განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700061391
საქმე 1აგ/402-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ მსჯავრდებულ ვ--–------ მ---------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის განაჩენით დამტკიცდა შ------------–---------–-----------------------–--- პროკურატურის პროკურორ გ------- ქ------–---სა და ბრალდებულ ვ--–------ მ---------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ვ--–------ ა------- ძე მ---------ე (პირადი N2----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ–ის 50-ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, 01(ერთი) წლით და 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 03(სამი) წლით და 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ–ის 63-64–ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 04(ოთხი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადის გამოსაცდელი ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ვ--–------ მ---------ეს 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის; პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ვ--–------ მ---------ეს ზემოხსენებული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
ვ--–------ მ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 21 იანვრიდან.
2018 წლის 11 ივნისს მსჯავრდებულმა ვ--–------ მ---------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ვ--–------ მ---------ეს, მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით 0,000051 გრ. ნარკოტიკული საშუალება „დეზორმოფინის“ უკანონო შეძენა-შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ–ის 50-ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, 01 (ერთი) წლით და 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 03 (სამი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ–ის 63-64–ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადის გამოსაცდელი ვადით, შესაბამისად ვ--–------ მ---------ის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
2015 წლის ივლისამდე მოქმედი საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ წლამდე. საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება მოქმედი საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას იძლევა, რომლის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან რვა წლამდე, შესაბამისად იცვლება დანაშაულის კატეგორია, უმჯობესდება მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა და უნდა გადაკვალიფიცირდეს ზ/აღნიშნული ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2015 წლის ივლისიდან მოქმედ რედაქციაზე.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილია 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - ,,დეზომორფინის“ დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ვ--–------ მ---------ე უნდა გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გადაკვალიფიცირების შემდეგ, 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციით) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვ--–------ მ---------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით;
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ--–------ მ---------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
მსჯავრდებულ ვ--–------ მ---------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციით).
ვ--–------ მ---------ე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გადაკვალიფიცირების შემდეგ, 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციით) საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის, 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთისაგან, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 03 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე