეხის მოტეხვის გამო დროებით საცხოვრებლად გადავიდა მის დასთან - ს----- ლ-------სთან მისამართზე: ქ. თბილისი, ნ--–-----ის ქუჩა №--, ბ-------. ამასთან, მიუთითა, რომ მისი საცხოვრებელი ბინა (ქ. თბილისი, ვ--------ანი, მ---------, 2----- კ---------, ბინა №--) დაკეტილი იყო და სოციალური აგენტის მიერ ვერ განხორციელდებოდა მისი შემოწმება, ხოლო აღნიშნულ მისამართზე დაბრუნების ფაქტს დამატებით წერილობით აცნობებდა. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მის მიერ მითითებულ მისამართზე დროებით ვერ იცხოვრებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ გ--–--- ლ-------ს დის - ს-----–--- ლ-------ს ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი - №------------ გადატანილი იქნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ისტორიაში“ და აღნიშნული კოდით, 2015 წლის 5 ოქტომბერს, ვაკე-საბურთალოს რაიონში შევსებულ „ოჯახის დეკლარაციას“ შეეცვალა კოდი და მიენიჭა ს/კ - №-----------. 2015 წლის 5 ოქტომბერს ოჯახის (მისამართი: ქ. თბილისი, ნ--–-----ის ქუჩა კ---------8, ბ-------) გადამოწმების შედეგად 2015 წლის 29 დეკემბერს მიენიჭა 57 830 სარეიტინგო ქულა. შესაბამისად, გ--–--- და ს-----–--- ლ------ები გახდნენ საარსებო შემწეობის მიმღებნი, რომელთაც ერიცხებოდათ შემწეობა 2016 წლის მაისის ჩათვლით.

 

ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივნისს ს-----–--- ლ-------მ განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის სერვის ცენტრს და მოითხოვა განხორციელებულიყო მისი დის - გ--–--- ლ-------ს ოჯახში (ქ. თბილისი, ვ---------ის მ--------, მე-2 კ--------–-, კ---------, ბ-------) სოციალური აგენტის ვიზიტი, ვინაიდან გ--–--- ლ------- ამ დროისათვის აღარ იმყოფებოდა თავისი დის - ს-----–--- ლ-------ს ბინაში. აღნიშნულის საფუძველზე კი, 2016 წლის 5 ივლისს, ბინაზე ვიზიტისას შეივსო პირველადი რეგისტრაციის განაცხადი და დეკლარაცია ახალი ს/კ - №0------------ით.

 

2016 წლის 11 ივლისს განხორციელდა გ--–--- ლ-------ს ოჯახის (ს/კ: №0-----------) შემოწმება და ოჯახი მოხვდა ე.წ. „საკონტროლო გადამოწმების სიაში". 2016 წლის 24 აგვისტოს კი განხორციელდა გ--–--- ლ-------ს ოჯახის (ს/კ: №0-----------) განმეორებითი შეფასება, რომლის შედეგად დეკლარაციაში ოჯახის წევრად დაფიქსირდა მხოლოდ გ--–--- ლ-------, რომელსაც დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს. გადამოწმების საფუძველზე 2016 წლის 23 სექტემბერს ოჯახს მიენიჭა - 56 520 სარეიტინგო ქულა.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სააგენტოს მიერ განხორციელდა მოსარჩელის ოჯახის მიმართ ახალი საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭება და არა მის მიმართ უკვე მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის საფუძველზე დანიშნული საარსებო შემწეობის დარიცხვის გაგრძელება, ან მისი შეჩერება და საკითხის განხილვის შემდგომ აღდგენა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება, რომ მოსარჩელისათვის პირველადი რეგისტრაციის განხორციელება განაპირობა იმ ფაქტობრივმა გარემოებამ, რომ ის ორ წევრიანი ოჯახიდან რეგისტრირდებოდა ცალკე ოჯახად იმ პირობებში, როდესაც მანამდეც, მოსარჩელის ოჯახი ცალკე ოჯახად იყო რეგისტრირებული და მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი - №-----------, რაც მიანიჭეს ს-----–--- ლ-------სთან დროებითად ყოფნის პერიოდში ამ უკანასკნელს და გ--–--- ლ-------ს ოჯახს ერთად.

 

პალატა მიუთითებს შემდეგს: მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს 2016 წლის ივნისიდან - იმავე წლის ნოემბრამდე პერიოდში მიუღებელი საარსებო შემწეობის მიღება. პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სადავო 2016 წლის 29 დეკემბრის N-------- გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა მასზედ, რომ გ--–--- ლ-------, 2016 წლის ივნისიდან - ნოემბრამდე პერიოდში საარსებო შემწეობას იღებდა თავის დასთან - ს-----–--- ლ-------სთან ერთად სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულიდან და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ აღნიშნული ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ მსჯელობას: სასამართლოსთვის გაუგებარია სააგენტოს მოქმედება, რომლის თანახმად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ--–--- ლ-------, თავისი საცხოვრებელი ბინიდან თავისი დის - ს-----–--- ლ-------ს ბინაში დროებით და არა სამუდამოდ გადავიდა საცხოვრებლად იმ მიზეზით, რომ მოტეხილი ქონდა ფეხი და შესაბამისად ვერ ახერხებდა თავის მოვლას და საჭიროებდა მომვლელს, რაც კანონით დადგენილ ვადაში ცნობილი იყო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოსათვის, რატომ მოხდა გ--–--- ლ-------სთვის საარსებო შემწეობის არა შეჩერება არამედ შეწყვეტა, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც აღნიშნული გამოწვეული იყო არა მისი სურვილით, არამედ გამოუვალი მდგომარეობით და ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 8 სექტემბრის „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი გ--–--- ლ-------ს 09.10.2015 წლის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 15 დეკემბრის №-------- გადაწყვეტილებით და გ--–--- ლ-------ს შეწყვეტილი ფულადი სოციალური დახმარება-საარსებო შემწეობა ჩაითვალა შეჩერებულად.

 

პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საკითხი ეხება სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის იმ ფენას, რომელთათვისაც სახელმწიფოსგან მიღებულ თითოეულ თეთრს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და მათთვის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტის და განახლება - დანიშვნის საკითხის შემჭიდროებულ ვადებში განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

სააპელაციო სასამართლო, მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნია, რომ აპელანტმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნებს.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -