განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.07.2018
საქმის ნომერი
330310016001418537
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310016001418537 (3ბ/2502-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ა---------–----ი

წარმომადგენელი - მ------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

წარმომადგენელი - გ--------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ა---------–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, სოფელ დ------–ი, ა----------–-----ს საკუთრებაში არსებული N------- მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული იყო დამხმარე შენობა-ნაგებობა და კაპიტალური ღობე, რომელთა ნაწილი სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე N--------

 

2.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 25.09.2015წ. №------ მითითებით ირკვევა, რომ ა---------–----ის მხრიდან დაფიქსირდა სამშენებლო სამართალდარღვევა. კერძოდ, ა---------–----მა დამხმარე შენობა-ნაგებობა და კაპიტალური ღობე ააშენა შესაბამისი ნებართვის გარეშე. ა---------–----ს მითითებული სამშენებლო დარღვევისათვის გამოსასწორებლად განესაზღვრა 20 (ოცი) დღიანი ვადა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.10.2015წ. №------ შემოწმების აქტში დაფიქსირდა ზემოხსენებული მითითებით განსაზღვრული მოთხოვნათა შეუსრულებლობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.11.2015წ. N------------ ამონაწერით მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით 0---------------) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნაგებობა N2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.12.2015წ. N------------ ბრძანებით ა---------–----ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2(ორი) თვით, 2016წლის 16 თებერვლამდე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.12.2015წ. N------------ ამონაწერით მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით 0---------------) მესაკუთრედ დარეგისტრირდა ი---------–--------ა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.02.2016წ. №------ დადგენილებით ა---------–----ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელებისათვის და დაევალა განხორციელებული სამუშაოების დემონტაჟი. დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.02.2016წ. №------ დადგენილება 26.02.2016წ. განთავსდა ობიექტის ფასადზე და აღნიშნულის შესახებ ტელეფონით ეცნობა ა---------–----ის წარმომადგენელს.

 

2.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.02.2016წ. №------ დადგენილება ადმინისტრაციული წესით 05.05.2016წ. გაასაჩივრა ა---------–----მა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2016წ. №------ ბრძანებით ა---------–----ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.02.2016წ. N------ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია ხსნებული ნორმის შესაბამისად.

 

2.5. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-4 თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. მიტითებული კოდექსის 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. იმავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. იმავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმების და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. იმავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.02.2016 წ. №------ დადგენილებით ა---------–----ი დაჯარიმდა 10000 ლარით ქალაქ თბილისში, სოფელ დ------–ი მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მის მომიჯნავედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელებისათვის. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა. იმავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სადავო დადგენილების მიღებამდე შეიცვალა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2016წ. №------ ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სადავო დადგენილება დემონტაჟის ნაწილში და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა ახალი დადგენილების მიღება.

 

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და ვინაიდან დანარჩენ ნაწილში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილება კანონშესაბამისია, შესაბამისად არ არსებობს მისი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2016წ. №------ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, მოსამართლე გადაწყევტილების 3.1.1 პუნქტში არასწორად და დაუსაბუთებლად დადგენილ ფაქტად განიხილავს იმ გარემოებას, რომელიც სადავო ფაქტობრივი გარემოებაა და მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების საწინააღმდეგო მტკიცებულება. ა---------–----ის ღობე მდებარეობს საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებულ წითელ ხაზში და მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრის კუთვნილ ნაკვეთზე ამ ღობის გადასვლა არ ფიქსირდება. მიუხედავად ამ გარემოებისა, სასამართლო უსაფუძვლოდ თვლის უდავო გარემოებად იმ ფაქტს, რომ ა---------–----ის ღობე გადასულია ო-–------------ს მიწის ნაკვეთზე. ამ პოზიციით სასამართლო აგრძელებს ზედამხედველობის სამსახურის მსჯელობას დასაბუთების გარეშე.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა ,,პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ ცალკეული ნორმები. 2015 წლის დეკემბრამდე ა---------–----ის საკუთრებაში იყო ქ. თბილისში, სოფელ დ------–ი მდებარე 1000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 0---------------), რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა და არასაცხოვრებელი ფართი. აღნიშნული შენობა-ნაგებობის მშენებლობა განხორციელდა ა---------–----ისა და მისი ოჯახის წევრების მიერ 2005 წლამდე, შესაბამისი ნებართვის გარეშე, ხოლო არასაცხოვრებელი ფართის (ფანჩატური) მშენებლობა განხორციელდა 2006 წლამდე. კანონმდებლობით დადგენილი წესით 2013 წელს განხორციელდა შენობა-ნაგებობების (გარდა ფანჩატურისა) დაკანონება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომიჯნავე მეზობლის ო-–------------ს საჩივრის საფუძველზე დაწყებული იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოება და 2015 წლის 25 სექტემბერს გამოცემულ იქნა №------ მითითება ა---------–----ის მიმართ, შესაძლო სამართალდარღევასთან დაკავშირებით. აღნიშნული მითითების შინაარსის გათვალისწინებით, დარღვევის ობიექტია ა---------–----ის მიწის ნაკვეთზე მდებარე დამხმარე შენობა (ფანჩატური) სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. აპელანტის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ ფანჩატური აშენებული იქნა 2006 წლამდე, მოქმედი კანონმდებლობით საჯარო რეესტრი უფლებამოსილი იყო დამატებითი სანებართვო დოკუმენტების გარეშე დერეგისტრირებინა ეს ფანჩატური. შესაბამისად, 2006 წლამდე აშენებული ფანჩატური დაექვემდებარა აშენებული ფანჩატურის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, რაც შეუფერხებლად განხორციელდა კიდეც 2015 წლის ნოემბრის თვეში. ეს გარემოება დასტურდება საკადასტრო აზომვითი ნახაზებითა და საჯარო რეესტრის ამონაწერებით. ამდენად, აღმოიფხვრა ზდამხედველობის სამსახურის მითითებაში დაფიქსირებული დარღვევა და ასევე ოფიციალურად ეცნობა ამის თაობაზე ზედამხედველობის სამსახურს, თუმცა ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდარღვევის წარმოების შეწყვეტის ნაცვლად უკანონოდ და დაუსაბუთებლად გააგრძელა წარმოება.

 

3.3. აპელანტის მითითებით, როგორც მათთვის არაოფიციალურად არის ცნობილი, ზედამხედველობის სამსახურის მითითება გამოცემულია ა---------–----ის უშუალო მომიჯნავე მეზობლის ო-–------------ს დავალებით, რადგან ო-–-----------ს აქვს უსაფუძვლო პრეტენზია იმის თაობაზე, რომ თითქოს ა---------–----ის მიწის ნაკვეთის მიჯნები გადასულია მის ტერიტორიაზე. ზედამხედველობის სამსახურის მითითებაში დაფიქსირებული ა---------–----ის კუთვნილი დამხმარე ნაგებობა (ფანჩატური) მის ნაკვეთის მიჯნაზე მდებარეობდა, რომელიც უშუალოდ ემიჯნება ო-–------------ს მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, როგორც ჩანს, ო-–------------ იმედოვნებდა, რომ საჯარო რეესტრი არ დაარეგისტრირებდა ა---------–----ის დამხმარე ნაგებობას იმის გამო, რომ ო. ტ------ის მოსაზრებით ეს ნაგებობა გადასული იყო მის მიწის ნაკვეთზე. გარდა ამისა, ო-–------------ს ითხოვდა ა---------–----ისგან ფულად კომპემსაციას 1. კვ.მ. ფართზე 200 (ორასი) აშშ დოლარის ოდენობით, რომლის არაადეკვატურობა დაადგინა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თავისი საექსპერტო დასკვნით, რომლის მიხედვით 1. კვ.მ. ფართის ღირებულება შეადგენს 134 ლარს. ო-–------------ს ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ ფანჩატურის რეგისტრაციის მიზნით, ა---------–----ის დაკვეთით სპეციალისტის მიერ მომზადებული იქნა სათანადო აზომვითი საკადასტრო ნახაზი და ეს ნაგებობა რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში, რომლითაც დადასტურდა, რომ ა---------–----ის მიწის ნაკვეთის მიჯნების ზედდებას ო-–------------ს მიწის ნაკვეთთან ადგილი არ აქვს და შესაბამისად არც ფანჩატური და კაპიტალური ღონეა გადასული ო-–-ა ტ------ის მიწის ნაკვეთზე. ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს ო-–-----------ს საჯარო რეესტრისგან უარი ეთქვა მონაცმების ცვლილებაზე ფართობის დაუზუსტებლობის გამო. ზემომითითებულ გარემოებებზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ა---------–----ის მიერ ზეპირი და წერილობითი ფორმით წარდგენილი იქნა განმარტებები, ასევე წარდგენილი იქნა სათანადო დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ა---------–----ის მიერ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ასევე განმარტებული იქნა ის გარემოება, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედებს საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების სისწორისა და უტყუარობის პრეზუმპცია და არც ერთ უწყებას არ აქვს უფლება და კომპეტენცია საკუთარი ინიციატივით სასამართლოს გარეშე მოახდინოს ამ მონაცემების რევიზია. ამდენად, სასამართლოს ევალებოდა ეხელმძღვანელა აღნიშნული საკანონმდებლო ნორმებით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორისა და სისრულის პრეზუმპციით.

 

3.4. აპელანტის მითითებით, 2015 წლის დეკემბრის თვეში კონკრეტული ფინანსური საჭიროებების გათვალისწინებით ა---------–----ის მიერ გასხვისებულია ეს უძრავი ნივთი ი---------–--------აზე, რომელიც არის ამ ნივთის მესაკუთრე 2015 წლის 24 დეკემბრიდან. მიუხედავად ა---------–----ის მიერ სათანადო მტკიცებულებებისა და დასაბუთებული პოზიციისა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 16 თებერვალს მიებული იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი 0----- დადგენილება, რომელშიც ზედამხედველობის სამსახური აღნიშნავს: ,,დამხმარე შენობა-ნაგებობის კაპიტალური ღონე უნებართვოდ განთავსებულია ქ. თბილისში, სოფ. დ------ი საკ. კოდი 0--------------- და გადადის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკ. კოდი 0---------------’’. ამ დადგენილებით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ა---------–----ის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო საჯარო რეესტრის მიერ ა---------–----ის სასარგებლოდ რეგისტრირებული მონაცემების და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უსაფუძლოდ და დაუსაბუთებლად. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ა---------–----ის არამართლზომიერ მფლობელობაში იქნებოდა ო-–------------ს მიწის ნაკვეთის ნაწილი, ზედამხედველობის სამსახურს ევალებოდა შეეჩერებინა სამართალდარღვევის საქმე და ო-–------------სთვის მიეთითებინა დავის სასამართლოში გაგრძელების თაობაზე საჯარო რეესტრისა და ა---------–----ის წინააღმდეგ, სწორედ საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სიზუსტის პრინციპებიდან გამომდინარე.

 

3.5. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლითა და 44-ე მუხლით, რადგან არ არსებობს ამ ნორმით დადგენილი სანქცირების ფაქტობრივი წინაპირობები, არ არსებობს დარღვევა და არ არსებობს სამართალდამრღვევი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, სოფელ დ------–ი, ა---------–----ის საკუთრებაში არსებული N------- მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული იყო დამხმარე შენობა-ნაგებობა და კაპიტალური ღობე, რომელთა ნაწილი სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე N--------

 

4.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 25.09.2015წ. №------ მითითებით ირკვევა, რომ ა---------–----ის მხრიდან დაფიქსირდა სამშენებლო სამართალდარღვევა. კერძოდ, ა---------–----მა დამხმარე შენობა-ნაგებობა და კაპიტალური ღობე ააშენა შესაბამისი ნებართვის გარეშე. ა---------–----ს მითითებული სამშენებლო დარღვევისათვის გამოსასწორებლად განესაზღვრა 20 (ოცი) დღიანი ვადა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.10.2015წ. №------ შემოწმების აქტში დაფიქსირდა ზემოხსენებული მითითებით განსაზღვრული მოთხოვნათა შეუსრულებლობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.11.2015წ. N------------ ამონაწერით მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით 0---------------) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნაგებობა N2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.12.2015წ. N------------ ბრძანებით ა---------–----ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2(ორი) თვით, 2016წლის 16 თებერვლამდე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.12.2015წ. N------------ ამონაწერით მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით 0---------------) მესაკუთრედ დარეგისტრირდა ი---------–--------ა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.02.2016წ. №------ დადგენილებით ა---------–----ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელებისათვის და დაევალა განხორციელებული სამუშაოების დემონტაჟი. დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.02.2016წ. №------ დადგენილება 26.02.2016წ. განთავსდა ობიექტის ფასადზე და აღნიშნულის შესახებ ტელეფონით ეცნობა ა---------–----ის წარმომადგენელს.

 

4.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.02.2016წ. №------ დადგენილება ადმინისტრაციული წესით 05.05.2016წ. გაასაჩივრა ა---------–----მა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2016წ. №------ ბრძანებით ა---------–----ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.02.2016წ. N------ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.5. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.8. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-4 თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. მითითებული კოდექსის 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. იმავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. იმავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმების და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. იმავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.02.2016 წლის №------ დადგენილებით ა---------–----ი დაჯარიმდა 10000 ლარით ქალაქ თბილისში, სოფელ დ------–ი მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მის მომიჯნავედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელებისათვის. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა. იმავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სადავო დადგენილების მიღებამდე შეიცვალა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2016წ. №------ ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სადავო დადგენილება დემონტაჟის ნაწილში და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა ახალი დადგენილების მიღება.

 

4.9. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და ვინაიდან დანარჩენ ნაწილში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილება კანონშესაბამისია, შესაბამისად არ არსებობს მისი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2016წ. №------ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა---------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე