განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2309-17
საქმე №330310016001444376
განჩინება
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ლ-----------–---–-
წარმომადგენელი - ჟ-------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბ----------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - გ----------------
მესამე პირი - ვ----–-------–---–-
წარმომადგენელი - გ------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ლ-----------–---–-ს სარჩელი, მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიმართ, მესამე პირი - ვ----–-------–---–-, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2014 წლის 10 იანვარს ლ-----------–---–მა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს №A-------- განცხადებით მიმართა, რომლითაც მის კუთვნილ, ქალაქ თბილისში, გ-----------------ში მდებარე ბინაში უნებართვოდ მოწყობილი სამზარეულოსა და საძინებლის ფანჯრების ღიობების ლეგალიზება მოითხოვა.
2.2. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 6 თებერვლის №------- ბრძანებით ლ-----------–---–ს ქალაქ თბილისში, გ-----------------ში უნებართვოდ მოწყობილი ფანჯრის ღიობების ლეგალიზებაზე უარი ეთქვა, აღნიშნულ ბრძანებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2014 წლის 10 მარტის №--- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა, რაც ლ-----------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ-----------–---–-ს სარჩელი, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 6 თებერვლის №------- ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 10 მარტის №--- განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერის მოადგილის 2014 წლის 10 მარტის №--- განკარგულება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 6 თებერვლის N------- ბრძანება და დასახელებულ სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2016 წლის 18 იანვარს N-- ბრძანება გამოსცა, რომლითაც ლ-----------–---–ს ქალაქ თბილისში, გ-----------------ში უნებართვოდ მოწყობილი ფანჯრის ღიობების ლეგალიზებაზე უარი ეთქვა. სამსახურმა დაადგინა, რომ ფანჯრის ღიობები, რომლის ლეგალიზებასაც ლ-----------–---–- ითხოვდა, მოწყობილი იყო 2007 წლის შემდეგ, რაც მათ ლეგალიზებას გამორიცხავდა.
არქიტექტურის სამსახურმა ზემოაღნიშნული დასკვნა შემდეგ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო: ლ-----------–---–-ს კუთვნილი, თბილისში, გ-----------------ში მდებარე ბინის 2012 წლის 30 იანვარს განხორციელებული აზომვის შედეგად სალეგალიზაციო ღიობებიდან მხოლოდ 1 მათგანი დაფიქსირდა; ლ------------ის, ლ--------------–---–ისა და თ-------------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების მიხედვით, 2012 წელს რემონტის დროს ლ-----------–---–მა გ-----------------ში ამოჭრა ფანჯარა, რომელიც არ არსებობდა, ხოლო სამზარეულოში არსებული პატარა ფანჯრის ნაცვლად ამოჭრა დიდი ზომის ფანჯარა; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 1 აგვისტოს N-------- წერილის მიხედვით, აღნიშნული სამსახურის მითითების საფუძველზე ლ-----------–---–მა უნებართვო ღიობი ამოაშენა; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 25 თებერვლის N-------------- წერილის მიხედვით, ლ-----------–---–მა თბილისში, გ-----------------ში ორი ფანჯრის ღიობი მოიყვანა პირვანდელ მდგომარეობაში; საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ლ-----------–---–მა თბილისში, გ-----------------ში მდებარე ბინაზე საკუთრება 2012 წლის 15 ივნისს შეიძინა.
2.5. 2016 წლის 22 თებერვალს ლ-----------–---–მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა, რომლითაც სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 იანვრის N-- ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრის მიხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 1 აგვისტოს წერილში მითითებული გარემოება უნებართვოდ ამოჭრილი ღიობების ამოშენების დადასტურების თაობაზე სამსახურს არ უნდა გაეთვალისწინებინა, ვინაიდან ლეგალიზებამოთხოვნილი ღიობები მხოლოდ გარედან დაიფარა თაბაშირ-მუყაოს ფილით, რეალურად ღიობები 2012 წლის 1 იანვრამდე გამოიჭრა, რაც ბმა „მ------------“ 2014 წლის 3 თებერვლის N- კრების ოქმით და შპს „ლ--–----“ 2014 წლის 5 თებერვლის საექსპერტო დასკვნით დასტურდებოდა.
2.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 ივნისის N------ ბრძანებით ლ-----------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.7. ფანჯრის ღიობები, რომელთა ლეგალიზებაზეც ლ-----------–---–ს სადავო ბრძანებით უარი ეთქვა, 2007 წლის შემდეგ იქნა ამოღებული.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 1 აგვისტოს N-------- წერილით დასტურდება, რომ ლ-----------–---–მა პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანა - ამოაშენა უნებართვო ღიობი. ლ-----------–---–მა სადავო ღიობზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ საქმის წარმოების დაწყება დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული სამსახურის მითითების საფუძველზე არ ამოუშენებია სამზარეულოს ფანჯრის ღიობი, არამედ დროებით დაფარა გარედან, თუმცა ასეთი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურის წერილი უნდა იქნეს მიჩნეული მტკიცებულებად მასზე, რომ ლ-----------–---–მა სამზარეულოს ფანჯრის ღიობი 2012 წელს ამოაშენა, შემდეგ კი კვლავ გამოჭრა.
საქმეში არსებული 2012 წლის 30 იანვრის აზომვითი ნახაზი ადასტურებს, რომ მისი შედგენის დროს ლ-----------–---–-ს კუთვნილ, თბილისში, გ-----------------ში მდებარე ბინის საძინებელში ფანჯრის ღიობი გამოჭრილი არ იყო.
საძინებლის ფანჯრის ღიობთან დაკავშირებით ლ-----------–---–მა არქიტექტურის სამსახურში საქმის წამოებისას დაადასტურა, რომ ოთახში რემონტის დაწყებისა და კედლიდან შპალერის ჩამოხევის შემდეგ აღმოაჩინა ღიობი. მანვე დაადასტურა, რომ ბინის პროექტით ღიობები გათვალისწინებული არ არის.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დეფინიციის მიხედვით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 იანვრის N-- და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 ივნისის N------ ბრძანებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, რომლებიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგებიან კანონს ან არსებითად დარღვეულია მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა. მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შინაარსიდან გამომდინარე, მათი კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა დადგინდეს, გააჩნდა თუ არა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ლ-----------–---–-ს მიერ კუთვნილ, თბილისში, გ-----------------ში მდებარე ბინაში უნებართვოდ მოწყობილი ორი ფანჯრის ღიობის ლეგალიზების საფუძველი.
„პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცდა. აღნიშნული წესის მიხედვით კი, ლეგალიზება დაიშვება მხოლოდ 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ (პირველი მუხლის მე-2 პუნქტი). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ-----------–---–მა 2007 წლის შემდეგ მოაწყო უნებართვოდ ღიობები, რაც გამორიცხავს მის უფლებას ლეგალიზებაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 იანვრის N-- ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, მითითებულ აქტზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარიც მართლზომიერად იქნა უარყოფილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 ივნისის N------ ბრძანებით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ლ-----------–---–-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სადავო ღიობები 2007 წლის პირველ იანვრამდე არ ყოფილა მოწყობილი. საქმეში წარმოდგენილი ამხანაგობის კრების ოქმით, ექსპერტის წერილობითი დასკვნით, მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, კითხვა-პასუხის ეტაპზე გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებებით დგინდებოდა, რომ სალეგალიზაციო ღიობები მოწყობილ იქნა 2007 წლამდე.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებითა და მათი წარმომადგენლების ახსნა-განმარტებით. სასამართლომ არ შეაფასა ბმა „მ------------“ 2014 წლის 3 თებერვალს N- კრების ოქმი და შპს „ლ--–----“ 2014 წლის 5 თებერვალის საექსპერტო დასკვნა, რომლებიც ცალსახად ადასტურებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს და რომლებიც წინა სასამართლო წარმოებისას (2014 წელი) გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია ლ------------ის, ლ--------------–---–ისა და თ-------------ის სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებებზე, თუმცაღა არცერთ სასამართლო სხდომაზე ამ მტკიცებულებებზე საუბარი არ ყოფილა და არც მოწმეები ყოფილან სასამართლოში წარმოდგენილნი. დაუშვებელია გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედოს ის მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლო პროცესზე გამოკვლეული არ ყოფილა.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 1 აგვისტოს 1------- წერილის საფუძველზე, არასწორად დაადგინა, რომ ლ-----------–---–მა პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანა - ამოაშენა უნებართვო ღიობი სამზარეულოში, რეალურად მოსარჩელემ მხოლოდ დროებით დაფარა სადავო ღიობი. მიუხედავად სასამართლოს დავალებისა, მოპასუხეებმა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ამ წერილზე მოპასუხე აპელირებდა წინა სასამართლო წარმოების დროსაც (2014 წ.), თუმცა იგი არცერთმა ინსტანციის სასამართლომ არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად.
აპელანტი დამატებით განმარტავს, რომ სადავო ღიობებიდან ერთ-ერთი - სამზარეულოს ფანჯარა ფიქსირდებოდა 2012 წლის 30 იანვარს განხორციელებულ აზომვით ნახაზზეც კი, ამ ფაქტს ადასტურებს მოპასუხე მხარეც, თუმცა სასამართლომ აღნიშნულზე არ იმსჯელა.
აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაიცვეს თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები. არქიტექტურის სამსახურს კი სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის ფაქტორივი გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო ზედამხედველობის სამსახურის 2012 წლის პირველი აგვისტოს წერილს, თუმცა არ შეუსწავლია ბმა „მ-----------“ 2014 წლის 3 თებერვლის კრების ოქმი და 2014 წლის 5 თებერვლის შპს „ლ--–----“ საექსპერტო დასკვა.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე საჩივრის განხილვისას უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერებაზე, რასთან დაკავშირებითაც აპელანტი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე საქმეზე Nბს-44-43(კ-14) (2014 წლის 17 ივნისი) და საქმეზე Nბს-220-210(კ-06) (2006 წლის 4 ივლისი). აპელანტი აღნიშნავს, რომ სადავო საკითხებზე წინა სასამართლო წარმოებისას, საკმაოდ ვრცლად იმსჯელეს როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოებმა, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსაუხრის ბრძანება ლეგალიზებაზე უარის თქმის თაობაზე და ქ. თბილისის მერიის განკარგულება ლ-----------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო განხილვაზე წარდგენილი და გამოკვლეული იქნა ყველა ობიექტური მტკიცებულება, რაც უნდა გამხდარიყო ლეგალიზებაზე თანხმობის გაცემის საფუძველი. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილია იდენტურ საქმეზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე პირთა თანასწორობის დანაწესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს ლ-----------–---–-ს სარჩელი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. საჯარო რეესტრიდან 2012 წლის 21 ივნისის ამონაწერის მიხედვით, ლ-----------–---–-ს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ. თბილისში, გ-----------------ში მდებარე 74,24 კვ.მ. ფართი. უფლების რეგისტრაციის თარიღია 21.06.2012 წ., საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2012 წლის 15 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.
4.5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 17 იანვარს შედგენილი იქნა №0----- მითითება, რომლის თანახმად, ფანჯრის ღიობების უნებართვოდ მოწყობით გამოწვეული დარღვევის აღმოფხვრის მიზნით ლ-----------–---–ს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ღიობების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
4.6. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 13 მარტის N0----- დადგენილებით შეწყდა ლ-----------–---–-ს მიმართ მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომელიც ეხებოდა თბილისში, გ--------------ში ლ-----------–---–-ს მიერ შენობის ფასადზე ფანჯრის ღიობების მოწყობას შესაბამისი სანებართო დოკუმენტაციის გარეშე. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის გ---------–---–ის მიერ 2014 წლის 7 მარტის ადგილზე გადამოწმების შედეგად შედგენილი მოხსნენებითი ბარათით დგინდება, რომ 2014 წლის 17 იანვრის N0----- მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები შესრულდა, კერძოდ, ობიექტი მოყვანილია პირვანდელ მდგომარეობაში (მითითებით გათვალისწინებული ფანჯრის ღიობები ამოშენებულია).
4.7. ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 25 თებერვლის N-------------- მიმართვით ვ----–-------–---–ს ეცნობა, გ--------------ში მდებარე ბინაზე ორი ფანჯრის ღიობი ლ-----------–---–-ს მიერ მოყვანილია პირვანდელ მდგომარეობაში.
4.8. ლ-----------–---–მა 2014 წლის 10 იანვარს №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, გ-----------------ში მდებარე არსებულ ფართში უნებართვოდ მოწყობილი ღიობების ლეგალიზება.
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 06 თებერვლის №------- ბრძანებით ლ-----------–---–ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, გ-----------------ში უნებართვოდ მოწყობილი ფანჯრის ღიობების ლეგალიზებაზე. ბრძანების შესაბამისად, სალეგალიზაციოდ წარდგენილი ფანჯრის ღიობი მოწყობილია 2007 წლის პირველი იანვრის შემდეგ.
4.9. ლ-----------–---–მა 2014 წლის 11 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 06 თებერვლის N------- ბრძანების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 10 მარტის №--- განკარგულებით ლ-----------–---–-ს 2014 წლის 11 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
4.10. ლ-----------–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 06 თებერვლის №------- ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 10 მარტის №--- განკარგულების ბათილად ცნობისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/1382-14) ლ-----------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 10 მარტის №--- განკარგულება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 06 თებერვლის №------- ბრძანება და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ-----------–---–-ს განცხადებაზე - ქ. თბილისში, გ-----------------ში უნებართვოდ მოწყობილი ფანჯრის ღიობების ლეგალიზაციის საკითხის გადაწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ „სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად, რამეთუ ლ-----------–---–-ს მიერ წარდგენილი განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია არ წარმოადგენს იმ გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას, რომ ქ. თბილისში, გ-----------------ში მდებარე ფართში უნებართვოდ მოწყობილი ფანჯრის ღიობები დასრულებული იყო 2007 წლის 01 იანვრის შემდეგ. ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში 2014 წლის 17 იანვარს ჩატარებულ სხდომაზე ვ----–-------–---–-ს მიერ წარმოდგენილ ი/მ გურამ გოგოლაურის 2012 წლის 30 იანვარის აზომვით ნახაზს, რომელზეც სალეგალიზაციო ფანჯრის ღიობები დატანილი არ ყოფილა და ზედამხედველობის სამსახურის 2012 წლის 01 აგვისტოს №---------16 წერილს, საიდანაც ირკვევა, რომ ზედამხედველობის სამსახურის სიტყვიერი გაფრთხილების შედეგად მოხდა ლ-----------–---–-ს მიერ უნებართვოდ მოწყობილი ფანჯრის ღიობების ამოშენება. ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია ბმა ,,მ------------’’ 2014 წლის 03 თებერვლის №- კრების ოქმისთვის, რომლის თანახმად, ამხანაგობის წევრთა 100%-მა დაადასტურა ლ-----------–---–-ს საკუთრებაში არსებულ ბინაზე ფანჯრის ღიობების 2007 წლამდე მოწყობის ფაქტი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს ასევე გათვალისწინებული არ იქნა 2014 წლის 05 თებერვლის შპს ,,ლ--–----" საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, გ-----------------ში ლ-----------–---–-ს საკუთრებაში არსებულ ბინის ფართში ფანჯრისა და სარკმლის ღიობების კონსტრუქციული მდგრადობა ხანდაზმულობის მიხედვით ადასტურებს სიძველის ნიშნებს, რის საფუძველზეც მიიჩნევა, რომ ღიობები მოწყობილია 2007 წლის პირველ იანვრამდე. ამასთან, იმ შემთხვევაში თუკი ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევდა, რომ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით სრულყოფილად არ დგინდებოდა ობიექტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ასეთ შემთხვევაში მას შეეძლო მოეხდინა ობიექტის ადგილზე დათვალიერება მისი საქართველოს კანონმდებლობლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ან/და დაინტერესებული პირისათვის მოეთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, აღნიშნული კი როგორც მხარეთა განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია.“
4.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა და ლ-----------–---–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით (საქმე N3ბ/1554-14) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექურის სამსახურისა და ლ-----------–---–-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
4.12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექურის სამსახურის საკასაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება.
4.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2016 წლის 8 იანვარს ლ-----------–---–-ს მონაწილეობით და ზეპირი მოსმენით ჩაატარა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, 2016 წლის 12 იანვარს განხორციელდა ადგილზე დათვალიერება და 2016 წლის 13 იანვარს ლ-----------–---–-სა და ვ----–-------–---–-ს მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა.
ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოიცა 2016 წლის 18 იანვრის N-- ბრძანება, რომლითაც ლ-----------–---–ს ქალაქ თბილისში, გ-----------------ში უნებართვოდ მოწყობილი ფანჯრის ღიობების ლეგალიზებაზე უარი ეთქვა.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა დაადგინა, რომ ფანჯრის ღიობები, რომლის ლეგალიზებასაც ლ-----------–---–- ითხოვდა, მოწყობილი იყო 2007 წლის შემდეგ, რაც მათ ლეგალიზებას გამორიცხავდა. არქიტექტურის სამსახურმა ზემოაღნიშნული დასკვნა შემდეგ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო: ლ-----------–---–-ს კუთვნილი, თბილისში, გ-----------------ში მდებარე ბინის 2012 წლის 30 იანვრის აზომვით ნახაზზე დატანილი არ იყო სალეგალიზაციოდ წარდგენილი ფანჯრის ღიობი; ლ------------ის, ლ--------------–---–ისა და თ-------------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების მიხედვით, 2012 წელს რემონტის დროს ლ-----------–---–მა გ-----------------ში ამოჭრა ფანჯარა, რომელიც არ არსებობდა, ხოლო სამზარეულოში არსებული პატარა ფანჯრის ნაცვლად ამოჭრა დიდი ზომის ფანჯარა; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 1 აგვისტოს N-------- წერილის მიხედვით, აღნიშნული სამსახურის მითითების საფუძველზე ლ-----------–---–მა უნებართვო ღიობი ამოაშენა; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 25 თებერვლის N-------------- წერილის მიხედვით, ლ-----------–---–მა თბილისში, გ-----------------ში ორი ფანჯრის ღიობი მოიყვანა პირვანდელ მდგომარეობაში; საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ლ-----------–---–მა თბილისში, გ-----------------ში მდებარე ბინა 2012 წლის 15 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა.
4.14. ლ-----------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 იანვრის N-- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 ივნისის N------ ბრძანებით ლ-----------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.15. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, გ--------------ში მდებარე ფართის 2012 წლის 30 იანვრის შიდა აზომვით ნახაზზე დატანილი არის მხოლოდ ერთი ღიობი, სალეგალიზაციო ფანჯრის ღიობი დატანილი არ არის, ხოლო 2014 წლის 6 იანვრის შიდა აზომვით ნახაზზე სალეგალიზაციო ფანჯრის ღიობები დატანილია.
4.16. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 01 აგვისტოს №----------- წერილით ვ----–-------–---–ს ეცნობა, რომ ზედამხედველობის სამსახურის სიტყვიერი გაფრთხილების შედეგად მოხდა უნებართვოდ ამოჭრილი ღიობის ამოშენება.
4.17. ლ------------ის, ლ--------------–---–ისა და თ-------------ის სანოტარო წესით დამოწმებული 2014 წლის განცხადებების მიხედვით, 2012 წელს რემონტის დროს ლ-----------–---–მა გ-----------------ში ამოჭრა ფანჯარა, რომელიც არ არსებობდა, ხოლო სამზარეულოში არსებული პატარა ფანჯრის ნაცვლად ამოჭრა დიდი ზომის ფანჯარა
4.18. ბმა „მ------------“ 2014 წლის 3 თებერვლის №- კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრთა 100%-მა დაადასტურა ლ-----------–---–-ს საკუთრებაში არსებულ ბინაზე ფანჯრის ღიობების 2007 წლამდე მოწყობის ფაქტი.
4.19. შპს „ლ--–----“ 2014 წლის 05 თებერვლის საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, გ-----------------ში ლ-----------–---–-ს საკუთრებაში არსებულ ბინის ფართში ფანჯრისა და სარკმლის ღიობების კონსტრუქციული მდგრადობა ხანდაზმულობის მიხედვით ადასტურებს სიძველის ნიშნებს, რის საფუძველზეც მიიჩნევა, რომ ღიობები მოწყობილია 2007 წლის პირველ იანვრამდე.
4.20. თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზისა და აუდიტის ეროვნული დეპარტამენტის Nს------- ექსპერტიზის დასკვნის (2017 წ.) თანახმად, 2017 წლის პირველ ივნისს ექსპერტს წარუდგინეს გ-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე აგურის საყრდენი კედელი თავისი მიშენებით. მიშენების ფართის ზედა ნაწილზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევით კუსტარულად ამოჭრილია და მოწყობილია ღიობი, რომელშიც ჩამონტაჟებულია ორი მართკუდხედის ფორმის ფანჯარა, დამზადებული თეთრი მეტალოპლასტმასის მასალისაგან. ღიობს და ფანჯრებს შორის კედლის პერიმეტრი გალესილია ცემენტისა და ქვიშის ხსნარით. ვიზუალურად შესრულებული სამუშაოების სიძველის ფაქტორის გათვალისწინებით, კედლის რეკონსტრუქცია განხორციელებულია დაახლოებით 2011 ან 2012 წლებში. ექსპერტიზა ჩატარებულია სტანდარტული დიფერენციალური მეთოდით, ობიექტის ვიზუალური დათვალიერებით, შესწავლით, ანალიზითა და ექსპერტის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით.
სამართლებრივი დასაბუთება
4.21. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.22. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 იანვრის N-- ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 ივნისის N------ ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნულზე არის დამოკიდებული არქიტექტურის სამსახურისათვის ლ-----------–---–-ს მიმართ ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხიც. აღსანიშნავია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 იანვრის N-- ბრძანებით ლ-----------–---–ს უარი ეთქვა უნებართვოდ მოწყობილი ფანჯრის ღიობების ლეგალიზებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა ღიობის მშენებლობა 2007 წლის პირველ იანვრამდე.
4.23. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ.
4.24. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი (ხოლო ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენებისა; გ) მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; დ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი, ხოლო მრავალბინიან სახლებზე დასრულებული მიშენება-დაშენების შემთხვევაში - ობიექტის აზომვითი ნახაზი; ე) ფოტოსურათები; ვ) ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - დასკვნა კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ. ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია მოახდინოს ობიექტის ადგილზე დათვალიერება მისი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
4.25. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57დადგენილების მოთხოვნებისა).
4.26. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ლეგალიზება წარმოადგენს უნებართვოდ აშენებული შენობის მართლზომიერად მიჩნევას, ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონებას, ექსპლუატაციაში მიღებას. ამასთანავე, ნორმატიული აქტით ცალსახად არის დადგენილი, რომ ლეგალიზება ეხება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონებას. ამრიგად, გარდა იმისა, რომ ლეგალიზების მოთხოვნით განცხადება უფლებამოსილი პირის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარედგინოს, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, განმცხადებელმა უნდა დაადასტუროს, რომ მშენებლობა განხორციელებულია 2007 წლის პირველ იანვრამდე. ეს უკანასკნელი მოთხოვნა იმპერატიული დანაწესია და მისი დაუკმაყოფილებლობა განცხადებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის. სწორედ ამიტომ, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იქნას შესწავლილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყდეს საკითხი მათ საფუძველზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გაკეთებულ განმარტებას ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ანალოგიური საკითხის სხვა პირთა მიმართ განსხვავებულად გადაწყვეტის შესახებ და განმარტავს, რომ განმსაზღვრელია განსახილველ შემთხვევაში კონკრეტული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენა.
4.27. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ-----------–---–მა 2014 წლის 10 იანვარს №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, გ-----------------ში მდებარე არსებულ ფართში უნებართვოდ მოწყობილი ღიობების ლეგალიზება. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 06 თებერვლის №------- ბრძანებით ლ-----------–---–ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, გ-----------------ში უნებართვოდ მოწყობილი ფანჯრის ღიობების ლეგალიზებაზე. ბრძანების შესაბამისად, სალეგალიზაციოდ წარდგენილი ფანჯრის ღიობი მოწყობილია 2007 წლის პირველი იანვრის შემდეგ.
ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3/1382-14) ლ-----------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 10 მარტის №--- განკარგულება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 06 თებერვლის №------- ბრძანება და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად.
4.28. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი № 28537/02), სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece, judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40).“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. გადაწყვეტილების აღსრულება კი გამოიხატება გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებასა და შესრულებაში. კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეესწავლა და გამოეკვლია ლეგალიზების მოთხოვნით წარდგენილი ობიექტის მშენებლობა განხორციელდა თუ არა 2007 წლის პირველ იანვრამდე. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოიცა გასაჩივრებული, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 იანვრის N-- და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 ივნისის N------ ბრძანებები.
4.29. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაინტერესებული პირების მონაწილეობით გაიმართა ზეპირი მოსმენა, ასევე, განხორციელებულია ობიექტის ადგილზე დათვალიერება. არქიტექტურის სამსახურმა გამოიკვლია და დაადგინა, რომ ლ-----------–---–-ს კუთვნილი, თბილისში, გ-----------------ში მდებარე ბინის 2012 წლის 30 იანვრის აზომვით ნახაზზე დატანილი არ იყო სალეგალიზაციოდ წარდგენილი ფანჯრის ღიობი; ლ------------ის, ლ--------------–---–ისა და თ-------------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების მიხედვით, 2012 წელს რემონტის დროს ლ-----------–---–მა გ-----------------ში ამოჭრა ფანჯარა, რომელიც არ არსებობდა, ხოლო სამზარეულოში არსებული პატარა ფანჯრის ნაცვლად ამოჭრა დიდი ზომის ფანჯარა; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 1 აგვისტოს N-------- წერილის მიხედვით, აღნიშნული სამსახურის მითითების საფუძველზე ლ-----------–---–მა უნებართვო ღიობი ამოაშენა; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 25 თებერვლის N-------------- წერილის მიხედვით, ლ-----------–---–მა თბილისში, გ-----------------ში ორი ფანჯრის ღიობი მოიყვანა პირვანდელ მდგომარეობაში; საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ლ-----------–---–მა თბილისში, გ-----------------ში მდებარე ბინა 2012 წლის 15 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა.
სააპელაციო პალატა, ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განმცხადებლისა და დაინტერესებული პირის უფლებათა გათვალისწინებით მოხდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, რომლის დროსაც გამოკვლეული, შესწავლილი და შეფასებული იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მოსმენილ იქნა მხარეთა პოზიციები და სადავო საკითხი შეფასებულ იქნა მართებულად.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ლ-----------–---–მა 2007 წლის შემდეგ მოაწყო უნებართვოს ღიობები, რაც გამორიცხავს მის უფლებას ლეგალიზებაზე. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ წერილებზე, მითითებაზე, სამშენებლო სამართალდარღვევის მიმდინარეობისა და შეწყვეტის საფუძვლებზე, თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზისა და აუდიტის ეროვნული დეპარტამენტის Nს------- ექსპერტიზის დასკვნაზე, შიდა აზომვით ნახაზებზე. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 იანვრის N-- ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, მითითებულ აქტზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარიც მართლზომიერად იქნა უარყოფილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 ივნისის N------ ბრძანებით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კონკრეტულ შემთხვევაში კი, აპელანტის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ ადასტურებს, რომ სადავო ღიობი აშენებულია 2007 წლამდე. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, რომ ღიობი აშენებულია 2007 წლამდე, მოგვიანებით კი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მითითების საფუძველზე განხორციელდა მისი დაფარვა, პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება შესაძლებელია როგორც დემონტაჟის, ასევე ლეგალიზების გზით. კონკრეტულ შემთხვევაში კი ზედამხედველობის სალაქო სამსახურის 2014 წლის 13 მარტის N0----- დადგენილებით შეწყდა ლ-----------–---–-ს მიმართ მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომელიც ეხებოდა თბილისში, გ--------------ში ლ-----------–---–-ს მიერ შენობის ფასადზე ფანჯრის ღიობების მოწყობას შესაბამისი სანებართო დოკუმენტაციის გარეშე. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის გ---------–---–ის 2014 წლის 7 მარტის ადგილზე გადამოწმების შედეგად შედგენილი მოხსნენებითი ბარათით დგინდება, რომ 2014 წლის 17 იანვრის N0----- მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები შესრულდა, კერძოდ, ობიექტი მოყვანილია პირვანდელ მდგომარეობაში (მითითებით გათვალისწინებული ფანჯრის ღიობები ამოშენებულია). შესაბამისად, აღნიშნული სამართალდარღვევის გამოსწორება მოხდა ობიექტის ამოშენებით. შემდგომში იმავე ადგილას ახალი ღიობის მოწყობა ან მისი არსებითი რეკონსტრუქცია კი არ ქმნის ღიობის 2007 წლამდე მოწყობილად მიჩნევის საფუძველს. რაც შეეხება შპს „ლ--–----“ 2014 წლის 05 თებერვლის საექსპერტო დასკვნას, იგი შედგენილია სამართალდარღვევის აღმოფხვრილად მიჩნევამდე (2014 წლის 13 მარტამდე) და ამდენად, არსებულ ფაქტობრივ გარემოებას და სადავო საკითხს არ ასახავს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი სახემწიფო ბაჟი - 150 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექისის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-----------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი ტყავაძე