განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001346933
(1/ბ-341-18წ)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-–------------------------ის მიმართ, დაბადებული: 196- წლის 17 ა-----–ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები - ბ------ი, რ---------–ის ქ. №61, ბინა N13,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი-–-----------ემ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 06 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.ბ------ში, ზ. გ-------–--ის ქუჩა N91 არსებული ი-–-----------ის ოფისის შესასვლელთან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი-–-----------ემ მუცლის არეში ფეხის დარტყმებით გ---–--------------ეს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ა-----–ის განაჩენით ი-–-----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (30.11.2016 წლის მოქმედი რედაქცია) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ი-–-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი-–-----------ემ და მოითხოვა ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ა-----–ის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ბრალდება გამომდინერეობს ზ------, გ---–---- და გ---–------ გ-----------ის ცრუ ჩვებებიდან, იქედან გამომდინარე, რომ გამოძიება არ იქნა ნაწარმოები ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენი-–--, რომ ი-–-----------ეს არანაირი მუცელში ფეხის დარტყმით, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება არ მიუყენებია გ---–--------------ისათვის. კერძოდ დასკვნაში ნათქვამია, რომ გ---–--------------ეს დაზიანება აღენიშნებოდა მარცხენა მხარის ქვემო ნაწილში, რაც სასამართლო სხდომაზე ექსპერტის განმარტებით არანაირ კავშირში არაა მუცელთან და შესაბამისად არ შიძლებოდა გამოწვეულიყო მუცელზე ფეხის დარტყმით. სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორი შეფასება მიეცა რძლის, შვილისა და დედამთილის ურთიერთგამომრიცხავ ცრუ ჩვენებებს. ასევე, არ იქნა გამოკვლეული თუ რა შეიძლებდა ყოფილიყო ი-–-----------ის მიერ ქმრის და დედამთილის თანდასწრებით რძლის ცემის მოტივი. მაშინ როცა სასამართლოსთვის აშკარა იყო, რომ ეს სამი ადამიანი შეგნებულად და ორგანიზებულად მივიდა ი-–-----------ესთან, გაბრაზებული იმაზე, რომ ქ-------ემ დანაშაულის ჩადენის გამო აგინა ზ------ გ--------ეს. სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და უარყოფილი იქნა საქმეში არსებული მისი უდანაშაულობის მამტკიცებელი აშკარა მტკიცებულებები. გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ერთი ოჯახის წევრთა ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს, რომლებიც ბათილდება სხვა ორი გარეშე მოწმის ზ--------------ის და ჯ----–-–--–--ის ჩვენებებით. ამასთან, სასამართლომ უკანონოდ არ დაკმაყოფილადა უნდა გაუქმდეს დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმის ზ--------------ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვის თაობაზე. ასევე, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მოწმის ჯ----– ც---–--ის ჩვენება. ამავე დროს თვით ფაქტი, რაც დადგენილად მიიჩნია სასამართლომ, ბათილდება ექსპერტიზის დასკვნით და ამავე ექსპერტის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-–-----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ გ---–--------------ის ჩვენების თანახმად, მისმა მეუღლემ ზ------ გ--------ემ და ი-–-----------ემ 2015 წელს სარიტუალო დარბაზის მოძრავ ინვერტანთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმეს. თუმცა ზ------ გ--------ემ რამდენიმე ხნის განვლის შემდეგ ვეღარ გააგრძელა წარმატებული მუშაობა. ინვენტართან დაკავშირებით ზ------ გ--------ესა და ი-–-----------ეს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ამ უკანასკნელმა ტელეფონზე საუბრის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზ------ გ--------ეს. 2016 წლის 06 მარტს ზ------ გ--------ე დედასთან გ---–------ გ--------ესთან და მასთან ერთად შეხვდა ი-–-----------ეს ამ უკანასკნელის ოფისში, მდებარე ქ. ბ------ში ზ. გ-------–--ის ქუჩა N 91 - ში. აღნიშნული შეხვედრისას ი-–-----------ემ სამივეს კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გ---–--------------ემ ხელი უბიძგა ი-–-----------ეს. თავის მხრივ ი-–-----------ემ ფეხი ჩაარტყა მუცელში. გ---–--------------ემ ხელი დაარტყა ი-–-----------ეს სახეში, რის გამოც ი-–-----------ემ კიდევ ჩაარტყა ფეხი გ---–--------------ეს მუცელში. დარტყმა იმდენად ძლიერი და მტკივნეული იყო, რომ გ---–--------------ე იატაკზე დავარდა. მას მიეხმარნენ მეუღლე ზ------ გ--------ე და გ---–------ გ--------ე და წამოაყენეს. დარტყმა იმდენად მტკივნეული იყო, რომ გაუჭირდა წელში გასწორება. მომხდარის გამო მათ შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.
მოწმის სახით დაკითხულ ზ------ გ--------ის ჩვენების თანახმად, იცნობს ი-–-----------ეს, რომელსაც ფლობს სარიტუალო დარბაზს. თვითონ ზ------ გ--------ე ფლობს შპს „ზ------“. 2015 წელს შპს „ზ------“ სახელით ზ------ გ--------ემ ხელშეკრულება გააფორმა ი-–-- ქ-------ესთან სარიტუალო დარბაზის მოძრავ ინვერტანთან დაკავშირებით. თუმცა შპს „ზურამ“ რამდენიმე ხნის შემდეგ ვეღარ გააგრძელა წარმატებით ფუნქციონირება და შეწყვიტა მუშაობა. მომხდარის გამო ინვენტართან დაკავშირებით ი-–-----------ესთან ურთიერთობა დაიძაბა და ამ უკანასკნელმა ტელეფონზე საუბრის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზ------ გ--------ეს. 2016 წლის 06 მარტს ზ------ გ--------ე დედასთან გ---–------ გ--------ესთან და მეუღლესთან გ---–--------------ესთან ერთად შეხვდა ი-–-----------ეს ამ უკანასკნელის ოფისში, მდებარე ქ. ბ------ში ზ. გ-------–--ის ქუჩა N 91 - ში. აღნიშნული შეხვედრისას ი-–-----------ემ კვლავ მიაყენა სამივე სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გ---–--------------ემ ხელი უბიძგა ი-–-----------ეს. თავის მხრივ ი-–-----------ემ რამოდენიმეჯერ ჩაარტყა ფეხი გ---–--------------ეს მუცელში. მომხდარის გამო მათ შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. იმავე დღეს გ---–--------------ემ ძლიერი ტკივილი იგრძნო მუცლის არეში და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში სადაც სამი დღის განმავლობაში გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გ---–------ გ--------ემ და განმარტა, რომ ი-–-----------ემ ფეხი ჩაარტყა გ---–---- ქ-------ეს მუცელში.
მოწმის სახით დაკითხული ბ------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ზ--------------ის და დეტექტივ- გამომძიებელის ო---- ქ-------ის ჩვენებების თანახმად, მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ შედგენილი ოქმები სრულად ასახავს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისა და შედეგებს. ასევე მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ღ----------------–---–ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების (09.03.2016წ) და წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით გ---–--------------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვ საგნის/საგნების/ნ ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ექსპერტმა ღ----------------–---–მა სხდომაზე განმარტა, რომ სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით გ---–--------------ის დასკვნითი კლინიკური დიაგნოზია: მუცლის ზურგის, მენჯის სხვა დაუზუსტებელი ტრავმა.
საქართველოს შსს ქ. ბ------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ზ--------------ის მიერ მოპოვებულ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო №1260 ბარათის და სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №100 ცნობით ჯამრთელობის მდგო----ეობის თანახმად პაციენტი გ---–--------------ე სასწრაფო დახმარების ექიმის გადაწყვეტილებით გადაყვანილი იქნა სტაციონარში 07. 03. 2016 წელს 01 სთ 45 წთ. პაციენტი უჩივის ტკივილს მუცლის მეტწილად მარჯვენა ქვედა ნახევარში.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სისხლის სამართლოს საქმეში მოთავსებულია დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ დათარიღებული 29.04.2016 წელს. დადგენილების შინაარსის მიხედვით 2016 წლის 06 მარტს გ---–--------------ემაც ი-–-----------ეს მიაყენა დაზიანება და ამ ფაქტთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს ი-–-----------ის ცემის ფაქტზე საქ. სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების მიხედვით.
მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანი-–-- მხოლოდ დაინტერესებული მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო ცრუ ჩვენებეზე, ვერ გაიზიარებს ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით.
მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით, ხოლო რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის განჩინება მოწმე ზ--------------ის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ უნდა გაუქმდეს და დაკითხულ იქნას აღნიშნული მოწმე, სასამართლო ვერ გაზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ არის დაყენებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების შესაბამისად, რომლის თანახმადაც გ) სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე;
დ) მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო;
ამასთან, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რაც ძალაშია 2016 წლის 13 დეკემბრიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 125-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არ არსებობა, არ ნიშნავს, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი, დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება და მოხდა მისი დეკრიმინალიზაცია. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ასეთი ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულის შესაბამისი მუხლით, კერძოდ, 126-ე მუხლი.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ი-–-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება - (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), დაკვალიფიცირებული სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტ თვემდე, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილს (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული განაჩენი ი-–-----------ის მიმართ დასაბუთებული კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი-–-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ა-----–ის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-–-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (30.11.2016 წლის მოქმედი რედაქცია) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ი-–-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე