განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.07.2018
საქმის ნომერი
330310017002209749
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
02.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002209749

საქმე N3ბ/1432-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე;

 

აპელანტები - 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; 2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი (გლდანი-ნაძალადევი);

წარმომადგენელი - ლ-–- ქ--------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - რ--------- კ-----ი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტების მოთხოვნა

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის არ დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით რ--------- კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევი) 2017 წლის 14 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 ნოემბრის №0------- გადაწყვეტილება; ამავე გადაწყვეტილებით, დაევალა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (გლდანი-ნაძალადევი) რ--------- კ-----ის მიმართ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება, 2009 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით, 6335 ლარის ოდენობით;

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. რ--------- კ-----ის მიმართ სახელმწიფო პენსიის გაცემა შეჩერდა 2009 წლის 01 აგვისტოდან, ხოლო შეწყდა 2013 წლის 01 აპრილიდან.

 

2.1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის მომსახურების ცენტრმა 2014 წლის 25 ივლისს მიიღო №1---- გადაწყვეტილება რ--------- კ-----ისათვის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის შესახებ. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 2014 წლის 30 ივლისის №0---------- გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა 2009 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე.

 

2.1.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის №ბს-365-360 (კ-16) გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 20 თებერვლის №0------- გადაწყვეტილება, რ--------- კ-----ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 2014 წლის 30 ივლისის №0---------- გადაწყვეტილება და ამავე ცენტრს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რ--------- კ-----ის მიმართ მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ საქმეში, საქმის მასალებით არ დასტურდება საბანკო დაწესებულების მიმართვა სოცუზრუნველყოფის ორგანოსადმი, საქმეზე არ არის დადგენილი ასეთი მიმართვის კონკრეტული დრო. საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაარკვიოს აგრეთვე სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების, ხოლო შემდგომში შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების რ. კ-----ისათვის ოფიციალურად გაცნობის საკითხი.

 

2.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევი) 2017 წლის 14 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილებით, ამავე სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების პენსიის/სუბსიდიის ცვლილების შესახებ მიღებული №2----- გადაწყვეტილების საფუძველზე, არ დაკმაყოფილდა რ--------- კ-----ის მოთხოვნა, 2009 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის 01 აგვისტომდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების პენსიის/სუბსიდიის ცვლილების შესახებ მიღებული №2----- გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან რ--------- კ-----ის მიმართ პენსიის გაცემა შეჩერდა 2009 წლის 01 აგვისტოს და შეჩერებიდან გასულია სამი წელი, სახეზეა შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძველი. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 01 აპრილიდან.

 

2.1.5. რ--------- კ-----ის წარმომადგენელმა ც----- ყ----–-–---–მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში 2017 წლის 13 სექტემბერს წარადგინა რ--------- კ-----ის ადმინისტრაციული საჩივარი (რეგ. №8----), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევი) 2017 წლის 14 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

სს „ლ--------------ს“ 2017 წლის 01 ნოემბრის №1----- წერილით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 25 ოქტომბრის №0------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ ბენეფიციარის - რ--------- კ-----ის სოციალურ ანგარიშზე 2008 წლის 23 დეკემბრიდან 2009 წლის ივლისის თვის ჩათვლით მოძრაობა არ ფიქსირდება, რაც საფუძვლად დაედო ინფორმაციის მიწოდებას ბანკსა და სააგენტოს შორის 2009 წლის 07 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული ბენეფიციარი გადამოწმდა ბანკის მიერ 2009 წლის ივლისის თვეში მოსაწოდებელ ელექტრონულ დანართებში, სადაც ფიქსირდება ინფორმაცია (ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ განხორციელებულა აქტიური ოპერაცია), მაგრამ წერილი ბანკში არ იძებნება.

 

დადგენილია, რომ რ--------- კ-----ის №8---- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა განხორციელდა მხარეთა, მათ შორის, რ--------- კ-----ის წარმომადგენლების მონაწილეობით. კერძოდ, 2017 წლის 09 ნოემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც მხარეებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 ნოემბრის №0------- გადაწყვეტილებით რ--------- კ-----ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა პენსიის მიღება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები რეგულირდება ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“.

 

სასამართლომ, ასევე მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს პენსიის შეჩერება/განახლების საფუძვლებს, კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან.

 

ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ.

 

აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“, რომელიც განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – პენსია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს პენსიის ფულადი ნაწილის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს პენსიის ფულადი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, პენსიის შეჩერების საფუძველია პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით. აღნიშნული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსია შეწყდება, პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ.

 

დადგენილია, რომ რ--------- კ-----ი წარმოადგენს პენსიის მიმღებ სუბიექტს ასაკის გამო, რომელსაც ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის გამო, ანუ იმ საფუძვლით, რომ მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ განხორციელებულა, შეუჩერდა პენსიის გაცემა 2009 წლის 01 აგვისტოდან.

 

კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის მომსახურების ცენტრმა 2014 წლის 25 ივლისს მიიღო №1---- გადაწყვეტილება რ--------- კ-----ისათვის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 20 თებერვლის №0------- გადაწყვეტილება, რ--------- კ-----ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 2014 წლის 30 ივლისის №0---------- გადაწყვეტილება და ამავე ცენტრს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როზმარ კ-----ის მიერ მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე. ამასთან, მითითებული სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევლა საქმის ხელახალი განხილვისას გაერკვია საბანკო დაწესებულების მიმართვის კონკრეტული დრო სოცუზრუნველყოფის ორგანოსადმი, ასევე, სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების, ხოლო შემდგომში შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების რ. კ-----ისათვის ოფიციალურად გაცნობის საკითხი.

 

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევი) 2017 წლის 14 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ--------- კ-----ის მოთხოვნა, 2009 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის 01 აგვისტომდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ ამავე სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების პენსიის/სუბსიდიის ცვლილების შესახებ მიღებული №2----- გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან რ--------- კ-----ის მიმართ პენსიის გაცემა შეჩერდა 2009 წლის 01 აგვისტოს და შეჩერებიდან გასულია სამი წელი, სახეზეა შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძველი. შესაბამისად, რ--------- კ-----ს სახელმწიფო პენსია შეუწყდა 2013 წლის 01 აპრილიდან.

 

ასევე, დადგენილია, რომ რ--------- კ-----მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევი) 2017 წლის 14 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გამოიკითხნენ მხარეები და ამავე დროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით ინფორმაცია მოძიებული იქნა შესაბამისი საბანკო დაწესებულებიდან, კერძოდ, სს „ლ--------------დან“.

 

სს „ლ--------------ს“ 2017 წლის 01 ნოემბრის №1----- წერილით დგინდება, რომ ვინაიდან ბენეფიციარის - რ--------- კ-----ის სოციალურ ანგარიშზე 2008 წლის 23 დეკემბრიდან 2009 წლის ივლისის თვის ჩათვლით მოძრაობა არ ფიქსირდებოდა, კერძოდ, ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ განხორციელებულა აქტიური ოპერაცია, აღნიშნულის შესახებ ეცნობა სააგენტოს, თუმცა წერილი ბანკში არ იძებნება. მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 ნოემბრის №0------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რ--------- კ-----ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზაიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირება განსახილველი დავის გადასაწყვეტად საქმის გარემოებათა, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებისამებრ, სრულყოფილად გამოკვლევისა და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. როგორც საქმეში არსებული მასალებით დგინდება, ვერ ხდება იმ წერილის/დოკუმენტის მოძიება, რომლითაც მოპასუხე მხარეს ეცნობა საბანკო დაწესებულებიდან ბენეფიციარი - რ--------- კ-----ის სოციალურ ანგარიშზე 2008 წლის 23 დეკემბრიდან 2009 წლის ივლისის თვის ჩათვლით, ზედიზედ 6 თვის განმავლობაში, აქტიური ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ. უფრო მეტიც, საქმეში არსებული მასალების თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაინტერესებული პირისათვის, ვისაც უშუალოდ ეხებოდა ეს გადაწყვეტილება, არ უცნობებია პენსიის შეჩერების თაობაზე. სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) ძალაში შესვლას უკავშირებს დაინტერესებული პირისათვის მის ჩაბარებას, მაგრამ საპენსიო კანონმდებლობა, პენსიის შეჩერებას იმპერატიულად უკავშირებს ფაქტობრივი გარემოების არსებობას - ბენეფიციარის მიერ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებები, რომლებიც მას ადმინისტრაციული კანონმდებლობით აქვს მინიჭებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ან რეალაქტებით რეალიზდება.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია. შესაბამისად, კონკრეტული იურიდიული ფაქტი, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობით არის განსაზღვრული, წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, რომელიც სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შედეგად.

 

სასამართლომ გარდა აღნიშნულისა, ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე და 54-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მისი დაინტერესებული პირისათვის გაცნობის კანონით დადგენილი სავალდებულო პირობა, კონკრეტული უფლების შეზღუდვის თაობაზე, დაინტერესებული პირის ინფორმირებასა და მის მიერ საკუთარი უფლებების და ინტერესების დაცვას ემსახურება მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო პენსიის შეჩერების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდგომ, კანონი განაცდური სახელმწიფო პენსიის სრულად ანაზღაურებას გამორიცხავს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული საკითხი სწორედ ასეა შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ. სასამართლოს მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-575-572(კ-17), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის #ბს-365-360(კ-16) გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც თავად მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებითაა მიღებული, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ. პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, ასეთ შემთხვევაში მოქალაქის განცხადების საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგადაც, თუ მოქალაქის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ მოთხოვნებს და განცხადებას ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი, საჯარო დაწესებულება ახდენს პენსიის დანიშვნის შესახებ მოქალაქის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, ე.ი. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი არის პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა, პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის მიმართვა, აქტის გამოცემა“.

 

„ამდენად, სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. კანონი განსაზღვრავს წინაპირობებს, რომელთა არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაებას კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში, კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ- ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ის არის კანონის მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გავრცელების საშუალება. სახელმწიფო ხელისუფლება კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად თავისი საქმიანობით უშუალოდ კი არ უპირისპირდება მოქალაქეს, არამედ გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც მიიღება კონკრეტული ზომა, როგორც სამართლიანი, განსაზღვრული და სავალდებულო ძალის მქონე ქმედება. სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქმნის აქტის ამოქმედების შემდგომ მისი თვითაღსრულების პირობას. აღნიშნულში ვლინდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებით სამართლებრივი მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას პირის ნების საწინააღმდეგოდ, მის ხელთ არსებული კანონით დადგენილი აღსრულების საშუალებების გამოყენებით აღასრულოს აქტი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების სამართლებრივი ფუნქცია იმაში ვლინდება, რომ ის არის აღსრულების დაწყების აუცილებელი წინაპირობა“.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებში არ მოიპოვება რ--------- კ-----ისათვის პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ასევე არ დასტურდება მისი ადრესატისათვის ჩაბარების ფაქტი. მოსარჩელისთვის პენსიის აუნაზღაურებლობას საფუძვლად დაედო რ--------- კ-----ის მიერ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის უდავო ფაქტობრივი გარემოება. მხოლოდ აღნიშნული გარემოება კი არ ადასტურებს სახელმწიფო პენსიის შეჩერების მართლზომიერებას.

 

სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ კანონით გათვალისწინებული საფუძვლით მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გაცნობის შემთხვევაში, მისთვის იმთავითვე ცნობილი იქნებოდა სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე, რაც მის მიერ, საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა.

 

ამასთან, რაც შეეხება მოპასუხე მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის განმეორებითი შესწავლის დროს ჩაბარდა მოსარჩელე მხარეს 2013 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე და ეს უკანასკნელი მხარეს არ გაუსაჩივრებია, სასამართლო განსახილველ სასამართლო დავასთან მიმართებაში მიიჩნევს დაუსაბუთებლად და აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება ვერ გახდება გასაჩივრებული აქტების კანონიერების საფუძველი. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია სახელმწიფო პენსიის შეჩერების საფუძველზე და ეს უკანასკნელი არათუ მხარისათვის არ არის ოფიციალურად ჩაბარებული, არამედ არ არის გამოცემული მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

 

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა კანონმდებლობის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, რის გამოც, მოსარჩელეს სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად შეუჩერდა კანონმდებლობით გარანტირებული პენსიის მიღების უფლების რეალიზაცია და შესაბამისად მიადგა ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევი) 2017 წლის 14 აგვისტოს №0----------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 ნოემბრის №0------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელე რ--------- კ-----ის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მოპასუხე თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (გლდანი-ნაძალადევი) დაევალა რ--------- კ-----ის მიმართ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების შესახებ აქტის გამოცემა, ხოლო მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ 2009 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით მიუღებელი პენსიის თანხა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტები მიუთითებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებზე და განმარტავენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია ზემოთხსენებული მუხლების მოთხოვნები, არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე სასამართლო გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტებს.

 

დადგენილია, რომ რ--------- კ-----ი წარმოადგენს პენსიის მიმღებ სუბიექტს ასაკის გამო, რომელსაც ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის გამო, ანუ იმ საფუძვლით, რომ მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ განხორციელებულა, შეუჩერდა პენსიის გაცემა 2009 წლის 01 აგვისტოდან.

 

კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის მომსახურების ცენტრმა 2014 წლის 25 ივლისს მიიღო №1---- გადაწყვეტილება რ--------- კ-----ისათვის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 20 თებერვლის №0------- გადაწყვეტილება, რ--------- კ-----ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 2014 წლის 30 ივლისის №0---------- გადაწყვეტილება და ამავე ცენტრს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როზმარ კ-----ის მიერ მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე. ამასთან, მითითებული სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევლა საქმის ხელახალი განხილვისას გაერკვია საბანკო დაწესებულების მიმართვის კონკრეტული დრო სოცუზრუნველყოფის ორგანოსადმი, ასევე, სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების, ხოლო შემდგომში შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების რ. კ-----ისათვის ოფიციალურად გაცნობის საკითხი.

 

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევი) 2017 წლის 14 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ--------- კ-----ის მოთხოვნა, 2009 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის 01 აგვისტომდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ ამავე სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების პენსიის/სუბსიდიის ცვლილების შესახებ მიღებული №2----- გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან რ--------- კ-----ის მიმართ პენსიის გაცემა შეჩერდა 2009 წლის 01 აგვისტოს და შეჩერებიდან გასულია სამი წელი, სახეზეა შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძველი. შესაბამისად, რ--------- კ-----ს სახელმწიფო პენსია შეუწყდა 2013 წლის 01 აპრილიდან.

 

ასევე, დადგენილია, რომ რ--------- კ-----მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევი) 2017 წლის 14 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გამოიკითხნენ მხარეები და ამავე დროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით ინფორმაცია მოძიებული იქნა შესაბამისი საბანკო დაწესებულებიდან, კერძოდ, სს „ლ--------------დან“.

 

სს „ლ--------------ს“ 2017 წლის 01 ნოემბრის №1----- წერილით დგინდება, რომ ვინაიდან ბენეფიციარის - რ--------- კ-----ის სოციალურ ანგარიშზე 2008 წლის 23 დეკემბრიდან 2009 წლის ივლისის თვის ჩათვლით მოძრაობა არ ფიქსირდებოდა, კერძოდ, ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ განხორციელებულა აქტიური ოპერაცია, აღნიშნულის შესახებ ეცნობა სააგენტოს, თუმცა წერილი ბანკში არ იძებნება. მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 ნოემბრის №0------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რ--------- კ-----ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო.

 

პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, პენსიის შეჩერების საფუძველია პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით. აღნიშნული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსია შეწყდება, პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ.

 

პალატა განსახილველ შემთხვევაში მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს აპელირება განსახილველი დავის გადასაწყვეტად საქმის გარემოებათა, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებისამებრ, სრულყოფილად გამოკვლევისა და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. როგორც საქმეში არსებული მასალებით დგინდება, ვერ ხდება იმ წერილის/დოკუმენტის მოძიება, რომლითაც მოპასუხე მხარეს ეცნობა საბანკო დაწესებულებიდან ბენეფიციარი - რ--------- კ-----ის სოციალურ ანგარიშზე 2008 წლის 23 დეკემბრიდან 2009 წლის ივლისის თვის ჩათვლით, ზედიზედ 6 თვის განმავლობაში, აქტიური ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ. უფრო მეტიც, საქმეში არსებული მასალების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს დაინტერესებული პირისათვის, ვისაც უშუალოდ ეხებოდა ეს გადაწყვეტილება, არ უცნობებია პენსიის შეჩერების თაობაზე. ასევე დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) ძალაში შესვლას უკავშირებს დაინტერესებული პირისათვის მის ჩაბარებას, მაგრამ საპენსიო კანონმდებლობა, პენსიის შეჩერებას იმპერატიულად უკავშირებს ფაქტობრივი გარემოების არსებობას - ბენეფიციარის მიერ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებები, რომლებიც მას ადმინისტრაციული კანონმდებლობით აქვს მინიჭებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ან რეალაქტებით რეალიზდება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია. შესაბამისად, კონკრეტული იურიდიული ფაქტი, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობით არის განსაზღვრული, წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, რომელიც სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შედეგად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე და 54-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

 

პალატა პირველი ინსტანციის მსგავსად განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მისი დაინტერესებული პირისათვის გაცნობის კანონით დადგენილი სავალდებულო პირობა, კონკრეტული უფლების შეზღუდვის თაობაზე, დაინტერესებული პირის ინფორმირებასა და მის მიერ საკუთარი უფლებების და ინტერესების დაცვას ემსახურება მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო პენსიის შეჩერების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდგომ, კანონი განაცდური სახელმწიფო პენსიის სრულად ანაზღაურებას გამორიცხავს.

 

პალატა აქვე მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებას ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-575-572(კ-17), სადაც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.“

 

ამასთან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის #ბს-365-360(კ-16) გადაწყვეტილების თანახმად, ... "სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. კანონი განსაზღვრავს წინაპირობებს, რომელთა არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაებას კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში, კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ- ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ის არის კანონის მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გავრცელების საშუალება. სახელმწიფო ხელისუფლება კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად თავისი საქმიანობით უშუალოდ კი არ უპირისპირდება მოქალაქეს, არამედ გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც მიიღება კონკრეტული ზომა, როგორც სამართლიანი, განსაზღვრული და სავალდებულო ძალის მქონე ქმედება. სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქმნის აქტის ამოქმედების შემდგომ მისი თვითაღსრულების პირობას. აღნიშნულში ვლინდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებით სამართლებრივი მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას პირის ნების საწინააღმდეგოდ, მის ხელთ არსებული კანონით დადგენილი აღსრულების საშუალებების გამოყენებით აღასრულოს აქტი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების სამართლებრივი ფუნქცია იმაში ვლინდება, რომ ის არის აღსრულების დაწყების აუცილებელი წინაპირობა“.

 

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებში არ მოიპოვება რ--------- კ-----ისათვის პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ასევე არ დასტურდება მისი ადრესატისათვის ჩაბარების ფაქტი. მოსარჩელისთვის პენსიის აუნაზღაურებლობას საფუძვლად დაედო რ--------- კ-----ის მიერ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის უდავო ფაქტობრივი გარემოება. მხოლოდ აღნიშნული გარემოება კი არ ადასტურებს სახელმწიფო პენსიის შეჩერების მართლზომიერებას. ამასთან, კანონით გათვალისწინებული საფუძვლით მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გაცნობის შემთხვევაში, მისთვის იმთავითვე ცნობილი იქნებოდა სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე, რაც მის მიერ, საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა.

 

ამასთან, რაც შეეხება აპელანტის განმარტებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის განმეორებითი შესწავლის დროს ჩაბარდა მოსარჩელე მხარეს 2013 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე და ეს უკანასკნელი მხარეს არ გაუსაჩივრებია, პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, აღნიშნულს განსახილველ სასამართლო დავასთან მიმართებაში მიიჩნევს დაუსაბუთებლად და მიუთითებს, რომ მითითებული გარემოება ვერ გახდება გასაჩივრებული აქტების კანონიერების საფუძველი. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია სახელმწიფო პენსიის შეჩერების საფუძველზე და ეს უკანასკნელი არათუ მხარისათვის არ არის ოფიციალურად ჩაბარებული, არამედ არ არის გამოცემული მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

 

პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა - განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტთა მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება;

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც

ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა