განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140210016001437131
2ბ/5543-2017
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2018 წელი ქალაქი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე - გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
საჩივრის ავტორი - ნ-----------–---–ი (აპელანტი, მოსარჩელე)
წარმომადგენელი - კ--- კ--–-----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - ს--------------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ი (აპელანტი, მოპასუხე)
წარმომადგენელი – მ---------–-–---–ი
მესამე პირი - ნ--------------–---–ი
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
დავის საგანი საჩივარში - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
1. საჩივრის ავტორის მოთხოვნა - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნ-----------–---–ის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა ს--------------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ-----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე, რომელიც დანიშნული იყო 2018 წლის 21 თებერვალს 13:00 საათზე, გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი) ს--------------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის წარმომადგენელი - მ---------–-–---–ი. არ გამოცხადდა აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ნ-----------–---–ი, რომელსაც სხდომის დღისა და ადგილის თაობაზე ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოწინააღმდეგე მხარის, ს--------------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის წარმომადგენელმა მ---------–-–---–მა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე აპელანტის (მოწინააღმდეგე მხარის) არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ნ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ს----------–-----------–-----------------------------------------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და ნ-----------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, საქმეთა განხილვა სააპელაციო სასამართლოებში წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ 2018 წლის 21 თებერვალს 13:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით აპელანტი ნ-----------–---–ის სათანადო წესით იყო გაფრთხილებული, კერძოდ, აპელანტს სასამართლო უწყება 2018 წლის 17 იანვარს ჩაბარდა პირადად.
დადგენილი იყო, რომ 2018 წლის 21 თებერვალს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ნ-----------–---–ი და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის.
მოწინააღმდეგე მხარე, ს--------------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის წარმომადგენელმა მ---------–-–---–მა, ნ-----------–---–ის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე იშუამდგომლა და ნ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის სხდომის ოქმი).
ამდენად, სააპელაციო პალატან მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის (აპელანტის) შუამდგომლობის საფუძველზე, სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გზით ნ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გამოტანილ უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ს----------–-----------–-----------------------------------------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, რომლითაც ნ-----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.
3. საჩივრის საფუძვლები
საჩივრის ავტორმა მოითხოვა ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ კი, მისი ავადმყოფობით - ჰქონდა ვირუსი და მაღალი ტემპერატურა, პროცესის დღეს დაეწყო სპაზმური შეტევები, სუნთქვის გაძნელება, რასაც დაერთო ძლიერი ხველა და ნერვოზული აშლილობა. სასწრაფოთ მიყვანილი იქნა ექიმთან, სადაც დაჰყო 2 საათი. ამ გარემოებას დასადასტურებლად, აპელანტმა სასამართლოს წარმოუდგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ფორმა N100.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვალს 13:00 საათზე, დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე, არ გამოცხადდა აპელანტი ნ-----------–---–ი.
დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნ-----------–---–ის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა ს--------------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ-----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სსკ-ის 233.1. მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.
მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი ავადმყოფობით.
პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს მის ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილია მტკიცებულება - 2018 წლის 22 თებერვალს გაცემული ცნობა N100/ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც პირდაპირ არ მიუთითებს სასამართლო პროცესზე პირის გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია წარმოადგენილი ცნობით დასტურდება ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელს 2018 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დაავადება, რის შედეგადაც უჩიოდა თავის ტკივილს, საერთო სისუსტეს, ყელის ტკივილს, ცხვირის სუნთქვის გაძნელებას ..., თუმცა ამ მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნულ დღეს წარმომადგენელი იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ დანიშნულ დროს (13.00 საათი) სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა. კერძოდ, ცნობა არ შეიცავს მითითებას, რომ პაციენტს დაენიშნა წოლითი რეჟიმი, რაც უდაოდ დააბრკოლებდა სასამართლოში მის დროულ გამოცხადებას. ცნობაში ასევე არ არის მითითებული, თუ რომელ საათზე მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. შესაბამისად, გაურკვეველია მისი მდგომარეობა სხდომის ჩატარების დროისათვის. ასევე, არ არის მითითება ისეთ გარემოებაზე, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა წარმომადგენლისთვის, სხდომის დაწყებამდე, სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობებინა სასამართლოსთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ. ცნობის თანახმად, პაციენტს ჩაუტარდა კონსულტაციები მიეცა რეკომენდაციები მედიკამენტური მკურნალობის სახით (ტაიქოლდი, ნიმესილი), რაც ნამდვილად არ ადასტურებს დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ამასთან, თვით მხარის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ნ-----------–---–ი 9.00 საათიდან 17.00 საათამდე იმყოფებოდა სამსახურში (კლინიკის ლაბორატორია) და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, თუმცა რამ შეუშალა ხელი გამოცხადებულიყო სასამართლოში, ან ეცნობებინა სასამართლოსთვის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შესახებ, გაურკვეველია.
რაც შეეხება აპელანტის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას, რომ გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოს ინფორმირებულობა ვერ შეძლო იმ მიზეზით, რომ ვერ მოახერხა სასამართლოს საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირება, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში მხარის ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს სსსკ-ის 102.3. მუხლით გათვალისიწნებულ ისეთ მტკიცებულებას, რაც საფუძვლად დაედება სადავო ფაქტის დადგენილად ცნობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2. თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. 3. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 229.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნული მუხლებისა, და ს--------------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის სააპელაციო საჩივარში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მართებულად მიიჩნია, რომ ნ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო, ნ-----------–---–ის გამოუცხადებლობის გამო, უნდა დაკმაყოფილებულიყო ს--------------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის სააპელაციო საჩივარი და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ უნდა ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება ნ-----------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----------–---–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ-----------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. ეს განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისიწნებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია