განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015001148264
საქმე N3ბ/2603-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - თ---------–-----ძე;
აპელანტი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;
წარმომადგენელი - გ-------------ძე;
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს-----------–-------“
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტების მოთხოვნა:
1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,ს-----------–-------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს N0----- დადგენილება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 02 მარტის N--- ბრძანება. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის N0----- დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში, შპს ,,ს-----------–-------“-ის 2014 წლის 10 სექტემბრის N1------------ ადმინისტრაციული საჩივრის კანონით დადგენილი წესით განხილვა. შპს ,,ს-----------–--------ის“ სარჩელი ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის N0----- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, დ----- ა----–-----–ის გამზირი N5-/1 -ში პირველ სართულზე მდებარე 199.00 კვ.მ. ფართზე რეგისტრირებულია შპს ,,ს-----------–---- 5-“-ის საკუთრება (საკადასტრო კოდი 0-----------------------.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2013 წლის 25 მარტს დააფიქსირა სამშენებლო სამართალდარღვევა - შპს ,,ს-----------–---- 5-“-მა ქ. თბილისში, დ. ა----–-----–ის გამზ. N5-/11-ში განხორციელა შენობის რეკონსტრუქცია ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 02.03.2012წ. N6---- ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით. მითითებულ ფაქტზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შედგა №0----- მითითება. მხარეს, ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად განესაზღვრა 10 (ათი) დღიანი ვადა.
2013 წლის 08 აპრილს, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეადგინა №0----- შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირდა ამავე სამსახურის 2013 წლის 25 მარტის №0----- მითითებით განსაზღვრული მოთხოვნათა შეუსრულებლობა.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის №0----- დადგენილებით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,ს-----------–-------“ დაჯარიმდა 2 000 (ორი ათასი) ლარით პროექტის დარღვევით II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს განემატა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც შეიძლება დაკისრებოდა არა უმეტეს სამჯერ.
შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით ხსენებული დოკუმენტი შპს ,,ს-----------–----
5-“-ს გაეგზავნა 2013 წლის 13 მაისს, რომელიც ამავე მისამართზე ჩაბარდა კ---–-- ტ-------სს შ. დ------–---–ს - 2013 წლის 14 მაისს.
2013 წლის 29 მაისს, შპს ,,ს-----------–-------“-ის წარმომადგეენლმა დ-------ი ტ------ემ ქ. თბილისის მერიაში წარადგინა №1------------- ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის №0----- დადგენილების გაუქმების მოთხოვნით. დადგენილია, რომ წარდგენილ საჩივარზე შპს ,,ს-----------–-------“-ს ქ. თბილისის მერისაგან პასუხი არ მიუღია.
ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლებს აღმოუფხვრელობის ფაქტზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შპს ,,ს-----------–-------“-ის მიმართ 2014 წლის 03 ივლისს შეადგინა N0----- შემოწმების აქტი. ხსენებული დოკუმენტი ადრესატს ჩაბარდა ობიექტზე განთავსებით - 2014 წლის 09 ივლისს.
შპს ,,ს-----------–-------“-ის წარმომადგენელმა დ-------ი ტ------ემ 2016 წლის 16 ივლისს N1---------- განცხადება - საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც მოითხოვდა 2014 წლის 03 ივლისის N0----- შემოწმების აქტის საფუძველზე ადინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტას, გასაჩივრებული 2013 წლის 23 აპრილის N4----------3 №0----- დადგენილების შედეგების შეტყობინებას და ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნათა დადგენის მიზნით შემოწმებას.
ქალაქ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში საქმის განხილვაზე გამოცხადებულმა შპს ,,ს-----------–-------“-ის წარმომადგენელმა დ-------ი ტ------ემ განმარტა, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის
№0----- დადგენილების თაობაზე წარდგენილი საჩივარი არ განხილულა ადმინისტრაციული წესით და მისთვის უცნობია ამ განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. მოითხოვა სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს N0----- დადგენილებით შპს ,,ს-----------–-------“ დაჯარიმდა 6 000 ლარით ქალაქ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის N4----------3 №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლებს აღმოუფხვრელობის გამო.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2014 წლის 10 სექტემბერს შპს ,,ს-----------–---- 5-“-ის წარმომადგენელმა დ-------ი ტ------ემ წარადგინა N1------------ ადმინისტრაციული საჩივარი. საჩივრის ავტორის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის
№0----- დადგენილება გაასაჩივრა კანონით დადგენილი წესით და იმ დროს, როცა მისი მოქმედება შეჩერებული იყო, თუმცა ზედამხედველობის სამსახურმა საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების არარსებობის გამო მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაჯარიმდა ამ დადგენილების შეუსრულებლობისათვის, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
საქმის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჩივრის ავტორმა დააზუსტა მოთხოვნა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის №0----- დადგენილების ბათილად ცნობასთან ერთად მოითხოვა 2014 წლის 14 აგვისტოს N0----- დადგენილების ბათილობა. ასევე, 2013 წლის 23 აპრილის №0----- დადგენილების ქალაქ თბილისის მერიაში გასაჩივრების ფაქტი დაადასტურა შპს ,,ჯორჯიან ექსპრესის“ მიერ გაცემული დოკუმენტით და N1--------2 საჩივრის ასლის წარდგენით. აღნიშნულიდან გამომდინარე მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს არ ჰქონდა უფლება მიეღო ახალი გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ.
შპს ,,ჯორჯიან“ ექსპრესის“ 2014 წლის 07 ოქტომბრის N---- წერილით ირკვევა, რომ დ-------ი ტ------ის მიერ გაგზავნილი საბუთები (გზავნილი ზედნადების ნომრით
1---------) თბილისის მერიამ, მისამართზე: თბილისი, შარტავას N7-ში მიიღო 2013 წლის 29 მაისს, დოკუმენტს ხელს აწერს ც. სულაძე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 02 მარტის N--- ბრძანებით განუხილველად დარჩა შპს ,,ს-----------–----ს 5-“-ის 2014 წლის 10 სექტემბრის N1------------ ადმინისტრაციული საჩივარი, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის №0----- დადგენილების ნაწილში. არ დაკმაყოფილდა შპს ,,ს-----------–----ს 5-“-ის 2014 წლის 10 სექტემბრის N1------------ ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს N0----- დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში. ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს N0----- დადგენილება.
საჩივრის განმხილველმა ორგანომ განმარტა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის №0----- დადგენილების კანონიერების თაობაზე წარდგენილ 2013 წლის 29 მაისის N1--------2 საჩივარზე ქ. თბილისის მერიას უნდა ემსჯელა არაუგვიანეს 2013 წლის 29 ივნისისა, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამ შემთხვევაში, შპს ,,ს-----------–-------“ უფლებამოსილი იყო სათანადო მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში წარედგინა 2013 წლის 29 ივლისამდე და საკითხთან დაკავშირებით დავა გაეგრძელებინა სასამართლო წესით, რაც ასევე არ დასტურდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის №0----- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა განუხილველად დატოვა.
რაც შეეხება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს N0----- დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნას, საჩივრის განმხილველმა ორგანომ დადასტურებულად მიიჩნია, 2013 წლის 23 აპრილის №0----- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობა ამ დადგენილების შედგენამდე, რის გამოც გასაჩივრებული დადგენილებით კანონიერად იქნა მიჩნეული შპს ,,ს-----------–-------“-ის დაჯარიმება.
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომლის მე-4 თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის.
კოდექსის 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა- ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კანონის 15-ე მუხლის ,,ი’’ პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ამავე კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით.
იმავე კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქციები, ჯარიმდებიან: ა) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის; ბ) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის. ხოლო მე-4 ნაწილის შესაბამსიად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 02.03.2012წ. N6---- ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევის ფაქტზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შედგა
№0----- მითითება. მხარეს, ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად განესაზღვრა 10 (ათი) დღიანი ვადა. მითითებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის საფუძვლით 2013 წლის 08 აპრილს შედგენილი იქნა №0----- შემოწმების აქტი. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის №0----- დადგენილებით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45 -ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,ს-----------–----ა 5-“ დაჯარიმდა 2 000 (ორი ათასი) ლარით პროექტის დარღვევით II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს განემატა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც შეიძლება დაკისრებოდა არა უმეტეს სამჯერ. ხსენებულ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე 2013 წლის 29 მაისს შპს ,,ს-----------–----ა 5-“-მა ქ. თბილისის მერიაში წარადგინა №1------------- ადმინისტრაციული საჩივარი. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა განმარტების შესაბამისად, 29.05.2012წ №1------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ განუხორციელებია.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს N0----- დადგენილებით შპს ,,ს-----------–-------“ დაჯარიმდა 6 000 ლარით ქალაქ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის N4----------3 №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო.
2014 წლის 10 სექტემბერს წარადგენილი N1------------ ადმინისტრაციული საჩივარით შპს ,,ს-----------–-------“-მა სადავოდ გახადა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს N0----- დადგენილება. ამასთანავე, კვლავ მოითხოვა 2013 წლის 23 აპრილის №0----- დადგენილების კანონიერების შემოწმება.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსზე, რომლის XIII თავით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ხსენებული თავის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
მითითებული ნორმის შინაარსი გულისხმობს, რომ პირის კანონიერი ინტერესი არის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი, გათვალისწინებული, სამართლის ნორმით დაცული ინტერესი. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება ნიშნავს სწორედ სამართლის ნორმით დაცული ინტერესის - დარღვეული მატერიალური უფლების აღდგენის შესაძლებლობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე და 179-ე მუხლებზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს წერილობითი ფორმით შედგენილი ადმინისტრაციული საჩივარი.
ამავე კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლებს, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ: ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე; დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; ე) საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა; ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, რის შემდეგაც, იმავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმეზე დამატებითი მასალების მოძიება აუცილებელია, ადმინისტრაციულ ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება საქმის განხილვის გადადების შესახებ, რაც ეცნობება მხარეებს.
მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოსარჩელეს დაცული აქვს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის №0----- დადგენილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს 29.05.2013წ. №1------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება არ განუხორციელებია.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა როგორც უფლების დაცვის საშუალება წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ამასთან, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლება კანონით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში იმსჯელოს კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების გზით, შეფასება მისცეს გასაჩივრებული აქტს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილია ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილ ვადაში საჩივრის წარდგენის, მით უფრო იმავე აქტის კანონიერების თაობაზე განმეორებით 2014 წლის 10 სექტემბერს N1------------ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის პირობებში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განეხილა შპს ,,ს-----------–---- 5-“-ის ადმინისტრაციული საჩივარი და რეალურად ემსჯელა არსებობდა თუ არა მისი დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას 2013 წლის 23 აპრილის N4----------3 №0----- დადგენილების ნაწილში 2014 წლის 10 სექტემბრის N1------------ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მითითებულ გარემოებას, სასამართლო წესით დავის გასაგრძელებლად სარჩელის სასამართლოში წარდგენის ვადის გაშვებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ფუნქციაა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, მისი შესაბამისობის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობასთან. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი დაინტერესებულ მხარეს (მოსარჩელე) აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა საპროცესო კოდექსი აწესებს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების (სასარჩელო ხანდაზმულობის) ერთთვიან ვადას. სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის, მისი დასაშვებობის საკითხის შეფასება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 262 მუხლების შესაბამისად, მიეკუთვნება არა ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ სასამართლოს
უფლებამოსილებას.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი 2013 წლის 23 აპრილის N4------------ №0----- დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვება, თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვადის დარღვევის გამო, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და უსაფუძვლოდ ზღუდავს პირის უფლებას. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია იმსჯელოს შპს ,,ს-----------–-------“-ის მიერ 2014 წლის 10 სექტემბერს წარდგენილ N1------------ ადმინისტრაციული საჩივარზე და საქმის გარემოებათა შესწავლის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში 2013 წლის 23 აპრილის N4-1------- 13 №0----- დადგენილების კანონიერების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესის დასრულებამდე, როდესაც 2013 წლის 23 აპრილის N4----------3 №0----- დადგენილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული, მის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს N0----- დადგენილების გამოცემა და მოსარჩელისათვის სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკირება ეწინააღმდეგება კანონს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი;
პირველი ინსტანცის სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ცნობილიყო გასაჩივრებული აქტები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს N0----- დადგენილება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 02 მარტის N--- ბრძანება. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის N0----- დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში 2014 წლის 10 სექტემბრის N1------------ ადმინისტრაციული საჩივრის კანონით დადგენილი წესით განხილვა. ხოლო რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის N0----- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლომ მასზე არ იმსჯელა, რამდენადაც აღნიშნული წარმოადგენდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში 2014 წლის 10 სექტემბრის N1------------ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საგანს, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან გსაჩივრებულ გადაწყვეტილებას, მიუთითებენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებზე და განმარტავენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია ზემოთხსენებული მუხლების მოთხოვნები, არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე სასამართლო გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტებს.
პალატა განმარტავს, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 02.03.2012წ. N6---- ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევის ფაქტზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შედგა №0----- მითითება. მხარეს, ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად განესაზღვრა 10 (ათი) დღიანი ვადა. მითითებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის საფუძვლით 2013 წლის 08 აპრილს შედგენილი იქნა №0----- შემოწმების აქტი. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის №0----- დადგენილებით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45 -ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,ს-----------–----ა 5-“ დაჯარიმდა 2 000 (ორი ათასი) ლარით პროექტის დარღვევით II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს განემატა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც შეიძლება დაკისრებოდა არა უმეტეს სამჯერ. ხსენებულ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე 2013 წლის 29 მაისს შპს ,,ს-----------–----ა 5-“-მა ქ. თბილისის მერიაში წარადგინა №1------------- ადმინისტრაციული საჩივარი. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა განმარტების შესაბამისად, 29.05.2012წ №1------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ განუხორციელებია.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს N0----- დადგენილებით შპს ,,ს-----------–-------“ დაჯარიმდა 6 000 ლარით ქალაქ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის N4----------3 №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო.
2014 წლის 10 სექტემბერს წარადგენილი N1------------ ადმინისტრაციული საჩივრით შპს ,,ს-----------–-------“-მა სადავოდ გახადა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს N0----- დადგენილება. ამასთანავე, კვლავ მოითხოვა 2013 წლის 23 აპრილის №0----- დადგენილების კანონიერების შემოწმება.
პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსზე, რომლის XIII თავით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ხსენებული თავის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
მითითებული ნორმის შინაარსი გულისხმობს, რომ პირის კანონიერი ინტერესი არის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი, გათვალისწინებული, სამართლის ნორმით დაცული ინტერესი. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება ნიშნავს სწორედ სამართლის ნორმით დაცული ინტერესის - დარღვეული მატერიალური უფლების აღდგენის შესაძლებლობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე და 179-ე მუხლებზე მითითებით პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს წერილობითი ფორმით შედგენილი ადმინისტრაციული საჩივარი.
პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოსარჩელეს დაცული აქვს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის №0----- დადგენილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს 29.05.2013წ. №1------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება არ განუხორციელებია.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილია ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილ ვადაში საჩივრის წარდგენის, მით უფრო იმავე აქტის კანონიერების თაობაზე განმეორებით 2014 წლის 10 სექტემბერს N1------------ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის პირობებში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განეხილა შპს ,,ს-----------–---- 5-“-ის ადმინისტრაციული საჩივარი და რეალურად ემსჯელა არსებობდა თუ არა მისი დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის პოზიციაზე 2013 წლის 23 აპრილის N4----------3 №0----- დადგენილების ნაწილში 2014 წლის 10 სექტემბრის N1------------ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მითითებულ გარემოებაზე, სასამართლო წესით დავის გასაგრძელებლად სარჩელის სასამართლოში წარდგენის ვადის გაშვებასთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მართებულია, იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო ფუნქციაა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, მისი შესაბამისობის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობასთან. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი დაინტერესებულ მხარეს (მოსარჩელე) აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა საპროცესო კოდექსი აწესებს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების (სასარჩელო ხანდაზმულობის) ერთთვიან ვადას. სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის, მისი დასაშვებობის საკითხის შეფასება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 262 მუხლების შესაბამისად, მიეკუთვნება არა ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ სასამართლოს უფლებამოსილებას.
იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი 2013 წლის 23 აპრილის N4------------ №0----- დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვება, თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვადის დარღვევის გამო, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და უსაფუძვლოდ ზღუდავს პირის უფლებას. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია იმსჯელოს შპს ,,ს-----------–-------“-ის მიერ 2014 წლის 10 სექტემბერს წარდგენილ N1------------ ადმინისტრაციული საჩივარზე და საქმის გარემოებათა შესწავლის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ამასთან იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოში 2013 წლის 23 აპრილის N4-1------- 13 №0----- დადგენილების კანონიერების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესის დასრულებამდე, როდესაც 2013 წლის 23 აპრილის N4----------3 №0----- დადგენილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული, მის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს N0----- დადგენილების გამოცემა და მოსარჩელისათვის სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკირება ეწინააღმდეგება კანონს და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად სცნო ბათილად აღნიშნული აქტი.
პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა - განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტთა მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
5. საპროცესო ხარჯები:
5.1. აპელანტები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა