განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2018
საქმის ნომერი
200210016001395002
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200210016001395002

საქმე №2ბ/6249-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - ააიპ კ------- რ---------–- გა----------ის სააგენტო

წარმომადგენელი - თ----–- ნ-------–ი, ნ-----–- ჯ-–--–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა--–-ნ გა--------–--ლი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 15.09.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. მოსარჩელე ა--–-ნ გა--------–--ლის სარჩელი მოპასუხე ააიპ კ------- რ--------–----ი გა----------ის სააგენტოს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

1.1. ააიპ კ------- რ--------–----ი გა----------ის სააგენტოს მოსარჩელე ა--–-ნ გა--------–--ლის სასარგებლოდ დაეკისრა 10 700 (ათიათას შვიდასი) ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. წინასწარი გამოძიების მასალებით მოსარჩელე ა--–-ნ გა--------–--ლს ბრალი დაედო საქართველოს სსკ -ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 2----–-–----- მარტს მოსარჩელე ა--–-ნ გა--------–--ლის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის N---------- განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2----–-–----- მარტის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის N--------- განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

2.3. 2013 წლის 31 იანვარს გამოძიების მიერ დადგენილი ზიანის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელემ კ------- რ--------–----ი გა----------ის სააგენტოს ანგარიშზე შეიტანა 10700 ლარი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის N---------- განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 2----–-–----- მარტის განაჩენი დარჩა უცვლელი, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ სოფელ ,,მ---------------“ რეაბილიტაციის ეპიზოდში სისხლის სამართლის საქმეში არ არის ჩატარებული საბუღალტრო ექსპერტიზა და მხოლოდ გამომძიებლის ცოდნის საფუძველზეა შედგენილი გაანგარიშების ცხრილი, რაც პირის ბრალდებულად ცნობის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 105-ე პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგე-ნილი ძალა. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმასთან მიმართებაში, რომ ა--–-ნ გა--------–--ლის ქმედებით მოპასუხეს მიადგა 10700 ლარის ზიანი, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. საქმეში არსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის N--------- განაჩენით უცვლელი დარჩა რა თელავის რაიონული სასამართლოს 2----–-–----- მარტის განაჩენი ცალსახად დადგენილია, რომ ა--–-ნ გა--------–--ლის მიერ არ ჰქონია ადგილი 10700 ლარის მითვისების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს არა აქვს უფლება მოსარჩელეს მოსთხოვოს თანხა იმ ქმედებისათვის, რომელიც განაჩენით ა--–-ნ გა--------–--ლს არ ჩაუდენია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულება წარმოიშვა უსაფუძვლო გამდიდრებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2013 წლის 31 იანვარს გამოძიების მიერ დადგენილი ზიანის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელე ა--–-ნ გა--------–--ლმა კ------- რ--------–----ი გა----------ის სააგენტოს ანგარიშზე შეიტანა 10700 ლარი. თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 2----–-–----- მარტს, მის მიმართ დადგენილ იქნა გამამართლებელი განაჩენი. აღნიშნულიდან გამომდინარე კ------- რ--------–----ი გა----------ის სააგენტოს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 10700 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზედ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის N---------- განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 2----–-–----- მარტის განაჩენი დარჩა უცვლელი, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ სოფელ ,,მ---------------“ რეაბილიტაციის ეპიზოდში სისხლის სამართლის საქმეში არ არის ჩატარებული საბუღალტრო ექსპერტიზა და მხოლოდ გამომძიებლის ცოდნის საფუძველზეა შედგენილი გაანგარიშების ცხრილი, რაც პირის ბრალდებულად ცნობის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს. ექსპერტიზა ფაქტობრივად ჩატარდა.

 

3.2. მოსარჩელე მოპასუხისთვის თანხის დაკისრებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მან, მართალია, გამოძიების დასრულებამდე ნებაყოფლობით გადაიხადა თანხა, თუმცა მოგვიანებით მის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი და შესაბამისად ააიპ კ------- რ--------–----ი გა----------ის სააგენტო უსაფუძვლოდ გამდიდრდა. განსხვავებით სისხლის სამართლისგან, სამოქალაქო სამართალს მტკიცების უფრო მსუბუქი სტანდარტი აქვს და სისხლის სამართლის ბრალდებისგან გათავისუფლება არ ნიშნავს სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენი დადგა პროცედურული დარღვევის შედეგად, რის გამოც არ შეიძლება, რომ სამოქალაქო ურთიერთობაში მონაწილე პირებს ჩამოერთვათ უფლებები. ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, არ ნიშნავს, რომ ეს მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობს.

 

სისხლის სამართლის საქმეში მრავლადაა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის ვალდებულება ზიანის ანაზღაურების შესახებ. კერძოდ, 2----–-–----- იანვრის ბრალდებულის დაკითხვის ოქმში მოპასუხემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაადასტურა თანდართულ სამუშაოთა ცხრილი და გამოთქვა მზადყოფნა მითვისებული თანხის ანაზღაურებაზე. ბრალდების პოზიციით, მითვისება გამოიხატა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებში გათვლილი სამუშაოების არასრულად შესრულებაში. მოპასუხემ აღიარა დანაშაული და ამ აღიარებით დაადასტურა ქმედება და მის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობა.

 

2----–-–----- დეკემბრის დაკითხვის ოქმში მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა, რომ ნამდვილად მის მიერ სრულდებოდა სამუშაოები, თუმცა ვინაიდან მას ჰქონდა ბიუჯეტის დავალიანება და შპს-ს ედო ყადაღა, იგი იყენებდა გარკვეულ სქემას მოგების მისაღებად. კერძოდ, მესამე პირებს არეგისტრირებდა ინდ. მეწარმეებად, რომლებთანაც ფორმდებოდა ხელშეკრულებები, ხოლო სამუშაოებს ასრულებდა თავად ა--–-ნ გა--------–--ლი. სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი მოპასუხე სააგენტოს დირექტორთან, ვ--–---- გ------–-–---–თან გაფორმდა ისე, რომ მას არ შეუმოწმებია შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა ხელშეკრულებასთან. ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ სამუშაოები შესრულდა უნაკლოდ, იქნებოდა სწორედ ვალდებულების არარსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა მოპასუხეს ასეთი დასკვნა არ წარმოუდგენია.

 

3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი შესრულება გულისმხობს ვალდებულების არსებობას. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, თუ ურთიერთობის ერთი მხარე საკუთარი შესრულებით აღიარებს ვალდებულების არსებობას, კრედიტორი აღარ ცდილობს დამატებითი მტკიცებულებების მოგროვებას. ვალდებულების შესრულების შემდეგ მოვალის მხრიდან იმ საკითხზე აპელირება, რომ ვალდებულება არ არსებობდა და მოვალის იძულება, ამტკიცოს მიღებული შესრულების საფუძვლიანობა, მოვალის არაკეთილსინდისიერ ქმედებად უნდა ჩაითვალოს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მხარე ვერ მიუთითებს, რა ტიპის შეცდომა დაუშვა მან მოპასუხისთვის თანხის გადარიცხვის დროს და რამ გამოიწვია ასეთი შეცდომა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ამავე კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 31.01.2013წ. ა--–-ნ გა--------–--ლის (მოსარჩელე) მიერ ააიპ „კ------- რ---------–- გა----------ის სააგენტოს“ (მოპასუხე) ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 10 700 ლარი (ტ.1, ს.ფ.44).

 

4.2. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისაგან აღნიშნული თანხის დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ გადახდა განხორციელდა ვალდებულების გარეშე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის პირობებში. კერძოდ, თანხის ჩარიცხვა მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების მიერ დადგენილი ზიანის ანაზღაურების მიზნით, თუმცა მოგვიანებით იგი წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლდა (იხ.: სარჩელი, ტ. 1, ს.ფ. 3-13).

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

 

ამდენად, კონდიქციური სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა დადგინდეს: რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს თანხის გადახდის ვალდებულება და არსებობდა თუ არა მოპასუხის მხრიდან შესრულების მიღების საფუძველი.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან სადავო თანხის გადახდაზე რაიმე ვალდებულების არსებობა, კერძოდ:

 

4.4.1. მოსარჩელეს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ტ.1. ს.ფ. 14-41), კერძოდ, მის გამგებლობაში არსებული ააიპ კ------- რ--------–----ი გ----------ის სააგენტოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის (10 794 ლარის) მითვისება (ტ.1, ს.ფ.22-23).

 

4.4.2. თელავის რაიონული სასამართლოს 1---------წ. განაჩენით ა--–-ნ გა--------–--ლი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 29.09.2015წ. N---------- განაჩენით კ------- საოლქო პროკურატ------ გ------- ლ--–---–---–ის სააპელაციო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 1---------წ. განაჩენი დარჩა უცვლელი (ტ.1. ს.ფ. 14 -41). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.04.2016წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად (ტ.1. ს.ფ. 136-138). ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელე სრულად გამართლდა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4.4.3. პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამართლებელი განაჩენით შეფასებულია სწორედ ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც მოპასუხე სააგენტო მიიჩნევს მოსარჩელისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობად. კერძოდ, განაჩენში აღნიშულია შემდეგი:

- „... საქმის მასალებით დასტურდება, რომ კახეთში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ... ერთ-ერთი ასეთი პროექტი ითვალისწინებდა ს----------ს მუნიციპალიტეტში, სოფელ მ-----ს სამი უბნის გზის რეაბილიტაციას (პროფილების აღდგენას)(ტ.1, ს.ფ.24).

 

- პირველი ინსტანციის სასამართლოში ა--–-ნ გა--------–--ლმა უჩვენა, რომ აღნიშნული სამუშაოების ჩატარებაზე შეთავაზება მიიღო ს----------ს რაიონის გამგეობისაგან, რაზედაც ის დათანხმდა. იმის გამო, რომ მის ორგანიზაციას ყადაღა ედო, გადაწყვიტა აღნიშნული სამუშაოები შეესრულებინა მისი მეგობრის - დ-------ი ივ----–-–---–ის სახელით, რა მიზნითაც ეს უკანასკნელი დარეგისტრირდა ინდ. მეწარმედ. მას სამუშაოები 4-5 დღის დაწყებული ჰქონდა და ამის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება დ-------ი ივ----–-–---–სა და სააგენტოს შორის. რაც შეეხება ხელშეკრულებაზე მითითებულ 10 რიცხვს, ეს არის ტექნიკური შეცდომა, რადგან ამ დროისათვის დ-------ი ივ----–-–---–ი ინდ. მეწარმედ დარეგისტრირებული არ იყო. ...რეგისტრაციაზე რეესტრის მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 18 სექტემბერს (ტ.1, ს.ფ.25).

 

- ა--–-ნ გა--------–--ლის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დ-------ი ივ----–-–---–მა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ სამუშაოების შესრულებისას ყოველდღე იმყოფებოდა ადგილზე და ყურადღებას აქცევდა სამუშაოების მიმდინარეობას (ტ.1, ს.ფ.25).

 

- ზ------ ფე-----–--ლმა, როგორც სააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებლის წარმომადგენელმა, დაადასტურა მიღება-ჩაბარების აქტზე და ფორმა #2-ზე მის მიერ შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობა..., რაც შეეხება უშუალოდ სამუშაოებს, მას ასრულებდნენ ა--–-ნ გა--------–--ლი და დ-------ი ივ----–-–---–ი. ზ. ფე-----–--ლმა შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა და შესაბამის დოკუმენტაციასაც ხელი მოაწერა. მანვე განმარტა, რომ იმაზე მეტი სამუშაოები იქნა შესრულებული, ვიდრე ეს ხარჯთაღრიცხვით იყო გათვალისწინებული, კერძოდ, მთლიანად იქნა ამოვსებული გ----ის მიმდებარედ არსებული ხევი ....(ტ.1, ს.ფ.26).

 

- სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული პირების მიმართ წარდგენილ ბრალდებას (ტ.1, ს.ფ.26).

 

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დგინდება, რომ ინდ. მეწარმე ,,დ-------ი ივ----–-–---–ის’’ მიერ ს----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ს წყალდიდობით დაზიანებული შიდა გ----ის პროფილის აღდგენითი სამუშაოების წარმოებისას შესრულებულია თუ არა რეალურად ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები და სამუშაოთა ღირებულება და მოცულობა შეესაბამება თუ არა ფორმა N2-ში ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობასა და ღირებულებას, ამის დადგენა დღეის მდგომარეობით ტექნიკურად შეუძლებელია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ბრალდების მხარის მიერ არასადაო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული (ტ.1, ს.ფ.27).

 

- ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეების: გ--–- ქა-–-------–---–ის, ზ------- ხა----–---–ის და თ----- და-------–--–-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ სოფელ მ-----ს გ----ზე ნამდვილად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებსაც ისინი ასრულებდნენ (ტ.1, ს.ფ.27).

 

- სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემაც ვერ უარყო, რომ აღნიშნული სამუშაოები ნამდვილად ჩატარებული იყო, თუმცა იქვე აღნიშნა, შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამებოდა ინდ.მეწარმე ,,დ-------ი ივ----–-–---–ისთვის’’ გადარიცხული თანხების ოდენობას და ამის დასადასტურებლად მიუთითა გამომძიებლის მიერ მ-----ს გ----ის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯებთან დაკავშირებით შედგენილ ცხრილზე, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა დასტურდება გ------- ს---–---–--ა და ვ--–----ან გ------–-–---–ის მიერ 10 794 ლარის გაფლანგვის, ხოლო ა--–-ნ გა--------–--ლის მხრიდან იმავე თანხის მითვისების ფაქტი. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული იქნა საქმის მწარმოებელი გამომძიებელი ვ---- ერ----–---, რომელმაც უჩვენა, რომ ხარჯების ამსახველი ცხრილი მის მიერ შედგენილი იქნა ა--–-ნ გა--------–--ლის აღიარების საფუძველზე. საბუღალტრო ექსპერტიზა არ დანიშნა, რადგანაც არ არსებობდა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო ცხრილზე იმიტომ არ დანიშნა ექსპერტიზა, ვინაიდან მას შესაბამისი ცოდნა ჰქონდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა--–-ნ გა--------–--ლი მითითებული ცხრილის შედგენამდე დაკითხულია ორჯერ: 2----–-–---- დეკემბერს და 2----–-–----- იანვარს. არც ერთ ჩვენებაში მას მითითებული არ აქვს იმ დეტალური ხარჯების შესახებ, რაც მითითებულია გამომძიებლის მიერ შესრულებული ხარჯების გაანგარიშების ცხრილში (ტ.1, ს.ფ.27).

 

- გარდა ამისა, ა--–-ნ გა--------–--ლის მიერ საერთო გადარიცხული თანხიდან შემოსავლების სახით გადარიცხული იქნა საერთო თანხის 5 % - 2784,45 ლარი, რამაც ასახვა ვერ ჰპოვა ცხრილში. ვ---- ერ----–---მ ვერ განმარტა, თუ რატომ არ იქნა შეტანილი მითითებული თანხა გაანგარიშების ცხრილში. ხოლო, კითხვაზე იცნობდა თუ არა საგადასახადო კოდექსის 94-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, ინდივიდუალური მეწარმე ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, მან განაცხადა, რომ ეს არ შეუმოწმებია და არ იცის ინდ. მეწარმე ,,დ-------ი ივ----–-–---–ი’’ საშემოსავლო გადასახადით უნდა დაბეგრილიყო თუ არა. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში იმ დროისათვის ბრალდებულ გ------- ს---–---–-- შეკითხვაზე აღნიშნული გაანგარიშების ცხრილი იყო თუ არა ა--–-ნ გა--------–--ლის მიერ 10 794 ლარის მითვისების დამადასტურებელი დოკუმენტი, ვ---- ერ----–---მ არ დაადასტურა. ხოლო მას შემდეგ, რაც გ------- ს---–---–-- მიერ მას განემარტა რომ, თუ შესრულებული სამუშოებისთვის გადარიცხულ თანხას 55 689 ლარს გამოაკლდებოდა მის მიერ დაანგარიშებული სამუშაოების მთლიანი ხარჯი - 40 770 ლარი და გეგმიური მოგება - 4 125 ლარი, მიიღებდნენ სწორედ 10 794 ლარს, რაზედაც მოწმემ განაცხადა, რომ ამ გაანგარიშების ცხრილით დასტურდებოდა ა--–-ნ გა--------–--ლის მიერ მითითებული თანხის მითვისების ფაქტი (ტ.1, ს.ფ.27,28).

 

- პირველი ინსტანციის სასამართლოში ა--–-ნ გა--------–--ლმა უჩვენა, რომ მან არ იცის, თუ რა ცხრილია ეს. გამომძიებელი ფინანსური პოლიციის შენობაში ღამის საათებში სამი საათის განმავლობაში კომპიუტერის მეშვეობით ადგენდა გაანგარიშების ცხრილს და თვითონაც იქ იმყოფებოდა. ის იძულებული იყო, ეღიარებინა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება და შესაბამისად, ხელი მოეწერა აღნიშნული ცხრილისათვის, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, დ-------ი ივ----–-–---–ს დააპატიმრებდნენ (ტ.1,ს.ფ.28).

 

- პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როცა საქმეზე ჩატარებული არ არის შესაბამისი საბუღალტრო ექსპერტიზა, პირის ბრალეულად ცნობისათვის ვერ დაეყრდნობა გამომძიებლის ცოდნის საფუძველზე შედგენილი ხარჯების გაანგარიშების ცხრილს. მით უმეტეს, როდესაც მისივე ჩვენებიდან გამომდინარე, საეჭვო ხდება მასში მითითებული პარამეტრები (ტ.1, ს.ფ.28).

 

- პალატა მიიჩნევს, რომ სოფელ ,,მ-----ს გ----ის’’ რეაბილიტაციის ეპიზოდში, გარდა იმისა, რომ გ------- ს---–---–ი და ვ--–----ან გ------–-–---–ი არ წარმოადგენენ საქართველოს სსკ-ის 333-ე და სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტებს, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მათი მხრიდან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მათ გამგებლობაში არსებული თანხების გაფლანგვის, ხოლო ა--–-ნ გა--------–--ლის მხრიდან, ამ თანხის მითვისების ფაქტს “ (ტ.1, ს.ფ. 28).

 

4.4.4. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე შეფასდა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დადგინდა, რომ არ არსებობდა ა--–-ნ გა--------–--ლის მხრიდან სადავო თანხის მითვისების ფაქტი.

 

ამასთან, შესაბამისი გარემოებები დადგენილიც რომ ყოფილიყო, სამოქალაქო საქმის განხილვის დროს სასამართლო განაჩენით დადგენილ ფაქტებს კანონმდებელი პრეიუდიციულ მნიშვნელობას არ ანიჭებს (გამონაკლისია დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე გამარტივებული წარმოებით აღძრული სარჩელი), სასამართლომ ისინი სათანადო გამოკვლევის გარეშე დამტკიცებულად არ უნდა ჩათვალოს, არამედ უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და შეაფასოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და ისე მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება (იხ.: სუსგ №ას-42-42-2016, 28.06.16 განჩინება).

 

4.4.5. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

წინამდებარე საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცემულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის წინაშე 10700 ლარის ოდენობის შეუსრულებელ ვალდებულებას. კერძოდ, მოპასუხე არ უთითებს თანხის გადახდის პირველად სახელშეკრულებო ვალდებულებას. ამასთან, თუ საუბარია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევაზე, უნდა დგინდებოდეს მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულება (მისი ფარგლები) და ვალდებულების დარღვევა (ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შერულება). თუ დელიქტურ ვალდებულებაზე კეთდება აქცენტი, უნდა დგინდებოდეს ა--–-ნ გა--------–--ლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოპასუხე სააგენტოსთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია 1---------წ. ხელშეკრულება სამუშაოს შესრულების შესახებ, რომელიც გაფორმებულია კ------- რ---------–- გა----------ის სააგენტოსა და ინდ. მეწარმე დ-------ი ივ----–-–---–ს შორის. ხელშეკრულების საგანია ს----------ს მუნიციპალიტეტის ს------–------–- წყალდიდობით დაზიანებული (დახრამული) შიდა გ----ის პროფილის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებაა 55 689 ლარი (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით). მიწოდებული სამუშაოს ღირებულების 100%-ით ანაზღაურება დადგენილია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (ტ.1, ს.ფ.116-125).

 

24--------წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებელმა ჩააბარა შემსყიდველს 1---------წ. ხელშეკრულების საფუძველზე ს----------ს მუნიციპალიტეტის ს------–------–- წყალდიდობით დაზიანებული (დახრამული) შიდა გ----ის პროფილის აღდგენის სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 55 689 ლარს (ტ.1, ს.ფ.115).

 

მიღება-ჩაბარების აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი პირია სოფელ მ-----ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზ------ ფე-----–--ლი. იგი დაკითხულ იქნა მოწმის სახით. ზ------ ფე-----–--ლის ჩვენებით, მან „დ-------ი ივ----–-–---–ს და ა--–-ნ გა--------–--ლს აჩვენა ... გ----ის სამი მონაკვეთი, რომლებიც დაზიანებული იყო წყალდიდობისაგან, მეორე და მესამე დღეს მოიყვანეს ტრაქტორები და მანქანები და დაიწყეს გ----ის მოხრეშვის სამუშაოები. სამუშაოების სრულად შესრულებას მოანდომეს დაახლოებით 2 კვირა“. მანვე დაადასტურა შესრულებული სამუშაოს ფორმა 2-ზე და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა (ტ.1, ს.ფ.98-101).

 

მოწმე ზ------- ხა----–---–მა თავის ჩვენებაში განმარტა შემდეგი: „ჩემთან მოვიდა ა--–-ნ გა--------–--ლი და მითხრა, რომ გასაკეთებელი იყო მ-----ს გ----ი და თუ წავიდოდი ჩემი სატვირთო მანქანით სამუშაოდ, კერძოდ, უნდა შემესრულებინა ე.წ. ბალასტის (გრუნტის) გადატანა, აღნიშნულზე მე თანხმობა განვუცხადე, ვინაიდან იმ პერიოდისათვის დასაქმებული არ ვიყავი... სულ გადაზიდული მექნება დაახლოებით 100 რეისზე მეტი (ტ.1, ს.ფ.102-104).

 

მოწმე გ--–- ქა-–-------–---–ის განმარტებით, დღეში აკეთებდა დაახლოებით 10 რეისს და ხრეში მიქონდა „მ-------ს“ ხ------- ტ------ უბანში, ზემო მ----ში და გ--------ს უბანში (ტ.1, ს.ფ.105-107).

 

მოწმე თ----- დ---------–ის ჩვენებით, პირად საკუთრებაში ყავს მანის მარკის სატვირთო ა/მანქანა. ა--–-ნ გა--------–--ლმა უთხრა, რომ ს------–------–- იყო მოსახრეში სტიქიისაგან დაზიანებული სოფლის გ----ი. მოწმესთან ერთად მუშაობდა 2 „ზილის“ მარკის ა/მანქანა, 2 „კამაზის“ ა/მანქანა, 1 „კრაზის“ მარკის ა/მანქანა და ორი ტრაქტორი (ტ.1, ს.ფ.108-111). სამუშაოების შესრულების ფაქტი დაადასტურა მოწმე დ-------ი ივ----–-–---–მაც (ტ.1, ს.ფ.112-114).

 

ამდენად, დგინდება:

- ს------–------–- წყალდიდობით დაზიანებული (დახრამული) შიდა გ----ის პროფილის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება;

- რაიმე მტკიცებულება, რომ მეტი სამუშაო იყო შესასრულებელი, ან რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ იყო სათანადო, საქმეში წარმოდგენილი არ არის. არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მოპასუხისათვის ბრალეულად ზიანის მიყენება. შესაბამისად, სამართლებრივად აღარ არის რ--–----------- საკითხი, მოსარჩელე სამუშაოს შესრულების შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობებში მონაწილეობდა პირდაპირ, თუ სხვა პირის (დ. ივ----–-–---–ის) მეშვეობით.

 

4.4.6. მოპასუხე თანხის გადახდის საფუძვლიანობას ასაბუთებს იმ კუთხით, რომ მოსარჩელის მხრიდან შესრულება (თანხის გადახდა) ადასტურებს ვალდებულების არსებობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, კანონი ადგენს ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას, მაგრამ თუ დადგინდა ასეთი ვალდებულების არარსებობა, ვალდებულების გარეშე შესრულება სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის საფუძველზე (ვითომ კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები) ექვემდებარება დაბრუნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის 10 700 ლარის გადახდაზე რაიმე ვალდებულების არსებობა.

 

ამავე კოდექსის 978-ე მუხლით, პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ მას ჰქონდა სადავო თანხის მიღების უფლება.

 

პალატა აქვე განმარტავს, რომ სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ დროს, როცა ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. მოცემულ შემთხვევაში, თანხის მიმღები არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ფონდი), რომლის საქმიანობის უპირველეს მიზანსაც წარმოადგენს რეგიონის გა----------აში აუცილებელი სამუშაოების ორგანიზაცია. შესაბამისად, ასეთი სუბიექტის მიმართ ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი მაღალია.

 

პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს იმ თანხის ნებაყოფლობით გადახდა, რომლის მითვისებაშიც ედებოდა ბრალი, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს არ წარმოადგენს, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ქმედების მაპროვოცირებელი გარემოებაა, რაც ნების გამოვლენის თავისუფლებას იმთავითვე გამორიცხავს.

 

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე თანხის შეტანა ვერ განიხილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შესრულებად, რომელიც გულისმხობს და ადასტურებს ვალდებულების არსებობას. ეს პრეზუმფცია გაქარწყლებულია წინამდებარე საქმეზე დადგენილი გარემოებებით. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ. 1, ს.ფ. 260).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ააიპ კ------- რ---------–- გა----------ის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 15.09.2017წ. გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე